Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

პრევიუ: ბარსელონა Vs ატლეტიკო

5-04-2016
16 კომენტარი

მეოთხედფინალური ეტაპის ყველაზე დამაინტრიგებელი წყვილი სწორედ დღეს გამართავს პირველ შეხვედრას კამპ ნოუზე. ესპანური დერბი საოცრად საინტერესო და ტაქტიკურად დატვირთული უნდა გამოვიდეს. მადრიდის "ატლეტიკო" და "ბარსელონა" ერთმანეთს იდეალურად იცნობენ, ადრეც შეხვედრიან ერთმანეთს ამ სტადიაზე და ვნახოთ ამჯერად ვინ გამოვა გამარჯვებული. შანსები რა თქმა უნდა, თანაბარია და ველით ნამდვილად საჩემპიონთა ლიგო საღამოს.

 

ბარსელონა Vs ატლეტიკო

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგა, პირველი მეოთხედფინალური მატჩი

თარიღი: 22:45 საათი, 5 აპრილი

სტადიონი: კამპ ნოუ, ბარსელონა

მთავარი მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

პირდაპირი ტრანსლიაცია: Silk სპორტ HD1

 

კატალონიურმა გრანდმა მერვედფინალში მარტივად დაამარცხა ლონდონის "არსენალი" და ახლა ეცდება, რომ გამოისწოროს ხასიათი. სანაკრებო პაუზაზე გასვლამდე "ბარსამ" დაკარგა ქულები სტუმრად "ვილიარეალთან", თანაც ისე, რომ მოიგო პირველი ტაიმი 2:0, ხოლო გასულ უქმეებზე ლუის ენრიკეს გუნდმა შინ წააგო ელ კლასიკო, რომელსაც იგებდა ხერარდ პიკეს გოლით და ბოლოსკენ უმრავლესობაშიც დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ "ბარსა" კვლავ ლა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტია, სიტუაცია შედარებით დაიძაბა და თანაც გამოჩნდა, რომ თურმე მესი, ნეიმარი და სუარესიც ადამიანები არიან, რომლებიც მუდამ ვერ მოახერხებენ გოლების გატანას. თუმცა, ამ ერთმა წაგებამ არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში არავინ, ეს ისევ ისეთივე ძლიერი "ბარსელონაა", რომელმაც უბრალოდ წააგო მადრიდის "რეალთან" და ამაში გასაოცარი არაფერია. ენრიკეს კოლექტივმა შეწყვიტა დაუმარცხებელი სერია ყველა ტურნირზე და ახლა ეცდება, მოახდინოს ერთგვარი რეაბილიტაცია საკუთარი ქომაგების თვალწინ. აბსოლუტურად არასაჭირო თამაში აჩვენა ელ კლასიკოში ლუის სუარესმა, ჩრდილში იყო ნეიმარი და დღეს ყველამ უნდა ცადოს სიტუაციის გამოსწორება. კატალონიელებმა ძალიან მარტივად გადალახეს "არსენალის" ბარიერი, მაგრამ განმეორებითი შეხვედრის პირველი ტაიმი სუსტად ჩაატარეს. თამამად შეიძლება ითვას, რომ ლუის ენრიკეს აქვს სტაბილურობის, ბალანსისა და ორგანიზებულობის პრობლემები. პირველ რიგში, "ბარსელონას" აქილევსის ქუსლი დაცვის ხაზია, რომელიც შესაძლოა აბსოლუტურად მოიშალოს, რაც არ უნდა დაუშვან მასპინძლებმა "ატლეტიკოსთან", რომელიც ჩასაფრებული იქნება ყველგან. სავარაუდოდ, ენრიკე კვლავ ალვეში–პიკე–მასკერანო–ალბას ოთხეულს დააყენებს, მაგრამ უფრო მეტი ყურადღება და კომპაქტურობაა საჭირო. "ბარსელონას" ვერ ეხმარებიან ჟერემი მატიე, ადრინაო, სანდრო რამირესი და ბოლოს გაირკვა, რომ ვერც ალეშ ვიდალი. უნივერსალურმა ესპანელმა ბარძაყი დაიზიანა ვარჯიშზე. სხვა მხრივ, ყველაფერი მწყობრშია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ენრიკესთვის. ახალგაზრდა ესპანელი სპეციალისტი ალბათ არ შემოგვთავაზებს რაიმე განსაკუთრებულ სიურპრიზს და ნახევარდაცვა–თავდასხმის ტრიო მოსალოდნელი იქნება. "ბარსელონამ" წააგო ელ კლასიკო, მაგრამ ორმაგად და სამმაგად უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის ამ საღამოს, რომლის წაგებაც უკვე სერიოზული დარტყმა იქნება. თუმცა, ლუის ენრიკე და მისი დიდებული გუნდი მხოლოდ მოსაგებად გავა მინდორზე, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგაა, მეოთხედფინალური ეტეპია და მეორე შანსი არ არსებობს. თუ "ბლაუგრანას" სურს ისტორიის გადაწერა უნდა გადალახოს ყველაზე რთული ბარიერები და ალბათ ახლა სწორედ დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოა" ასეთი უხერხული მოწინააღმდეგე.

 

დიეგო სიმეონეს გუნდმა ზედიზედ მეორედ პენალტების სერიით გადალახა მერვედფინალის ბარიერი, თანაც საოცარი სერია მოიგო 8:7. გასულ სეზონში "როხიბლანკოს" მადრიდის "რეალი" შეხვდა მომდევნო ეტაპზე, ახლა კი – "ბარსელონა". თუმცა, სიმეონეს უყვარს ასეთი გამოწვევები და ახლა ორმაგად მოტივირებული იქნება. ლუის ენრიკეს "ბარსას" წინააღმდეგ ჩოლოს ჯერჯერობით ძალიან უჭირს და ეს ერთგვარი შანსია რევანშის ასაღებად. "ატლეტიკო" ბოლო დროინდელი მოვლენების გამო უკვე ექვსი ქულით ჩამორჩება კატალონიურ გრანდს ლა ლიგაში, რაც არ არის ძალიან დიდი სხვაობა, ამიტომ მადრიდელები ეროვნულ ჩემპიონატზეც ალბათ ფიქრობენ ცალი თვალით. მიუხედავად ამისა, "ატლეტიკოსთვის" არანორმალურად დიდი გამოწვევაა ეს დაპირისპირება, რომლის პირველ შეხვედრასაც დიდი მნიშვნელობა ექნება. გასულ უქმეებზე სიმეონემ ახალი ტაქტიკით ათამაშა გუნდი – 4–3–1–2, რაც ნამდვილად მოულოდნელი იყო. გამოკვეთილი გამთამაშებლის პოზიციაზე უნიჭიერესმა ანხელ კორეამ იმოქმედა და ჩინებული მატჩი ჩაატარა. საკმაოდ კარგ ფორმაშია ანტუან გრიზმანი და თქვენ წარმოიდგინეთ ფერნანდო ტორესიც კი. სიმეონეს გუნდმა ახალი განლაგებით შინ 5:1 გაანადგურა "ბეტისი" და არგენტინელი სპეციალისტი კმაყოფილი იყო თამაშის შემდეგ. "ატლეტიკოს" მთავარი პრობლემა ხოსე მარია ხიმენესის ტრავმაა, რასაც დაემატა სავიჩის ლაზარეთში მოხვედრა. ახალგაზრდა ურუგვაელს კუნი აწუხებს და თუ ვერ მომჯობინდა, მისი შეცვლა ახალგაზრდა ფრანგს, ლუკას ერნანდესს მოუწევს, რომელიც მხოლოდ ოცი წლის არის, მაგრამ უკვე არაერთი კარგი მატჩი აქვს ჩატარებული "ატლეტიკოს" მაისურით. გარდა ამისა, საეჭვოა ოლივერ ტორესის, ხესუს გამესის თამაში, ხოლო ტიაგო მენდეში – ლაზარეთშია. სავარაუდოდ, სიმეონემ სწორედ ამ მატჩისათვის დატესტა ახალი სქემა და არც ახლა შეცვლის რამეს, უბრალოდ ათიანის როლში ესპანელი კოკე მოგვევლინება. ნელ–ნელა უმატებს არგენტინელი საყრდენი ნახევარმცველი აუგუსტო ფერნანდესი, რომელზეც საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებს სიმეონე. "როხიბლანკოს" ნამდვილად ვერავინ მოთხოვს შემდეგ ეტაპზე გასვლას, მაგრამ ამ კლუბის ამბიციებისთვის "ბარსელონას" მეორედ გამოგდება ჩემპიონთა ლიგის ფლეი–ოფიდან სერიოზული წინსვლა იქნება, თანაც დაეხმარება სიმეონეს მიმდინარე სეზონშიც. მადრიდელებს ალბათ მატებს თავდაჯერებულობას ამ სეზონის მატჩი კამპ ნოუზე, რომელიც ძალიან კარგად ჩაატარეს, უბრალოდ არ გაუმართლათ და წააგეს მინიმალურად, როდესაც ცხრა კაცით ჩაამთავრეს შეხვედრა.

 

კამპ ნოუზე უდავოდ ყველაზე საინტერესო მატჩი გაიმართება ამ ოთხ წყვილს შორის და ვნახოთ როგორ გაურთულებს ცხოვრებას ლუინ ენრიკეს დიეგო სიმეონეს მებრძოლი "ატლეტიკო".

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ბარსელონა: ტერ შტეგენი – ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა – რაკიტიჩი, ბუსკეცი, ინიესტა – მესი, სუარესი, ნეიმარი.

 

ატლეტიკო: ობლაკი – ხუანფრანი, ლუკას ერნანდესი, გოდინი, ფელიპე ლუისი – გაბი, საულ ნიგესი, ა.ფერნანდესი – კოკე – გრიზმანი, ფ.ტორესი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ამ გუნდების ერთადერთი დაპირისპირება ევროარენაზე გაიმართა 2013/14 წლების სეზონში, სწორედ მეოთხედფინალურ სტადიაზე და "ატლეტიკომ" დაამარცხა ტატა მარტინოს "ბარსელონა". კამპ ნოუზე ფრის (1:1) შემდეგ, ვისენტე კალდერონზე კოკეს გოლით იმარჯვეს მადრიდელებმა – 1:0.
  • ბოლო რვა სეზონის განმავლობაში, მხოლოდ "ატლეტიკომ" მოახერხა "ბარსას" დამარცხება ჩემპიონთა ლიგის ამ სტადიაზე.
  • კატალონიური გრანდი ზედიზედ მეცხრედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.
  • ბოლო 37 საშინაო მატჩიდან ამ ტურნირზე, "ბარსამ" მოიგო 30 და წააგო მხოლოდ ერთი – 2013 წლის მაისში "ბაიერნთან" (0:3).
  • "ბარსელონამ" 17 მეოთხედფინალური ეტაპიდან ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 14–ჯერ გადალახა ბარიერი, რაც ფანტასტიკური მაჩვენებელია.
  • "ბარსას" სტატისტიკა ესპანური კლუბების წინააღმდეგ ევროპაში უარყოფითია: 6მ, 6ფ და 10წ. კამპ ნოუზე კი დადებითი: 4მ, 3ფ და 3წ.
  • ორმატჩიან დუელებში კი "ბლაუგრანამ" ოთხჯერ მოუგო თანამემამულეებს, სამაგიეროდ ექვსჯერ წააგო.
  • მადრიდის "ატლეტიკო" ზედიზედ მესამედ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და კვლავ ესპანურ კლუბს შეხვდება.
  • "ბარსას" გამოგდების და ფინალამდე მისვლის შემდეგ 2014 წელს, "ატლეტიკო" გასულ სეზონში მადრიდის "რეალმა" გამოაგდო ხავიერ ერნანდესის ერთადერთი გოლით ბერნაბეუზე ორმატჩიან დუელში.
  • "ატლეტიკოს" ესპანური გუნდების წინააღმდეგ ევროტურნირებზე 17 თამაში აქვს გამართული: 7მ, 4ფ და 6წ.
  • როგორც "სევილიასა" და "ატლეტიკოს" ფეხბურთელი, დიეგო სიმეონე, 11–ჯერ დაუპირისპირდა ლუის ენრიკეს, რომელიც ჯერ "რეალის", შემდეგ "ბარსელონას" ღირსებას იცავდა. უპირატესობა ენრიკეს აქვს – ექვსი მოგეა ორის წინააღმდეგ.
  • სიმეონეს "ბარსელონას" წინააღმდეგ, სამწვრთნელო კარიერაში, 15 მატჩი აქვს ჩატარებული და მხოლოდ ერთხელ მოიპოვა გამარჯვება (5ფ, 9წ).
  • ფერნანდო ტორესს "ბარსას" წინააღმდეგ ჩატარებულ 14 შეხვედრაში ათი გოლი აქვს გატანილი, აქედან ცხრა "ატლეტიკოს" მაისურით და კიდევ ერთი "ჩელსის" რიგებში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე, 2012 წელს.
  • ორივე გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ოლივერ ტორესს აქვს დაგროვებული ორი ყვითელი ბარათი და იმყოფება დისკვალიფიკაციის საფრთხის ქვეშ.

 

წინასამატჩო კომენტარები:

ხერარდ პიკე: "გიჟურად ველით ამ თამაშს. დარწმუნებული ვარ, რომ ვიხილავთ "ბარსას", რომელიც დიდ საღამოებს განსაკუთრებულად ატარებს და ყველას დავანახებთ თუ რატომ მოვიგოთ ყველაფერი.

 

ფეხბურთში ძალიან სასიამოვნოა გამოწვევების მიღება და ტრებლის განმეორება საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა. გადიხარ მინდორზე და გრძნობ, რომ ახლოს არის რაღაც არაორდინალური.

 

არანაერი ეჭვი არ მაქვს. დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ და ყველაფერს გავაკეთებთ ფინალში გასასვლელად. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები გვყავს და რა თქმა უნდა, თავდაჯერებულები ვართ. წლიდან წლამდე სირთულეებს ვეჯახებით ამ ტურნირზე, მაგრამ უნდა ვცადოთ".

 

დიეგო გოდინი: "ტრავმის შემდეგ ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ მზად ვყოფილიყავი დღევანდელი მატჩისათვის. ასი პროცენტით მზად ვარ.

 

ლიონელ მესი – წამყვანი მოთამაშეა განუსაზღვრელად მისი პოზიციისა მინდორზე. თუმცა, "ბარსელონა" არ არის მხოლოდ ერთი ფეხბურთელის გუნდი, ამიტომ მხოლოდ მესის შეჩერება არაა საკმარისი. მთელი "ბარსელონა" უნდა შევაჩეროთ.

 

გრიზმანი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება ჩვენი გუნდის. ის მრავალფეროვნებას მატებს "ატლეტიკოს", რადგან სხვადასხვა პოზიციებზე შეუძლია მოქმედება და ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

 

გვინდა, რომ გავცდეთ "ბარსელონას", რადგან ამ ტურნირზე თამაშის დიდი სურვილი გვაქვს. ახლა ცოტათი სხვა დონეზე ვართ ვიდრე ორი წლის წინ, როდესაც "ბარსელონას" ვეთამაშეთ ამ ეტაპზე. თუმცა, ეს უბრალოდ მორიგი გამოწვევაა, რომლის მისაღებადაც მზად ვართ".

 

ხუანფრანი: "ამხანაგური მატჩები, წინასასეზონო მატჩები, ჩემპიონატის მატჩები თუ ჩემპიონთა ლგიის...ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა და მაქსიმუმის დადება იმ მაისურის გამო, რომელიც გვაცვია.

 

ჩემპიონთა ლიგა კი განსაკუთრებული ტურნირი, რომელც არასოდეს მოგვიგია. ასე, რომ იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ადრე თუ გვიან  "ატლეტიკო" მოახერხებს ამ ტიტულის მოპოვებას".

 

ლუის ენრიკე: "ბოლო წლებში არაერთხელ შევხვდით მადრიდის "ატლეტიკოს", მაგრამ კიდევ ერთხელ, კარგად უნდა გავაანალიზოთ მათი თამაში და ვიყოთ გონება გახსნილები, რადგან ახლა ცოტათი სხვა სტილს იყენებენ. მათ აქვს გამოკვეთილი ფილოსოფია, არიან სახიფათონი კონტრშეტევებზე და მუდამ ანხორციელებენ პრესინგს.

 

მადრიდის "რეალთან" შეხვედრა კარგი იყო პირველი 65 წუთი. რა თქმა უნდა, დავუშვით შეცდომები, მაგრამ ეს ნორმალურია ასეთი მაღალი დონის გუნდთან. არ ვართ მანქანები და კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით. ფაქტიურად დავივიწყეთ წაგება და კლასიკოს წაგება მოტივაციაა, რათა დავუბრუნდეთ გამარჯვების გზას".

 

დიეგო სიმეონე: "ორივე გუნდი კარგად იცნობს ერთმანეთს, ამიტომ არამგონია რაიმე სიურპრიზები ვიხილოთ. ისინი თავისი სტილით თამაშობენ ყოველთვის და ამას ძალიან კარგად აკეთებენ ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით.

 

არ ვფიქრობ, რომ "ბარსელონას" მარცხი მადრიდის "რეალთან" რაიმე გავლენას მოახდენს ამ შეხვედრაზე. ყოველთვის საუკეთესოს ველით "ბარსელონასგან". ისინი სახლში აუცილებლად მოგაბაზე ითამაშებენ. ისინი ძლიერები არიან.

 

"ბარსას" უფრო აძლიერებს უნიკალური შემტევი ტრიო, რომელსაც აუცილებლად საუკეთესო დაცვა დახვდება ჩვენი მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა ბიჭებმა გაიგონ – მინდორზე გატარებული ერთი წუთი მთელი სიცოცხლის ტოლფასი იქნება".

 

http://fci.ge/uploads/posts/2016-04/1459836243_prediksi-barcelona-vs-atletico-madrid-6-april-2016.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 766
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 16  Scholes  
6 აპრილი 2016 12:29
ციტატა: Papuu
ვან პერსი და არსენალი გამახსენდა ამათ დე დას რო შე ვე ცი მეეეეეეეე

მე ნანი და რეალი ((
Manchester-United
Norway
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 15  Papuu  
6 აპრილი 2016 00:18
ვან პერსი და არსენალი გამახსენდა ამათ დე დას რო შე ვე ცი მეეეეეეეე

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 766
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 14  Scholes  
5 აპრილი 2016 23:14
გამიოძრე
Manchester-United
Norway
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 13  Papuu  
5 აპრილი 2016 22:42
ციტატა: East-17
იტოგში მეტი წამოვიდეს და სულ ფეხებზე მკიდია ეგ იგრა,

ატლეტიკო გოლს არ გაუშვებსთქო მგონია.
X ან X2
მეტი თუ წამოვიდა

1-2 მოიგებს ატლეტიკო

ბოლო წუთზე შეუგდებენ სეპარატისტებს მადრიდელი პატრიოტები!

ძირს ბარსელონა !!!!!!!!!!!!!!!!!

განმეორებითი იგრები როდისაა?

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 652
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 12  East-17  
5 აპრილი 2016 21:47
იტოგში მეტი წამოვიდეს და სულ ფეხებზე მკიდია ეგ იგრა,
Real-Madrid
Spain
კომენტარები: 1340
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 11  ogafa  
5 აპრილი 2016 20:14
არ წააგებს ატლეტიკო
Merani-Martvili
Georgia
კომენტარები: 4445
ჯგუფი: Football Fan
სტატუსი: offline
№ 10  SIKVDILA8  
5 აპრილი 2016 19:56
ციტატა: Papuu
Atletikos 2iani avigee. Barcas gasxmebi iqneba dges !


აწყდები !!!

ციტატა: Papuu
Barsas deddisss tyvnasss ganaxebtttt dgesss


ahahaha ahahaha ahahaha ahahaha ahahaha ahahaha ahahaha ahahaha ahahaha
Barcelona
France
კომენტარები: 3600
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 9  thiaGOALcantara  
5 აპრილი 2016 18:41
ციტატა: MAKAKA
მეც მასე ვფიქრობ მარააა ბარსამ რო წააგო რეალთან მემგონი ამასთანაც წაგება და ბარსასს დაქვეითება ერთი იქნებაა

იიიიიიიიიიი ahahaha
როგორ ენთუზიაზმში ჩავარდნენ კლასიკოს მოგების მერე ;დდდ

-------------------------------------------------------------
Mes Que Un Club !
Barcelona
კომენტარები: 652
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 8  East-17  
5 აპრილი 2016 17:17
მეტი მგონია ეს თამაში რატომღაც, სავარაუდოდ 3-1 მოიგებს ბარსა ეს ჩემი პირადი აზრია
Real-Madrid
Spain
კომენტარები: 3092
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 7  levani19  
5 აპრილი 2016 16:24
Bolo ori tamashi ver itamasha barcam kargad.imedia dges isev umagles doneze itamasheben da moigeben

-------------------------------------------------------------
l beshkenadze
Barcelona
Italy
კომენტარები: 851
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 6  shotamessi  
5 აპრილი 2016 14:23
3:1
Barcelona
Brazil
კომენტარები: 146
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 5  Geo-Aristograt  
5 აპრილი 2016 14:15
რავი ბილეთის დადება მინდა და არ ვიცი მაგარი მიჭედავს ეს თამაში რავი ვაპირებ აკლებობა დავწერო და თქვენ რას ფიქრობთ ბიჭებო?
Chelsea
Georgia
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 4  Papuu  
5 აპრილი 2016 13:59
Barsas deddisss tyvnasss ganaxebtttt dgesss

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 4
ჯგუფი: Football Fan
სტატუსი: offline
№ 3  temocaga  
5 აპრილი 2016 13:28
დღეს მინიმუმ არ აგებს ატკეტიკო!!!! aca
Atletico-Madrid
Georgia
კომენტარები: 908
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 2  MAKAKA  
5 აპრილი 2016 13:06
მეც მასე ვფიქრობ მარააა ბარსამ რო წააგო რეალთან მემგონი ამასთანაც წაგება და ბარსასს დაქვეითება ერთი იქნებაა
Real-Madrid
Portugal
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 1  Papuu  
5 აპრილი 2016 11:48
Atletikos 2iani avigee. Barcas gasxmebi iqneba dges !

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi