Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

პრევიუ: ვოლფსბურგი Vs რეალი

6-04-2016
2 კომენტარი

ვოლფსბურგში შედარებით ნაკლებად საინტერესო მატჩია, რადგან მადრიდის "რეალი" გამოკვეთილი ფავორიტია, მაგრამ გერმანელები არაფერს დათმობენ, მითუმეტეს საკუთარ მოედანზე. შესაბამისად, საკმაოდ საიტნერესო და სანახაობრივი თამაში უნდა გამოვიდეს გერმანიაში და ვნახოთ ამჯერადაც თუ გადალახავს "გერმანული ჯადოს" ბარიერს "სამეფო კლუბი", რადგან ესპანელებმა ბოლო ორ სეზონში ოთხჯერ დაამარცხეს ბუნდესლიგის კლუბი ფლეი–ოფში.

 

ვოლფსბურგი Vs რეალი

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგა, პირველი მეოთხედფინალური მატჩი

თარიღი: 22:45 საათი, 6 აპრილი

სტადიონი: ვოლფსბურგ არენა, ვოლფსბურგი

მთავარი მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

პირდაპირი ტრანსლიაცია: Silk სპორტ HD

 

"ვოლფსბურგისთვის" მიმდინარე სეზონი ძალიან მძიმე და წარუმატებელია, მაგრამ გუნდმა მაინც მიაღწია ისტორიულ წარმატება. "მგლებმა" "გენტი" 4:2 დაამარცხეს ორი მატჩის ჯამში, იულან დრაქსლერის ფანტასტიკური მოქმედებების წყალობით და პირველად ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე. ეს რა თქმა უნდა, მოვლენაა "ვოლფსბურგისათვის", მაგრამ გუნდი საშინელ ფორმაში იმყოფება. ბუნდესლიგაში მიუნხენგლადბახის "ბორუსიასთან" მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, თითქოს კარგად უნდა წასულიყო საქმეები, მაგრამ "ვოლფსბურგმა" ისევ მოუკლო და ბოლო სამ ტურში მხოლოდ ერთი ქულა აიღო. გასულ უქმეებზე "მგლები" სტუმრად 0:3 განადგურდნენ ლევერკუზენის "ბაიერთან" სრულიად დამსახურებულად და უკვე შვიდი ქულა აშორებთ ოთხეულს. ეს სერიოზული ჩამორჩენაა, რომლის აღმოსაფქვრელად ბევრი მუშაობა მოუწევს დიტერ ჰეკინგს. თუმცა, ახლა "ვოლფსბურგი" უნდა ეცადოს ამ პრობლემების დავიწყებას და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე კონცენტრირებას, სადაც გუნდს ურთულესი დაპირისპირება ელის მადრიდის "რეალთან". საბედნიეროდ, უკვე შეუძლიათ გუნდის დახმარება გამოცდილ გოლკიპერ დიეგო ბენალიოს, დანტესა და დაცვის ლიდერ ნალდოს. თუმცა, ბრაზილიელის თამაში საეჭვოა და ალბათ ჰეკინგი ახალგაზრდა კნოხეს დააყენებს ძირითადში, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა არ აკლია ნალდოსგან განსხვავებით. "ვოლფსბურგს" სებასტიან იუნგი და დანიელ კალიჯური ვერ დაეხმარებიან, მაგრამ ეს განსაკუთრებული პრობლემა არ არის. "ვოლფსბურგის" მთავარი ძალა საკმაოდ საინტერესო შეტევითი ხაზია, სადაც გერმანული ფეხბურთის ნამდვილი ტალანტები არიან: მაქსიმილიან არნოლდი, ანდრე შურლე, იულიან დრაქსლერი და მაქს კრუზე. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ვიერინიამ დაიწყოს ძირითადში. სწორედ ესაა მთავარი კითხვა, რადგან სხვა მხრივ ყველაფერი ნათელია "ვოლფსბურგის" შემადგენლობასთან დაკავშირებით. "მგლებმა" თავისი მაქსიმუმი უნდა გააკეთონ და ცადონ, რომ ღირსეულად წარმოაჩინონ თავი. რა თქმა უნდა, ჰეკინგის გუნდი არ ჩაჯდება დაცვაში და ეცდება შეტევას, მაგრამ მთავარია მომენტების მაქსიმალურად გამოყენება, რომელიც "ვოლფსბურგს" აუცილებლად ექნება.

 

საოცარი განწყობით ხვდება დღევანდელ შეხვედრას მადრიდის "რეალი", რომელმაც შაბათს კამპ ნოუზე ელ კლასიკო მოიგო და ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური პლიუსი მოიპოვა. ზინედინ ზიდანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება და ახლა ფრანგი სპეციალისტი გაცილებით დარწმუნებული იქნება თავის ძალებში. გარდა ამისა, "სამეფო კლუბის" სათამაშო ფორმა ძალიან კარგია, მაგრამ გუნდს დაცვაში აქვს სერიოზული პრობლემები. დღეს "რეალს" ვერ დაეხმარება ახალგაზრდა ფრანგი ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი და სწორედ ესაა მადრიდელების ერთადერთი დანაკლისი. დაცვის მარჯვენა ფრთაზე კვლავ კარვახალი ითამაშებს, რომელიც დიდებული იყო კლასიკოში და ალბათ კასემიროც ისევ პირველივე წუთებიდან დაეხმარება ცენტრში კროოსსა და მოდრიჩს. შემტევი ტრიო სრულ მზადყონაშია და "რეალი" ახლა იწყებს ნამდვილ გზას მილანისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ "ბლანკოსმა" შეამცირა ჩამორჩენა "ბარსელონასთან" ლა ლიგაში, ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შანსები ძალიან ცოტაა, ამიტომ "რეალმა" მაქსიმალური ყურადღება და კონცენტრაცია უნდა გადაიტანოს ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც რეალურად შეიძლება წარმატების მიღწევა. ვნახოთ როგორ იასპარეზებს ასეთ კარგ განწყობაზე მყოფი "სამეფო კლუბი" გერმანიაში, სადაც ისტორიულად უჭირს, მაგრამ ბოლო პერიოდში ულხინს. 

 

"ვოლფსბურგი" არ იქნება ადვილად გადასალახავი ბარიერი, მაგრამ ფავორიტი რა თქმა უნდა, მადრიდის "რეალია" და ესპანელები ყველაფერს გააკეთებენ ამ სტატუსის გასამართლებლად.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ვოლფსბურგი: ბენალიო – ტრეში, კნოხე, დანტე, რ.როდრიგესი – გილავოგი, ლუის გუსტავო – შურლე, არნოლდი, დრაქსლერი – კრუზე.

 

რეალი: ნავასი – კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო – კროოსი, კასემირო, მოდრიჩი – ბეილი, ბენზემა, რონალდო.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "ვოლფსბურგი" ისტორიაში პირველად იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, მადრიდის "რეალი" კი 33–დ.
  • ეს ამ კლუბების პირველი დაპირისპირებაა საერთოდ.
  • "ვოლფსბურგმა" სულ რაღაც მეორე სეზონი დაიწყო ჩემპიონთა ლიგაზე და პირველად გადალახა ჯგუფური ეტაპის ბარიერი.
  • "მგლები" მესამედ იასპერეზებენ ევროთასების მეოთხედფინალში. წინა ორი ასპარეზობა შედგა ევროპის ლიგაზე: 2009/10 "ფულჰემთან" მარცხი (1:2 სტუმრად და 0:1 შინ); 2014/15 "ნაპოლისთან" მარცხი (1:4 შინ და 2:2 სტუმრად).
  • "ვოლფსბურგმა" წინა ოთხი დაპირისპირებიდან ესპანური კლუბის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ მოიპოვა გამარჯვება.
  • მადრიდული გრანდი ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს ამ სტადიაზე, წინა ხუთიდან ხუთივე მოიგეს და ათიდან ცხრა. ზოგადად 26 მოგება და 6 მარცხი აქვს "რეალს" მეოთხედფინალში.
  • "სამეფო კლუბი" ერთადერთია, რომელსაც ჯერ არ წაუგია ჩემპიონთა ლიგაზე, "ბარსელონასთან" ერთად. სტუმრად მადრიდელებმა სამი მატჩი მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს.
  • "რეალი" აქამდე ოცჯერ დაუპირისპირდა გერმანულ გუნდს ფლეი–ოფში, 12–ჯერ გავიდა შემდეგ ეტაპზე და რვაჯერ – ვერა.
  • მადრიდულმა კლუბმა ბოლო ოთხი ვიზიტიდან სამი მოიგო გერმანიაში, მაგრამ მანამდე 25 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოგება მოიპოვა და 18–ჯერ დამარცხდა. ზოგადი სტატისტიკა კვლავ საშინლად გამოიყურება: 4მ, 6ფ და 18წ. თუმცა, მთლიანობაში 28მ, 10ფ და 22წ.
  • საჩემპიონო სეზონში, როდესაც მადრიდის "რეალმა" მოიგო მეათე ლიგის თასი, ზინედინ ზიდანი კარლო ანჩელოტის ასისტენტი იყო და მადრიდელებმა ფლეი–ოფის სტადიაზე სამი გერმანული კლუბი დაამარცხეს მიყოლებით: "შალკე", "დ.ბორუსია" და "ბაიერნი". გასული სეზონის მერვედფინალში "რეალმა" კვალვ გამოაგდო "შალკე", მაგრამ მაშინ ძალიან გაუჭირდა და ბერნაბეუზე 4:5 დამარცხდა.
  • მადრიდის "რეალის" გერმანელ საყრდენს ვოლსფგურ არენაზე გოლიც კი აქვს გატანილი, როდესაც ლევერკუზენის "ბაიერში" თამაშობდა იჯარით.
  • კეილორ ნავასს ჩემპიონთა ლიგაზე რვა შეხვედრაში არცერთი გოლი არ გაუშვია და უახლოვდება ლეგენდარული იენს ლემანის რეკორდს, რომელმაც ამ ტურნირზე 853 წუთიანი მშრალი სერია გამოაცხო.
  • "ვოლფსბურგის" შემადგენლობაში მხოლოდ ტრავმირებული დანიელ კალიკურია დისკვალიფიკაციის ზღვარზე. "რეალმა" კი გაფრფხილების შემთხვევაში შესაძლოა სერხიო რამოსი, დანილო და კასემირო დაკარგოს საპასუხო მატჩისთვის.

 

წინასამატჩო კომენტარები:

დანტე: "მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაგივიჭირდება, გვაქვს ორი მატჩი, სადაც მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. "რეალთან" დაპირისპირება არასოდეს დაგვავიწყდება.

 

გვინდოდა, რომ კენჭისყრის შედეგად რომელიმე გრანდი ყოფილიყო შვენი მეტოქე, რათა რეალურად გამოგვევლინა საკუთარი ძალები და დაგვემტკიცებინა, რომ ვიმსახურებთ საუკეთესო რვა გუნდს შორის ყოფნას. ვიცით, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეს უდიდესი გამოცდილება აქვს და ძალიან უნდა ნახევარფინალში გასვლა.

 

შეგვიძლია შემდეგ ეტაპზე გასვლა, უბრალოდ საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ. ამავდროულად, მადრიდელებმაც ვერ უნდა ითამაშოთ იდეალურად. აშკარაა, რომ "რეალის" დამარცხება შეიძლება. შეხედეთ მათ შედეგებს ლა ლიგაში. მერევედფინალურ ეტაპზეც ისინი ვერ დომინირებდნენ "რომასთან".

 

რონალდო? მის წინააღმდეგ რამდენიმეჯერ ვითამაშე "ბაიერნის" შემადგენლობაში. ის ყოველთვის ძლიერია ფიზიკურად, არის ნამდვილი ფენომენი და დაუცხოო ფეხბურთელი. გარდა ამისა, სწრაფია და ტექნიკური. მას აქვს უნიკალური დარტყმა და შეუძლია, რომ ნებისმიერი პოზიციიდან, ნებისმიერ მომენტში, გადაწყვიტოს შეხვედრის ბედი".

 

ანდრე შურლე: "არ შეიძლება იმის თქმა, რომ შანსები არ გვაქვს. "ვოლფსბურგის" ჩამოწერა უსამართლოა.

 

ნამდვილად არ გვაქვს იმის იმედი, რომ გაგვიმართლებს. ვფიქრობ, მადრიდის "რეალის" სათამაშო სტილი საკმაოდ კომფორტული იქნება ჩვენთვის. "ვოლფსბურგმა" არ უნდა მოითმინოს, უნდა მოვიპოვოთ ინიციტივა, რათა გამოვიყენოთ ძლიერი კონტრშეტევები".

 

იულიან დრაქსლერი: "ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაში – ჩვენი ოცნებაა. გვემის, რომ თუ გვინდა ამის გაკეთება მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ფეხბურთში ყველაფერია შესაძლებელი.

 

"რეალი" – უკეთესი გუნდია და ლოგიკურად, სწორედ ისინი უნდა გადიოდნენ შემდეგ ეტაპზე, რადგან ფავორიტები არიან. თუმცა, ვაპირებთ ბოლომდე დავიხარჯოთ და ვნახოთ რა მოხდება.

 

კარგად უნდა დავიცვათ თავი და არ დავივიწყოთ შეტევები მოქმედებები. უბრალოდ საკუთარ საჯარიმოში დგომა და თავდაცვა არ იქნება საკმარისი. "რეალი" არის გუნდი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი გუნდის კარში გოლის გატანა, ამიტომ უნდა შევუტიოთ.

 

"რეალს" საოცარი თავდასხმა ჰყავს – სწრაფი, ჭკვიანი. აღფრთოვანებული ვარ კარიმ ბენზემათი, რომელიც იდეალურობასთან მიახლოვებული ფორვარდია. საუკეთესო მატჩი უნდა ჩავატაროთ, რათა ფრანგმა ვერ გაიტანოს".

 

ჯოშუა გილავოგი: ""ატლეტიკოში" ვთამაშობდი, ამიტომ ეს ჩემთვის დერბია. უკვე დამარცხებული ჰაყვს "რეალი", როდესაც დიეგო კოსტამ გაიტანა ერთადერთი ბურთი. რატომ არ უნდა გავიმეორო იგივე "ვოლფსბურგთან"?

 

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, დაცვაში უნდა ვიყოთ ყურადღებით, რადგან მადრიდელების ტრიო: ბენზემა–ბიელი–რონალდო ძალიან სახიფათოა. საერთოდ, უნდა ვიყოთ კარგები უკან და გამოვიყენოთ შანსები კონტრშეტევებზე".

 

ტონი კროოსი: "მეოთხედფინალში იოლი მეტოქეები არ არსებობენ. თუ ვიფიქრებთ, რომ "ბარსელონას" დამარცხების შემდეგ პრესას უნდა ავყვეთ, სამქეები ცუდად წავა. იმისათვის, რომ გავიდეთ მომდევნო ეტაპზე, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ".

 

დიტერ ჰეკინგი: "მოტივაცია პრობლემა არ არის, რადგან ეს უდიდესი გამოწვევა და შანსია. თუმცა, იმედი მაქვს, ეს არ იქნება ამ თავგადასავალის დასასრული. "რეალის" დამარცხება უდიდესი სენსაცია იქნება და ამისათვის სწრაფვა დღეს უნდა დავიწყოთ.

 

კენჭისყრის შემდეგ აღფრთოვანებულნი ვიყავითი. არის თუ არა ეს უდიდესი დაპირისპირება კლუბის ისტორიაში? "ვოლფსბურგს" სხვა დიდი თამაშებიც ჰქონია, მაგრამ ეს შეხვედრა ალბათ ყველაზე მეტად იპყრობს ინტერესს. ნამდვილად დიდებული იქნება მინდორზე გასვლა და იმის დამტკიცება თუ რატომ ვართ ამ ტურნირზე კვლავ.

 

მადრიდის "რეალი" მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო გუნდია და ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი. თუმცა, ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და მჯერა, ჩემი გუნდი ამას მოახერხებს. მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს შეჩერება არ იქნება საკმარისი".

 

ზინედინ ზიდანი: "რთული მატჩი იქნება, მაგრამ კარგად ვართ მომზადებულნი. "ბარსასთან" მოპოვებული გამარჯვება უკვე დავიწყებულია და ამ თამაშს, როგორც ფინალს, ისე აღვიქვამთ. კარგ ფორმაში ვართ და გუნდი სრულიად კონცენტრირებულია, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

"ვოლფსბურმმა" ბევრი იბრძოლა აქ მოსახვედრად და დაიმსახურა. მათ შესაძლოა აქვთ პრობლემები ბუნდესლიგაში, მაგრამ ეს სულ სხვა ტურნირია. არ ვართ დაუმარცხებლები და "ვოლფსბურგს" შეუძლია ჭრილობების მოყენება. მათ სწრაფი შემტევები ჰყავთ, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ.

 

ყველაზე მეტად მინდა, რომ ბიჭებმა თავის ძლიერ მხარეებზე იფიქრონ მხოლოდ, რაც ძალიან რთულია, რაც უფრო ახლოვდება ტიტულისკენ მიმავალი გზა".

 

http://fci.ge/uploads/posts/2016-04/1459940842_maxresdefault.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 124
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 2  GIGABE  
7 აპრილი 2016 01:30
მილანის არიყოს სენსაციას მაინც უნდა ველოდეთ :დ
Barcelona
Argentina
კომენტარები: 851
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  shotamessi  
7 აპრილი 2016 01:06
panguri amoartyes reals :D
Barcelona
Brazil

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi