Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

პრევიუ: მანჩესტერ სიტი Vs პსჟ

12-04-2016
14 კომენტარი

ეტიჰადზე დღის ყველაზე საინტერესო მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ორი შესანიშნავი გუნდი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება. პარიზში გამოჩნდა, რომ "მანჩესტერ სიტი" არც ისე უკანაა "პსჟ–სთან" შადარებით და საკმაოდ კომფორტული ანგარიშიც მოიპოვეს ინგლისელებმა. ასე, რომ მანჩესტერში ნამდვილი ბრძოლაა მოსალოდნელი და ვნახოთ ვინ იქნება საუკეთესო. ორივე გუნდისთვის ნახევარფინალში გასვლა ისტორიული წარმატება იქნება, ამიტომ ნამდვილი ჯახი გველოდება მინდორზე.

 

მანჩესტერ სიტი Vs პსჟ

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგა, საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი

თარიღი: 22:45 საათი, 12 აპრილი

სტადიონი: ეტიჰადი, მანჩესტერი

მთავარი მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)

პირდაპირი ტრანსლიაცია: საზოგადოებრივი მაუწყებელი, Silk სპორტ HD1

 

"მანჩესტერ სიტიმ" შესანიშნავი თამაში ჩაატარა პარიზში და უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, როდესაც ბევრი ფავორიტად მიიჩნევდა ფრანგულ კლუბს. მანუელ პელეგრინი ძალიან გამოცდილი სპეციალისტია და სურს, რომ გუნდი ამაყად, თავაწეულმა დატოვოს. "სიტიმ" სტუმრად ფრედ 2:2 ითამაშა, რაც მშვენიერი შედეგია. ფანტასტიკურად დაბრუნდა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კევინ დე ბრუინი, რომელიც პარიზში საუკეთესო იყო მინდორზე ფერნანდინიოსთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ინგლისელებმა ასეთი წარმატებული თამაში ვინსენ კომპანისა და ია ია ტურეს გარეშე აჩვენეს, სამაგიეროდ მოასწრო გამოჯანმრთელება ჯო ჰარტმა, რომელმაც პენალტი აუღო ზლატან იბრაჰიმოვიჩს. გასულ უქმეებზე "ცისფრებმა" რთული მატჩი ჩაატარეს "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ ნამდვილი ბრიტანული წვიმის ფონზე და მოიპოვეს მნიშვნელოვანი სამი ქულა. გადამწყვეტი გოლი სამირ ნასრიმ შეაგდო, რომელმაც საკმაოდ მძიმე ტრავმა მოიშუშა და კარგად დაბრუნდა. "სიტიმ" განიმტკიცა პოზიციები მეოთხე ადგილზე და ახლა ოთხი ქულით უსწრებს "მან.იუნაიტედს", რაც იმას ნიშნავს, რომ მანჩესტერული კლუბი სრულიად ჩემპიონთა ლიგაზე იქნება კონცენტრირებული. პელეგრინის გუნდმა ნამდვილად შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა პარიზში და ახლა ეცდება, რომ კაგრად დაწყებული საქმე დაასრულოს საკუთარი ქომაგების თვალწინ. "მანჩესტერ სიტის" კვლავ ბელგიელი ცენტრალური მცველისა და კაპიტნის გარეშე მოუწევს თამაში, არადე იყო კომპანის დაბრუნების იმედი. თუმცა, ელიაკიმ მანგალამ საფრანგეთში სეზონის მატჩი ჩაატარა და თუ კვლავ ასეთი დამაჯერებელი, უშეცდომო იქნება, კომპანის არყოფნა არ დაეტყობა გუნდს. კომპანის გარდა ვერ ეხმარება მანჩესტერულ კლუბს რაჰიმ სტერლინგი, მაგრამ ეს პრობლემა არანაერად არ არის. საეჭვოა ფაბიან დელფისა და ია ია ტურეს თამაში, მაგრამ კოტ'დიუვარელი ალბათ ძირითადში იქნება, რაც "სიტის" მთავარი კოზირი იქნება დღევანდელი საღამოსთვის. მანუელ პელეგრინის კოლექტივი აშკარად მზად არის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისთვის, მაგრამ მთავარია, რომ ინგლისურმა კლუბმა ზედმეტად არ ირმწუნოს საკუთარ ძალებში, რადგან კონცენტრაცია და ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს "მან.სიტის" ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა თუ ყველაზე მნიშვნელოვანი არა, რადგან სასწორზე ისტორიული წარმატება დევს. თუ პელეგრინი მოახერხებს და გაიყვანს შემდეგ ეტაპზე "სიტის", ჩილელისთვისაც კარგი იქნება. დღევანდელ შეხვედრას იდეალურ ფორმაში ხვდებიან დე ბრუინი, სილვა და ფერნანდინიო, თანაც ჯერ კიდევ არ უთქვამს თავისი სიტყვა სერხიო აგუეროს, რომელიც რა თქმა უნდა, ძალიან მოტივირებულია და მონატრებული გოლებზე. ასე, რომ "მან.სიტი" კარგი განწყობით ხვდება უმნიშვნელოვანეს შეხვედრას თავის არსებობის ისტორიაში.

 

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ლორან ბლანმა კვლავ დაამტკიცა, რომ მშიშარა მწვრთნელია და აშკარად სიფრთხილისკენ მოუწოდა გუნდს პირველ შეხვედრაში, რამაც ძალიან ცუდად იმუშავა პარიზულ კლუბზე. "პსჟ–მ" მაღალი ოსტატობის ხარჯზე მაინც მოახერხა გარკვეულ პერიოდში მატჩის ბედის შემოტრიალება და რაბიომ წინ გაიყვანა გუნდი, მაგრამ ბოლოს მაინც გაუშვეს ფრანგებმა, ახლა კი საკმაოდ რთულ სიტუაციაში არიან. ბლანმა მარჯვენა მცველის პოზიციაზე კოტ'დიუვარელი სერჟ ორიე დააყენა, რომელმაც მეორე გაშვებული გოლის დროს საკმაოდ სერიოზული შეცდომა დაუშვა მარჯვენა ფრთაზე, შემდეგ კი უბრალოდ არ გაუმართლა, როდესაც მისგან მიუვიდა ბურთი ფერნანდინიოს, მაგრამ ის აშკარად ვერ გამოიყურებოდა სათანადო დონეზე. თუმცა, ახლა ბლანს ისედაც ბევრი პრობლემები აქვს უკანა ხაზზე, ამიტომ ორიეს შესაცვლელად არ სცალია. ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო თამაშს დავიდ ლუისი და ბლეზ მატუიდი გამოტოვებენ. ბრაზილიელ ცენტრალურ მცველს ალბათ თანამემამულე მარკინიოსი შეცვლის და ალბათ წარმატებითაც. აი მატუიდის დაზიანება კი ძალიან დიდი დარტყმაა, რადგან კვლავ ტრავმირებულია მარკო ვერატი და ფაქტიურად კვდება "პსჟ–ს" კრეატიულობა მოედნის ცენტრში. ტიაგო მოტას კვლავ შესანიშნავი თამაშის ჩატარება მოუწევს, მის გვერდით კი ადრიენ რაბიო და კიდევ უფრო გამოუცდელი ბენჟამინ სტამბული იმოქმედებს. სტამბულიზე დაყრდნობა არანორმალურად დიდი რისკია, მაგრამ ბლანს უბრალოდ არ აქვს სხვა ალტერნატივა, რადგან ხავიერ პასტორეც არ არის მზად სათამაშოდ პირველივე წუთებიდან. შეუძლია მოედნის ცენტრში თამაში მარკინიოსს, მაგრამ ამ შემთხვევაში დაცვის ცენტრში აღარავინ დარჩება ფრანგ სპეციალისტს. საფრანგეთის ჩემპიონატში პარიზელებს უკვე მოგებული აქვთ და გასულ უქმეებზე მარტივად დაამარცხეს "გინგამი" სტუმრად ლუკას მოურას დუბლით. კიდევ ერთი ინტრიგა სწორედ ბრაზილიელი ვინგერია, რომელიც შესაძლოა ძირითადში მოხვდეს, რადგან ედინსონ კავანიმ დიდად ვერ გაამართლა პირველ შეხვედრაში. თუმცა, ბლანი ალბათ მაინც ურუგვაელ ფორვარდზე გააკეთებს აქცენტს. მიუხედავად უკანა ხაზზე არსებული პრობლემებისა, ანხელ დი მარია იქნება ორმაგად მოტივირებული პირველი თამაშის ჩაგდების შემდეგ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი იმყოფება საუკეთესო ფორმაში მთელი კარიერის განმავლობაში, რასაც თავად შვედი აღიარებს. ზლატანის როლი ამ შეხვედრაში შესაძლოა გადამწყვეტიც გამოდგეს, მაგრამ "პსჟ–ს" ძალიან სერიოზული ბრძოლა ელოდება. ლორან ბლანი ჭკვიანი სპეციალისტია, რომელიც წესით გამოიტანდა საჭირო დასკვნებს პარიზში გამართული თამაშის შემდეგ. ფრანგული კლუბისთვის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ზედიზედ მეოთხედ ჩარჩენა ნამდვილად იმედგაცრუება იქნება, ამიტომ ისინი მინდორზე ყველაფერს დადებენ.

 

ეტიჰადზე არანორმალურად საინტერესო თამაში გველის, რომელსაც საოცარი ინტრიგა აქვს შენარჩუნებული. "პსჟ" და "მანჩესტერ სიტი" მინდორზე ყველარს დადებენ და წესით საკმაოდ კარგი სანახაობა გველის. პარიზში მხოლოდ ამ უნიკალური დუელის პირველი ნაწილი ვიხილეთ, მთავარი მოვლენები კი ინგლისში განვითარდება.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

მანჩესტერ სიტი: ჰარტი – სანია, ოტამენდი, მანგალა, კლიში – ფერნანდინიო, ტურე – ნავასი, დე ბრუინი, სილვა – აგუერო.

 

პსჟ: ტრაპი – ორიე, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, მაქსველი – რაბიო, ტიაგო მოტა, სტამბული – დი მარია, იბრაჰიმოვიჩი, კავანი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "მანჩესტერ სიტი" ისტორიაში პირველად ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და ეცდება, რომ გააგრძელოს ბრძოლა ნახევარფინალში.
  • "პსჟ" უკვე ზედიზედ მეოთხედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ამ სტადიაზე და არ სურს, რომ ზედიზედ მეოთხედ დამარცხდეს.
  • პარიზული კლუბი ისტორიაში მეორე ნახევარფინალს უმიზნებს. პირველად "პსჟ–მ" 1994/95 წლების სეზონში იასპარეზა ნახევარფინალურ ეტაპზე, როდესაც დამარცხდა "მილანთან".
  • ეს გუნდები აქამდე მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ეს უეფას თასზე მოხდა 2008/09 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე. ეტიჰადზე გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა. "პსჟ–ს" მაშინდელი შემადგენლობიდან აღარავინ შემორჩა, "სიტის" კი ჰარტი, საბალეტა, კომპანი.
  • "მანჩესტერ სიტი" ზოგადად ისტორიაში მეოთხედ თამაშობს ჩემპიონთა თასის/ლიგის ფლეი–ოფში. წინა ორი მარცხის გარდა მერვედფინალში "ბარსელონასთან", "ცისფრები" 1968/69 წლების სეზონში, "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდნენ პირველივე წრეში.
  • მიუხედავად იმისა, რომ "სიტის" პირველადაა ამ ეტაპზე, მათი მთავარი მწვრთნელი კი უკვე მესამედ, თანაც წინა ორ შემთხვევაში დებიუტანტი გუნდები მიიყვანა მეოთხედფინალამდე. პელეგრინიმ ჯერ "ვილიარეალს" მოუტანა წარმატება 2005/06 წლების სეზონში და გაიყვანა ნახევარფინალში.
  • 2012/13 წლების სეზონში კი უკვე მისმა "მალაგამ" წააგო დრამატული ორთაბრძოლა დორტმუნდის "ბორუსიასთან".
  • "მან.სიტიმ" წინა ექვსი ორმატჩიანი დუელიდან, რომლის პირველი შეხვედრაც სტუმრად დაასრულა ფრედ, ექვსივე მოიგო და ვნახოთ თუ გააგრძელებს ამ წარმატებულ სვლას.
  • ლორან ბლანის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე უკვე დაამარცხა ინგლისური კლუბი ლონდონის "ჩელსის" სახით. შინ 2:1 მოგების შემდეგ, პარიზელებმა ლონდონშიც ასეთივე ანგარიშით მოიგეს.
  • პარიზელების სტატისტიკა ინგლისური კლუბების წინააღმდეგ დაბალანსებულია: 4მ, 6ფ და 4წ. სტუმრად კი "პსჟ–მ" მხოლოდ ერთხელ იმარჯვა, სამჯერ წააგო და სამჯერ ფრედ ითამაშა.
  • ფლეი–ოფის ეტაპზე კი "პსჟ–მ" სამჯერ დაამარცხა ინგლისური კლუბი, ორჯერ კი თავად დამარცხდა.
  • პარიზელებმა პირველი თამაში 12–ჯერ დაასრულეს ფრედ და ექვსჯერ მოახერხეს საბოლოო გამარჯვების მოპოვება. თუმცა, კონკრეტულად საშინაო 2:2 "პსჟ–მ" სამჯერ ითამაშა და ვერცერთხელ ვერ გააღწია შემდეგ ეტაპზე. 
  • ბოლოს, პარიზელებმა 2013 წელს "ბარსელონასთან" ითამაშეს შინ ფრედ 2:2 და მიუხედავად იმისა, რომ კამპ ნოუზე ძალიან კარგად იასპარეზეს, 1:1 "ბარსას" აწყობდა.
  • თუ საქმე პენალტების სერიამდე მივა, უპირატესობა "მან.სიტის" ექნება, რადგან ინგლისელებმა უეფას ტურნირებზე ორიდან ორი ლატარეა მოიგეს, ფრანგებმა კი ერთიდან ერთი წააგეს.
  • "მან.სიტის" რიგებში ნიკოლას ოტამენდი და ხესუს ნავასი არიან დისკვალიფიკაციის საფრთხის ქვეშ, "პსჟ–ს" შემადგენლობაში კი ორიე, იბრაჰიმოვიჩი და ვერატი, მაგრამ იტალიელი ვერ ითამაშებს.

 

წინასამატჩო კომენტარები:

ბაკარი სანია: "პირველ რიგში, ყურადღებით უნდა ვიყოთ. მნიშვნელოვანია, რომ ისეთივე კონცენტრირებულები და თავდაჯერებულნი ვიყოთ, როგორც პირველ შეხვედრაში. გვჯერა, რომ გავალთ შემდეგ ეტაპზე და ეს მნიშვნელოვანია.

 

ვიცით, რომ "პსჟ" კარგი გუნდია საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშეებით. ვიცით, რომ ისინი შესაძლოა ძალიან სახიფათონი იყვნენ, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. უნდა ვიყოთ ყურადღებით და თუ ვითამაშებთ ჩვენს ფეხბურთს, აუცილებლად მოვიგებთ.

 

ახლა გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავიდეთ ნახევარფინალში, რაც უდიდესი მიღწევა იქნება კლუბისთვის. როგორც მოთამაშისთვის, დიდი სიამოვნებაა ამის გაკეთება. ძალიან მაღალი დონის მატჩი გველის, ველი რომ ძალიან რთული ტაქტიკური დაპირისპირება იქნება. 

 

კარგად ვიცით, რომ "პსჟ–ს" ყველა შემტევი ძალიან სახიფათოა. იბრაიჰმოვიჩს კარგად შეუძლია ბურთის დაჭერა და მისი საჯარიმოში თავად შეტანა. დი მარიას საოცარი ტექნიკა აქვს და ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. კარგად გავეცანით ფრანგულ ფეხბურთს და ვიცით, რომ ისინი ძალიან ძლიერი ინდივიდუალისტები არიან".

 

ტიაგო მოტა: "რა თქმა უნდა, თითოეულ გუნდს სურს ნახევარფინალში გასვლა. ვფიქრობ, მთავარია, რომ არ ვიფიქროთ იმაზე თუ რა შეიძლება მოხდეს ან არ მოხდეს წარმატების ან წარუმატებლობის შემთხვევაში. მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ თუ როგორ გავიდეთ მომდევნო ეტაპზე. ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია და დარწმუნებულნი ვართ, რომ შეგვიძლია მომდევნო ეტაპზე გასვლა.

 

ჩვენ მთელი გუნდით ვიგებთ და მთელი გუნდით ვაგებთ. ამ საღამოს არ უნდა დავუშვათ ის შეცდომები, რომლებიც დავუშვით პირველ შეხვედრაში. აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ეს ხარვეზები. უნდა ვიმოქმედოთ, როგორც ერთიანმა ძალამ.

 

ყველა შემსრულებელი გვჭირდება. ვერატი – ფანტასტიკური მოთამაშეა და დიდი ხანია არ უთამაშია, მაგრამ ახლა ჩვენთან ერთადაა მანჩესტერში. ყოველი ფეხბურთელი გვჭირდება. 

 

ია ია ტურე? ისიც კარგი მოთამაშეა. მთელი კარიერის განმავლობაში ამტკიცებს, რომ დიდებული ფეხბურთელია. საერთოდაც, "სიტის" ფანტასტიკური მოთამაშეები ჰყავს".

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "ყოველ წელს ჩვენი მიზანი იყო შემდეგ ეტაპზე გასვლა, მაგრამ არ გამოგვდიოდა. ამჯერადაც იგივე მიზანი გვაქვს და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ამ ტურნირზე შეუძლებელია რაიმეს წინასწარ განსაზღვრა, ასეთია ჩემპიონთა ლიგის ბედი. 

 

ამ სეზონში უფრო უკეთესები ვართ, შევიძინეთ დიდი გამოცდილება. მეოთხედფინალური ეტაპი წესით არ უნდა იყოს განსაკუთრებული პრობლემა ჩვენთვის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი კლუბისათვის და მისი სამომავლო განვითარებისთვის.

 

უბრალოდ სიამოვნებას ვიღებ ჩემი თამაშისგან. სეზონის წინ ბევრი მაკრიტიკებდა, მაგრამ ახლა ყველა ჩუმადაა. მე სიამოვნებას ვიღებ და ვცდილობ, რომ სიამოვნება მივანიჭო ქომაგებს. ასეთ კარგ ფორმაში არასოდეს ვყოფილვარ. ასე კარგად არასოდეს მიგვრძნია თავი. დავიბადე მოხუცად და მოვკვდები ახალგაზრდად. 

 

ტიტულებისათვის ვიბრძვი და თუ მაქვს რომელიმე ტურნირის მოგების საშუალება, ამისათვის მაქსიმუმს გავაკეთებ, არ დავზოგავ ძალებს. რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველას გვინდა ამ ტურნირის მოგება. "პსჟ" ამისათვის ბევრს მუშაობს და უბრალოდ ვნახოთ რა მოხდება".

 

მანუელ პელეგრინი: ""მან.სიტი" მზად არის სათამაშოდ და გოლების გასატანად. თუ ვიფიქრებთ, რომ უგოლო ფრეზე უნდა ვითამაშოთ – წავაგებთ, რადგან ეს არ არის ჩვენი სათამაშო სტილი.

 

ყოველი თამაში განსხვავებულია. არანაერი მნიშვნელობა არ აქვს ამ ტურნირზე იმას, რაც ინგლისში ხდება. მნიშვნელოვანია, რომ "პსჟ–სთან" მეორე მატჩს შინ ვატარებთ. იდეალური თამაში ვაჩვენეთ პარიზში და დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია "პსჟ–ს" დამარცხება.

 

პრესა ფიქრობდა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის არანაერი შანსი არ გვქონდა, მაგრამ დავამტკიცეთ საფრანგეთში ჩვენი რეალური ძალები. ამ ეტაპზე ნამდვილად პარიზელების დონეზე ვართ და შეგვიძლია ნახევარფინალში გასვლა".

 

ლორან ბლანი: "უკვე გადავხედეთ პირველ წრეში დაშვებულ შეცდომებს, განსაკუთრებით დაცვაში და ისინი აღან განმეორდება. "მან.სიტის" დიდი სივრცეები ჰქონდა და ასეთ შემთხვევაში მათი მოთამაშეები ყოველთვის შეგვიქმნიან დიდ პრობლემებს.

 

უმაღლესი დონის თამაში უნდა ვაჩვენოთ, გაცილებით უკეთესი, ვიდრე პირველ შეხვედრაში. ერთი კვირის წინ ფანტასტიკური მატჩი არ ჩაგვიტარებია, მაგრამ თუ იმდევნიეე საგოლე მომენტს შევქმნით, აუცილებლად მოვიგებთ. კარგად უნდა წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი.

 

ახლა უკეთესი სიტუაცია უნდა მოვიპოვოთ. პირველი თამაში კარგად გავაანალიზეთ და ეგრევე მივხვდით რა დაგვაკლდა. კარგია, რომ მათ უპირატესობა აქვთ სტუმრად გატანილი ორი გოლის სახით, რადგან ახლა "მან.სიტიზე" უბრალოდ ერთით მეტი გოლი უნდა გავიტანოთ".

http://fci.ge/uploads/posts/2016-04/1460447251_manchester-city-vs-psg.jpg

რომელი გუნდი გავა შემდეგ ეტაპზე?

მწვანე ზონა
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 14  Papuu  
13 აპრილი 2016 00:24
აგუერო რა თავხედი ფეხბურთელია :D

გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლლლლლლლლლლლლლლ


გოლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლ


მაგარი ფეხბურთელიააა


გოოოოოოოოოოოოოლლლლლლლლლლ

შიგ ვითომ მაღალი დონის იბრას დე დის ხახაში !!!!!!!!!!!!!!!!11

ნოიერი და ჰარტი

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 633
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 13  M. Ballack  
12 აპრილი 2016 23:51
ციტატა: JobaCh
ციტატა: M. Ballack
დავით აწი პრევიუ აღარ აიღო და პირდაპირ პრევიუში ჩასვით ხოლმე ლაივის ლინკები იქნებ ესე მაინც დაიბრუნოს საიტმა ძველებური ყურადღება... ადრე რა ხდებოდა რამდენი ხალხი შემოდიოდა რამდენი კომენტარი იჩითებოდა მაგრა გული მწყდება რაც საიტის დიზაინი განახლდა აღარავინ შემოდის

ზატო პაპუს კომენტარები იჩითება , რო შემოვდივარ და ბევრ კომენტარს ვხედავ მიხარია ხოლმე , გავხსნი ლინკს და პაპუ ისტორიაზე ბაზრობს , ფეხბურთის კი არა საქართველოს და ზოგადად მსოფლიოს ისტორიაზე geo

ხოდა საიტმა რრაც უნდა შეცვალოს ადმისტრაციამ ფაქტია ცვლილებებმა არ გაამართლა და ხალხს აღარ იზიდავს შემოსვლა და კომენტარის დაწერა.. ჯერ ეს ლაივის ლინკები ცალკე საშინელებაა მაგას ძველებურად აპინვა ჯობია ლიგის და გამორჩეული თამაშების როგორც ადრე იყო და ზოგადად ეს შეცვლილი კომენტარის წერის სისტემაც არაა კარგი, ვინმეს კომენტარს რო აციტირება მთელი ვეფხისტყაოსანი ციტირდება

აუ სიტი პესეჟე მაგარი თამაში ატყდა

-------------------------------------------------------------
Mia San Mia

Toni Kroos
Bayern-Munich
Germany
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 12  Papuu  
12 აპრილი 2016 23:49
ციტატა: M. Ballack
ხავიმ ინიესტასთან

რა თქმა უნდა ინიესტამ ბევრს გაუხსნა გზა :D

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 633
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 11  M. Ballack  
12 აპრილი 2016 23:46
ბალაკი აძინოკი ვოლკი იყო და თავისი საუკეთესო წლების პერიოდში უსუსტესი გერმანიის ნაკრები და ბაიერნი ყავს ნათრევი.. ხავიმ ინიესტასთან და ვაბშე ბოლო წლების საუკეთესო თაობასთან და კოლექტივთან ერთად ბევრი ტიტულები მოიგო ძალიან, თან ბალაკი უფრო გოლების გამტანი შემტევი იყო ხავი საყრდენი, მაგრამ ტილიანიო ბალაკზე როგორ უნდა თქვას კაცმა ან ბანძი იყოო უხერხულია wink

-------------------------------------------------------------
Mia San Mia

Toni Kroos
Bayern-Munich
Germany
კომენტარები: 2862
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 10  JobaCh  
12 აპრილი 2016 23:43
ციტატა: M. Ballack
დავით აწი პრევიუ აღარ აიღო და პირდაპირ პრევიუში ჩასვით ხოლმე ლაივის ლინკები იქნებ ესე მაინც დაიბრუნოს საიტმა ძველებური ყურადღება... ადრე რა ხდებოდა რამდენი ხალხი შემოდიოდა რამდენი კომენტარი იჩითებოდა მაგრა გული მწყდება რაც საიტის დიზაინი განახლდა აღარავინ შემოდის

ზატო პაპუს კომენტარები იჩითება , რო შემოვდივარ და ბევრ კომენტარს ვხედავ მიხარია ხოლმე , გავხსნი ლინკს და პაპუ ისტორიაზე ბაზრობს , ფეხბურთის კი არა საქართველოს და ზოგადად მსოფლიოს ისტორიაზე geo

-------------------------------------------------------------
Arsenal & Celta vigo
Arsenal
France
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 9  Papuu  
12 აპრილი 2016 23:40
ციტატა: M. Ballack
დავით აწი პრევიუ აღარ აიღო და პირდაპირ პრევიუში ჩასვით ხოლმე ლაივის ლინკები იქნებ ესე მაინც დაიბრუნოს საიტმა ძველებური ყურადღება... ადრე რა ხდებოდა რამდენი ხალხი შემოდიოდა რამდენი კომენტარი იჩითებოდა მაგრა გული მწყდება რაც საიტის დიზაინი განახლდა აღარავინ შემოდის

აქ რა დაწერეს იცი ?

ბალაკი ტილიანი ფეხბურთელიაო და ლეგენდა არ არისო.

პლიუს ხავი ამჯობინეს :D

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 633
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 8  M. Ballack  
12 აპრილი 2016 23:38
დავით აწი პრევიუ აღარ აიღო და პირდაპირ პრევიუში ჩასვით ხოლმე ლაივის ლინკები იქნებ ესე მაინც დაიბრუნოს საიტმა ძველებური ყურადღება... ადრე რა ხდებოდა რამდენი ხალხი შემოდიოდა რამდენი კომენტარი იჩითებოდა მაგრა გული მწყდება რაც საიტის დიზაინი განახლდა აღარავინ შემოდის

-------------------------------------------------------------
Mia San Mia

Toni Kroos
Bayern-Munich
Germany
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 7  Papuu  
12 აპრილი 2016 23:35
ციტატა: NIKA_B
ციტატა: Papuu
იბრაჰიმოვიჩი მაღალი კლასის ფეხბურთელად მიგაჩნიათ?!

შევცდი ასავალ-დასავალზე კომედი შოუს თანამშრომელი ყოფილხარ ahahaha მაგარი ძმა ხარ რა wink

რა იბრაგიმოვიჩი მაღალი დონის ფორვარდია ? :D

აგუერო შე თქვენ დაარღვიეთ კომენტარის წერის წესები, გთხოვთ წაშალოთ ეს პოსტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგედებათ ბანი ! ო შე სიროოო

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 10477
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 6  Lionel_Messi_10  
12 აპრილი 2016 17:36
პსჟ გავა აუცილებლად.
Barcelona
Argentina
კომენტარები: 16641
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 5  Hardwell  
12 აპრილი 2016 16:09
ციტატა: Papuu
იბრაჰიმოვიჩი მაღალი კლასის ფეხბურთელად მიგაჩნიათ?!
ahahaha ahahaha
გაზაევის ავატარი რაპონტში?:Dდდ

-------------------------------------------------------------
- For Me RoNaLDinHo Is The Best Player Of All Time!♥
Barcelona
Brazil
კომენტარები: 3428
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 4  SOAD  
12 აპრილი 2016 15:11
ციტატა: Papuu
იბრაჰიმოვიჩი მაღალი კლასის ფეხბურთელად მიგაჩნიათ?!

რავი



























ahahaha
შენ
Barcelona
კომენტარები: 2777
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 3  NIKA_B  
12 აპრილი 2016 13:10
ციტატა: Papuu
იბრაჰიმოვიჩი მაღალი კლასის ფეხბურთელად მიგაჩნიათ?!

შევცდი ასავალ-დასავალზე კომედი შოუს თანამშრომელი ყოფილხარ ahahaha მაგარი ძმა ხარ რა wink
Barcelona
Georgia
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 2  Papuu  
12 აპრილი 2016 12:03
ვწერდი მე ვერ მოიგებს სახლში პსჟთქო
და აქ იძახდნენ რისი გუნდია სიტიო !

აქ პროგნოზს ვერ დავდებ მაგრამ დიდი სურვილი მაქ სიტი გავიდეს ;)

პ.ს

იბრაჰიმოვიჩი მაღალი კლასის ფეხბურთელად მიგაჩნიათ?!

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 291
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  anfield 2  
12 აპრილი 2016 10:31
გაგანია 2-ია :D goal77

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=TlmoLxVyYMs
Liverpool
England

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi