Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

პრევიუ: რეალი Vs ვოლფსბურგი

12-04-2016
10 კომენტარი

ძალიან მალე გავიდა ერთი კვირაც და დადგა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური თამაშების დრო. ინტრიგა ორივე წყვილშია შემორჩენილი, ამიტომ თამაშის არჩევა გულშემატკივარის გემოვნებაზეა. სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის "რეალი" ეცდება აღმოფქვრას ორუბრთიანი ჩამორჩენა და წესით საკმაოდ სანახაობრივი დაპირისპირება უნდა გამოვიდეს, რადგან არც "ვოლფსბურგი" ჩადგება ათი კაცით დაცვაში მთელი მატჩის განმავლობაში. ვნახოთ მოახერხებს თუ არა ზინედინ ზიდანი ალბათ სეზონის თამაშის მოგება და გერმანულ კლუბებთან ბოლო დროინდელი წარმატებული ასპარეზობის გაგრძელებას.

 

რეალი Vs ვოლფსბურგი

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგა, საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი

თარიღი: 22:45 საათი, 12 აპრილი

სტადიონი: სანტიაგო ბერნაბეუ, მადრიდი

მთავარი მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

პირდაპირი ტრანსლიაცია: მეორე არხი, Silk სპორტ HD2

 

კამპ ნოუზე მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ მადრიდის "რეალმა" მოულოდნელად ძალიან უსახური თამაში აჩვენა გერმანიაში და 0:2 დამარცხდა, რაც საკმაოდ არაკომფორტული შედეგია. "სამეფო კლუბმა" მორიგი საშინელი თამაში ჩაატარა დაცვაში, განსაკუთრებით სუსტი იყო მარჯვენა მცველი დანილო. ძალიან უცნაურია, მაგრამ ელ კლასიკო იდეალურად ჩატარებული დანიელ კარვახალი ზინედინ ზიდანმა დასვა სათადარიგოზე და ამჯობინა ბრაზილიელი დანილო, რომელმაც მატჩი ჩააგდო. თუმცა, ზიდანი გონიერი ადამიანია და ალბათ აღარ დაუშვებს ანალოგიურ შეცდომას. გასულ უქმეებზე დაისვენეს ლიდერებმა, შანსი მიიღეს უკვე ვეტერანმა და სკამის მოთამაშეებმა, რომელთაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვეს. თამაშს მონატრებული ჯეიმს როდრიგესი შესანიშნავად გამოიყურებოდა, ულამაზესი საჯარიმოც გაიტანა და "რეალმა" შინ 4:0 გაანადგურა "ეიბარი". საბედნიეროდ, მოასწრო გამოჯანმრთელება კარიმ ბენზემამ, რომელიც პირველ შეხვედრაში 40–ე წუთზე შეცვალეს. ფრანგს ბარძაყი აწუხებდა, მაგრამ დაისვენა შაბათს და ასი პროცენტით მზად არის დღეისათვის. მადრიდული გრანდის ერთადერთი დანაკლისი ფრანგი ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანია, რომელსაც ბარძაყის ტრავმა აქვს. ზიდანი სავარაუდოდ კვლავ კასემიროს დააყენებს ძირითადში, რადგან ბრაზილიელი აუცილებელია ბალანსისთვის. ფრანგის მოსვლი შემდეგ "სამეფო კლუბი" მკაფიოდ შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობს და ნახევარდაცვის ცენტრში როდრიგესის ან ისკოს დაყენება უკვე ზედმეტად თამამი ნაბიჯი იქნება, მაგრამ დღეს შესაძლოა სწორედაც ეს დასჭირდეს ზიზუს. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ისკო, ისე კოლუმბიელი გამთამაშებელი, მზად არის მინდორზე შესასვლელად და თავისი შესაძლებლობების გამოსავლენად. ალბათ სწორედ როდრიგესი იქნება ზიდანის მთავარი ჯოკერი დღევანდელ შეხვედრაში და ვნახოთ როგორ მოახერხებს მის გამოყენებს ლეგენდარული ფრანგი. ლა ლიგაში სიტუაცია ცოტათი დაიძაბა, მაგრამ ეს განსაკუთრებულ იმედს ვერ მისცემს "სამეფო კლუბს". "ბლანკოსის" მთავარი მიზანი კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, ამიტომ მადრიდელებმა დღეს ყველაფერი უნდა დადონ მინდორზე. ესპანურ კლუბს საკმაოდ რთული ამოცანა აქვს, მაგრამ სანტიაგო ბერნაბეუზე ამ გუნდს აბსოლუტურად ყველაფერი შეუძლია. სერხიო რამოსი, ლუკა მოდრიჩი, კრიშტიანო რონალდო, კარიმ ბენზემა, გარეთ ბეილი და დიდებული კეილორ ნავასი მზად არიან ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოსაფქვრელად. "სამეფო კლუბის" ქომაგები იმედია ღირსეულ მხარდაჭერას გაუწევენ თავის გუნდს, რომელიც აუცილებლად ბოლომდე დაიხარჯება. "რეალს" ყოველთვის უჭირს გერმანული კლუბების წინააღმდეგ, მაგრამ ზინედინ ზიდანს შეუძლია, რომ ბოლო პერიოდში გამოსწორებული ეს ტენდენცია გააგრძელოს. მადრიდელთა დასამუხტად და მოტივაციის ასამაღლებლად ზინედინი იდეალური კანდიდატია, ამიტომ "რეალს" ნამდვილად შეუძლია!

 

გერმანიის ბუნდესლიგაში "ვოლფსბურგს" კვლავ არაფერი გამოსდის და გასულ უქმეებზე ფრედ ითამაშეს "მაინცთან". დიტერ ჰეკინგის გუნდს ზედიზედ ოთხი თამაში არ მოუგია ბუნდესლიგაში, მაგრამ "მგლები" საოცარი განწყობით, იდეალურად მომზადებულნი გავიდნენ "რეალთან" შეხვედრაზე და აჩვენეს ფანტასტიკური ფეხბურთი. გერმანელებს თავისუფლად შეეძლოთ მესამე გოლის გატანაც, განსაკუთრებით კარგი იყო "ვოლფსბურგის" ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი. ჰეკინგმა ნამდვილი სიურპრიზი გამოაცხო, როდესაც ძირითადში 19 წლის ბრაზილიელი ბრუნო ენრიკე დააყენა. ენიკრემ თავისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე იდეალური თამაშითა და საგოლე პასით აღნიშნა. "ვოლფსბურგმა" დაამტკიცა, რომ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია და სწორი მუშაობის, მონდომების შედეგად შესაძლებელია პრაქტიკულად წარმოუდგენელი ამოცანების შესრულება. "მგლებს" უნიჭიერესი გერმანელი მოთამაშეები ჰყავთ შეტევით ხაზში: ანდრე შურლე, მაქსიმილიან არნოლდი, მაქს კრუზე და რაღა თქმა უნდა, იულიან დრაქსლერი. უკვე გამოჯანმრთელდა ტანმაღალი ჰოლანდიელი ფორვარდი ბას დოსტი, მაგრამ წესითა და რიგით, ჰეკინგი კვლავ გამოკვეთილი თავდამსხმელის გარეშე ითამაშებს, რამაც იდეალურად გაამართლა პირველ შეხვედრაში. "ვოლფსბურგს" ისევ სებასტიან იუნგი ვერ დაეხმარება, სამაგიეროდ დანიელ კალიჯური გაემგზავრა გუნდთან ერთად მადრიდში, რომელიც საკმაოდ მშრომელი და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჰეკინგისთვის. ბუნებრივია, რომ გერმანელი სპეციალისტი არ შეცვლის სასტარტო თერთმეტეულს, რადგან მათ უნიკალური თამაში აჩვენს ვოლფსვაგენ არენაზე და ორი ბურთის სხვაობით დაამარცხეს "სამეფო კლუბი". სავარაუდოდ, "ვოლფსბურგი" ითამაშებს მეორე ნომრად და კონტრშეტევებზე ააწყობს თამაშს, რაც იდეალური სტრატეგიაა მათთვის. "მგლებს" საკმაოდ ტექნიკური და სწრაფი მოთამასეები ჰყავთ ფლანგებზე, მთავარია რომ ცენტრში გილავოგი–ლუის გუსტავოს დუეტმა გაუძლოს სერიზოულ ზეწოლას, მათზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. "ვოლფსბურგმა" ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადადგა არანორმალური გამარჯვებისკენ და სანტაიგო ბერნაბეუზე ერთი გატანილი გოლი ოთხმაგი მნიშვნელობის იქნება. სწორედ ამიტომ, ჰეკინგი ეცდება, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, თავიდან აირიდოს სწრაფი გაშვებული ბურთი, რაც ფსიქოლოგიურად ცუდ გავლენას მოახდენს გუნდზე, მაგრამ "მგლების" მიერ გატანილი გოლი თუნდაც 1:0–ზე ან 2:0–ზე "რეალს" სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. თუმცა, "ვოლფსბურგს" მაინც ბევრი სამუშაო აქვს შესრულებული და გერმანელები ყრუ დაცვაში ნამდვილად არ ჩადგებიან, ამიტომ აუცილებელია მაქსიმალური კონცენტრაცია, მორიგი გამორჩეული თამაში კლუბის ისტორიაში.

 

მადრიდის "რეალი" ბევრისთვის კვლავ ფავორიტია, რადგან სანტიაგო ბერნაბეუს ფაქტორი გაცილებით ძლიერია, ვიდრე "ვოლფსბურგის" გამარჯვება, მაგრამ საქმე არც ისე მარტივადაა. გერმანელებმა საოცრად კომფორტული შედეგი მოიპოვეს და რეალურად ამ ორმატჩიანი დუელის ფავორიტები ახლა სწორედ ისინი არიან. თამაში კი წესით ძალიან სანახაობრივი უნდა გამოვიდეს, გოლები მადრიდში ალბათ უფრო მეტი გავა, ვიდრე ვოლფსბურგში გავიდა.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

რეალი: ნავასი – კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო – კროოსი, კასემირო, მოდრიჩი – ბეილი, ბენზემა, რონალდო.

 

ვოლფსბურგი: ბენალიო – ვიერინია, ნალდო, დანტე, რ.როდრიგესი – გილავოგი, ლუის გუსტავო – ბრუნო ენრიკე, არნოლდი, დრაქსლერი – შურლე.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • მადრიდის "რეალი" ზედიზედ ხუთჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და ვოლფსბურგში 0:2 მარცხით სერიოზული ეჭვის ქვეშ დააყენა ამ სერიის გაგრძელების შანსები.
  • "ვოლფსბურგი" კი ისტორიაში პირველად ასპარეზობს საერთოდ ჩემპიონთა ლიგის ფლეი–ოფში და ნახევარფინალი ნამდვილი სასწაული იქნება გერმანული კლუბისათვის.
  • გასულ კვირას შედგა "რეალისა" და "ვოლფსბურგის" პირველი დაპირისპირება ისტორიაში. "რეალმა" ლიგის ამ გათამაშებაში პირველი მატჩი წააგო და 29–ე ვიზიტიდან გერმანიაში მე–19 მატჩი წააგო.
  • "სამეფო კლუბამდე" "მგლები" მხოლოდ ოთხჯერ შეხვდნენ ესპანურ კლუბებს ევროთასებზე და ორივეჯერ უეფას თასის ფლეი–ოფის სტადიაზე.
  • 1999/00 წლების სეზონში, უეფას თასის მესამე წრეში, "ვოლფსბურგმა" ორივე თამაში წააგო მადრიდის "ატლეტიკოსთან" (2:3 შინ და 1:2 სტუმრად). თუმცა, 2009/10 წლების კამპანიაში გერმანელებმა უკვე ევროპის ლიგის 1/16 ფინალურ ეტაპზე დაამარცხეს "ვილიარეალი" (2:2 სტუმრად და 4:1 შინ).
  • "ვოლფსბურგისთვის" ეს მესამე მეოთხედფინალური ეტაპია ევროთასებზე და წინა ორი წარუმატებელი გამოდგა ევროპის ლიგაზე. "მგლები" 2009/10 წლების სეზონში "ფულჰემთან" დამარცხდნენ (1:2 სტუმრად, 0:1 შინ) და გასულ სეზონში "ნაპოლისთან" (1:4 შინ და 2:2 სტუმრად).
  • დიტერ ჰეკინგის გუნდმა ბოლო ცხრა გასვლითი ევროპული თამაშიდან მხოლოდ ორი წააგო, დანარჩენი შვიდიდან კი ხუთი მოიგო.
  • გერმანულმა კლუბმა ოთხივე ორმატჩანი დუელი მოიგო, რომლის პირველი შეხვედრაც შინ 2:0 მოიგო.
  • მადრიდული გრანდი ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და ხუთი წელია ზედიზედ ამ ბარიერს ძლევს, ბოლო ათი წლის განმავლობაში კი ცხრაჯერ გავიდა ნახევარფინალში. მთლიანობაში, მათი სტატისტიკა ამ ეტაპზე ასეთია: 26 მოგება და 6 მარცხი.
  • "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ოთხივე საშინაო თამაში მოიგო, აქედან ერთი სარეკორდო შედეგით "მალმიოსთან" – 8:0. სანტიაგო ბერანბეუზე მადრიდელებმა 15 ბურთი გაიტანეს და არცერთი არ გაუშვიათ.
  • "სამეფო კლუბის" სტატისტიკა გერმანელებთან ორმატჩიან დუელებში დადებითია: 12 მოგება და 8 წაგება. თანაც, ბოლო ოთხი ფლეი–ოფის შეხვედრა მოუგეს ბუნდესლიგის კლუბებს და ამ პერიოდში 22 გოლი გაუტანეს მათ.
  • გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, გელზენკინხენის "შალკემ" მადრიდული კლუბის მოგებათა სერია ტურნირზე და აგრეთვე საშინაო დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა გერმანული კლუბების წინააღმდეგ, რომელიც 12 მატჩს ითვლიდა (10მ, 2ფ). რობერტო დი მატეოს გუნდმა მადრიდში 4:3 იმარჯვა და კინაღამ სასწაულებრივად გამოთიშა ასპარეზობიდან კარლო ანჩელოტის გუნდი.
  • "რეალის" საერთო სტატისტიკა გერმანულ კლუბებთან არაა სახარბიელო: 28მ, 10ფ და 23წ. თუმცა, საკუთარ მოედანზე "რეალს" მხოლოდ მიუნხენის "ბაიერნი" ამარცხებდა და გასულ სეზონშ ერთხელ იმარჯვა "შალკემ": 22მ, 4ფ და მხოლოდ სამი მარცხი.
  • მადრიდის "რეალისთვის" დიდი ანგარიშების შემოტრიალება პრობლემა არ არის. ზოგადად, "სამეფო კლუბმა" 22–ჯერ მოიგო ორმატჩიანი დუელი, რომელის პირველი შეხვედრა გასვლაზე წააგო, მაგრამ 16 ასეთი შემთხვევა ვერ დაძლია, მათ შორის ბოლო ხუთი. 
  • მიუხედავად ამისა, "სამეფო კლუბს" ორბურთიანზე დიდი ჩამორჩენები აქვს გაბათილებული სანტიაგო ბერნაბეუზე: "დერბი ქაუნთისთან" (1975/76 ჩემპიონთა თასის მეორე წრე: 1:4 გასვლაზე, 5:1 შინ); "ანდერლეხტთან" (1984/85 უეფას თასის მესამე წრე: 0:3 გასვლაზე, 6:1 შინ); "მ.ბორუსიასთან" (1985/86 უეფას თასის მესამე წრე: 1:5 სტუმრად, 4:0 შინ).
  • თუ საქმე პენალტების სერიამდე მივა რთულია ფავორიტის დასახელება, რადგან "ვოლფსბურგისთვის" ეს აბსოლუტურად ახალი გამოცდილება იქნება ევრთოასებზე, "რეალმა" კი სამი საფეხბურთო ლატარეადან ორი წააგო.
  • ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში მომდევნო თამაშის გამოტოვება დანილოს, სერხიო რამოსს, კასემიროს, დიეგო ბენალიოს, ვიერინია, ლუის გუსტავოს, კალიჯურისა და არნოლდს ემუქრებათ.

 

წინასამატჩო კომენტარები:

ტონი კროოსი: ""ვოლფსბურგს" ბევრი სახიფათო მოთამაშე ჰყავს. ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის გუნდი. რა თქმა უნდა, იულიან დრაქსლერი ძალიან კარგი ფეხბურთელია და ეს აქამდეც კარგად ვიცოდით.

 

ახლა უკეთ უნდა ვითამაშოთ დაცვაში, ვიდრე პირველ შეხვედრაში. ძალიან მნიშვნელოვანია კარის მშრალად შენახვა, რადგან საწინააღმდეგო შემთხვევაში ოთხი გოლის გატანა მოგვიწევს.

 

იმედი გვაქვს, რომ კარგ მხარდაჭერას მივიღებთ ქომაგებისგან. გვჭირდება ატმოსფერო, რომელსაც ისინი ქმნიან. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე მეტს ისინი იყვირებენ.

 

მნიშვნელოვანია სწრაფი გოლი. უნდა ვითამაშოთ შეტევაზე და არ დავკარგოთ თავი".

 

ლუკა მოდრიჩი: "უნდა ვიყოთ ერთ მუშტად შეკრული გუნდი. მხოლოდ ერთი ადამიანი ვერაფერს გახდება. ვიცით, რომ პირველი წრის მატჩი ვერ ჩავატარეთ კარგად და ახლა თავიდან უნდა ავიცილოთ ის შეცდომები.

 

ატმოსფერო გასახდელში ნამდვილად ძალიან კარგია. ძალიან კარგი გუნდი გვყავს, ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელით. შეგვიძლია სიტუაციის შემოტრიალება ჩვენი ქომაგების მხარდაჭერის დახმარებით, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება. ნამდვილად რთული იქნება, კარგი გუნდის წინააღმდეგ ცუდი შედეგი დავაფიქსირეთ, მაგრამ შეგვიძლია ყველაფრის გამოსწორება. ეს მინდორზე უნდა დავამტკიცოთ.

 

კეილორ ნავასი სეზონის სტარტიდანვე საოცრად თამაშობდა. ის ნამდვილად გაძლევს იმედს და მჯერა, რომ ამ საღამოსაც დაგვეხმარება, როდესაც საჭირო იქნება. კასემირო ამ მომენტისთვის კარგ ფორმაშია და იმედია ასე გააგრძელებს. ის იმის მაგალითია თუ როგორ ცვლის სიტაუციებს სასიკეთოდ ბევრი მუშაობა".

 

კრიშტიანო რონალდო: "მოვიგებთ კარგი თამაშის ფონზე, რომელსაც 11 მოთამაშე შემოგვთავაზებს და მათ დაეხამრება 80 ათასიანი აუდიტორია. ერთი სული მაქვს ვიხილო გადაჭედილი სტადიონი, რომელიც უდავოდ აუცილებელ ატმოსფეროს შექმნის და საჭირო ბიძგს მოგვცემს, ამაში დარწმუნებული ვარ.

 

იმედი მაქვს, რომ ეს მაგიური საღამო იქნება და ძალიან აღელვებული ვარ. გუნდი თავდაჯერებულია, მწვრთნელსაც აქვს რწმენა და ქომაგებმაც უნდა იწამონ ჩვენი შესაძლებლობები. სამშაბათის საღამო უნდა გამოვიდეს ჯადოსნური.

 

ყოველი ასპექტი მნიშვნელოვანია, ამიტომ იდეალური საღამოა საჭირო. მთელი 90 წუთის განმავლობაში უნდა ვიყოთ სენსიტიურები და ვიმოძრაოთ ძალიან ბევრი არანორმალურ ბრძოლასთან ერთად. რა თქმა უნდა, ფანების დახმარების ფონზე საქმე გამარტივდება. აგრეთვე საჭიროა მოთმინება ასეთ სიტუაციებში, რადგან ხშირად, სიმშვიდის დაკარგვას, მოაქვს მარცხი. ერთადერთი მიზანი არის შემდეგ ეტაპზე გასვლა, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ბედნიერი მთელი სტადიონი, კლუბი და ქალაქი".

 

ნალდო: ""ვოლფსბურგს" მადრიდშიც შეუძლია სენსაციური შედეგის დაფიქსირება. დასაკარგი არაფერი გვაქვს. ყველა თვლის, რომ "რეალი" გაგვიტანს სამ–ოთხ გოლს. თუმცა, დაცვაში საკმაოდ კომფაქტურად ვმოქმედებთ და შეგვიძლია, რომ რასაც ქვია გავურთულოთ ცხოვრება მოწინააღმდეგეს".

 

ჯოშუა გილავოგი: "ვითამაშებთ ისე, როგორც "ვოლფსბურგს" ჩვევია და ვეცდებით სიურპრიზის შემოთავაზებას. პირველი მატჩი იყო ძალიან კარგი ჩვენთვის, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. აუცილებლად ვეცდებით მწვრთნელის მითითებების ზედმიწევნით შესრულებას, რათა კლუბის ისტორია გადავწეროთ".

 

ანდრე შურლე: "მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ სანტიაგო ბერნებეუზე "ვოლფსბურგი" შესაძლებლობების 100%–ს გამოიყენებს. ჩვენს შიგნით ახლა არანორმალური გრძნობაა, რაც მინდორზე უნდა გადავატანოთ".

 

ზინედინ ზიდანი: "ეს დიდი მატჩია და უნდა გქონდეს მისი ჩატარების თავი. არ გვგონია, რომ მატჩს პირველ 10–15 წუთში მოვიგებთ. გაცილებით რთულად იქნება საქმე თუ გაიტანენ, მაგრამ ეს შესაძლოა მოხდეს. პირველივე წუთიდან ყურადღებით უნდა ვიყოთ. გასატანი გვაქვს, მაგრამ ამისათვის 90 წუთი გვექნება, ამიტომ მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ.

 

ხალხს სურს, რომ იხილოს თავისი გუნდის კარგი თამაში და დარწმუნებული ვარ, რომ ამას შევძლებთ. პირველმა მატჩმა დაპირისპირება გაართულა, მაგრამ უფრო ამაღელვებელი გახადა. გვიყვარს ჩვენი ფანები, რადგან ვიცით, რომ ისინი ძალიან მნიშვნელოვანნი არიან. გვინდა, რომ ისინი მთელი მატჩის განმავლობაში მხარს გვიჭერდნენ".

 

დიტერ ჰეკინგი: "ვიცოდით, რომ ორი ჯადოსნური დღე იყო საჭირო შემდეგ ეტაპზე გასასვლელად და ახლა უკვე მხოლოდ ერთია საჭირო. ვფიქრობ, შეგვიძლია საქმის ბოლომდე მიყვანა. მადრიდის "რეალმა" ძალიან ბევრი უნდა იშრომოს, ყველაფერი გამოიყენოს, რაც გააჩნია, რათა მოიპოვოს გამარჯვება. ვიცით, რომ "რეალი" უფრო მაღლა დგას, მაგრამ პირველი მატჩის შემდეგ მცირე პატივისცემას ჩვენც ვიმსახურებთ.

 

არ გვანაღვლებს, რომ 80 ათასი კაცი დაუჭერს მხარს "რეალს". აქ იმისათვის ვართ, რომ ფეხბურთი ვითამაშოთ. პირველ მატჩში მათ სიურპრიზი შევთავაზეთ, მაგრამ ახლა უფრო რთული იქნება. "რეალი" ეცდება გაიტანეს, რაც შეიძლება სწრაფად და შესაძლოა, ზიდანმა ახლა მე გამაოცოს".

 

http://fci.ge/uploads/posts/2016-04/1460447211_wolfsburg-vs-real-madrid.jpg

მოახერხებს მადრიდის რეალი სიტუაციის შემოტრიალებას?

მწვანე ზონა
კომენტარები: 618
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 10  ulusa  
12 აპრილი 2016 23:06
საწყალი მგლები ))))))) უკვე 2-0 არის )))))
Bayern-Munich
Germany
კომენტარები: 15
ჯგუფი: Football Fan
სტატუსი: offline
12 აპრილი 2016 23:03
რაი იყოს რანაირი გოლი იყო
კომენტარები: 2862
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 8  JobaCh  
12 აპრილი 2016 22:22
ზუსტი ანგარიშები დავდე მე 3:1 რეალი , (1:0) ჰანდიკაპზე სიტი-პსჟ ფრე ანუ პსჟ 1 ბურთის სხვაობით მოგება


3 ვარიანტი მქონდა

რეალი-ვოლფსბურგი 3:0 3:1 5:1
პსჟ - სიტი 1:2 0:1 2:3

-------------------------------------------------------------
Arsenal & Celta vigo
Arsenal
France
კომენტარები: 851
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 7  shotamessi  
12 აპრილი 2016 18:28
1:2
Barcelona
Brazil
კომენტარები: 10477
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 6  Lionel_Messi_10  
12 აპრილი 2016 17:39
დავაი ნემცებო :დდ 1 გოლი მიარჭოს ვოფსბურგმა დამთავრებული იქნება ყველაფერი.
Barcelona
Argentina
კომენტარები: 3600
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 5  thiaGOALcantara  
12 აპრილი 2016 17:18
3 ბურთიანი ჰანდიკაპით მოიგებენ...
არამგონია გაუჭირდეთ ბერნაბეუზე ვოლფსბუგის დონის გუნდთან საჭირო შედეგის დაფიქსირება
თან 1/2 ფინალში მინდა რეალიიიიიიიიი <3

-------------------------------------------------------------
Mes Que Un Club !
Barcelona
კომენტარები: 1017
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 4  BvB-FCB  
12 აპრილი 2016 14:39
მაგრად გაირთულა რეალმა საქმე,2-0 ისეთი ანგარიშია რ არის რომ რეალმა ვერ შემოატრიალოს მაგრამ არც ვოფსბურგია ლევანტე. :D
Borussia-Dortmund
Argentina
კომენტარები: 5610
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 3  ziko13  
12 აპრილი 2016 14:22
გამოკითხვაში ერთი ვარიანტიც ჩაამატეთ: "მინდა რომ ვერ მოახერხოს" ahahaha
Bayern-Munich
Germany
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 2  Papuu  
12 აპრილი 2016 12:05
რაოდენ პარადოქსულად და ალოგიკურადაც უნდა ჩანდეს მე ვოლფსბურგის 2 იანი ავიღე.

იმენა ლაბავოი 2 იანი.

13 აქ კუში , რა იცი რა ხდება :D

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 291
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  anfield 2  
12 აპრილი 2016 10:33
2-0 მოიგებს რეალი და დამატებიტში გავა :D:D hunter

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=TlmoLxVyYMs
Liverpool
England

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi