Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

პრევიუ: ატლეტიკო Vs ბარსელონა

13-04-2016
18 კომენტარი

ვისენტე კალდერონზე ესპანური დაპირისპირების მეორე ნაწილი გაიმართება, რომელიც არანორმალურად საინტერესო უნდა გამოვიდეს. კატალონიის "ბარსელონამ" შინ იმარჯვა 2:1, მაგრამ მადრიდის "ატლეტიკო" შესანიშნავი გუნდია, რომელიც მაქსიმუმს დადებს საკუთარი ქომაგების თვალწინ და ყველაფერს გააკეთებს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. წესით, "როხიბლანკო" უფრო გახსნილი იქნება ამ საღამოს, ვიდრე ჩვეულებისამებრ და სანახაობა არ უნდა მოგვაკლდეს.

 

ატლეტიკო Vs ბარსელონა

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგა, საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი

თარიღი: 22:45 საათი, 13 აპრილი

სტადიონი: ვისენტე კალდერონი, მადრიდი

მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

პირდაპირი ტრანსლიაცია: საზოგადოებრივი მაუწყებელი, Silk სპორტ HD1

 

მადრიდის "ატლეტიკომ" ძალიან კარგად დაიწყო პირველი თამაში კამპ ნოუზე, შეაგდო მშვენიერი გოლი ფერნანდო ტორესმა, რამდენიმე წუთში გრიზმანს აუღო სასწაული ბურთი ტერ შტეგენმა და როდესაც ყველაფერი სიმეონეს გეგმის მიხედვით მიდიოდა უაზროდ აიკიდა ორი ყვითელი ბარათი "ელ ნინიომ" და უკვე მატჩის 35–ე წუთზე "როხიბლანკო" უმცირესობაში დარჩა. ამან იქონია გავლენა მატჩის სურათზე, მადრიდელები ჩადგნენ უკან მთელი გუნდით, "ბარსამ" კი ზეწოლა აძლიერა და აძლიერა, საბოლოოდ 1:2 წააგო "ატლეტიკომ" და ალბათ ვითარებიდან გამომდინარე კმაყოფილი უნდა იყვნენ ამ შედეგით. გასულ უქმეებზე მადრიდულმა კლუბმა სტუმრად 3:1 მოუგო "ესპანიოლს" და მორიგი ჩინებული მატჩი ჩაატარა ტორესმა, ხოლო "ბარსას" მარცხის შედეგად უკვე სერიოზული შანსები გაუჩნდა სიმეონეს კოლექტივს. ახლა სხვაობა ამ ორ გუნდს შორის მხოლოდ სამი ქულაა, დარჩენილ ტურებში კი შეიძლება მოხდეს რაღაც–რაღაცეები. თუმცა, "ატლეტიკოს" მთავარი მიზანი რა თქმა უნდა 2014 წლის სასწაულის განმეორებაა, როდესაც მადრიდელებმა შინ დაამარცხეს კატალონიური კლუბი. დიეგო სიმეონემ ძალიან კარგად იცის თუ როგორ უნდა ეთამაშოს ლუის ენრიკეს "ბარსელონას", მაგრამ ჯერჯერობით ამ ახალგაზრდა ესპანელი სპეციალისტის წინააღმდეგ არაფერი გამოსდის შედეგის თვალსაზრისით. "როხიბლანკოს" დააკლდება კარგ ფორმაში მყოფი ფერნანდო ტორესი, მაგრამ დაცვის ცენტრში შესაძლოა აღარ მოუწიოს სიმეონეს ლუკას ერნანდესის დაყენება, მაგრამ ახალგაზრდა ფრანგი საკმაოდ ღირსეულად გამოიყურებოდა კამპ ნოუზე. მიუხედავად ამისა, ხოსე მარია ხიმენესი გაცილებით საიმედოა და ურუგვაელი ალბათ შეძლებს პირველივე წუთებიდან თამაშს. ლაზარეთში მხოლოდ ტიაგო მენდეშია. საინტერესო ამჯერადაც 4–3–1–2 ტაქტიკით თუ ითამაშებს "ატლეტიკო", რადგან სწორედ ასე მოქმედებდნენ მადრიდელები ბოლო შეხვედრებში. თუმცა, შესაძლოა სიმეონეს საშინაო თამაშისთვის სხვა გეგმები ჰქონდეს, ტორესის შესაცვლელად კი ალბათ მზად უნდა იყოს ახალგაზრდა არგენტინელი ლუსიანო ვიეტო, რომელმაც შესაძლოა მიიღოს სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი შანსი. ვისენტე კალდერონზე რა თქმა უნდა, ფენომენალური ატმოსფერო იქნება და სუპერშეხვედრა გაიმართება. "ატლეტიკოს" ნამდვილად აქვს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი და ვნახოთ რა გამოუვათ მადრიდელებს. ანტუან გრიზმანის ფაქტორს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან ფერნანდო ტორესის არყოფნაში ყველაზე გამოცდილი შემტევი გუნდში სწორედ ის არის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კამპ ნოუზე, ისევე, როგორც ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაში, შესანიშნავი იყო კოკე და "როხიბლანკოს" მებრძოლი კაპიტანი გაბი. მიუხედავად იმისა, რომ "ატლეტიკოს" სათამაშო სტილი საკმაოდ ხისტია, რაც ხშირად ზედმეტ უხეშობაში გადადის, ამ გუნდის მიმართ ნეიტრალურ ქომაგებს ალბათ აქვთ სიმპათიები, რადგან დიეგო სიმეონეს ნამდვილად ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი ჰყავს, რომელიც თავისი შრომითა და მონდომებით აღწევს წარმატებას. "ბარსელონას" დამარცხება ამ ეტაპზე მორიგი სერიოზული განაცხადი იქნება "როხიბლანკოს" მხრიდან.

 

კატალონიურმა გრანდმა მოახერხა პირველ შეხვედრაში სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ მშვიდად ვერ იქნება. ლუის ენრიკეს გუნდმა გასულ უქმეებზე ზედიედ მეორე თამაში წააგო ესპანეთის ჩემპიონატში და ინტრიგა დაუბრუნა ლა ლიგას. "ბლაუგრანამ" ტრადიციულად წააგო ანოეტაზე "სოსიედადთან", მაგრამ მთავარი მატჩი კატალონიელებს ამ საღამოს ელოდებათ. ლიონელ მესი უკვე ორი კვირაა ელოდება თავის 500–ე გოლს და ამისათვის იდეალური იქნება ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალი. საოცარ ფორმაში იმყოფება ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესმა, რომელმაც დუბლი გაიფორმა პირველ შეხვედრაში და ყოველთვის მზად არის მეტოქის კარის ასაღებად. ძალიან კარგად გამოიყურება მიმდინარე სეზონში გამოცდილი ბრაზილიელი მცველი დანი ალვეში, რომელიც ასევე ძალიან აქტიური და კარგი იყო "ატლეტიკოს" წინააღმდეგ კამპ ნოუზე. ენრიკეს მთავარი პრობლემა ალბათ შედარებით სუსტი სათადარიგო სკამია, რადგან ალეშ ვიდალსა და არდა თურანს აშკარად ეტყობათ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა, მათ მთელი ოთხი თვე გაუცდათ "ბარსას" სატრანსფერო ბანის გამო, რის შემდეგაც რა თქმა უნდა, რთულია ოპტიმალურ ფორმაში ყოფნა. "ბარსელონასთვის" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს დაპირისპირება, რადგან მეოთხედფინალში მარცხი ალბათ დიდი იმედგაცრუება იქნება იმის ფონზე, რომ სულ რაღაც კვირა–ნახევრის წინ "ბლაუგრანა" საოცარ ფორმაში იყო და ლიგის მოგების უმთავრეს ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ელ კლასიკოს წაგებამ, შემდეგ "ატლეტიკოსთან" არც ისე კარგმა თამაშმა, გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა. თუმცა, მიმდინარე სეზონში "ბარსას" თამაშში შესამჩნევია არასტაბილურობა, რაც პირველ რიგში დაცვის ხაზში არსებული პრობლემებითაა განპირობებული. მიუხედავად ამისა, ხერარდ პიკეს ნებისმიერ საღამოს შეუძლია საუკეთესო თამაშის ჩვენება და სამაგალითო დაცვის თამაში, ამიტომ "ბარსელონას" საკმაოდ კარგი შანსები აქვს თუ თავის სტილში ითამაშებს მთელი 90 წუთი. ვისენტე კალდერონზე გატანილი გოლი ალბათ საბოლოო განაჩენი იქნება "ატლეტიკოსთვის", მაგრამ "ბარსელონა" ისედაც მოსაგებად გავა მინდორზე და ეცდება, რომ რაც შეიძლება მშვიდად მოიპოვოს მომდევნო ეტაპის საგზური. გარდა ამისა, ეს მესის შანსია, რომ გააჩუმოს კრიტიკოსები, რომლებიც მომრავლდნენ ბოლო დროინდელი წარუმატებელი პერიოდის შედეგად. ახლა "ბარსელონა" ნამდვილად არ არის იდეალურ ფორმაში და არც განწყობაა მაინცდამაინც საუკეთესო, მაგრამ ეს "ბარსაა" და ყველაფერი შეუძლია. კატალონიურ გრანდს ტომას ვერმალენი, ჟერემი მატიე და სანდრო რამირესი ვერ დაეხმარებიან, რაც არანაერი პრობლემა არ არის.

 

ესპანური დერბის მეორე ნაწილს ქომაგები სულმოუთმენლად ელიან, არიან მატჩი საოცრად დამაინტრიგებელია. "ატლეტიკოს" აქვს შანსები შემდეგ ეტაპზე გასასვლელად და დიეგო სიმეონეს გუნდი აუცილებლად მაქსიმუმს გააკეთებს, რათა მიაღწიოს მიზანს. "ბარსელონა" მაინც "ბარსელონაა", მაგრამ ვისენტე კალდერონზე ფავორიტი "ატლეტიკოსთან" ვერავინ ვერ იქნება.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ატლეტიკო: ობლაკი – ხუანფრანი, გოდინი, ლუის ერნანდესი, ფელიპე ლუისი – კოკე, გაბი, ა.ფერნანდესი, საულ ნიგესი – გრიზმანი, კარასკო.

 

ბარსელონა: ტერ შტეგენი – ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა – რაკიტიჩი, ბუსკეცი, ინიესტა – მესი, სუარესი, ნეიმარი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • მადრიდის "ატლეტიკო" ეცდება, რომ გააკეთოს ის, რაც 2014 წელს. მაშინ, დიეგო სიმეონეს გუნდმა სწორედ მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოთიშა ასპარეზობას "ბარსელონა" (1:1 სტუმრად და 1:0 შინ).
  • აღსანიშნავია, რომ კატალონიური გრანდი ბოლო რვა სეზონის განმავლობაში მხოლოდ "ატლეტიკომ" დაამარცხა ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე.
  • დიეგო სიმეონეს გუნდი ზედიზედ მეოთხედ თამაშობს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და კვლავ ესპანური კლუბის წინააღმდეგ უწევს ბრძოლა.
  • გასულ სეზონში, "ატლეტიკომ" წააგო მადრიდული დერბი ბერნაბეუზე გატანილი ერთადერთი გოლით – 0:1 ორი მატჩის ჯამში.
  • "ატლეტიკომ" სულ 109 თამაში ჩაატარა "ბარსელონას" წინააღმდეგ ვისენტე კალდერონზე, საიდანაც მოიგო 50, წააგო 36 და 23 ფრედ დაასრულა.
  • დიეგო სიმეონეს გუნდმა ბოლო 28 საშინაო თამაშიდან ევროარენაზე მხოლოდ ორი წააგო და 23 მოიგო.
  • "როხიბლანკო" მერვედ ასპარეზობს ჩემპიონთა თასის/ლიგის მეოთხედფინალში და ეცდება, რომ მეხუთედ მოიპოვოს ნახევარფინალური ეტაპის საგზური.
  • 18 ესპანური დერბიდან ევროთასებზე "ატლეტიკომ" მოიგო შვიდი და წააგო ასევე შვიდი.
  • მადრიდულმა კლუბმა 20 ორმატჩიანი დუელიდან 11 მოიგო, რომლის პირველი თამაშიც სტუმრად წააგო. პლიუს ამას, კონკრეტულად 1:2 ექვსჯერ დაფიქსირდა და "ატლეტიკომ" ხუთჯერ გამოასწორა სიტუაცია, თანაც ხუთივეჯერ ესპანური კლუბის წინააღმდეგ.
  • კატალონიის "ბარსელონა" ზედიზედ მეცხრედ თამაშობს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და ეცდება, რომ მერვედ გავიდეს მომდევნო ეტაპზე.
  • ზოგადად, "ბლაუგრანას" 17 მეოთხედფინალიდან მხოლოდ სამი აქვს წაგებული.
  • კატალონიურ კლუბს ცუდი სტატისტიკა აქვს თანამემამულეებთან ევროთასებზე: 7მ, 6ფ და 10წ სულ; გასვლაზე: 1მ, 3ფ და 6წ.
  • "ბარსელონას" ერთადერთი გამარჯვება ევროტურნირებზე სტუმრად ლა ლიგის გუნდებთან, 2011 წელს შედგა, როდესაც პეპ გვარდიოლას გუნდმა სანტიაგო ბერნაბეუზე 2:0 იმარჯვა ლიონელ მესის დუბლით პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში.
  • ორმატჩიან დუელებში "ბარსამ" ოთხჯერ მოუგო ლა ლიგის გუნდებს და ექვსჯერ დამარცხდა.
  • "ბარსელონამ" 40 ორმატჩიანი დუელიდან 38 მოიგო, რომლის პირველი თამაშიც საკუთარ მოედანზე მოიგო.
  • მადრიდის "ატლეტიკოს" ევროთასებზე ხუთი პენალტების სერიიდან ორი აქვს მოგებული, "ბარსელონას" კი ექვსიდან – ხუთი, მაგრამ დიეგო სიმეონეს გუნდმა მერვედფინალურ ეტაპზე ზედიზედ ორჯერ სწორედ საფეხბურთო ლატარეით გაიკვლია გზა.
  • "როხიბლანკოს" რიგებში ყვითელ ბარათზე ოლივერ ტორესი "ზის", ხოლო "ბარსელონას" შემადგენლობაში ხავიერ მასკერანო და სერხიო ბუსკეცი.

 

წინასამატჩო კომენტარები:

გაბი: "აქამდეც დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია საუკეთესოები წინააღმდეგ ბრძოლა. თუმცა, უნდა გავაკონტროლოთ ჩვენი ემოციები. უკვე მივეჩვიეთ ასეთი დონის თამაშებს და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ხშირად ვითამაშებთ.

 

იანიკ კარასკომ ისწავლა "ატლეტიკოს" სტილში თამაში და ახლა გუნდის მნიშვნელოვანი წევრია. ფერნანდო ტორესი დიდი დანაკლისია ჩვენთვის, მაგრამ მას ჰყავს ღირსეული შემცვლელი".

 

დიეგი სიმეონე: "იყო მადრიდის "ატლეტიკო" ნიშნავს იყო ანთებული, კონკურენტუნარიანი, არასოდეს დანებდე და შეეჭიდო სირთულეებს. ვიცით, რომ ისინი უკეთესები არიან, მაგრამ ვიცით ასევე, რომ შეგვიძლია "ბარსელონას" დამარცხება.

 

"ბარსასთან" ყოველი მომდევნო თამაშის შემდეგ ვუმჯობესდებით და ვუმჯობესდებით. კვლავ ვეცდებით სწორად გამოვიყენოთ წინა მატჩისგან მიღებული გაკვეთილები და ვიბრძოლებთ მოსაგებად.

 

მოლოდინი და მღელვარება ამ მატჩის წინ საკმაოდ დიდია. ატმოსფერო ფანტასტიკური იქნება, მაგრამ ვფიქრობ "ბარსელონას" ფეხბურთელებს ეს ვერ გააოცებს.

 

კოკე ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მას დიდებული ხედვა აქვს. გუნდს სჭირდება ენერგია და სილაღე და სწორედ ამიტომ თამაშობს ნახევარდაცვაში კოკე მუდამ".

 

ლუის ენრიკე: "არ ვფიქრობ, რომ ეს სეზონის მატჩია, უბრალოდ ჩვეულებრივი მეოთხედფინალური შეხვედრა. მცირე უპირატესობა გვაქვს და ვეცდებით, რომ მოვიგოთ მადრიდში. ეს გუნდი სწორედ ასეთი მატჩებისთვისაა დაბადებული. დიახ, რთულია "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, მაგრამ აუცილებლად ყველაფერი უნდა ვცადოთ. ნამდვილად კარგი თამაში გვჭირდება.

 

ყოველთვის არის გასაუმჯობესებელი ასპექტები. ნამდვილად არ არის მართალი, როდესაც მარცხს ან გამარჯვებას ორ–სამ ფეხბურთელს მიაწერენ ხოლმე. მთელი გუნდი არის პასუხისმგებელი ჩემი თავკაცობით, რადგან მწვრთნელი ვარ. 

 

საკმაოდ რთული საღამო გველის, რადგან "ატლეტიკო" ძალიან კარგად გვიცნობს. ორი აზრი არ არსებობს, რომ სერიოზული ბრძოლა გაიმართება. ბედნიერები ვიქნებით ვისენტე კალდერონის ატმოსფეროს შეგრძნებით, ეს მართლაც ფანტასტიკურია. იმედი მაქვს, მაყურებელი დიდებულ სპექტაკლს იხილავს".

 

http://fci.ge/uploads/posts/2016-04/1460533568_atletico-vs-barcelona.jpg

რომელი გუნდი გავა შემდეგ ეტაპზე?

მწვანე ზონა
კომენტარები: 2862
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 18  JobaCh  
13 აპრილი 2016 21:48
ციტატა: ziko13
ციტატა: Lionel_Messi_10
კონტრშეტევაზე უნდა ვითამაშოთ.


ეს მაგარი იყო
ბარსა კონტრაზე მაგარი სანახავი იქნება

და ატლეტიკო ტიკი-ტაკაზე კიდე lol lol

ise sagadao KIA Mara martla mase ro moxdes barsas aranormaluri potencia aqvs ubralod ver ugalateben filosofias

-------------------------------------------------------------
Arsenal & Celta vigo
Arsenal
France
კომენტარები: 633
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 17  M. Ballack  
13 აპრილი 2016 21:32
კატლეტიკო bayern_m

-------------------------------------------------------------
Mia San Mia

Toni Kroos
Bayern-Munich
Germany
კომენტარები: 5610
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 16  ziko13  
13 აპრილი 2016 21:13
ციტატა: Lionel_Messi_10
კონტრშეტევაზე უნდა ვითამაშოთ.


ეს მაგარი იყო
ბარსა კონტრაზე მაგარი სანახავი იქნება

და ატლეტიკო ტიკი-ტაკაზე კიდე lol lol
Bayern-Munich
Germany
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 15  Papuu  
13 აპრილი 2016 20:19
რეალი მსურს 1/2 ფინალში ბაიერთან

და ფინალში ბარსა !

რეალის დე დის წიოკს ნახავთ მერე :D

ციტატა: East-17
ტაშკენტის ფახთაკორს,

:DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

სად ნახე ;DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

არსებობს ? :D:D:D:D:D

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 8641
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 14  r-a-u-l  
13 აპრილი 2016 18:09
ციტატა: NIKA_B
დღეს უეჭველი უნდა გავიდეთ და მერე რეალს შევხვდეთ ვოლსბურგს ძლივს რომ გასცდნენ და თავი უძლეველები გონიათ, რონალდუს ჩაჯმUლი სახე უნდა ვნახო

კამპნოუს მატჩის წინაც ასეთი თავდაჯერებულები იყავით და კი გაურჭო რონალდუმ გამარჯვებისა:D

-------------------------------------------------------------
RAUL<-------კაპიტანო: მახსოვხარ, მიყვარხარ, მენატრები!!!
Real-Madrid
Georgia
კომენტარები: 652
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 13  East-17  
13 აპრილი 2016 16:23
ციტატა: Papuu
Interi ra uyavi brad ? :D rato araaa xelmowerashii ? :Ddddddddddd unda gwereboda wesit :D tu giyvars katenacho uqomage inters :Ddddddddd. Dddddddddddd ddddddddd. . Liverpuls ra unda mand ? :D yoveltvis kamats iwvevs sheni xelmowerebiii. :Dddddd

შემოგევლე ძმა მოდი მე რას დავაწერ ეგ მარტო ჩემზე იყოს ხარაშო? მინდა ინტერს დავიწერ მინდა ტაშკენტის ფახთაკორს, , მე მსგავს რამეს არასდროს გკითხავ, დრო გავიყვანოთ ვისაუბროთ ესაა და ეს , ვინ რას დაიწერს და დაიხატავს ამაზე არ გვინდა რაა კაცურად
Real-Madrid
Spain
კომენტარები: 30052
ჯგუფი: Fci Administrator
სტატუსი: offline
№ 12  David Villa  
13 აპრილი 2016 15:54
დროა გამოფხიზლდნენ! barca1

-------------------------------------------------------------
“I like repressed characters. That gives me a lot of freedom to make a lot of different choices through subtleties.” - Jeremy Renner

“No Matter Where Are You I Will Always Support And Love You David ♥♥“

Jeremy Renner ♥
Barcelona
United-States
კომენტარები: 3428
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 11  SOAD  
13 აპრილი 2016 15:37
ციტატა: Papuu
დღეს ბავშვებს ნერვოზი დაემართებათ და გავკეთილებს ვერ იმეცადინებენ :D

წინასწარ ვიმეცადინებთ ahahaha
Barcelona
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 10  Papuu  
13 აპრილი 2016 14:33
ციტატა: East-17
ციტატა: NIKA_B
დღეს უეჭველი უნდა გავიდეთ და მერე რეალს შევხვდეთ ვოლსბურგს ძლივს რომ გასცდნენ და თავი უძლეველები გონიათ, რონალდუს ჩაჯმUლი სახე უნდა ვნახო

როგორც 1 კვირის წინ?

მაინც მგონია რო გაძვრება ბარსელონა, მაგრამ რა ფასად დაუჯდება ეს ეგა თქვი შენა, ძააან ბინძური გუნდია ატლეტიკო , თუ აუჩეხა ფეხბურტელები მოუწევთ, მუნირებით თამაში ნახევარფინალში

Interi ra uyavi brad ? :D rato araaa xelmowerashii ? :Ddddddddddd unda gwereboda wesit :D tu giyvars katenacho uqomage inters :Ddddddddd. Dddddddddddd ddddddddd. . Liverpuls ra unda mand ? :D yoveltvis kamats iwvevs sheni xelmowerebiii. :Dddddd

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 652
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 9  East-17  
13 აპრილი 2016 14:17
ციტატა: NIKA_B
დღეს უეჭველი უნდა გავიდეთ და მერე რეალს შევხვდეთ ვოლსბურგს ძლივს რომ გასცდნენ და თავი უძლეველები გონიათ, რონალდუს ჩაჯმUლი სახე უნდა ვნახო

როგორც 1 კვირის წინ?

მაინც მგონია რო გაძვრება ბარსელონა, მაგრამ რა ფასად დაუჯდება ეს ეგა თქვი შენა, ძააან ბინძური გუნდია ატლეტიკო , თუ აუჩეხა ფეხბურტელები მოუწევთ, მუნირებით თამაში ნახევარფინალში
Real-Madrid
Spain
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 8  Papuu  
13 აპრილი 2016 13:51
ციტატა: NIKA_B
დღეს უეჭველი უნდა გავიდეთ და მერე რეალს შევხვდეთ ვოლსბურგს ძლივს რომ გასცდნენ და თავი უძლეველები გონიათ, რონალდუს ჩაჯმUლი სახე უნდა ვნახო smile

ციტატა: NIKA_B
დღეს უეჭველი უნდა გავიდეთ და მერე რეალს შევხვდეთ ვოლსბურგს ძლივს რომ გასცდნენ და თავი უძლეველები გონიათ, რონალდუს ჩაჯმUლი სახე უნდა ვნახო smile

ციტატა: NIKA_B
დღეს უეჭველი უნდა გავიდეთ და მერე რეალს შევხვდეთ ვოლსბურგს ძლივს რომ გასცდნენ და თავი უძლეველები გონიათ, რონალდუს ჩაჯმUლი სახე უნდა ვნახო smile

ahahaha

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 2777
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 7  NIKA_B  
13 აპრილი 2016 13:37
დღეს უეჭველი უნდა გავიდეთ და მერე რეალს შევხვდეთ ვოლსბურგს ძლივს რომ გასცდნენ და თავი უძლეველები გონიათ, რონალდუს ჩაჯმUლი სახე უნდა ვნახო smile
Barcelona
Georgia
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 6  Papuu  
13 აპრილი 2016 13:20
დღეს ბავშვებს ნერვოზი დაემართებათ და გავკეთილებს ვერ იმეცადინებენ :D

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 291
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 5  anfield 2  
13 აპრილი 2016 12:21
მიდით სეპარატისტებო::D:D:D:D:D:D:D:D:D::D:D:D:D მოვახდინოთ მადრიდის ოკუპაცია :D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=TlmoLxVyYMs
Liverpool
England
კომენტარები: 1323
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 4  D.Drogba011  
13 აპრილი 2016 12:21
ციტატა: BvB-FCB
2 თამაშიდან ლა ლიგაში ორივე 2-1 მოიგო ბარსამ ლიგაზეც იგივე დაფიქსირდა,ეხლა კიდე 2-1 და სეზონში 4 თამაშიდან ყველა 2-1 რო ექნება მოგება. magadia წელს ბარსას გარდა ვერავინ უტანს 2 გოლს ატლეტიკოს.


ხიხონმა გაუტანა 2 გოლი და მოუგო კიდეც
Chelsea
Italy
კომენტარები: 1017
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 3  BvB-FCB  
13 აპრილი 2016 11:54
2 თამაშიდან ლა ლიგაში ორივე 2-1 მოიგო ბარსამ ლიგაზეც იგივე დაფიქსირდა,ეხლა კიდე 2-1 და სეზონში 4 თამაშიდან ყველა 2-1 რო ექნება მოგება. magadia წელს ბარსას გარდა ვერავინ უტანს 2 გოლს ატლეტიკოს.
Borussia-Dortmund
Argentina
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 2  Papuu  
13 აპრილი 2016 11:33
ატლეეე ტიკოოოოოოოოოოოოოოოოოო

ატლეეე ტიკოოოოოოოოოოოოოოოოოოოო


პუტა ბარდელონა !!!!!!!!!!!!!

პუტააააა სეპარატისტები !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!


მიდი სიმეონე

დღეს ბავშვებს ნერვოზი უნდა დამართო რო ღამეს საშინელი კოშმარები დაესიზმროთ!

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 10477
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  Lionel_Messi_10  
13 აპრილი 2016 11:17
კონტრშეტევაზე უნდა ვითამაშოთ.ატლე აუცილებლად დატოვებს სივრცეებს უკან
Barcelona
Argentina

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi