Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

პრევიუ: ბენფიკა Vs ბაიერნი

13-04-2016
10 კომენტარი

ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი ნახევარფინლისტის ვინაობა დღეს გაირკვევა. ლისაბონში მიუნხენის "ბაიერნი" ეცდება, რომ დაასრულოს მიუნხენში დაწყებული საქმე, მაგრამ პორტუგალიურმა კლუბმა უკვე დაამტკიცა თავისი რეალური ძალა, ამიტომ გერმანელებს საკმაოდ რთული შეხვედრა ელოდებათ ესტადიო და ლუჟზე.

 

ბენფიკა Vs ბაიერნი

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგა, საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი

თარიღი: 22:45 საათი, 13 აპრილი

სტადიონი: ესტადიო დე ბენფიკა, ლისაბონი

მთავარი მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

პირდაპირი ტრანსლიაცია: მეორე არხი, Silk სპორტ HD2

 

ლისაბონის "ბენფიკამ" ალიანს არენაზე დაამტკიცა, რომ სრულიად დამსახურებულად მოხვდა ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის. მიუხედავად სწრაფი გაშვებული გოლისა, პორტუგალიელები არ გატყდნენ, საკმაოდ ორგანიზებული თამაში აჩვენს და რამდენიმე რეალური მომენტი შექმნეს. ერთ ეპიზოდში "ბენფიკას" სამჯერ შეეძლო გატანა და "ბაიერნის" მცველებმა ბურთი ორჯე გამოიტანეს კარის ხაზიდან, ამიტომ რუი ვიტორიას გუნდი საკმაოდ თავდაჯერებულია საპასუხო თამაშის წინ, თანაც არც შედეგია ძალიან ცუდი – 0:1 მხოლოდ და მხოლოდ. გასულ უქმეებზე ლისაბონელებმა საკმაოდ რთული თამაში მოიგეს პორტუგალიის ჩემპიონატში სტუმრად "აკადემიკასთან" რაულ ხიმენესის გოლით – 2:1 და კვლავ ორი ქულით უსწრებენ "სპორტინგს". ბუნებრივია, რუი ვიტორიას არ ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ დაესვენებინა ლიდერები, რადგან პრიმეირა ლიგა "ბენფიკასთვის" ყველაზე მნიშვნელოვანია. დღეს პორტუგალიურ კლუბს საუკეთესო ბომბარდირი და მთავარი საფრთხე ჟონასი დააკლდებათ, რომელმაც პირველ შეხვედრაში მიიღო მესამე ყვითელი ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში. მის ადგილს მექსიკელი რაულ ხიმენესი დაიკავებს, რომელიც ყოველთვის კარგად ეხმარება "ბენფიკას" და ვნახოთ რას იზამს ამჯერად, საკმაოდ მნიშვნელოვან თამაშში. ჟულიო სეზარი, ნუნო სანტოსი და ლისანდრო ლოპესი კვლავ ტრავმირებულნი არიან. მომჯობინდა კლუბის ლეგენდა და კაპიტანი ლუიზაო, მაგრამ მისი თამაში გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, თანაც ახალგაზრდა შვედი ლინდელიოფი შესანიშნავად გამოიყურება. ფლეი–ოფის ეტაპზე "ბენფიკას" რიგებში ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ლიუბომირ ფეისა, რომელიც გუნდის საყრდენი ნახევარმცველია და არანორმალურ სამუშაოს ასრულებს ცენტრში. 27 წლის სერბი საოცრად კარგი იყო "ზენიტთანაც" და მიუნხენში კიდევ უფრო დამაჯერებელი. "ბენფიკას" შესაძლოა ნიკოლას გაიტანიც ვერ დაეხმაროს, რადგან არგენტინელ შემტევს ბარძაყი აწუხებს და ეს უკვე მეტისმეტი იქნება. ჟონასისა და გაიტანის გარეშე ლისაბონურ კლუბს ძალიან გაუჭირდება, მაგრამ "ბაიერნის" დაცვა ისეთ დღეშია, რომ კოსტას მიტროღლუ და რენატო სანჩესიც საკმარისი იქნებიან. მიუნხენში პორტუგალიურმა კლუბმა იდეალური შთაბეჭდილება დატოვა, ძალიან კარგ ფორმაშია და დასაკარგი არაფერი აქვს. რუი ვიტორიას შეგირდები ეცდებიან გააკეთონ საოცრება და ამისათვის არ დაზოგავენ თავს.

 

მიუნხენის "ბაიერნი" ნელ–ნელა მიიწევს წინ და ზედიზედ სამი 1:0–ს შემდეგ გასულ უქმეებზე 3:1 დაამარცხა გასვლაზე "შტუტგარტი". თუმცა, "ბაიერნმა" ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა "ბენფიკასთან" პირველ შეხვედრაში, მიუხედავად იმისა, რომ არტურო ვიდალმა უკვე მეორე წუთზე გახსნა ანგარიში. მეორე წრე საოცრად დაიწყო რობერტ ლევანდოვსკიმ, მაგრამ ახლა ძალიან ცუდ ფორმაშია. სამაგიეროდ, მხოლოდ უმატებს და უმატებს დუგლას კოსტა, რომელსაც წინ ელის მთავარი მატჩები. გარდა ამისა, 32 წლის ფრენკ რიბერი ლომივით იბრძვის ყოველ შეხვედრაში და ამ მხრივ ასაკი სულაც არ ეტყობა, მაგრამ სისწრაფე უკვე დაკარგული აქვს. მიუხედავად ამისა, რიბერის ტექნიკა და ოსტატობა არსად დაუკარგავს, რაც პირველ შეხვედრაშიც დაამტკიცა. ფრენკის ყოველთვის არ სჭირდება განსაკუთრებული აჩქარება მეტოქეების მოსატყუებლად, ამიტომ მისი ჩამოწერა ზედმეტად ნაადრევია. არიენ რობენის ტრავმა დიდად არ აისახება გუნდზე, რადგან "ბაიერნის" ნახევარდაცვის შემტევი ხაზი საკმაოდ სტაბილური და ძლიერია, მაგრამ პრობლემებია რეალიზაციის მხრივ. არასაჭირო ფორმაშია ტომას მიულერი, მაგრამ ამ არანორმალურ გერმანელს სააერთოდ არ სჭირდება ფორმა იმისათვის, რომ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვოს. ახლა "ბაიერნის" მთავარი პრობლემა არის ლაზარეთი, სადაც კვლავ იმყოფებიან ჟერომ ბოატენგი, ჰოლგერ ბადშტუბერი, მეჰდი ბენატია და რობენი. "შტუტგარტთან" შეხვედრის დასრულების შემდეგ ხავი მარტინესი იწვა გაზონზე და საბედნიეროდ ესპანელი კარგად არის. წესითა და რიგით, სწორედ მარტინესმა უნდა ითამაშოს დღეს დაცვის ცენტრში, რადგან ჯოშუა კიმიხს უკვე ეყოფა. 19 წლის გერმანელმა ვერც "ბენფიკასთან" ითამაშა დამაჯერებლად და დროა დაისვენოს. "ბაიერნის" დაცვის პრობლემებს ამყარებს ხუან ბერნატის უაზრო შეცდომები და ფილიპ ლამის დღემდე ამოუცნობი როლი "ბაიერნში". "რეკორდმაისტერის" კაპიტანი ეტაპობრივად ჩნდება მოედნის ცენტრში და დაცვის მარჯვენა ფრთა გახსნილი კორიდორია, რადგან ლამი აღარ არის პატარა და უჭირს ამდენი მოძრაობის შედეგად პოზიციის იდეალურად შენარჩუნება. თუ გვარდიოლას ცენტრში სჭირდება ლამი, მაშინ დააყენოს იქ, რადგან ამდენი გადაადგილება უბრალოდ თავად "ბაიერნისთვის" გამოდის ზოგჯერ პრობლემა. თუმცა, გვარდიოლას ხელში ალბათ არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი ნახევარდაცვის ცენტრი. ხაბი ალონსოს ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ ესპანელი თავის მოველეობას იდეალურად ასრულებს. ტიაგო ალკანტარა კარგ ფორმაშია და ყოველთვის მოსალოდნელია მისგან რაიმე კრეატიული, არტურო ვიდალი კი უბრალოდ საუკეთესოა. ჩილელმა საოცარი თამაშები ჩაატარა მერვედფინალში და აგრეთვე ბრწყინვალე იყო ალიანს არენაზე. მან არამხოლოდ გაიტანა გოლი, არამედ სეივიც კი გააკეთა პირველი ტაიმის მიწურულს, თანაც თავისი კვერცხების ფასად. ბევრისთვის ვიდალი დღემდე გაუგებარი ტრანსფერია, მაგრამ ვიდალმა "ბაიერნს" შემატა განსაკუთრებული სულისკვეთება და ბალანსი ნახევარდაცვის ცენტრში. ალონსომ დაკარგა სისწრაფე, აღარ შეუძლია 90 წუთით ბრძოლა და ჩაშლებში მონაწილეობის მიღება, ტიაგო უფრო კრეატიული ტიპის ცენტრია, ვიდალი კი ორივე მათგანს ავსებს და უდავოდ ერგება გუნდს. "ბაიერნის" მთავარი კოზირი ისევ და ისევ მრავალფეროვანი შეტევითი ხაზია და მიუნხენელები ეცდებიან არ გაირთულონ საქმე ლისაბონში.

 

"ბაიერნი" ფავორიტია, მაგრამ ეს მხოლოდ ფურცელზე. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი ასეთი საინტერესო ალბათ დიდი ხანია არ ყოფილა და ეს "ბენფიკას" დამსახურებაცაა. ლისაბონურმა კლუბმა მიუნხენში დაამტკიცა, რომ შეუძლია ბრძოლა. თუმცა, 0:1 როგორი მარტივიც ჩანს, ორი იმდენად სახიფათოა, რადგან გერმანელების ერთი გოლი ყველაფერს დაასრულებს.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ბენფიკა: ედერსონი – ანდრე ალმეიდა, ლინდელიოფი, ჟარდელი, ელიზეუ – რენატო სანჩესი, ფეისა, პიცი, გაიტანი – რაულ ხიმენესი, მიტროღლუ.

 

ბაიერნი: ნოიერი – ლამი, მარტინესი, ალაბა, ბერნატი – ვიდალი, ტიაგო – დუგლას კოსტა, მიულერი, რიბერი – ლევანდოვსკი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ლისაბონის "ბენფიკა" ეცდება, რომ 1990 წლის შემდეგ პირველად გავიდეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.
  • მიუნხენის "ბაიერნი" კი ზედიზედ მეხუთე ნახევარფინალს უმიზნებს.
  • ეს გუნდები ერთმანეთს აქამდე სამჯერ დაუპირისპირდნენ და "ბენფიკას" მეტოქეობა უკვე კარგის ნიშანია მიუნხენის "ბაიერნისთვის". გარდა იმისა, რომ "რეკორდმაისტერმა" ყოველ ჯერზე დაამარცხა პორტუგალიური კლუბი, გერმანელები იმ ტურნირის ფინალამდე მივიდნენ სამივე შემთხვევაში.
  • პირველად ამ გუნდების დაპირისპირება შედგა ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში 1975/76 წლების სეზონში. ლისაბონში უგოლო ფრის შემდეგ "ბაიერნმა" შინ 5:1 იმარჯვა და საბოლოოდ იმ წელს თავისი მესამე ჩემპიონთა თასი მოიპოვა მიჯრით.
  • ფაქტიურად იგივე მოხდა 1981/82 წლების სეზონის ჩემპიონთა თასის მეორე წრეში. პირველი მატჩი პორტუგალიაში ისევ უგოლოდ დასრულდა, მიუნხენში კი სწრაფი გაშვებული გოლის შემდეგ "ბაიერნი" აენთო და 4:1 გაანადგურა მეტოქე. გერმანელები ისევ მივიდნენ ფინალამდე, უბრალოდ ამჯერად წააგეს "ასტონ ვილასთან".
  • 1995/96 წლების სეზონში კი "ბაიერნმა" უეფას თასის მესამე წრეში გადაუარა "ბენფიკას": 4:1 შინ და 3:1 სტუმრად, იურგენ კლინსმანმა ამ შეხვედრებში ხუთი გოლი გაიტანა და "ბაიერნმა" ტურნირის ფინალში "ბორდოს" მოუგო 5:1 ორი მატჩის ჯამში.
  • "ბენფიკა" პირველად ასპარეზობს ამ ეტაპზე 2011/12 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც ისინი მომავალ ჩემპიონ "ჩელსისთან" დამარცხდნენ.
  • ზოგადად, ლისაბონურმა კლუბმა აქამდე 16–ჯერ ითამაშა მეოთხედფინალში, რვაჯერ გავიდა მომდევნო ეტაპზე და რვაჯერ – ვერა.
  • ლისაბონურ კლუბს ზედიზედ სამი საშინაო თამაში არ წაუგია გერმანული კლუბის წინააღმდეგ, ზოგადად კი ლისაბონში მშვენიერი სტატისტიკა აქვს ბუნდესლიგის გუნდებთან: 10მ, 7ფ და 2წ.
  • "ბენფიკამ" ორმატჩიანი დუელის პირველი გასვლითი თამაში 33–ჯერ წააგო და მხოლოდ 11 შემთხვევაში გამოვიდა გამარჯვებული საბოლოოდ. კონკრეტულად 0:1–ს შემდეგ კი პორტუგალიელებმა ათიდან ხუთჯერ მოახერხეს მომდევნო ეტაპზე გასვლა.
  • მეოთხედფინალურ ეტაპზე "ბაიერნს" 17 მოგება და ცხრა წაგება აქვს.
  • პეპ გვარდიოლას გუნდმა ბოლო რვა გასვლითი თამაშიდან ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ორი მოიგო და წააგო ოთხი.
  • მიუნხენის "ბაიერნს" ცხრიდან ცხრა ორმატჩიანი დუელი აქვს მოგებული პორტუგალიური კლუბების წინააღმდეგ და დღეს შეუძია, რომ ეს სტატისტიკა გაალამაზოს.
  • "ბაიერნის" ზოგადი სტატისტიკა პორტუგალიურ გუნდებთან ასეთია: 15მ, 8ფ და 2წ. "რეკორდმაისტერს" მხოლოდ "პორტოსან" აქვს წაგებული.
  • გერმანულმა გრანდმა პირველი საშინაო შეხვედრა 49–ჯერ მოიგო, რის შემდეგაც საბოლოო გამარჯვებამდე საქმე 41–ჯერ მიიყვანა, მათ შორის ბოლო ცხრა შემთხვევაში. კონკრეტულად 1:0–ს შემდეგ კი "ბაიერნს" ორი საბოლოო გამარჯვება და ორი მარცხი აქვს.
  • პენალტების სერიამდე თუ მივიდა საქმე უპირატესობა "ბაიერნს" ექნება, რომელსაც ექვსიდან ხუთი ლატარეა აქს მოგებული, "ბენფიკას" კი მხოლოდ ერთი სამიდან.

 

წინასამატჩო კომენტარები:

ფილიპ ლამი: "ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრი ჩვენს ფილოსოფიას ეწინააღმდეგება. ლისაბონში მოსაგებად ჩავდივართ, გვინდა ვითამაშოთ შემტევი ფეხბურთი და გავიტანოთ. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მეტოქეს არ მივცეთ მომენტების შექმნის საშუალება. ახლა ძლიერები ვართ დაცვაში, შეტევაში კი არის გარკვეული პრობლემები, რაც გამოჩნდა "ბენფიკასთან" პირველ შეხვედრაში. უნდა მოვუმატოთ ამ თვალსაზრისით".

 

ტიაგო ალკანტარა: "რთული მატჩი გველოდება. ისინი კომფაქტურად იდგნენ მიუნხენში და საკმაოდ აქტიურადაც გვიტევდნენ. როგორც წესი, გასვლაზე მეორე ნომერი ხარ, მაგრამ მათ თავისი ფეხბურთი აჩვენეს. ვფიქრობ, საკუთარ მოედანზეც იგივეს გააკეთებენ".

 

რუი ვიტორია: "დაცვაში კარგად უნდა ვითამაშოთ, რადგან მსოფლიოში ერთ–ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებით. ისინი ტურნირის ფავორიტები არიან და როგორც წესი, ერთნაერი წარმატებით თამაშობენ სტუმრადაც და სახლშიც.

 

ნიკო გაიტანის თამაში საეჭვოა, ჯერ არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მივიღებ. არ მოგვიგია მიუნხენში, მაგრამ ძალიან კარგად ვითამაშეთ, ვიყავით ტაქტიკურად ორგანიზებულები. 

 

ვიცით, რომ "ბაიერნი" ტაქტიკურად რბილია და თუ რაიმე არ გამოუვა ერთი გზით, აუცილებლად აქვს რაღაც სხვა გეგმა. ამ საღამოს ქომაგების როლი უფრო მნიშვნელოვანი იქნება".

 

პეპ გვარდიოლა: "კონცენტრირებულები ვართ ამ შეხვედრაზე. ვაპირებთ კარგად თავდაცვას, გოლის გატანას და შემდეგ ეტაპზე გასვლას. "ბენფიკას" პრობლემების ფონზე ჩვენს გვაქვს დანაკლისი. 

 

გუნდები ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ, რადგან ერთი კვირის შევხვდით ერთმანეთს. ვიცი რა უნდა გავაკეთოთ ტაქტიკურად. მოთამაშეების ხასიათი გამოჩნდება, როდესაც 60 ათასი ქომაგის თვალწინ ითამაშებენ მეტოქის როლში".

 

http://fci.ge/uploads/posts/2016-04/1460533629_benfica-vs-bayern-munich.jpg

რომელი გუნდი გავა შემდეგ ეტაპზე?

მწვანე ზონა
კომენტარები: 633
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 10  M. Ballack  
13 აპრილი 2016 21:33
უხ რეალი როგორ მინდა პოლუფინაში

-------------------------------------------------------------
Mia San Mia

Toni Kroos
Bayern-Munich
Germany
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 9  Papuu  
13 აპრილი 2016 20:14
ციტატა: David Villa

ბარსელონა - ბენფიკა
რეალი - ბაიერნი

სგ ძმა
კრისტალი იბაზრე

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 2862
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 8  JobaCh  
13 აპრილი 2016 19:15
price tamashi 1-3 davde vnaxot ra gamova 187 kushia :D

-------------------------------------------------------------
Arsenal & Celta vigo
Arsenal
France
კომენტარები: 36
ჯგუფი: Football Fan
სტატუსი: offline
№ 7  Gutierrez  
13 აპრილი 2016 16:32
ციტატა: David Villa
თუ გავედით ნიუჟელი წელსაც ბაიერნს შევხვდებით ? რაღაც არამგონია..

ბარსელონა - ბენფიკა
რეალი - ბაიერნი


ბავარია თუ გავიდა რეალს ბენფიკა როგორ დაეჯახება?

ბასრსას შემეშალა
Real-Madrid
Spain
კომენტარები: 30052
ჯგუფი: Fci Administrator
სტატუსი: offline
№ 6  David Villa  
13 აპრილი 2016 15:55
თუ გავედით ნიუჟელი წელსაც ბაიერნს შევხვდებით ? რაღაც არამგონია..

ბარსელონა - ბენფიკა
რეალი - ბაიერნი

-------------------------------------------------------------
“I like repressed characters. That gives me a lot of freedom to make a lot of different choices through subtleties.” - Jeremy Renner

“No Matter Where Are You I Will Always Support And Love You David ♥♥“

Jeremy Renner ♥
Barcelona
United-States
კომენტარები: 291
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 5  anfield 2  
13 აპრილი 2016 13:55
ციტატა: Papuu
ციტატა: anfield 2
მიდით მიდით გერმანელება... რეალი გელოდებათ bayern_m

შენ რა გინდა ? :D

შენ გუნდს მიხედე :D

მადრიდიოტს გადაუვლის ფაშისტების კამანდა demon
















































alex



































alex



















































ahahaha

ჩემი გუნდი ხვალ დორტმუნდს goal77

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=TlmoLxVyYMs
Liverpool
England
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 4  Papuu  
13 აპრილი 2016 13:03
ციტატა: anfield 2
მიდით მიდით გერმანელება... რეალი გელოდებათ bayern_m

შენ რა გინდა ? :D

შენ გუნდს მიხედე :D

მადრიდიოტს გადაუვლის ფაშისტების კამანდა demon




alex






ahahaha

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 291
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 3  anfield 2  
13 აპრილი 2016 12:23
მიდით მიდით გერმანელება... რეალი გელოდებათ bayern_m

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=TlmoLxVyYMs
Liverpool
England
კომენტარები: 31
ჯგუფი: Football Fan
სტატუსი: offline
№ 2  kaxakuso  
13 აპრილი 2016 12:05
BAVARIA-MAGARIA MAGARIII!!!წინ ფინალისკენ!!!
Bayern-Munchen
Germany
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 1  Papuu  
13 აპრილი 2016 11:35
გვარდიოლამ წააგო წინა თამაში ........

და დღესაც თუ ჩაუდეს ბაიერნს , ვინც ეგ გაზით არ მოწამლოს გერმანელებიდან იმის დ.შ მეეეეე :D

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi