Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ახალი სეზონიდან ახალი წესებით!

14-04-2016
5 კომენტარი

ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭომ (IFAB) გამოაქვეყნა ახალი საფეხბურთო წესები, რომლებიც 2016/17 წლების სეზონიდან შევა ძალაში და რამდენიმე ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი პუნქტია დამატებული.

 

ყველაზე მთავარი პრობლემა – ე.წ. "სამმაგი სასჯელი" ფეხბურთში გაუქმებულია! მოთამაშე, რომელიც საჯარიმოში წააქცევდა მოწინააღმდეგეს და წაართმევდა მას რეალურ საგოლე მომენტს, იღებდა წითელ ბარათს, ავტომატურად დისკვალიფიკაციას და პლიუს ამას ინიშნებოდა პენალტი. თუმცა, ახალი სეზონიდან მსაჯები აღარ გააძევებენ ფეხბურთელებს ბოლო იმედის ჯარიმის გამო თუ ეს მოხდება საჯარიმოში, დამნაშავე მხოლოდ ყვითელი ბარათით დაისჯება, ხოლო დაზარალებული მიიღებს თერტმეტმეტრიანს.

 

გარდა ამისა, გამკაცრდა მოქმედებები ბურთის გარეშე. ფეხბურთელი, რომელც უწყინარ სიტუაციაში უბრალოდ უბიძგებს ან უხეშად მოეპყრობა მოწინააღმდეგეს – ავტომატურად მიიღებს წითელ ბარათს. გარდა ამისა, იგივე ბელი ელის იმ ფეხბურთელს, რომელიც განძრახ ითამაშებს ხელით ნებისმიერ მონაკვეთზე.

 

მსაჯების უფლებებიც მატულობს. 2016 წლის ზაფხულიდან მათ მოთამაშის გაძევების უფლება ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე ექნებათ, როდესაც გუნდები დაიწყებენ წინასამატჩო მოთელვას.

 

მოთამაშეს, რომელიც ტრავმას მიიღებს მეტოქის უხეში თამაშის გამო, რომელიც თავისმხრივ დაისჯება ყვითელი ან წითელი ბარათით, ექნება უფლება, რომ არ დატოვოს მინდორი და მას ადგილზევე აღმოუჩენენ სამედიცინო დახმარებას, რათა მისი გუნდი უმცირესობაში არ დარჩეს რამდენიმე წუთით.

 

გარდა ამისა, თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირების დროს, მსაჯები აღარ მიაქცევენ ყურადღებას მოთამაშეებს ხელს.

 

IFAB–ს განცხადებაში დაახლოებით 130–მდე ახალი წესია, მაგრამ დიდი უმრავლესობა უმნიშვნელო წვრილმანებს შეიცავს. თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ უახლოესი ორი წლის განმავლობაში სატესტო რეჟიმში ამუშავდება ვიდეო ტექნოლოგიის ოთხი მხარე: გოლების ფიქსაცია, წითელი ბარათების ეპიზოდები, პენალტები და საეჭვო მომენტები. 

http://fci.ge/uploads/posts/2016-04/1460641419_2768710_full-lnd.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 3428
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 5  SOAD  
15 აპრილი 2016 00:21
ვიდეო გამეორებას მოვითხოვთ !
Barcelona
კომენტარები: 4445
ჯგუფი: Football Fan
სტატუსი: offline
№ 4  SIKVDILA8  
15 აპრილი 2016 00:16
ვიდეოგამეორება ყველაზე სამართლიანი იქნება როგორც ეს ჩოგბურთშია :) ვიდეოგამეორება რო ყოფილიყო გუშინდელ მათტჩში არავინ იცის ბარსა გავიდოდა თუ ატლეტიკო :)
Barcelona
France
კომენტარები: 4671
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 3  La Cosa Nostra  
14 აპრილი 2016 23:05
სისულელეა.
Real-Madrid
Russia
კომენტარები: 10477
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 2  Lionel_Messi_10  
14 აპრილი 2016 22:23
ვიდეო გამეორებას არ ველოდი მარა თუ იქნება მშვენიერია...

სიმულაციაზე უნდა მიიღონ წესები,არაფრისთვის ყვითელი/წითელი ბარათები როა.სიმულანტი უნდა დაისაჯოს მერე ჩვეულებრივ და ყვითელი/წითელი გაუუქმდეს ფეხბურთელს.


მატჩის დაწყებამდე გაძევება სისულელეა თუ ძაან სერიოზული რამე არ მოხდა.გასაუქმებელია ეგ.
Barcelona
Argentina
კომენტარები: 15
ჯგუფი: Football Fan
სტატუსი: offline
14 აპრილი 2016 19:26
ვიდეო გამეორება დაამატე ბლინ დაამატედ მაგ წესებში

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi