Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა გერმანია დაამარცხა

16-04-2016
0 კომენტარი

16 აპრილს, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, ავთანდილ ასათიანის თავკაცობით, პირველი შეხვედრა გამართა და გერმანიის ეროვნული გუნდი დამაჯერებლად 4-0 დაამარცხა.

 

ალექსანდრე ძაბირაძემ და გოგა ალთუნაშვილმა ამ მატჩით 10 წლიანი სანაკრებო კარიერა დაასრულეს. ამის აღსანიშნავად, მატჩის დაწყებამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მოთამაშეებს სპეციალური პრიზები გადასცა.

 

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ის ქართველების სრული უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-8 წუთზე ბუთა კაკაბაძემ გახსნა. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ჯვაროსნები ბევრს ეცადნენ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. ჩვენმა გუნდმა მეორე ტაიმში უფრო გააზრებულად შეუტია და მეტოქის კარში სამი გოლის გატანაც მოახერხა.

 

ამ გუნდებს შორის მომდევნო ამხანაგური შეხვედრა 17 აპრილს, კვლავ ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.

 

საქართველო - გერმანია 4-0

თბილისი, ახალი სპორტის სასახლე

საქართველო: ბუკია, კაკაბაძე, ლუკავა, მაისაია, თოფურია.

სათადარიგოები: ჯამბურია, ძაბირაძე, შელეგია, ალთუნაშვილი, კობაიძე, სოზაშვილი, სებისკვერაძე, ბობოხიძე, ჭანუყვაძე.

მთ. მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი.

გერმანია: ჰენრიხი, დი ჯორჯო, ელეზი, ჰაინცე, ხურადო გარსია.

სათადარიგოები: ფული, ვიგელსი, ფრედელი, ჰარტმანი, ჰოფმანსი, კლემსი, მეიერი, რაინჰარტი, რუშენპიულერი, სოზერი, ვინკელი.

მთ. მწვრთნელი: პოლ შუმანი.

მსაჯები: არსენ ნონიკაშვილი, შოთა, ქუხილავა, ბაკურ ნინუა.

გაფრთხილება: კობაიძე (30:49)

გოლები: 1-0 კაკაბაძე (7:38), 2-0 სებისკვერაძე (25:45), 3-0 ჭანუყვაძე (34:25), კობაიზე (39:12)

 


სფფ-ს პრესსამსახური

 

http://fci.ge/uploads/posts/2016-04/1460834344_geo.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi