Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ჩიხურამ დინამო დაამარცხა

16-04-2016
0 კომენტარი

16 აპრილს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 25-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი, თბილისის „დინამო“ ივანწმინდას ეწვია და საჩხერის „ჩიხურას“ გაეჯიბრა. საინტერესო მატჩი საჩხერელი ფეხბურთელების გამარჯვებით 1-0 დასრულდა. გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე მიხეილ სარდალიშვილმა გაიტანა.


ასევე, მინიმალური ანგარიშით 1-0, იმარჯვა ბოლნისის „სიონმაც“. ბოლნისელები შინ ბათუმის „დინამოს“ დაუხვდნენ და შეხვედრის მიწურულს შეძლეს გადამწყვეტი გოლის გატანა. ბურთი ოთარ კობახიძის ანგარიშზეა.

ჩიხურა - დინამო თბ 1-0

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი

ჩიხურა: ჰამზიჩი, შ. კაშია, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, განუგრავა, დობროვოლსკი, კორიფაძე, ჭეჭელაშვილი (46’ ვუკასოვიჩი), გაბაძე (18’ ჭანკოტაძე), კუჭუხიძე, სარდალიშვილი

მთ. მწვრთნნელი: სოსო ფრუიძე

დინამო თბ: ჰრდლიჩკა, ჭელიძე,უ. ლობჟანიძე, გველესიანი, რენე, კაკაბაძე (56’ გურული), ჯიღაური, კიტეიშვილი (87’ თევზაძე), არაბული (69’ ს. ლობჟანიძე), ჭანტურიშვილი, ქვილითაია

მთ. მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, მ. კუპატაძე, კ. სადილიანი, ი. ხერხაძე (სათადარიგო)

გაფრთხილება: 68’ რენე (დინამო თბ)

გოლები: 1-0 სარდალიშვილი (88)

 

 


სფფ-ს პრესსამსახური

 

http://fci.ge/uploads/posts/2016-04/1460834565_dinamo.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi