Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

მწვრთნელები, რომელთაც შეუძლებელი შეძლეს

21-04-2016
17 კომენტარი

ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე „უსამართლო“ სპორტია, მაგრამ ამავდროულად სამართლიანიც...საქმე იმაშია, რომ „ბურთი მრგვალიას“ პრინციპი ხშირად ამართებს და როგორც წესი, ფავორიტები ყოველთვის ვერ იმარჯვებენ. თუმცა, ყველაფერი კანონზომიერი და საკმაოდ დიდი წარმატების უკან გაცილებით დიდი შრომა დევს იმ გენიალური ადამიანების, რომელთაც მთელი მსოფლიო გააოცეს და მოახდინეს ნამდვილი სასწაული. შემთხვევითი კი ნამდვილად არაფერია, ყოველი დიდი გამარჯვების უკან საკმაოდ სერიოზული საფუძველია, რომელმაც თავისი ნაყოფი მოისხა. თანამედროვე ფეხბურთშიც ხშირია საოცარი გარღვევების მაგალითი და ერთ–ერთი ასეთი ბოლო საოცრება „ლესტერ სიტია“, რომელიც მართლაც სპორტულ უკვდავებასთანაა ახლოს თუ მოიგებს ინგლისის პრემიერ ლიგას. თუმცა, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას ძალიან ბევრი გასაოცარი მოვლენა ახსოვს, რომელთა შემოქმედნიც სამუდამოდ დარჩნენ ჩვენს მახსოვრობაში. ახლა კი მოდი ერთად გავიხსენოთ ყველაზე გამორჩეული სპეციალისტები, რომელთაც ნამდვილად მთელი მსოფლიო აალაპარაკეს და გააკეთეს ის, რასაც ფაქტიურად არავინ მოელოდა. აქცენტი ძირითადად გაკეთებულია იმ მწვრთნელებზე, რომელთაც ეს სასწაულები წლების წინ ჩაიდინეს, ახლა კი ზოგი უბრალოდ ისვენებს, ზოგიც მშვიდად აგრძელებს ცხოვრებას, ზოგი კი უბრალოდ აღარ არის...

 

#10 ხავიერ ირურეტა

ხავიერ ირურეტა ისტორიაში საუკეთესო ლა კორუნიის „დეპორტივოს“ შემოქმედი გახლავთ, რომელამაც არაერთხელ გააოცა მთელი საფეხბურთო სამყარო თავისი შესანიშნავი ფეხბურთით და სასწაულებრივი შედეგებით. ირურეტას მდიდარი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა და მწვრთნელობაც მალე დაიწყო. ირურეტამ რამდენიმე ესპანური კლუბი გამოიარა, თანაც ნელ–ნელა მიდიოდა წინ და საბოლოოდ, 1998 წელს საკმაოდ პერსპექტიული გუნდი ჩაიბარა, რომელსაც საოცრად ნიჭიერი თაობა ჰყავდა. ირურეტამ „ოვიედოს“ გაყვანა მოახერხა უეფას თასზე და „სელტასაც“ კარგი პოზიცია დააკავებინა აქამდე, მაგრამ მისი მთავარი წარმატებები 1998 წლიდან იწყება. 90–იანი წლების დასაწყისში „დეპორი“ რამდენიმეჯერ ახლოს იყო ჩემპიონობასთან, როდესაც ლეგენდარული ბრაზილიელი ბებეტო ლიდერობდა გუნდს, მაგრამ სამჯერ დასჯერდა მეორე ადგილს, ბოლოს კი საერთოდ ათეულს მიღმა დარჩა. ახალგაზრდა ესპანელმა სპეციალისტმა, რომლისაც ბევრს არ სჯეროდა, ეგრევე სერიოზული პროგრესი დადო და „დეპორტივო“ ექსეულში მოახვედრა. მისი ერთ–ერთი პირველი გონივრული ნაბიჯი ესპანელი მარჯვენა მცველის, მანუელ პაბლოს პირველ გუნდში დაწინაურება იყო, რომელიც შემდეგ კლუბის კაპიტანი და ნამდვილი ლეგენდა გახდა. მომავალი სეზონის წინ ირურეტამ ორი შესანიშნავი ფეხბურთელი დაიმატა ვიქტორ სანჩესისა და როი მაკაის სახით. პლიუს ამას „დეპორტივოს“ უკვე ჰყავდა ჩინებული გოლკიპერი სონგო’ო, მაროკოელი ცენტრალური მცველი ნაიებეტი, ჯალმინია, მაურო სილვა, საკმაოდ ნიჭიერი ფლავიო კონსეისაო და პორტუგალიელი ფორვარდი პაულეტა. გარდა ამისა, „დეპორტივომ“ იჯარით აიყვანა სერბი საყრდენი სლავიშა იოკანოვიჩი, რომელიც ძალიან გამოადგა გუნდს. ლა კორუნიელებმა სეზონი ვერ დაიწყეს ომახიანად, მაგრამ თავისი დებიუტი „დეპორტივოში“ მაკაიმ ჰეთ–რიქით აღნიშნა პირველივე ტურში. სერიოზული განაცხადი „დეპორმა“ მეათე ტურში გააკეთა, როდესაც შინ „ბარსელონას“ დამარცხება მოახერხა ისევ და ისევ მაკაის დუბლით. ამას მოჰყვა ზედიზედ რამდენიმე გამარჯვება, ბოლოს მცირე ჩავარდან და საბოლოოდ პირველი წრე ირურეტას გუნდმა სენსაციურად მოიგო, მეორეზე კი ორი ქულით ცოტა ჰქონდა „სარაგოსას“. ლა ლიგის იმ სეზონის პირველი ნახევარი გამოდგა კატასტროფული მადრიდის „რეალისთვის“, ექვსეულში კი „რაიო ვალეკანო“ და „სელტაც“ მოხვდნენ. თუმცა, ყველა ელოდა სიტუაციის დალაგებას სეზონის ბოლოსკენ. თუმცა, „დეპორტივომ“ დიდებულად ჩაატარა მეორე წრე და პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა რიასორზე „რეალთან“ – 5:2. სიტუაცია დაიძაბა, როდესაც „ბარსამ“ რევანში აიღო კამპ ნოუზე და ორი ქულით მიუახლოვდა ირურეტას კოლექტივს. დარჩენილ 10 ტურში ორივე გუნდმა საკმაოდ დაკარგა ქულები და ბოლო ტურის წინ სხვაობა სამი ქულა იყო, „ბარსას“ ჰქონდა შანსები. თუმცა, „დეპორტივომ“ ისტორიული შანსი არ გაუშვა ხელიდან და საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა „ესპანიოლი“ დონატოსა და მაკაის გოლებით. ლა კორუნიაში ნამდვილი ზეიმი შედგა, რადგან „დეპორმა“ ისტორიაში პირველად მოიგო ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატი და ეს ნამდვილი სასწაული იყო. გულშემატკივრები ეგრევე შევარდნენ სტადიონზე და თავის გმირებთან ერთად აღნიშნეს. ირურეტამ ბრწყინვალე სამუშაო შეასრულა, ის ფატიურად მხოლოდ ორ სქემას: 4–3–1–2 და 4–3–2–1 იყენებდა, მისი გუნდი კი საკმაოდ ლაღ და შემტევ ფეხბურთს თამაშობდა. ის სეზონი მოულოდნელად ჩააგდო „გალაქტიკოსმა“, „ბარსელონაც“ ვერ იყო იდეალური იმ პერიოდში და „დეპორმა“ ამით კარგად ისარგებლა. თუ შედარებას გავაკეთებთ, დიეგო სიმეონემ თავის „ატლეტიკოსთან“ ერთად გაცილებით რთული მისია შეასრულა 2013/14 წლების სეზონში, მაგრამ ირურეტას გუნდის სათამაშო სტილი ნამდვილად გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყო. ფენომენალური სეზონი ჩაატარა როი მაკაიმ, რომელსაც ყველაზე დიდ დახმარებას ბრაზილიელი ვირტუოზი ჯალმინია უწევდა. აგრეთვე ჩინებული იყო მანუელ პაბლო, სერბი იოკანოვიჩი და ახლაგზრდა ვიქტორ სანჩესი. ხავიერ ირურეტამ ნამდვილად საოცარი კოლექტივი შეკრა, რომელმაც გააგრძელა წარმატებული თამაში. მომავალი სეზონიდან გუნდს სამი შესანიშნავი მოთამაშე: ხუან კარლოს ვალერონი, დიეგო ტრისტანი და ვალტერ პანდიანი შეუერთდნენ. ირურეტას გუნდმა გააგრძელა დიდებული თამაში, ლა ლიგაში კვლავ მთავარი კონკურენტი იყო ჩემპიონების და აგრეთვე წარმატებით გამოდიოდა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ მთავარი სასწაული ამ გუნდმა 2003/04 წლების სეზონში ჩაიდინა, როდესაც მეოთხედფინალურ სტადიაზე ფავორიტად შერაცხული მოქმედი ჩემპიონი „მილანი“ სასწაულებრივ დაამარცხა. სტუმრად 1:4 წაგების შემდეგ, ესპანელებმა ლა კორუნიაში 4:0 იმარჯვეს და გააოცეს სრულიად ევროპა. თუმცა, იმ „დეპორტივოს“ მთავარი ბომბარდირი უკვე ურუგვაელი პანდიანი იყო, ხოლო გამთამაშებელი დიდებული ხუან კარლოს ვალერონი. სამწუხაროდ, „დეპორტივო“ ნახევარფინალში დამარცხდა „პორტოსთან“ და გუნდი ნელ–ნელა დაიშალა. ირურეტამ 2004/05 წლების სეზონში ვეღარ გაიყვანა გუნდი საერთოდ ევროტურნირებზე და დაასრულა კიდეც სამწვრთნელო კარიერა. „დეპორტივომ“ ამ შვიდ წელიწადში მოიგო ლა ლიგა, კოპა დელ რეი და ორი ესპანეთის სუპერთასი, მაგრამ ყველაზე მთავარი მიღწევა – ქომაგების გოლის მოგებაა, რომელთაც არასოდეს დაავიწყდებათ „დეპორის“ ფაქტიურად ორი თაობის ფენომენალური ფეხბურთი და წარმატება. 2000 წლის ტრიუმფი ამ კლუბის ისტორიაში საუკეთესო მიღწევაა, რასაც ემატება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი და ამის შემოქმედი სწორედ ხავიერ ირურეტა გახლავთ, რომელსაც რაღაც გრანდიოზული წარმატებებისთვის ნამდვილად არ მიუღწევია სხვაგან.

 

#9 ფათიჰ თერიმი

ეს ადამიანი თურქული ფეხბურთის ნამდვილი სიმბოლოა, რომელსაც ყველანი ძალიან კარგად ვიცნობთ. ფათიჰ თერიმი უდავოდ ერთ–ერთი ყველაზე ქარიზმატული და ემოციური სპეციალისტია, რომელმაც განსაკუთრებით კარგად დაამახსოვრა თავი ფეხბურთის ევროპელ გულშემატკივრებს. მისი ტიტულების კოლექცია სიმდიდრით ვერ გამოირჩევა, მაგრამ ისეთი მიღწევები აქვს, რომელზეც შემდეგ ძალიან დიდი ხანი ლაპარკობდნენ, თანაც რაც ყველაზე მეტად აღსანიშნავია, ყოველი მისი დიდი წარმატება უკავშირდება მის სამშობლოს, სადაც ყველას უყვარს და აფასებს. მას საკმაოდ წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა „გალათასარაიში“ და უმალვე ნამდვილი ლეგენდის სტატუსი მოიპოვა. სამწვრთნელო კარიერა კი მალევე დაიწყო საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ. დაახლოებით ოთხი წელი იმუშავა საშუალო დონეზე და შემდეგ თურქეთის ახალგაზრდული ნაკრები ჩაიბარა, სადაც დიდი ხანი იმუშავა და 1993 წელს დააწინაურეს. თერიმი თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა, თანაც სულ რაღაც 40 წლის ასაკში. მან პირველივე მიზანს გაართვა თავი და თურქები ისტორიაში პირველად გაიყვანა დიდი საერთაშორისო ტურნირის ფინალურ ეტაპზე – ევრო 96–ზე, რომელიც ინგლისში იმართებოდა. მართალია, თურქეთმა ჩააგდო ტურნირი და ქულის გარეშე ჩაამთავრა ჯგუფური ეტაპი, მაგრამ ეროვნულმა გუნდმა დიდი გამოცდილება მიიღო, რომელიც შემდგომში ძალიან დაეხმარა 2002 წლის კიდევ უფრო დიდ წარმატებაში. თუმცა, თერიმი წამოვიდა ნაკრებიდან და იმავე წელს ჩაიბარა თავისი კლუბი – „გალათასარაი“, რომელიც საკმაოდ კარგად იყო დაკომპლექტებული. თერიმმა ოთხი სეზონი დაჰყო სტამბოლურ კლუბში, მარტივად მოიგო ოთხივეჯერ თურქეთის სუპერ ლიგა, ორ–ორჯერ თასი და სუპერთასი, სენსაცია კი უეფას თასზე გაჩარხა. „გალამ“ 1999/00 წლების სეზონში საკმაოდ დამაჯერებლად გაიარა გზა ფინალამდე, რომლის დროსაც დორტმუნდის „ბორუსია“ და „ლიდს იუნაიტედიც“ დაამარცხა. ფინალში კი მეტოქე ლონდონის „არსენალი“ იყო, რომელიც აშკარა ფავორიტად ითვლებოდა. თუმცა, თურქების რიგებში დიდებული კლაუდიო ტაფარელი, ჯორჯ პოპესკუ, უმიტ დავალა, ჯორჯ ჰაგი, ჰასან სასი და ჰაკან შუკური თამაშობდნენ. კოპენჰაგენში „გალათასარაიმ“ ნამდვილი ტანჯვა გადაიტანა, მაგრამ საოცრად იდგა კარში ბრაზილიელი გოლკიპერი კლაუდიოტაფარელი, რომელმაც მატჩის შემდგომ პენალტების სერიაშიც ივაჟკაცა და თურქებმა 4:1 იმარჯვეს. თერიმმა ყველაფერი მოაგებინა „გალათასარაის“ და აღსანიშნავია, რომ ეს თურქების პირველი და დღემდე უკანასკნელი გამარჯვებაა ევროარენაზე. უკვე სახელგანთქმული თერიმი, რომელიც საკმაოდ ძლიერი ტაქტიკოსი იყო, მიიწვიეს იტალიაში, სადაც დროებით „ფიორენტინას“ და „მილანს“ ხელმძღვანელობდა. იტალიაში მას არაფერი გამოუვიდა და 2002 წელს მხოლოდ ორი წლით, მაგრამ უშედეგოდ დაბრუნდა „გალათასარაიში“. ხუთწლიანი შესვენების შემდეგ, 2005 წელს თერიმმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა სერიოზულად მოეკიდა საქმისთვის ხელი და ჩაიბარა თურქეთის ნაკრები. თერიმმა კვლავ წარმატებით გაიარა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი და ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. თურქეთის მეტოქეები პორტუგალია, შვეიცარია და ჩეხეთი იყვნენ. პორტუგალიელები და ჩეხები აშკარა ფავორიტებად ითვლებოდნენ, მაგრამ თურქეთმა მოლოდინს გადააჭარბა. მიუხედავად პირველი მატჩის უშანსოდ წაგებია პორტუგალიასთან, თერიმის გუნდმა ჯერ შვეიცარიას დაუქაჩა 0:1–დან და არდა თურანის ბოლო წამზე გატანილი გოლით იმარჯვა 2:1. ბოლო ტურში კი თურქებმა უფრო დიდი საწაული ჩაიდინეს. ჩეხეთი 2:0 დამაჯერებლად იგებდა ერთი საათის შემდეგ, მაგრამ ბოლო 15 წუთში ფათიჰ თერიმის გუნდმა სამი ბურთი შეაგდო, აქედან ბოლო ორი გუნდის ლეგენდარულმა კაპიტანმა, ნიჰათმა ორ წუთიან ინტერვალში – 3:2, თურქეთმა ნამდვილი საოცრება ჩაიდინა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მეოთხედფინალურ ეტაპზე საოცარი დაპირისპირება ვიხილეთ თურქებსა და ხორვატებს შორის, სადაც საქმე დამატებით დრომდე მივიდა. ბევრმა მომენტებმა გამოიღო შედეგი და ხორვატია დაწინაურდა 119–ე წუთზე და ფაქტიურად დასრულდა ყველაფერი. ხორვატთა თავკაცი სლავენ ბილიჩი უბრალოდ ამოხტა ტანსაცმლიდან, მაგრამ თურქები დანებებას არ აპირებდნენ. მსაჯი ჩასტვენას აპირებდა, როდესაც შეცვლაზე შესულმა სემიტ სენტიურკმა აღადგინა წონასწორობა, პენალტებში კი რუშტუმ იყოჩაღა და თურქეთი ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში. იქ თურქებმა უკვე გერმანიის ეროვნული ნაკრები გააწამეს, რომელსაც ჯერ 1:0 უგებდნენ და კვლავ ახლოს იყვნენ სასწაულთან, როდესაც ორი წუთით ადრე აღადგინეს წონასწორობა, მაგრამ გერმანია უფრო ძლიერია მენტალურად და აქეთ გაუტანა თურქეთს გადამწყვეტი ბურთი ბოლო წამზე – 3:2. თურქეთმა ევროპის ჩემპიონატი ამაყად დატოვა. ფათიჰ თერიმის გუნდმა საოცარი დრამატულობა და სილაღე შემატა ევრო 2008–ს, თურმქა სპეციალისტმა კი მორიგი წარმატება ჩაიწერა აქტივში. ამის შემდეგ ის დაუბრუნდა „გალათასარაის“, კიდევ ორი საჩემპიონო ტიტული მოაგებინა, მცირე სასწაული მოახდინა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, როდესაც ჩატოვა ქვეჯგუფში „იუვენტუსი“ და შემდეგ მეოთხედფინალში ღირსეულად დამარცხდა მადრიდის „რეალთან“. 2013 წლიდან კი თერიმი თურქეთის ნაკრებს ავარჯიშებს და მისმა გუნდმა საშინლად დაწყებული ევრო 2016–ს საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულა პირდაპირი საგზურით საფრანგეთში. თურქებმა ჰოლანდიის ნაკრები ჩატოვეს ჯგუფში, დრამატულად მოიპოვეს საუკეთესო მესამე ადგილოსანის სტატუსი და ამ ევრო პირველობაზეც სერიოზული ძალა იქნებიან. ასეთია 62 წლის გენიალური თურქი სპეციალისტის შესანიშნავი კარიერა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება და ფათიჰ თერიმისგან მუდამ უნდა ელოდოთ საფრთხეს. მან თურქულ ფეხბურთს არნახული, საუკეთესო წარმატებები მოუტანა და არაერთი სერიოზული გუნდი გააწბილა.

 

#8 ოტმარ ჰიტცფელდი

ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო მთავარი მწვრთნელი გერმანული ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდა და ამაღორძინებელია. მას სამშობლოში „გენერლის“ სახით იცნობენ, რომელმაც ჯერ დორტმუნდის „ბორუსია“ და შემდეგ მიუნხენის „ბაიერნი“ აიყვანა ჩემპიონთა ლიგის კვარცხლბეგზე, მაგრამ თუ „რეკორდმაისტერის“ შემთხვევაში სასწაულთან საქმე ნაკლებად გვქონდა, ოტმარმა „დ.ბორუსიასთან“ ერთად ნამდვილი საოცრება ჩაიდინა და ამ კლუბის ისტორიას ყველაზე წარმატებული ფურცლები შემატა. ჰიტცფელდმა სამწვრთნელო კარიერა შვეიცარიაში დაიწყო, სადაც ორი კლუბი გამოიცვალა და საკმაოდ წარმატებულად იმუშავა „გრასჰოპერსში“. 41 წლის ასაკში ჰიტცფელდმა 1991 წელს ჩაიბარა „დ.ბორუსია“, რომელიც მაშინ საშუალო დონის გუნდი იყო გერმანიაში და ბოლოს 1963 წელს ჰქონდა მოგებული ეროვნული ჩემპიონატი. „გენერალმა“ ეგრევე გაიყოლა შვეიცარიის ჩემპიონატიდან შესანიშნავი ფორვარდი სტეფან ჩაპუისატი და სადებიუტო სეზონში გუნდი მეორე ადგილზე გაიყვანა, რასაც ნამდვილად არავინ მოელოდა. ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა ჩაპუისატმა, რომელიც მომდევნო კამპანიაშიც გუნდის ლიდერი იყო და დორტმუნდელებმა ამჯერად ოთხეულში მოხვდნენ. გამოჩნდა რა გუნდის საკმაოდ დიდი პოტენციალი და ჰიტცფელდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი სიძლიერე, „დ.ბორუსიათი“ არაერთი საინტერესო მოთამაშე მოიხიბლა. მათ შორის იყვნენ მატიას ზამერი და ოტო რეჰაგელის ლეგენდარული ბრემენის „ვერდერის“ ბომბარდირი კარლ–ეინც რიდლე. ერთი წლით ადრე მივიდა გუნდში დიდებული შტეფან როიტერი, თავად ჰიტცფელმდა კი ორი ფანტასტიკური ტალანტი აღმოაჩინა: ლარს რიკენი და რენე ტრეტშოკი. მორიგი წარმატებული სეზონის შემდეგ „დ.ბორუსიას“ რიგები უკვე ანდრეას მიოლერმა შეავსო, რომელიც დაბრუნდა ოთხი წლის შემდეგ. ჰიტცფელმდა ფანტასტიკური გუნდი შექმნა, რომლის ლიდერი დიდებული კაპიტანი მიხაელ ცორკი იყო და კარს ლეგენდარული შტეფან კლოსი იცავდა. ეს ორი მოთამაშე დახვდა „გენერალს“ და გაჰყვა კიდეც ბოლომდე. 1994/95 და 1995/96 წლების სეზონში ამ უნიკალურმა გუნდმა, რომელსაც პირველი საჩემპიონო სეზონის შემდეგ იურგენ კოლერი და უნიჭიერესი ჰეიკო ჰერლიხი შეუერთდნენ, ზედიზედ ორჯერ მოიგო ვერცხლის სინი, რაც უდიდესი წარმატება იყო კლუბისათვის. „დ.ბორუსიამ“ ორივეჯერ მოახერხა ქვეყნის სუპერთასის აღებაც და მთელი დორტმუნდი ხარობდა. თუმცა, ნამდვილი სასწაული „ყვითლებმა“ 1996/97 წლების  სეზონში ჩაიდინეს, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე მიაღწიეს წარმატებას. ოტმარ ჰიტცფელდის გუნდმა ადვილად გაიარა ჯგუფური ეტაპი და მეოთხედფინალშიც მარტივად მოუგო „ოსერს“. ნახევარფინალურ ეტაპზე კი დორტმუნდელებმა სერ ალექს ფერგიუსონის „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხეს. გერმანიაში სუპერ გოლი შეაგდო ტრეტშოკმა, მანჩესტერში კი – რიკენმა, ორი მატჩის ჯამში 2:0 და „დ.ბორუსია“ „გენერალის“ მიერ აღმოჩენილმა ბიჭუნებმა გაიყვანეს ფინალში, სადაც მეტოქე არანორმალური ტურინის „იუვენტუსი“, ტურნირის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოში უძლიერესი გუნდი იყო. მარჩელო ლიპის გუნდი თავისი პერუცით, დიდიე დეშამით, ზინედინ ზიდანით, ალენ ბოკშიჩით და ალესანდრო დელ პიეროთი აშკარა ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ მიუნხენში გამართული დაპირისპირება გერმანელებმა მოიგეს. რიდლემ ხუთწუთიან ინტერვალში დუბლი გაიფორმა და შოკში ჩააგდო იტალიელები. მეორე ტაიმში „იუვემ“ ულამაზესი გოლი შეაგდო, მაგრამ ძალიან მალე რიკენმა უსწრაფესი გოლი გაიტანა ლიგის ფინალებში შეცვლიდან შესულმა. ახალგაზრდა გერმანელმა მინდორზე ფეხის შედგმიდან 18 წამში დიდებული გოლი გაიტანა და სრულიად დორტმუნდს მოუტანა უზარმაზარი სიხარული. დორტმუნდის „ბორუსიამ“ პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი. ოტმარ ჰიტცფელდმა ძალიან მოკლე დროში შექმნა ძალიან ძლიერი გუნდი, რომელმაც ჯერ საკუთარ ქვეყანაში დაამყარა ბატონობა, შემდეგ კი მოიგო ჩემპიონთა ლიგა. „დ.ბორუსია“ თამაშობდა ძალიან სწრაფ და ორგანიზებულ ფეხბურთს, რომელმაც ამ კლუბს მოუტანა უდიდესი წარმატება. შემდეგ „გენერალმა“ დაისვენა და „ბაიერნის“ დიდებას მიჰყო ხელი, მაგრამ მისი მთავარი კარიერული მიღწევა უდავოდ დორტმუნდული კლუბის პროგრესია, რომელმაც მას შემდეგ სტაბილურად დაიწყო მაღალი შედეგის ჩვენება და ბოლო წლებში კი გერმანიის მოწინავე გუნდებს შორისაა მუდმივად. „გენერალმა“ მართლაც, რომ სასწაული ჩაიდინა 90–იანი წლების შაუწელს და რომ არა ჰიტცფელდი, ალბათ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ ექნებოდა მოგებული ლიპის „იუვენტუსს“.

 

#7 სვენ–გორან ერიქსონი

რა სამწუხაროა, რომ წარმატებული ადამიანი ერთი ფეხის დაცდენის და ვარდნის შემთხვევაში, ეგრევე სერიოზული კრიტიკის ქარ–ცეცხლში ეხვევა და ყველას ავიწყდება მისი დიდი მიღწევები წარსულში, წინა პლანზე მხოლოდ ნეგატივი გამოდის. სწორედ ამის მსვერპლია ლეგენდარული შვედი სპეციალისტი, რომელმაც ისტორიაში საუკეთესო რომის „ლაციო“ შექმნა, არაერთი ევროტურნირის ფინალში გაიყვანა არაერთი გუნდი, მაგრამ ერიქსონთან მიმართებაში ყველას ინგლისის ეროვნული ნაკრების ისტორია ახსენდება, რომელიც 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე სენსაციურად ვერ მოხვდა. თუმცა, ერიქსონის კარიერა გაცილებით ადრე და გაცილებით წარმატებულად დაიწყო. სვენ–გორანი არ ყოფილა დიდი ფეხბურთელი, მალევე დაასრულა საფეხბურთო კარიერა და მწვრთნელობას ძალიან ნაადრევა ასაკში, მხოლოდ 31 წლისა შეუდგა. თანაც ერიქსონმა საკმაოდ ავტორიტეტული და ამბიციური შვედური კლუბი „გიოტებორგი“ ჩაიბარა. თუმცა, მაშინ ეს კლუბი ნამდვილად ვერ იყო უძლიერესი თავის ქვეყანაში და 10 წლის განმავლობაში არ ჰქონდა მოგებული შვედეთის ჩემპიონატი. თუმცა, ერიქსონმა თასებით დაიწყო და 1982 წელს, 13 წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა „გიოტებორგს“ ალსვენსკანი, მაგრამ ამავე წელს მან არც მეტი არც ნაკლები უეფას თასი მოაგებინა თავის გუნდს, რაც ნამდვილი სასწაული იყო. ფინალურ გზაზე მათ საკმაოდ ძლიერი ბუქარესტის „დინამო“, „ვალენსია“ და „კაიზერსლაუტერნი“ დაამარცხეს. ფინალში კი ორი მატჩის ჯამში 4:0 გაანადგურეს „ჰამბურგი“. „გიოტებორგის“ ლიდერები, ჩინებული ცენტრფორვარდები: ტორბიორნ ნილსონი და სტიგ ფრედრიკსონი იყვნენ, რომელთაც ძალიან მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენეს და პირველი ევროტურნირი მოიპოვეს ამ კლუბს. ერიქსონმა გუნდი იმავე წელს დატოვა, მაგრამ „გიოტებორგმა“ წარმატებები გააგრძელა და უეფას თასი კიდევ ერთხელ მოიგო. ჯერ კიდევ ახალგაზრდა შვედი სპეციალისტი კი ლისაბონის „ბენფიკაში“ წავიდა სამუშაოდ, რომელშიც პორტუგალიური ფეხბურთის მაშინდელი მთავარი ვარსკვალვები გამოდიოდნენ, მათ შორის მეკარე მანუელ ბენტო, უმბერტო კოელო, დიდებული ფერნანდო ჩალანა, ნენე და დიამანტინიო. აგრეთვე იუგოსლავიელი ლეგენდარული ფორვარდი ზორან ფილიპოვიჩი. ერიქსონმა ორი სეზონი ჩაატარა პორტუგალიაში, ორივეჯერ მოიგო ეროვნული ჩემპიონატი, სადებიუტო სეზონში კი კიდევ პორტუგალიის თასი და უეფას თასის ვერცხლის მედალი. „ბენფიკა“ დასანანად დამარცხდა ფინალში „ანდერლეხტთან“ 1:2 ორი მატჩის ჯამში. მორიგი წარამტებების შემდეგ ერიქსონი „რომამ“ იხმო, რომელიც 83 წლის უეფას თასის ნახევარფინალში გამოაგდო შვედის „ბენფიკამ“. მან მთავარი მწვრთნელის პოსტზე თანამემამულე ნილს ლენდოლმი შეცვალა, რომელმაც „რომას“ იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა 83 წელს და იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ შვედები კარგად ართევდნენ თავს ამოცანას. თუმცა, ერიქსონმა სამ სეზონში ორჯერ დაუთმო სკუდეტო „იუვენტუსს“, ერთხელ ახლოსაც არ ყოფილა ტიტულთან, მაგრამ მაინც გააკეთა რაღაც – მოიგო იტალიის თასი 1986 წელს. თუმცა, რომაში გატარებული სამი წელიწადი ცოტათი სუსტი გამოდგა, რის შემდეგაც მიიწვიეს „ფიორენტინაში“. ფლორენციაში მან ვერ მიაღწია წარმატებას და ორ წელიწადში დაუბრუნდა პორტუგალიურ გრანდს. „ბენფიკაში“ ამჯერად სამი სეზონით გაჩერდა, მოიგო პორტუგალიის ჩემპიონატი 1991 წელს, სუპერთასი და აგრეთვე ჩემპიონთა თასის ფინალში გაიყვანა „არწივები“ 1990 წელს, დაბრუნებიდან პირველივე სეზონში. საკმაოდ სიმპათიური პორტუგალიური კლუბი არიგო საკის დიდებულმა „მილანმა“ დაამარცხა. ერიქსონი მაშინ ალბათ პატრიოტიზმმაც დაღუპა, რადგან ძირითადში ორი შვედი შემტევი: ჯონას ტემი და მატს მაგნუსონი ათამაშა. მაგნუსონი კარგ ფორმაში იყო, აი ტემის მაგივრად კი უფრო მეტად ანგოლელი ფორვარდი ვატა იმსახურებდა ძირითადში მოხვედრას და ბევრმა ამის გამო სერიოზულად გაკიცხა ერიქსონი. შვედმა ყველაფერი სცადა, იყო უეფას თასის და ჩემპიონთა თასის ფინალებში, მაგრამ ბელა გუტმანის წყევლას ვერ აუარა გვერდი. 1992 წელს ის დაბრუნდა იტალიაში და ბოსკოვის მიერ გაბრწყინებული „სამპდორია“ ჩაიბარა. თუმცა, გენუურ კლუბში მან ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ იტალიის თასი მოიგო და სერია ა–ში საუკეთესო შედეგი მესამე ადგილი აჩვენა. 1997 წელს კი ერიქსონმა ჩაიბარა „ლაციო“ და სწორედ რომაელებთან ერთად ჩაიდინა მთავარი სასწაული. იმ დროისთვის რომაული კლუბი სერიოზული ძალა იყო იტალიის ჩემპიონატში, რაც შესანიშნავი ჩეხი სპეციალისტის, ზდენეკ ზემანის დამსახურებაა, რომელსაც სულ ცოტა დააკლდა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო სერია ა. სამაგიეროდ, „ლაციოს“ ორი ფანტასტიკური ახალგაზრდა აღმოუჩინა ალესანდრო ნესტასა და პაველ ნედვედის სახით. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა და საოცრად ენერგიული იყო ჩეხი ვინგერი, რომელიც სულ სხვანაერად განავითარა ერიქსონმა. შვედმა პირველივე სეზონში დადო შედეგი – მოიგო იტალიის თასი და ამით გადაარჩინა ჩაგდებული სეზონი სერია ა–ში. „ლაციომ“ გზაზე საკმაოდ ძლიერი „რომა“, „იუვენტუსი“ და ფინალში „მილანი“ დაამარცხა. 97 წელს მან „სამპდორიადან“ გაიყოლა დედაქალაქში შესანიშნავი ფორვარდი რობერტო მანჩინი, მომავალი სეზონისთვის კი ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი დაიმატა. გენუური კლუბიდან კიდევ ერთი ყოფილი შეგირდი, ჯარიმების დიდოსტატი სინიშა მიჰაილოვიჩი დაიმატა. გარდა ამისა, „ლაციოს“ შეუერთდნენ ჯუზეპე პანკარო, სერჟიო კონსეისაო, მარსელო სალასი და იმ დროისთვის ნამდვილი მოგზაური კრისტიან ვიერი. ერიქსონმა ვიერი–სალასის დუეტი შესანიშნავად აამუშავა, „ლაციო“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა ჩემპიონ „მილანს“, სამაგიეროდ მოიგო თასების მფლობელთა თასი. რომაელებმა ფინალში „მალიორკა“ დაამარცხეს 2:1 და ეს „ლაციოს“ პირველი წარმატება იყო ევროთასებზე. 1999 წლის ზაფხულში გუნდს ორი მებრძოლი არგენტინელი საყრდენი: ხუან სებასტიან ვერონი და დიეგო სიმეონე შეუერთნენ, ვიერი კი სიმონე ინძაგიმ შეცვალა. 1999/00 წლების სეზონი „ლაციოს“ ისტორიაში ყველაზე დრამატული და არანორმალურია. გუნდმა მთავარ კონკურენტ ტურინის „იუვენტუსს“ სტუმრად მოუგო, მაგრამ ბოლო ტურის წინ ორი ქულით იყო უკან, როდესაც „ბებერმა ქალბატონმა“ სკუდეტო დატოვა პერუჯაში, სადაც საშინელი სათამაშო პირობები იყო. თავსხმა წვიმის ფონზე „პერუჯამ“ შინ ალესანდრო კალორის მშვენიერი გასროლით იმარჯვა და „ლაციოს“ გაუკეთა საოცარი საჩუქარი. „ლაციომ“ კი შინ ჩინებულად ითამაშა „რეჯინასთან“ მზიანი ამინდში, იმარჯვა 3:0 და 1974 წლის შემდეგ პირველად მოიგო სკუდეტო, ისტორიაში მხოლოდ – მეორედ. სვენ–გორან ერიქსონმა აახდინა „ლაციოს“ გულშემატკივრების ოცნება და მოუპოვა ამ დიდებულ გუნდს იტალიის ჩემპიონის ტიტული. ნესტა, მიჰაილოვიჩი, პანკარო, ვერონი–ალმეიდა–სიმეონეს ბრწყინვალე არგენტინული ტრიო, უნიკალური პაველ ნედვედი, ვიერი–ინძაგი დ ა.შ. იყვნენ იმ ნამდვილი „არწივების“ მთავარი მოთამაშეები. იმ სეზონში „ლაციომ“ იტალიის თასი და სუპერთასიც მოიგო ანუ შეასრულა ჰეთ–რიქი, რაც ასევე საოცარი წარმატებაა. მომავალ სეზონში იტალიელები კარგად გამოვიდნენ ჩემპიონთა ლიგაზე, გავიდნენ მეოთხედფინალში, მაგრამ იქ „ვალენსიასთან“ განადგურდნენ. ერიქსონი 2001 წლიდან წავიდა და ინგლისის ნაკრები ჩაიბარა, სადაც უკვე ვერ მიაღწია წარმატებას, მაგრამ უდავოდ გენიალური სპეციალისტია. შვედი „ლაციოს“ ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, რომელმაც ოთხ სეზონში ამ კლუბს საოცარი წარმატება მოუპოვა: სკუდეტო (1999/00), იტალიის თასი (1997/98 და 1999/00), იტალიის სუპერთასი (1998, 2000), თასების მფლობელთა თასი (1998/99) და უეფას სუპერთასი (1999). სვენ–გორანი მეოცე საუკუნის ბოლოს უდავოდ ერთ–ერთი ყველაზე გამორჩუელი სპეციალისტი იყო ევროპაში, რომელმაც საკმაოდ ბევრი ევროპული ტიტული მოიპოვა სხვადასხვა კლუბთან ერთად და შექმნა ისტორიაში საუკეთესო რომის „ლაციო“, რომელმაც დაიპყრო მთელი იტალია 1999/00 წლების სეზონში. ეს ერიქსონის ნამდვილი ღვაწლია, რომელიც უდავოდ უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ხორვატიასთან დასანანი მარცხი. ერიქსონი შესანიშნავი სპეციალისტია და ახლა საოცარ ფულს აკეთებს ჩინეთში.

 

#6 ერნსტ ჰაპელი

ამ ლეგენდარულ ავსტრიელ სპეციალისტს კი ყველა კარგად იცნობს, როგორც მწვრთნელს, რომელსაც არასოდეს უმუშავია ევროპული ფეხბურთის გრანდებში, მაგრამ მაინც უდიდეს წარმატებას მიაღწია და ყველა გუნდს მოაპოვებინა საკმაოდ სერიოზული ტიტულები. ჰაპელმა მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა ვენის „რაპიდს“ მიუძღვნა და სამწვრთნელო კარიერა ადრე, 37 წლის ასაკში დაიწყო ჰოლანდიაში. მან შვიდი წელი გაატარა „დენ ჰააგში“, რომელიც მაშინ საშუალო დონის კლუბი იყო ეროვნულ ჩემპიონატში და ერთადერთი წარმატება ჰოლანდიის თასის მოგება იყო 68 წელს. აღსანიშნავია უბრალოდ ის ფაქტი, რომ ჰაპელის შემდეგ „დენ ჰააგის“ ვერცერთი მწვრთნელი ამდენი ხანი ვერ გაჩერდა კლუბში. 1969 წელს კი მან გაცილებით უფრო სერიოზული და იმ დროისთვის საუკეთესო ჰოლანდიური კლუბი როტერდამის „ფეინოორდი“ ჩაიბარა. მან თავისი თანამემამულე ფრანც ჰაზილი დაიმატა და პირველივე სეზონში უდიდესი წარმატება მოუტანა როტერდამელებს. „ფეინოორდმა“ ჰოლანდიის ჩემპიონის ტიტული კვლავ ამსტერდამის „აიაქსს“ დაუთმო, სამაგიეროდ მოიგო ჩემპიონთა თასი. ჰოლანდიელებმა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენეს, გამოაგდეს მოქმედი ჩემპიონი „მილანი“ და ფინალში დიდებული ჯოკ სტეინის „სელტიკს“ ძლიეს დამატებით დროში – 2:1. ეს იყო ჰოლანდიური ფეხბურთის პირველი დიდი წარმატება, რომელსაც საფუძველი სწორედ ჰაპელმა ჩაუყარა. მაშინ „ფეინოორდის“ ღირსებას დიდებული ფორვარდები: ჰენკ ვერი, ვილემ ვან ჰანეგემი და ოვე კინდვალი იცავდნენ. „ფეინოორდმა“ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია, შემდეგ მოიგო საერთაშორისო თასიც და 1971 წელს ჰოლანდიის ჩემპიონატი. დარჩენილ ორ სეზონში ჰაპელმა ვეღარ მოიპოვა ტიტული და წავიდა ესპანეთში, სადაც „სევილიასთან“ ერთად მხოლოდ ერთი სეზონი დაკარგა. 1974 წელს ავსტრიელმა ბელგიაში გადაინაცვლა და „ბრიუგე“ ჩაიბარა, რომელიც მაშინ მხოლოდ იწყებდა და მხოლოდ ორჯერ ჰქონდა მოგებული ბელგიის ჩემპიონატი. უტიტულო პირველი სეზონის შემდეგ, ერნსტ ჰაპელმა 1975/76 წლების კამპანიაში მოიგო ბელგიის პირველობა, ბელგიის თასი და აბსოლუტურად მოულოდნელად გაიყვანა გუნდი უეფას თასის ფინალში. „ბრიუგემ“ ლიონის „ოლიმპიკი“, „რომა“, „მილანი“ დაამარცხა და ფინალში საოცარი თამაშები ჩაატარა ბობ პეისლის უძლევე „ლივერპულთან“, რომელმაც ორი მატჩის ჯამში 4:3 იმარჯვა. „ბრიუგემ“ ამის შემდეგ ზედიზედ ორჯერ მოიგო ეროვნული ჩემპიონატი, 1978 წელს კი ნამდვილი სენსაცია გამოაცხო და გავიდა უკვე ჩემპიონთა თასის ფინალში. გადამწყვეტი მატჩი ბელგიელებმა ისევ პეისლის „ლივერპულთან“ წააგეს – 0:1. მაშინ „ბრიუგეს“ რიგებში ლეგენდარული ჯულიენ კულსი, იან სორენსენი და კლუბის ცოცხალი ლეგენდა და ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი რაულ ლამბერტი. გარდა ამისა, ჰაპელს რა თქმა უნდა, ჰყავდა თავისი თანამემამულე და მუშა მოთამაშე ედი კრიგერის სახით. ბელგიურ კლუბში ჰაპელმა უდიდეს წარმატებას მიაღწია და „ბრიუგე“ არც მანამდე, არც მას შემდეგ არ გასულა არც უეფას თასის, მითუმეტეს არც ჩემპიონთა თასის ფინალში, მაგრამ ავსტრიელმა სპეციალისტმა ეს მოახერხა, რადგან მისთვის შეუძლებელი არაფერი იყო. გარდა იმისა, რომ ჰაპელმა „ბრიუგე“ მიიყვანა ევროპის მთავარი ტურნირის ფინალამდე, ის პარალელურად ჰოლანდიის ნაკრებში მუშაობდა და „ნარინჯისფრებს“ მსოფლიო ჩემპიონატზე გაუძღვა, თანაც ფინალამდე. მან ღირსეულად გააგრძელა რინუს მიხელსის სამუშაო, მაგრამ ჰოლანდიელებმა ფინალი ზედიზედ მეორედ წააგეს. ამის შემდეგ ჰაპელი ორი სეზონით დაბრუნდა ბელგიაში და „სტანდარტს“ მოაგებინა ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი. 1981 წელს კი ავსტრიელმა უკვე „ჰამბურგი“ ჩაიბარა. მან ბრანკო ზებეჩის მიერ შექმნილი ბრწყინვალე გუნდი ჩაიბარა, რომელსაც უბრალოდ ჰაპელის ნაერი ლიდერი სჭირდებოდა. „ჰამბურგს“ მოგებული ჰქონდა დიდებული იუგოსლავიელი სპეციალისტის ხელში ბუნდესლიგა, ჩემპიონთა თასის ფინალშიც იყო, მაგრამ ის ფინალი წააგო. „დინოზავრების“ რიგებში მაშინ საოცარი მოთამაშეები თამაშობდნენ: ული შტაინი, მანფრედ კალცი, ფელიქს მაგათი, ჯიმი ჰარტვიგი, ლარს ბასტრუპი იურგენ მილევსკი და რაღა თქმა უნდა, ჰორსტ ჰრუბეში. ჰაპელის მისვლის შემდეგ გუნდს ვოლფგანგ როლფიც შეუერთდა და „ჰამბურგმა“ ავსტრიელის ხელძღვანელობით არნახულ წარმატებას მიაღწია. მან პირველივე სეზონში მოიგო ბუნდესლიგა და თანაც ორივე თამაში მოიგო მთავარ კონკურენტ მიუნხენის „ბაიერნს“, აქედან ერთი დიდი ანგარიშით – 4:1. პლიუს ამას, ჰაპელის „ჰამბურგი“ უეფას თასის ფინალში გავიდა. გერმანელებმა რთული გზა გამოიარეს და ფინალში ერიქსონის „გიოტებორგთან“ დამარცხდნენ 0:4. მომდევნო სეზონში „ჰამბურგმა“ კვლავ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი და ამჯერად ჩემპიონთა თასის ფინალამდე მივიდა. ათენში გერმანელები ჯოვანი ტრაპატონის დიდებულ „იუვენტუსს“ შეხვდნენ და დაამარცხეს.ერთადერთი გოლი ფელიქს მაგათმა გაიტანა და ეს დღემდე ყველაზე ბედნიერი დღეა ამ კლუბის ისტორიაში. ერნსტ ჰაპელმა უკვე ორ სეზონში მოახერხა კლუბის ისტორიის გადაწერა – ზედიზედ ორჯერ მოაგებინა „ჰამბურგს“ ბუნდესლიგა და მოაგებინა ჩემპიონთა თასი. „ჰამბურგმა“ აქამდე სამი ევროტურნირის ფინალი წააგო და საბოლოოდ დიდებული ჰაპელის ხელმძღვანელობით დადო მთავარი თასი. ამ სეზონის შემდეგ „ჰამბურგი“ ორმა დიდებულმა ბომბარდირმა: ჰრუბეშმა და ბასტრუპმა დატოვეს,რაც დაეტყო „დინოზავრების“ შედეგებს. ჰაპელმა კიდევ ოთხი სეზონი დაჰყო გერმანიაში, მოიგო კიდევ გერმანიის თასი და ბოლო სეზონში მაინც მიაღწია გარკვეულ წარმატებას, რადგან „ჰამბურგი“ გავიდა მეორე ადგილზე ბუნდესლიგაში. ჰაპელმა ექვსი წელი გაატარა „ჰამბურგში“ და ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. ავსტრიელმა ახალ დონეზე აიყვანა ეს გუნდი და მას შემდეგ არავის მოუგია სერიზოული ტიტული „დინოზავრებთან“ ერთად. ამის შემდეგ მან ბოლო ოთხი წელი უხელმძღვანელა ავსტრიულ „ტიროლს“, მოაგებინა ორი ეროვნული ჩემპიონატის ტიტული და 1992 წელს ავსტრიის ნაკრებშიც იმუშავა რამდენიმე თვე. ერნსტ ჰაპელი უდავოდ ყველა დროის ერთ–ერთი უძლიერესი სპეციალისტია მსოფლიოში, რომელმაც „ფეინოორდს“, „ბრიუგესა“ და „ჰამბურგს“ ყველაზე დიდი წარმატებები მოუტანა ისტორიაში. ავსტრიელი უფრო მაღალ პოზიციასაც იმსახურებს ერთი შეხედვით, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჰაპელმა ასე თუ ისე უკვე შემდგარი გუნდებისგან დადო შედეგი, თუმცა ეს არანაერად არ აკნინებს მის გენიალურობას. ჰაპელი დაბადებული იყო წარმატებისთვის, რადგან ყველგან მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას.

 

#5 ჟოზე მოურინიო

ამ ადამიანის გარეშე შეუძლებელია საფეხბურთო სპეციალისტებზე საუბარი, რადგან ჟოზე მოურინიო ყველანაერად გამორჩეულია. ამ პორტუგალიელ მწვრთნელზე მუდამ ბევრს ლაპარაკობენ, ბევრი აკრიტიკებს, ბევრი ადიდებს, მაგრამ მის გენიალურობაში ეჭვი ნამდვილად არავის ეპარება. მოურინიოს ნამდვილად არ ჰქონია წარმატებული საფეხბურთო კარიერა, დაბალი დონის პორტუგალიურ კლუბებში თამაშობდა და ეგეც არც ისე კარგად. მოურინიომ სამწვრთნელო გაკვეთილები „ბარსელონაში“ მიიღო ლუი ვან გაალისგან და 21–ე საუკუნის დასაწყისში შეუდგა საქმეს. მან ერთი სეზონი დაჰყო „ლიერიაში“ და 2002 წელს, 42 წლის ასაკში, ჩაიბარა „პორტო“. ჟოზემ მიიყვანა გუნდში საკმაოდ ნიჭიერი მარჯვენა მცველი პაულო ფერეირა, საყრდენი მანიშე, ნუნო ვალენტე და დახვდა საკმაოდ კარგი კოლექტივი ლეგენდარული ვიტორ ბაიას ლიდერობით. „პორტომ“ პირველივე სეზონში მოიგო პორტუგალიის ჩემპიონატი, მაგრამ ეს სამწლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა. გარდა ამისა, ჟოზემ მოიგო პორტუგალიის თასი, სუპერთასი და უეფას თასი. უეფას თასზე „დრაკონებმა“ საკმაოდ სიმპათიური კოლექტივები დაამარცხეს და ფინალში დაუვიწყარი თამაში შემოგვთავაზეს მარტინ ო’ნილის „სელტიკის“ წინააღმდეგ. ფინალში „პორტომ“ 3:2 იმარჯვა დამატებითი დროის დახმარებით და მოიპოვა საკმაოდ მნიშვნელოვანი ევროთასი. ფენომენალური სეზონი ჩაატარა ბრაზილიელმა დერლეიმ და ფინალშიც მან გაიტანა გადამწყვეტი გოლი. იმ სეზონის შემდეგ გუნდი დატოვა შესანიშნავმა ფორვარდმა, ელდერ პოშტიგამ, მაგრამ ჟოზემ მარტივად შეცვალა ის. გუნდმა დაიმატა ბენი მაკარტი, რომელიც პორუტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. „პორტომ“ კვლავ მოიგო პრიმეირა ლიგა და ნამდვილი სენსაცია გამოაცხო ჩემპიონთა ლიგაზე. 2004 წელი ევროპულ ფეხბურთში უბრალოდ არანორმალურია, ჩემპიონთა ლიგაზე კი სუპერსენსაციური. მოურინიოს „პორტომ“ ჯერ „მანჩესტერ იუნაიტედი“, შემდეგ „ლიონის „ოლიმპიკი“ და „დეპორტივო“ დაამარცხა, მივიდა რა ფინალამდე, სადაც მეტოქე დიდიე დეშამის „მონაკო“ იყო. პორტუგალიელებმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარეს გელზენკინხენში და 3:0 იმარჯვეს. კვლავ დიდებული იყო დერლეი, აგრეთვე დეკო და რუსი გამთამაშებელი ალენიჩევი. მოურინიომ თანამედროვე ფეხბურთში ერთ–ერთი ყველაზე ხმაურიანი სენსაცია გამოაცხო და „პორტოს“ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგის ტიტული. მან ორი სეზონის განმავლობაში ყველაფერი მოიგო ამ კლუბთან ერთად და სამუდამოდ გაითქვა სახელი, თანაც არც თავად იყო მოკრძალებული და დაირქვა „განსაკუთრებული“. 2004 წელს ჟოზე მიიწვია რომან აბრამოვიჩმა, რომელმაც მშვენიერი პროექტი შექმნა ლონდონის „ჩელსის“ სახით და სწორედ მოურინიოს ნაერი ქარიზმატული, ახალგაზრდა, ჭკვიანი სპეციალისტი სჭირდებოდა. „ჩელსის“ უკვე ჰქონდა გარკვეული წარმატებები, მაგრამ აბრამოვიჩს სერიოზული ნაბიჯების გადადგმა სურდა. მივიდა ჟოზე, თან წაიყვანა პაულო ფერეირა, რიკარდო კარვალიო, ტიაგო მენდეში, დაიმატა კიდევ დიდიე დროგბა და შექმნა სუპერგუნდი. ამ ახალგაზრდა კოლექტივმა უნიკალური სეზონი ჩაატარა და საოცრად დამაჯერებლად მოიგო პრემიერ ლიგა, რაც ნამდვილი შოკი იყო „ჩელსისთვის“, რომელსაც ასეთი წარმატება 50 წელი არ ენახა. ჟოზემ მომდევნო სეზონშიც მოიგო პრემიერ ლიგა, ამას დაემატა 2005 წელ მოგებული ინგლისის სუპერთასი და ლიგის თასი, 2007 წელს მოგებული ასოციაციის თასი და ლიგის თასი. თუმცა, მოურინიომ სამ სეზონში ვერ მოუტანა გუნდს მთავარი – ჩემპიონთა ლიგა, არადა აბრამოვიჩს მისი დიდი იმედი ჰქონდა. „არისტოკრატებმა“ ორჯერ ითამაშეს ნახევარფინალში, მაგრამ მოურინიოს რაფაელ ბენიტესის „ლივერპულმა“ არ მისცა ფინალში მისვლის შანსი. ჟოზე „ჩელსიდან“ 2007/08 წლების დასაწყისში გაუშვეს, მაგრამ მის მიერ შექმნილმა გუნდმა იმ სეზონში იასპარეზა ლიგის ფინალში და წააგო დრამატულად მოსკოვში. მოურინიომ „ჩელსის“ უდიდესი წარმატება მოუტანა და მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოიგო ლიგის ტიტული, ამ კლუბის ისტორიის დაწერა დაიწყო, შექმნა სამომავლო გუნდი, რომელმაც საბოლოოდ საოცნებო წარმატებას 2012 წელს მიაღწია და იმ „ჩელსის“ ლიდერებიდან: ჩეხი, ტერი, ლამპარდი და დროგბა, ორი ჟოზეს აღმოჩენილი იყო. „ჩელსის“ შემდეგ მოუმ მცირე პაუზა აიღო და მილანის „ინტერს“ ჩაუდგა სათავეში. „ნერაძური“ მაშინ უძლიერესი კლუბი იყო იტალიაში, მაგრამ ვერაფრით აღწევდა წარმატებას ევროარენაზე, რასაც საბოლოოდ შეეწირა რობერტო მანჩინი. მილანში საუკეთესო იყო „ინტერი“, ჩემპიონთა ლიგას კი მაინც კარლო ანჩელოტის „მილანი“ იგებდა. მასიმო მორატიმ კი ჟოზეს სრული ნდობა გამოუცხადა და თხოვა გაეკეთებინა ის, რაც ვერ გააკეთა მანჩინიმ. მოუმ პირველივე სეზონში დამაჯერებლად მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ლიგაზე კი მერვედფინალში დამარცხდა სერ ალექსის „იუნაიტედთან“. იმ სეზონის შემდეგ გუნდი დატოვა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც წავიდა „ბარსელონაში“, სამაგიეროდ კი იტალიელებმა 30 მილიონი ევრო და სამუელ ე’ტოო მიიღეს. ეს ჟოზეს გენიალური გათვლა იყო. ფინანსურად მოძლიერებულმა „ინტერმა“ დაიმატა ბრაზიელიელი ცენტრალური მცველი ლუსიო, გორან პანდევი, შესანიშნავი ჰოლანდიელი უესელი სნეიდერი „რეალიდან“ და ბრწყინვალე არგენტინელი ფორვარდი „ჯენოადან“ დიეგო ალბერტო მილიტო. მოუმ სუპერგუნდი შექმნა, მოიგო იტალიის ჩემპიონატი და თასი, მაგრამ ევროპაში უძლიერესი გუნდი იყო პეპ გვარდიოლას „ბარსელონა“. კატალონიელები სწორედ „ინტერს“ შეხვდნენ ნახევარფინალში და ვინ თუ არა ჟოზე მოახერხებდა ამ გუნდის დამარცხებას. „ნერაძურიმ“ პირველი მატჩი შინ მოიგო 3:1, სტუმრად კი გაძლო, ათი კაცით, ტიაგო მოტას გარეშე გაძლო და გავიდა ფინალში. ეს ნამდვილი სასწაული იყო, მოუმ ემოციები ვეღარ შეიკავა და კამპ ნოუს დადუმებისკენ მოუწოდა, მან მოახერხა და ათი კაცით გამოთიშა „ბარსელონა“ ევროპის მთავარი ტურნირიდან. ფინალში იტალიელები მოტას გარეშეც ფავორიტები იყვნენ. მოუმ მარტივად დაამარცხა ვან გაალის „ბაიერნი“ დიეგო მილიტოს დუბლით და მორატის ოცნება აუხდინა. იმ სეზონში „ინტერმა“ ჰეთ–რიქი გაიფორმა და ამით გახდა პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი იტალიური კლუბი. პორტუგალიელმა საოცრად გამოიყენა ე’ტოო, როდესაც იბრამ მალევე დატოვა კამპ ნოუ. მილიტო იყო სეზონში საუკეთესო თავდამსხმელი, სნეიდერი – ნახევარმცველი და „ინტერმა“ უდავოდ დაიმსახურა ეს დიდი წარმატება. მოურინიომ კი მილანურ გრანდს ყველაფერი მოაგებინა, ჩემპიონთა ლიგა აჩუქა, თავად კი წავიდა. მისი წასვლის კადრები ძალიან ემოციური იყო, როდესაც მარკო მატერაცის ჩაეხუტა და იტალიელი ცხარე ცრემლებით ტიროდა. ამის შემდეგ მან მადრიდის „რეალი“ ჩაიბარა, სადაც სამი სეზონი დაჰყო და ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო. თუმცა, მოუმ მოიგო ლა ლიგა, თასი და 2013 წელს დაბრუნდა „ჩელსიში“. ინგლისში მან 2015 წელს მოიგო პრემიერ ლიგა და მიმდინარე სეზონში რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით. მოუ ახლა ისვენებს და ალბათ ახალი სეზონიდან ისევ ინგლისში გააგრძელებს მუშაობას. ჟოზეს მთავარი სასწაულები „პორტოსა“ და „ინტერს“ უკავშირდება, პლიუს ამას „ჩელსის“ წარმატებული ისტორიის დასაწყისი. შესაძლოა მისი სათამაშო ფილოსოფია ბევრისთვის მიუღებელია, მაგრამ ჟოზე ნამდვილად „განსაკუთრებულია“ და თავისი საქმის გენიოსი.

 

#4 გუს ჰიდინგი

ეს ადამიანი ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც საკმაოდ ჭკვიანი, დიპლომატიური სპეციალისტი. 69 წლის გუს ჰიდინგი ნელ–ნელა ემზადება სამწვრთნელო კარიერის დასრულებისთვის, მაგრამ მისი მიღწევები უნიკალურია და ჰიდინგის სახელი მსოფლიო ფეხბურთს ნამდვილად არასოდეს დაავიწყდება. გუსი არასოდეს ყოფილა დიდი ფეხბურთელი, მას მთელი კარიერა ჰოლანდიაში აქვს გატარებული და მთავარ მწვრთნელობასაც ნორმალურ, 41 წლის ასაკში შეუდგა. მან 1987 წელს ჩაიბარა „პსვ ეინდჰოვენი“ გაზაფხულზე, როდესაც ამსტერდამის „აიაქსი“ ლიდერობდა ეროვნულ ჩემპიონატს. თუმცა, ჰიდინგის „პსვ–მ“ მოახერხა სიტუაციის შეცვლა და ოთხქულიანი უპირატესობით მოიგო ჰოლანდიის ერედივიზიონი. „პსვ–მ“ ზედიზედ მეორედ მოიჰო ჰოლანდიის ჩემპიონატი. მომდევნო სეზონი კი ისტორიული გამოდგა. გუსმა ახალი სეზონისთვის რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი დაიმატა, მათ შორის ჰოლანდიელი ფორვარდი ჰანს გილჰაუსი. „პსვ–მ“ ზედიზედ მესამედ მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონატი, რაც პირველად გააკეთა ამ კლუბმა. პლიუს ამას, ეინდჰოვენელებმა მოიგეს ჰოლანდიის თასი და გავიდნენ ჩემპიონთა თასის ფინალში, რაც ნამდვილი მოულოდნელობა იყო. „პსვ–მ“ გზად საკმაოდ ძლიერი „ბორდო“ და მადრიდის „რეალი“ გამოთიშა ასპარეზობას საკმაოდ რთულ ბრძოლებში და ასევე ურთულესი ბრძოლა გადაიტანა ფინალში ლისაბონის „ბენფიკასთან“. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც „პსვ–მ“ ექვსიდან ექვსი თერთმეტმეტრიანი გაიტანა და 6:5 იმარჯვა. ეს პირველი და უკანასკნელი ფინალი იყო „პსვ ეინჰოვენისთვის“ ევროპის მთავარ ტურნირზე, რომელიც გუს ჰიდინგის ხელმძღვანელობით მოიგო გუნდმა. ჰოლანდიელებს ნამდვილად არ ჰყოლიათ რომელიმე მსოფლიო დონის ვარსკვლავი, უბრალოდ გუნდი იყო საოცრად ორგანიზებული და მომზადებული. მომდევნო სეზონში „პსვ–მ“ უკვე დუბლი გაიფორმა: მოიგო ერედივიზონი და ჰოლანდიის თასი, ხოლო ბოლო სეზონში ჰიდინგმა მხოლოდ თასი მოიპოვა, ჰოლანდიის ჩემპიონის ტიტული დაუთმო „აიაქს“. „პსვ–ში“ გატარებული სამსეზონ–ნახევრის განმავლობაში გუსმა ისტორიული წარმატებები მოუტანა კლუბს. ის გახდა პირველი მწვრთნელი „პსვ–ს“ ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიგო ჰოლანდიის ერედივიზიონი და „პსვ“ შეუერთდა ელიტარულ კლუბებს, რომელთაც სეზონში სამი ტიტული მოიპოვეს. ეს ნამდვილად უდიდესი მიღწევა იყო ეინდჰოვენელებისთვის. ამის შემდეგ ის მოულოდნელად წავიდა თურქეთში და დაკარგა ერთი წელიწადი „ფენერბაჰჩეში“. 1991–94 წლების განმავლობაში ჰიდინგი „ვალენსიაში“ მუშაობდა, მაგრამ განსაკუთრებული წარმატებების გარეშე. თუმცა, სწორედ მან აღმოაჩინა ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი გაიზკა მენდიეტა, რომელიც შემდეგ „ღამურების“ კაპიტანი და ევროპის ერთ–ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახდა. ასე, რომ ჰიდინგმა „ვალენსიასაც“ დაუტოვა რაღაც, თანაც საკმაოდ მნიშვნელოვანი. 1994 წლიდან კი ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების თავკაცი გახდა. ჰოლანდიას საოცრად ნიჭიერი თაობა ჰყავდა, რომელმაც უკვე განთქმული ჰქონდა სახელი. ჰიდინგის მოსვლის შემდეგ კი ეროვნულ გუნდს მიხაელ რეიციგერი, კლარენს ზეედორფი, ედგარ დავიდსი, პატრიკ კლიუვერტი და რაც მთავარია – ედვინ ვან დერს სარი შეუერთდნენ. ჰიდინგი ენდო ამ ახალგაზრდა ჰოლანდიელ კიპერს, რომელიც ჩინებულად დადგა კარში. ევრო 1996–ზე ჰოლანდიამ ვერ აჩვენა მაღალი დონის ფეხბურთი, მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი ძალიან დიდი იყო ამ საოცარი ბიჭებისგან, რომელთაც „აიაქსთან ერთად მოიგეს ჩემპიონთა თასი. ჰოლანდიელები მეოთხედფინალში დამარცხდნენ საფრანგეთთან პენალტების სერიაში. გაცილებით უკეთესი გამოდგა 1998 წლის მუნდიალი, როდესაც ჰოლანდიის ნაკრები ნახევარფინალში გავიდა და ნამდვილი ბრძოლა შესთავაზა ბრაზილიის უძლიერეს ნაკრებს. ჰოლანდიელებმა მანამდე არგენტინა დამაარცხეს ბერგკამპის სუპერგოლით, „სელესაოსთან“ კი მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდნენ. საბოლოოდ, ჰიდინგმა თავისი პირველი საერთაშორისო კარიერა დაასრულა მეოთხე ადგილით მუნდიალზე და 1998 წელს მადრიდის „რეალს“ ჩაუდგა სათავეში, რომელმაც ჩემპიოთა ლიგის მოგება მოახერხა. ჰიდინგმაცუდი პერიოდი გაატარა სანტიაგო ბერნაბეუზე, მაგრამ ერთი ტიტული მაინც მოიგო საერთაშორისო თასის სახით. „რეალში“ გატარებული ერთი სეზონის შემდეგ გუსი წავიდა „ბეტისში“, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე თვით და უკვე 2001 წელს მოახლოვებული მუნდიალის მასპინძელი ნაკრები – სამხრეთ კორეა ჩაიბარა. რაც არ უნდა ბევრი ვილაპარკოთ იმ მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალურობაზე, ფაქტია, რომ ჰიდინგმა სენსაციურად გაიყვანა სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრები მუნდიალის ნახევარფინალში. მისმა გუნდმა მოახერხა და ჯგუფში ჩატოვა პორტუგალია, ფლეი–ოფში კი იტალია და ესპანეთი გამოაგდო. საბოლოოდ, ს.კორეელბი დასჯერდნენ მეოთხე ადგილს, მაგრამ ჰიდინგმა უდავოდ რაღაც საოცრება ჩაიდინა ამ გუნდთან ერთად, რაც ნამდვილად ჩაიწერება სტატისტიკაში. თუმცა, თუ როგორ გავიდნენ კორეელები ნახევარფინალამდე ეს უკვე სხვა თემაა. ამ სკანდალის შემდეგ ჰიდინგი დაბრუნდა სამშობლოში და კვლავ „პსვ“ ააყვავა. ის ოთხი სეზონით დარჩა ეინდჰოვენში, 2003/04 წლების სეზონის გამოკლებით სამჯერ მოიგო ჰოლანდიის ერედივიზონი, 2005 წელს მოიგო ჰოლანდიის თასიც და 2004/05 წლების კამპანიაში მისმა გუნდმა ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. „პსვ–მ“ წინა სეზონის ფინალისტი „მონაკო“ გაანადგურა, შემდეგ მოუგო საკმაოდ ძლიერ ლიონის „ოლიმპიკს“ და საოცარი წინააღმდეგობა გაუწია „მილანს“. ეს ორმატჩიანი დუელი ნამდვილად კარგად ემახსოვრება მაყურებელს, რადგან ფილიპს არენაზე საოცარი ბრძოლა გაიმართა. კარლო ანჩელოტის გუნდმა შინ მოიგო 2:0, მაგრამ ჰოლანდიაში ცეცხლს ეთამაშა. „პსვ“ იგებდა 2:0–ს, ჰქონდა მესამე გატანის შანსებიც, მაგრამ ბოლოს აქეთ გაუშვა, მაგრამ ძალიან მალევე გაიტანა და მსაჯის მიერ დამატებული ბოლო ორი წუთი იყო არანორმალურად დაძაბული. გუს ჰიდინგის მაშინდელ გუნდში ჩინებული პარკ ჟი–სუნგი, ფილიპ კოკუ, ჟეფერსონ ფარფანი, მარკ ვან ბომელი თამაშობდნენ. საერთო ჯამში, გუს ჰიდინგმა შვიდწელ–ნახევარი გაატარა „პსვ–ში“, მოაგებინა ამ კლუბს ექვსი ჰოლანდიის ჩემპიონატი, ოთხი ჰოლანდიის თასი, ერთი სუპერთასი, ჩემპიონთა თასი და ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი სპეციალისტია. 2005 წელს ის ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგა სათავეში და ისტორიაში პირველად გაიყვანა მსოფლიო ჩემპიონატზე. 2006 წლის მუნდიალზე ავსტრალიელებმა საკმაოდ ღირსეულად იასპარეზეს და გავიდნენ ფლეი–ოფში, სადაც იტალიასთან წააგეს ტოტის სიმულაციის გამო. ჰიდინგმა ავსტრალიელებსაც შეაყვარა თავი და 2006 წელს რუსეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსებს დიდ ტურნირებზე ძალიან ცუდი შედეგები ჰქონდათ და ჰიდინგმა ნამდვილი სასწაული ჩაიდინა 2008 წელს ავსტრია–შვეიცარიაში. რუსებმა ჯგუფში პირველი თამაში 1:4 წააგეს ესპანელებთან, მაგრამ დანარჩენი ორი მშრალად მოუგეს ბერძნებსა და შვედებს – გავიდნენ ფლეი–ოფში, პირველად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. მეოთხედფინალში კი რუსეთს მეტოქედ მარკო ვან ბასტენის უნიკალური ჰოლანდია შეხვდა, რომელმაც ჯგუფში გადაურბინა საფრანგეთსა და იტალიას, აჩვენებდა რაღაც საუცხოო ფეხბურთს. თითქმის ყველა დარწმუნებული იყო, რომ ჰოლანდიის ნაკრები რუსეთს მარტივად გაცდებოდა, მაგრამ ჰიდინგი ასე არ ფიქრობდა. გუსი იდეალურად იცნობდა მაშინდელ ჰოლანდიურ ფეხბურთს და ეროვნულ ნაკრებს, რომელიც რუსეთმა ყველა კომპონენტში დაჯაბნა, მაგრამ უიღბლობის გამო ძირითადი დრო მხოლოდ 1:1 დასრულდა. დამატებით დროში რუსები ფიზიკურად უფრო ძლიერები აღმოჩდნენ, გააგრძელეს საოცარი ფეხბურთის ჩვენება და ვან დერ სარს ორი გოლი გაუტანეს. ჯერ ტორბინსკიმ, შემდეგ კი სუპერ ანდრეი არშავინმა დაამწუხრეს ჰოლანდიელები და სენსაციურად გავიდნენ ნახევარფინალში. ეს ალბათ ჰიდინგის კარიერაში ერთ–ერთი ყველაზე დიდი გამარჯვებაა. რუსეთმა შეაჩერა შეუჩერებელი ჰოლანდია და აჩვენა ის ფეხბურთი, რომელსაც ელოდნენ „ნარინჯისფრების“ შესრულეით. იმ ტურნირზე რუსეთის თავგადასავალი მომავალმა ჩემპიონმა ესპანეთმა შეაჩერა ნახევარფინალში. რომან პავლიჩენკო და ანდრეი არშავინი საოცრად კარგები იყვნენ ევრო 2008–ზე, რის შემდეგაც კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელეს. ჰიდინგი დარჩა რუსეთის ნაკრებში, გაიყვანა ისინი მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ ის მოულოდნელად გაუშვეს გუნდიდან 2010 წელს. თუმცა, მანამდე, 2008/09 წლების სეზონში, გუსმა ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეცვალა ლუიშ ფელიპე სკოლარი. მან იდეალურად იმუშავა ინგლისში, გაიყვანა „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგაზე, მოიგო ასოციაციის თასი და ყველანაერად დაჩაგრა პეპ გვარდიოლას უნიკალური „ბარსელონა“. 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი დღემდე განსჯის საკითხია, მაგრამ ასეა თუ ისეა, რეალობა იყო ის, რომ ჰიდინგის „ჩელსიმ“ სტემფორდზე „ბარსა“ თამაშით დაამარცხა, მაგრამ შედეგი ესპანელთა სასარგებლოდ დაფიქსირდა. ამ მცირე მონაკვეთშიც დამტკიცდა, რომ ჰიდინგი უდავოდ გენიალური თავკაცია. 2010 წლიდან გუსის კარიერული მიღწევები სერიოზულად შეთხელდა. მან კარგი ფული გააკეთა „ანჟიში“, ჰოლანდია ჩაიბარა 2014 წელს და ევრო 2016–ს საკვალიფიკაცი ეტაპი ისე დაიწყო, რომ საბოლოოდ „ნარინჯისფრები“ 24 კაციან ევროზე ვერ მოხვდნენ. ახლა ჰიდინგი ისევ „ჩელსიშია“, მაგრამ ამჯერად ტიტულს ვეღარ მოიგებს და ვერც ოთხეულში შეიყვარს გუნდს. თუმცა, გუს ჰიდინგი უდავოდ გენიალური მთავარი მწვრთნელია, რომელიც უდავოდ ნომერ პირველია „პსვ–ს“ ისტორიაში და უდიდეს წარმატებებს მიაღწია დიდ საერთაშორისო ტურნირებზე. ს.კორეაში, ავსტრალიასა და რუსეთში – ჰიდინგი დღემდე გმირია. ამ უნიკალურმა ადამიანმა მსოფლიოს სამ კონტინენტზე დადგა ფეხი და დადო ისტორიული შედეგი, რასაც არავინ მოელოდა. ჰიდინგი ნამდვილად არ არის უამრავი ტიტულის მქონე მწვრთნელი, მაგრამ უდავოდ წარმატებული და თავისი საქმის ოსტატი. უბრალოდ, ახლა მისი იდეები ალბათ ცოტათი მოძველებულია, გუსი უკვე 69 წლის გახლავთ.

 

#3 ლუი ვან გაალი

ამ ადამიანს კი ყველა ძალიან კარგად იცნობს, როგორც საკმაოდ საინტერესო და ამავდროულად უცნაურ პიროვნებად – ეს ძია ლუია, რომელსაც საფეხბურთო ტალანტების აღმოჩენის უბრალოდ ღვთაებრივი ნიჭი აქვს, მაგრამ ხშირად მისი ექსპერიმენტალური მეთოდები ზედმეტად ართობს და რეალობიდან წყდება. დაახლოებით ასეთ სიტუაციაშია ვან გაალი ახლა „მანჩესტერ იუნაიტედში“, მაგრამ მისი სამწვრთნელო კარიერა საკმაოდ მდიდარი და წარმატებულია, ამიტომ მხოლოდ ამ მოკლე პერიოდით ინგლისში არაფერი არ წყდება. ვან გაალი გუს ჰიდინგის მსგავსად, არ ყოფილა დიდი ფეხბურთელი და კარიერა „ალკმაარში“ დაასრულა, სადაც მომდევნო წლიდან უკვე დაიწყო სამწვრთნელო საქმიანობა. ლუი ჯერ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, შემდეგ კი იგივე პოსტზე გადაბარგდა ამსტერდამის „აიაქსში“ და ორი სეზონი ლეგენდარული ლეო ბეენჰაკერის მარჯვენა ხელი იყო. იმ პერიოდში „აიაქსს“ ჰოლანდიის გვირგვინი ჩამოართვა „პსვ ეინდჰოვენმა“ და ამსტერდამელებს დიდების დაბრუნება სურდათ, რომელიც დაკარგეს იოჰან კრუიფის წასვლის შემდეგ. ლუიმ 1991 წელს შეცვალა ბეენჰაკერი და პირველივე სეზონში მოუტანა გუნდს სერიოზული წარმატება. ჰოლანდიაში პირველი ადგილი კვლავ „პსვ–მ“ მოიპოვა, მაგრამ „აიაქსმა“ ისტორიაში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად მოიგო უეფას თასი. ლუიმ სრული ნდობა გამოუცხადა მაშინდელი ჰოლანდიური ფეხბურთის მთავარ ტალანტს, დენის ბერგკამპს, რომელიც იდეალური იყო იმ სეზონში. „აიაქსმა“ უეფას თასის ფინალში „ტორინო“ დაამარცხა სტუმრად გატანილი ორი გოლის წყალობით და მოიპოვა პირველი ევროთასი 1987 წლის შემდეგ. მომდევნო სეზონში ერედივიზონი უკვე „ფეინოორდმა“ მოიგო, ხოლო „აიაქსი“ საერთოდ მესამე ადგილზე გავიდა, მაგრამ ვან გაალმა ჰოლანდიის თასი მოიგო და დაიწყო ახალი გუნდის შექმნა. ვან გაალმა „აიაქსის“ პირველ ნომრად ედვინ ვან დერ სარი აქცია. დააწინაურა პირველ გუნდში მიხაელ რაიციგერი, ედგარ დავიდსი, კლარენს ზეედორფი, მარკ ოვერმარსი, პატრიკ კლიუვერტი – აი ასეთი საოცარი აკადემია ჰყავდა ამსტერდამულ გრანდს...გარდა ამისა, მისი ინიციატივით, გუნდმა დაიმატა ვინმე ჯორჯ ფინიდი, ვინმე იარი ლიტმანენი და ვინმე ნვანვკო კანუ. ეს მოთამაშეები ლუი ვან გაალმა აბსოლუტურად უცნობ ჩემპიონატებში იპოვნა, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა. „აიაქსს“ საკმაოდ რთული ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა, რაზეც ლუიმ თუ არ ვცდები გასულ წელს ისაუბრა და ისიც კი აღნიშნა, რომ ნიგერიელი ვინგერი ჯორჯ ფინიდი თავისი ფულით იყიდა. დაინახე რა პოტენციალი დაბრუნდნენ გუნდში ფრენკ რაიკარდი, რონალდ დე ბური და 1993/94 წლების სეზონში „აიაქსმა“ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მოიგო ერედივიზიონი. მომდევნო სეზონში „აიაქსმა“ მარტივად დაიცვა ტიტული და ნამდვილი სენსაცია მოახდინა ჩემპიონთა ლიგაზე. ამსტერდამელებმა განაცხადი უკვე ჯგუფურ ეტაპზე გააკეთეს, როდესაც საკმაოდ ძლიერი „მილანი“ ორჯერ დაამარცხეს, ორივეჯერ – 2:0. მეოთხედფინალში „აიაქსმა“ მარტივად მოუგო სპლიტის „ჰაიდუკს“ 3:0, ნახევარფინალში კი მიუნხენის „ბაიერნს“ გაუსწორდა. მიუნხენში უგოლო ფრის შემდეგ, ამსტერდამში მასპინძლებმა 5:2 იმარჯვეს და ის თამაში ჩემპიონთა ლიგის ნამდვილი კლასიკაა. ფინალში კი „აიაქსმა“ კიდევ ერთხელ დაამარცხა ფაბიო კაპელოს „მილანი“, ტურნირის მოქმედი ჩემპიონი. იმ შეხვედრაში ვან გაალმა 25 წლის ვან დერ სარი, 22 წლის რეიციგერი, 19 წლის ზეედორფი, 22 წლის დავიდსი, 22 წლის ოვერმარსი დააყენა ძირითადში, გამარჯვების მომტანი გოლი კი 85–ე წუთზე 18 წლის პატრიკ კლიუვერტმა გაიტანა, რომელიც შეცვლაზე შევიდა. ეს საოცრება იყო, რადგან ასეთ ახალგაზრდულ გუნდს ჩემპიონთა ლიგა ნამდვილად არასოდეს მოუგია. „აიაქსს“ ჰყავდა გამოცდილი კაპიტანი დენი ბლინდი, შესანიშნავი ფრენკ რაიკარდი და ფრანკ დე ბური, მაგრამ მთელი შეტევითი ხაზი იყო ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული. ფენომენალურები იყვნენ ფინეთში და აფრიკაში ნაპოვნი იარი ლიტმანენი და ჯორჯ ფინიდი. შესანიშავად გამოიყურებოდა უნიჭიერესი მარკ ოვერმარსი და კლიუვერტმა უბრალოდ ოქროს გოლი გაიტანა, რომელიც არასოდეს დაავიწყდება. ვან გაალმა „აიაქსს“ პირველად მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა 1973 წლის შემდეგ და ერთბაშად რამდენიმე სუპერტალანტი გაიყვანა ახალ სცენაზე. მომდევნო სეზონში „აიაქსმა“ კვლავ მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონატი და გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ამსტერდამელები ამჯერად ტურინის „იუვენტუსს“ შეხვდნენ და პენალტების სერიაში დამარცხდნენ. 1996/97 წლების სეზონი კი ვან გაალისთვის ბოლო იყო „აიაქსში“ და უტიტულოდ დასრულდა. თუმცა, ამსტერდამულ კლუბში ლუიმ გაატარა საოცარი წლები. მან ზედიზედ სამჯერ მოიგო ერედივიზიონი და არამხოლოდ ჰოლანდიაში, არამედ ევროპაში მოუპოვა გუნდს პირველი ნომრის სტატუსი. 1993, 1994 და 95 წლებში „აიაქსმა“ იოჰან კრუფისადმი მიძღვნილი ჰოლანდიის სუპერთასებიც მოიგო, 1995 წელს კი უეფას სუპერთასი და საერთაშორისო თასი. მისმა „აიაქსმა“ ევროპული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი სენსაცია გამოაცხო და ლუის გუნდში ნაჩვენები თამაშის წყალობით გაითქვა სახელი ფინელმა ლეგენდამ, იარი ლიტმანენმა, რომელიც შედეგ „ბარსელონაში“ წავიდა. სწორედ ლიტმანენია ვან გაალის ალბათ საუკეთესო ტრანფერი, რადგან ის ფინური „ჰიპოდან“ დაიმატა „აიაქსმა“ ძალიან იაფად, იარი კი საოცარ დონეზე ათამაშდა. ვან დერ სარი, დავიდსი, ზეედორფი, ოვერმარსი, კლიუვერტი – ეს კი ჰოლანდიელები ტალანტები არიან, რომელთაც ასევე ევროპის სხვადასხვა დიდ კლუბებში გააგრძელეს კარიერა ვან გაალის წასვლის შემდეგ. 1997 წელს ვან გაალმა კრუიფგამოვლილი კატალონიის „ბარსელონა“ ჩაიბარა და დაიწყო იმ საქმის გაგრძელება, რაც დიდმა კრუიფმა წამოიწყო. ლუიმ პირველივე სეზონში მოიგო უეფას სუპერთასი, ესპანეთის თასი და ესპანეთის ლა ლიგა. ვან გაალთან ერთად მივიდა გუნდში ფანტასტიკური ბრაზილიელი თავდამსხმელი რივალდო, რომელმაც პირველი სეზონი ფენომენალურად ჩაატარა. მომდევნო სეზონიდან ვან გაალი მოშინაურდა და ჰოლანდიელები გადაიბირა კამპ ნოუზე: 1997 წელს რეიციგერი, მომდევნო სეზონისთვის ფილიპ კოკუ, ბუდევენ ზენდენი და პატრიკ კლიუვერტი, შემდეგ კი ფრანკ და რონალდ დე ბურები. „ბარსაში“ მან სამი სეზონი დაჰყო, ორჯერ მოიგო ლა ლიგა, ერთხელ კოპა დელ რეი და ერთი უეფას სუპერთასიც, მაგრამ ევროარენაზე წარუმატებლობის გამო გაუშვეს. თუმცა, ვან გაალმა მოასწრო და დააწინაურა პირველ გუნდში „ბარსას“ მომავალი ლეგენდები: კარლეს პუიოლი, ხავი ერნანდესი. გარდა ამისა, მის დროს შედგა ლუის გარსიას დებიუტიც, რომელმაც შემდეგ წარმატებით გააგრძელა კარიერა სხვა კლუბებში. იმ სამი წლის განმავლობაში ვან გაალმა ფანტასტიკური ფეხბურთი დაამვკიდრა „ბარსელონაში“ და ბევრი გამოცდილი ქომაგი სწორედ მაშინ მოიხიბლა ამ კლუბის ულამაზესი მოქმედებებით მინდორზე. „ბარსას“ შემდეგ იყო ორი საშინელი წელიწადი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში, როდესაც ვან გაალმა მოახერხა და ფანტასტიკური გუნდი ვერ გაიყვანა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე – ეს ნამდვილი სირცხვილი იყო. თუმცა, მან გადალახა სირთულეები და ერთი სეზონით დაუბრუნდა „ბარსელონას“. ის სეზონი წარუმატებელი გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ „ბარსამ“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ცხრა თამაში მოიგო და ეს რეკორდი ათი წელიწადი ხელშეუხებელი იყო. 2003 წლიდან ლუიმ ორწლიანი პაუზა აიღო და 2005 წელს დაბრუნდა სამშობლოში. ვან გაალმა ჩაიბარა „ალკმაარი“ და დაიწყო ამ კლუბის ისტორიის გადაწერა. მან სადებიუტო სეზონშივე მეორე ადგილზე გაიყვანა გუნდი, რაც წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ეს სეზონი კი დაუვიწყარი იქნება ქართველი ქომაგებისთვისაც, რადგან ვან გაალთან ერთად დებიუტი ჰქონდა ლეგენდარულ ქართველ თავდამსხმელს, შოთა არველაძეს, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურებოდა. შოთიმ სულ ორი სეზონი გაატარა ვან გაალის ხელმძღვანელობით და ორივეჯერ შესანიშნავად გამოიყურებოდა. ლუიმ „ალკმაარიდან“ წამოსვლის შემდეგ აღნიშნა, რომ შოთა ერთ–ერთი საუკეთესო ცენტრალური ფორვარდი იყო, რომელთანაც ოდესმე უმუშავია. 2007/08 წლების სეზონი ჩავარდა, რადგან „ალკმაარი“ ათეულს მიღმა დარჩა, მაგრამ ვან გაალმა შეცვალა სიტუაცია და კლუბმა მომდევნო სეზონში ისტორიაში მეორედ მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონატი. „ალკმაარმა“ დაახლოებით 30 წლის შემდეგ კვლავ მოიგო ერედივიზონი და ეს უდიდესი წარმატება იყო. ლუიმ „აზეში“ თავისი თავი ამოწურა და 2009 წლის ზაფხულში მიეშველა მიუნხენის „ბაიერნს“, რომელიც იურგენ კლინსმანმა საშინელ დღეში ჩააგდო. ვან გაალმა მარტივად აუღო ალღო ახალ ჩემპიონატს და პირველივე სეზონში უნიკალური შედეგი დადო. გერმანული გრანდის ხელმძღვანელობამ ორი სერიოზული ტრანსფერი გააკეთ: არიენ რობენი და მარიო გომესი დაიმატა, მაგრამ ვან გაალმა უარი თქვა გომესზე და მოითხოვა „ჰამბურგის“ ხორვატი ცხრიანი ივიცა ოლიჩი, რაც დაუკმაყოფილეს. რობენის ფენომენალური თამაშისა და ლუის იდეალური მუშაობის შედეგად „ბაიერნმა“ დამაჯერებლად მოიგო ბუნდესლიგა და მოგვიანებით გერმანიის თასიც. ჩემპიონთა ლიგაზე კი „რეკორდმაისტერმა“ ჯერ ჯგუფში გადაიტანა ნამვილი ბრძოლა, როდესაც ბოლო ტურში გაანადგურა სტუმრად „იუვენტუსი“ 4:1 და ამის წყალობით დაიკავა მეორე ადგილი. შემდეგ იყო დაპირისპირება „ფიორენტინასთან“, რომლის პირველი მატჩი „ბაიერნმა“ შინ 2:1 მოიგო, მეორე კი სტუმრად წააგო 2:3, მაგრამ გავიდა. იგივე ისტორია განმეორდა „მანჩესტერ იუნაიტედთან“, როდესაც ალიანს არენაზე გერმანელება ვან გაალის ფავორიტი ოლიჩის გოლით იმარჯვეს ბოლო წამებზე 2:1, ხოლოდ ოლდ ტრაფორდზე 0:3–დან სწორედ ოლიჩმა დაიწყო სიტუაციის დაქაჩვა. ნახევარფინალში „ბაიერნს“ ლიონის „ოლიმპიკი“ შეხვდა და მარტივად 4:0 მოუგო ორი მატჩის ჯამში, სტუმრად მეორე თამაშში ოლიჩმა ჰეთ–რიქი გაიფორმა. თუმცა, სამივე დუელში გადამწყვეტი როლი ითამაშა არიან რობენის ულამაზესმა გოლებმა. ვან გაალმა „ბაიერნის“ ფინალში გაყვანით მთელი ევროპა გააოცა, მაგრამ იქ უკვე დამარცხდა ჟოზე მოურინიოს საკმაოდ ძლიერ „ინტერთან“. ფაქტია, რომ ვან გაალმა პირველივე სეზონში ძალიან დიდი წარმატება მოუტანა მიუნხენურ გრანდს და გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რასაც ფაქტიურად არავინ მოელოდა. მომდევნო სეზონი ვან გალის გუნდმა ჩააგდო და ლუი შეცვალა იუპ ჰიანკესმა. თუმცა, ჰოლანდიელმა თავისი კვალი დატოვა ამ გუნდში. სწორედ ვან გაალის წყალობით ჩაირიცხნენ გუნდში ჰოლგერ ბადშტუბერი, დავიდ ალაბა და ტომას მიულერი. გარდა ამისა, საბოლოოდ აქცია უძლიერს საყრდენ ნახევარმცველად ბასტიან შვაინშტაიგერი და რობენს ხელი შეუწყო არანორმალური თამაშის ჩვენებაში. ვან გაალმა ამის შემდეგ დაისვენა და 2012 წელს ჰოლანდიის ნაკრები ჩაიბარა, სადაც თაობათა ცვლა მიმდინარეობდა, ახალი ტალანტები კი არ ჩანდნენ. მიუხედავად ამისა, „ნარინჯისფრებმა“ დამაჯერებლად ჩაატარეს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი და ძალიან ახალგაზრდული გუნდით ჩავიდნენ ბრაზილიაში. ჯგუფური ეტაპის პირველივე შეხვედრა საოცრად საინტერესო იყო, რადგან 2010 წლის მუნდიალის ფინალის განმეორება შედგა. ვან გაალმა ძირითადში დააყენა ექვსი ახალგაზრდა მოთამაშე, რომელთაც აქამდე არასოდეს უთამაშიათ დიდ ტურნირზე: იასპერ სილესენი, სტეფან დე ვრეი, ბრუნო მარტინს ინდი, დეილი ბლინდი, დარილ იანმაატი, ჯონათან დე გუზმანი. გარდა ამისა შეცვლაზე შეიყვანა ასევე ახალგაზრდა დებიუტანტები: ჟორჟინიო ვიინალდუმი, ხოელ ველტმანი და შედარებით ცნობილი ჟერმეინ ლენსი. ჰოლანდიის ნაკრების დაცვის ხაზი აბსოლუტურად უცნობი იყო, თანაც ვან გაალმა შეცვალა ამ გუნდის უკდავი ტრადიცია და 4–3–3 მაგივრად სქემა შეცვალა 5–2–1–2–თ. ჰოლანდიელებმა პირველივე შეხვედრაში ფენომენალური თამაში აჩვენეს და მიუხედავად იმისა, რომ პირველებმა გაუშვეს, 5:1 გაანადგურეს მოქმედი ჩემპიონები. დაფრინავდა არიენ რობენი, ულამაზესი გოლი შეაგდო რობინ ვან პერსიმ, ჩინებული იყო მარცხენა მცველი დეილი ბლინდი და ყველასათვის უცნობი დაცვის ცენტრი, რომელსაც უფრო გამოცდილი, მაგრამ ასევე არა უმაღლესი დონის რონ ვლაარი ლიდერობდა. მომდევნო შეხვედრაში ჰოლანდიამ ავსტრალიასთან დადგა ნამდვილი სპექტაკლი, სადაც უკვე 20 წლის მემფის დეპაის დებიუტი შედგა, რომელმაც ჯერ საგოლე პასი გააკეთა, შემდეგ კი გამარჯვების მომტანი გოლიც შეაგდო. ბოლო ტურში ჰოლანდიამ ჩილეც დაამარცხა 2:0 და პირველი ადგილით გავიდა მერვედფინალში. იმ მატჩში ვან გაალმა ლეროი ფერს მისცა მუნდიალზე დებიუტის შანსი და მანაც გამოიჩინა თავი. ჰოლანდიის ნაკრების ასეთი წარმატებული თამაშით ყველა გაოცებული იყო. მერვედფინალში „ნარინჯისფრებმა“ სერიოზული ბრძოლა გადაიტანეს მექსიკის ნაკრებთან. უესლი სნეიდერმა ორი წუთით ადრე ძირითადი დროის ამოწურვამდე აღადგინა წონასწორობა, ბოლო წუთზე კი კლას–იან ჰუნტელაარმაც თავისი პირველი თამაში ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გოლით აღნიშნა პენალტიდან. ჰოლანდიელებმა დრამატულად მოიპოვეს მეოთხედფინალის საგზური, სადაც მეტოქე სენსაციური კოსტა რიკის ნაკრები იყო. მეოთხედფინალში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ყველასათვის კარგად ნაცნობი შემტევი ნახევარმცველი დირკ კიუიტი იდგა, რასაც მხოლოდ ვან გაალი თუ მოიფიქრებდა. ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, 120–ე წუთზე კი იასპერ სილესენი შეცვალა ტიმ კრულმა, რაც სავსებით მოულოდნელი სვლა იყო. როგორც ჩანს, ვან გაალმა იცოდა, რომ პენალტებში უფრო ძლიერი იყო კრული, მაგრამ ასეთი რამ ალბათ არცერთ მწვრთნელს არ გაუკეთებია აქამდე, მითუმეტეს ასეთ მაღალ დონეზე. კრულმა კი ის პენალტების სერია მოიგო ჰოლანდიის ნაკრებისთვის. ნახევარფინალში არგენტინასთან კვლავ ნულები და ამჯერად ვან გაალმა აღარ შეცვალა სილესენი, რასაც მოჰყვა მარცხი საფეხბურთო ლატარეაში. მესამე ადგილისთვის მატჩში კი ლუიმ იორდი კლასი დააყენა ძირითადში, ბოლო წუთზე კი მინდორზე „სუონსის“ მეკარე მიხაელ ვორმი უბრალოდ შეუშვა, რათა დაემყარებინა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში უნიკალური რეკორდი – ვან გაალმა ბრაზილიაში წაყვანი 23–ვე ფეხბურთელი ათამაშა მუნდიალზე და აიღო ბრინჯაოს მედლები, რასაც ამ ჰოლანდიისგან არავინ ელოდა. „ნარინჯისფრებმა“ ისედაც განადგურებული მასპინძლები 3:0 გაანადგურეს და საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეს. ახალგაზრდული, ბევრისთვის უცნობი დაცვის ხაზით და ბებერი ლომების დახმარებით: რობენი–სნეიდერი–კიუიტი–ვან პერსი, ვან გაალმა საოცარ წარმატებას მიაღწია და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნამდვილი გენიაა. ლუის ახლა პრობლემები აქვს, მაგრამ მის სიდიადეში ეჭვის შეტანა სისულელეა, რადგან ვან გაალმა შექმნა თანამედროვე საფეხბურთო სამყარო. რატომ? იმიტომ, რომ მისი ხელმძღვანელობით თამაშობდნენ პეპ გვარდიოლა, ფრანკ დე ბური, ფილიპ კოკუ და ლუის ენრიკე. მოგვიანებით, „ბარსელონაში“ მისი ასიტენტები იყვნენ: ჟოზე მოურინიო, რონალდ კუმანი, პეპ გვარდიოლა და ლუის ენრიკე. ახლა თითოეული მათგანი საკმაოდ წარმატებულია მწვრთნელია ევროპაში. გარდა ამისა, ვან გაალმა აღმოაჩინა ისეთი ლეგენდარული მოთამაშეები, როგორებიც არიან: ედვინ ვან დერ სარი, ედგარ დავიდსი, იარი ლიტმანენი, პატრიკ კლიუვერტი, კარლეს პუიოლი, ხავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა და ნამდვილი სასწაული ჩაიდინა 2014 წლის მუნდიალზე. ასე, რომ ვან გაალი მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს. ის იმ მწვრთნელების მასწავლებელი იყო, რომლებიც ახლა ცდილობენ გაალამაზონ ევროპული ფეხბურთი და მიაღწიონ საკმაოდ დიდ წარმატებებს. თავის დროზე, ახალგაზრდა ჟოზე და პეპი სწორედ ლუისგან იღებდნენ მითითებებს, შემდეგ კი ერთად ოთხი იმდენი მოიგეს, რამდენიც ვან გაალმა. თუმცა, ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო...მცირეოდენი ლირიკული გადახვევაც შეიძლება ზოგჯერ ფეხბურთში...

 

 

#2 ბრაიან კლოუ

თანამედროვე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ეს ადამიანი შესაძლოა არ იყოს კარგად ნაცნობი, მაგრამ ბრაიან კლოუ ინგლისური ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდაა და ფენომენალური ადამიანი იყო, რომლის პიროვნებასაც ცალკე განიხილავდა ინგლისური პრესა. კლოუ „ნოტინგემ ფორესტის“ სერ ალექს ფერგიუსონია, რომლის განსაკუთრებულობაზე ისიც მეტყველებს, რომ მის საპატივსაცემოდ ინგლისის სამ ქალაქში: დერბიში, ნოტინგემსა და მიდლსბროშია აღმართული ძეგლები. ის ზოგს უყვარდა, ზოგს კი უბრალოდ ეზიზღებოდა. კლოუსადმი შუალედური დამოკიდებული ალბათ არავის ჰქონია, რადგან მუდამ გამორჩეული და საინტერესო ადამიანი იყო. მისი გამონათქვამებისგან კარგი კრებულის შექმნაც შეიძლება, მაგრამ უმჯობესია თუ მის უნიკალურ კარიერულ წარმატებებზე ვისაუბრებთ და ვნახოთ რატომ დაუდგეს მას სამი ძეგლი. კლოუ დიდებული თავდამსხმელი იყო, რომელმაც „მიდლსბროში“ გაატარა კარიერის უდიდესი ნაწილი და 213 შეხვედრაში 197 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ ინგლისის ნაკრებში არ წყალობდა ბედი. ის იმითაც გამორჩუელია ამ სიაში, რომ სამწვრთნელო კარიერა ძალიან ახალგაზრდულ, 30 წლის ასაკში დაიწყო. კლოუმ ორი წელი იმუშავა დაბალ დონეზე 1967 წელს კი ინგლისის მეორე დივიზიონში მყოფი „დერბი ქაუნთი“ ჩაიბარა. პირველი სეზონი ძალიან ცუდი გამოდგა, მაგრამ უკვე მომდევნო სეზონში კლოუმ „დერბი“ პირველ ადგილზე გაიყვანა და 1953 წლის შემდეგ პირველად დააბრუნა ინგლისის უმაღლეს, პირველ ლიგაში. ინგლისის პირველ ლიგაში 18 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა „დერბიმ“ ეგრევე მეოთხე ადგილი დაიკავა, შემდეგ ჩააგდო სეზონი, მაგრამ 1971/72 წლების კამპანიაში მოიგო პირველი ლიგა. ეს „დერბისთვის“ ისტორიაში პირველი საჩემპიონო ტიტული იყო, რომელიც შემდეგ კიდევ ერთხელ მოიგეს. 70–იანი წლების დასაწყისში ინგლისში ბრწყინავდა „ლიდს იუნაიტედი“, რომლის მთავარი მწვრთნელი დონ რევი გახლდათ. რევი უფრო ინტელიგენტური პერსონა იყო მაშინდელ ინგლისურ ფეხბურთში და კლოუს მთავარი კონკურენტი, ალბათ მტერიც კი. რევი–კლოუს დაპირისპირებები მაშინდელი ინგლისის პირველი ლიგის მთავარი ინტრიგა იყო. ორი შესანიშნავი ინგლისელი სპეციალისტი არაფერს უთმობდა ერთმანეთს სიტყვიერად, 1972 წელს კი კლოუმ ინგლისის ჩემპიონატიც წაართვა რევის, რომელსაც მაშინ უფრო სახელოვანი და ძლიერი გუნდი ჰყავდა „ლიდს იუნაიტედის“ სახით. ბრაიანი 1973 წლის ზაფხულში წამოვიდა „დერბიდან“, მაგრამ იქ სამუდამოდ მოიხვეჭა ლეგენდის სტატუსი. 1973/74 წლების სეზონი გაატარა „ბრაიტონ და ჰოვ ალბიონში“, შემდეგ თავისი მთავარი კონკურენტი შეცვალა „ლიდსში“, მაგრამ დროებით, რადგან ფანებმა ვერ აიტანეს რევის შემდეგ კლოუს ხილვა. საბოლოოდ, ახალგაზრდა ინგლისელმა სპეციალისტმა აიღო მცირე შესვენება და 1975 წლიდან დაიწყო უნიკალური ისტორია. მან ჩაიბარა „ნოტინგემ ფორესტი“, რომელიც მეორე ლიგას იმყოფებოდა და 1977 წელს დააბრუნა ეს მშვენიერი გუნდი პირველ ლიგაში. თუმცა, ერთია დაბრუნება და მეორე ეგრევე ინგლისის პირველი ლიგის მოგება. კლოუმ პირველ ლიგაში ახლად დაბრუნებულ „ნოტინგემთან“ ერთად ეგრევე მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, თანაც დაუმარცხებლად. ყველაზე გასაოცარი კი ის იყო, რომ მათ აჯობეს ბობ პეისლის ლეგენდარულ „ლივერპულს“, რომელიც ყველას და ყველაფერს უგებდა. იმავე სეზონში კლოუს „ნოტინგემმა“ ინგლისის ლიგის თასი მოიგო და ორი მატჩის ჯამში 1:0 დაამარცხა ფინალში ისევ და ისევ პეისლის „ლივერპული“. 1978 წელს „ნოტინგემმა“ ინგლისის სუპერთასიც მოიგო და შეკრა მშობლიური ტრებლი. „ნოტინგემ ფორესტი“. რომელიც 1977 წელს დაბრუნდა პირველ ლიგაში, უმალვე გახდა ინგლისის საუკეთესო კლუბი, რაც დიდებული ბრაიან კლოუს დამსახურებაა. 1978/79 წლების სეზონში კი ბობ პეისლის „ლივერპულს“ ევროპული გვირგვინიც ჩამოართვა კლოუს „ნოტინგემმა“. ფორესტელებმა ჩემპიონთა თასის პირველივე წრეში გამოაგდეს ბოლო ორი ტურნირის გამარჯვებული „ლივერპული“ – 2:0 ორი მატჩის ჯამში. თავდაჯერებულმა „ნოტინგემმა“ გზად არარავინ დაინდო და საბოლოოდ მოიპოვა ჩემპიონთა თასი. კლოუმ სულ რაღაც სამ წელიწადში ინგლისის მეორე ლიგიდან ჩემპიონთა თასის კვარცხლბეკამდე მიიყვანა „ნოტინგემ ფორესტი“, რომელსაც დიდებული შემადგენლობა ჰყავდა, აქედან კი უმრავლესობა კლოუს აღმოჩენილი სუპერვარსკვლავები იყვნენ. პიტერ შილტონი, კენი ბარნსი, ტრევორ ფრენსისი, იან ბოიერი, გარი ბიტლსი, ტონი ვუდკოკი. მარტინ ო’ნილი და ჯონ რობერტსონი დახვდნენ კლოუს, რომლებიც მის ხელში ჩამოყალიბდნენ ძალიან ძლიერ მოთამაშეებად. „ნოტინგემის“ კაპიტანი და ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო შოტლანდიელი ცენტრალური მცველი ჯონ მაკგროვენი კი ფაქტიურად ბრაიანის შვილობილია, რომელმაც მას პირველივე არაპროფესიონალური კლუბიდან მოყოლებული გაჰყვა „დერბიში“ და შემდეგ „ნოტინგემში“. ამ არანორმალურმა გუნდმა მომდევნო სეზონშიც მოიგო ჩემპიონთა თასი და ეს იყო ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი. ბობ პეისლის დაუმარცხებელი „ლივერპული“ ჩაანაცვლა ბრაიან კლოუს „ნოტინგემ ფორესტმა“, რომელმაც ასევე ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი, მაგრამ ქვეყნის პირველობა ორივეჯერ დაუთმო მერსესაიდულ გრანდს. 1980/81 წლების სეზონში „ნოტინგემი“ ეგრევე გამოეთიშა ჩემპიონთა თასს, მაგრამ ტიტული მაინც ინგლისში დარჩა და აიღო „ლივერპულმა“. მომდევნო წელს კი ჩემპიონთა თასი „ასტონ ვილამ“ მოიგო და გამოდის, რომ ექვსი წლის განმავლობაში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ფეხბურთის სამშობლოში ინახებოდა. სწორედ ამ ეპოქის ერთ–ერთი საუკეთესო ინგლისელი სპეციალისტია კლოუ, რომელიც ღირსეულ კონკურენციას უწევდა უნიკალურ „ლივერპულს“ საკმაოდ დიდი ფინანსური შესაძლებლობებით, როდესაც „ნოტინგემ ფორესტი“ არ იყო ასეთი მძლავრი ეკონომიკურად. ბრაიან კლოუს ამის შემდეგ აღარ მიუღწევია საოცარი შედეგებისთვის, მაგრამ „ნოტინგემ ფორესტში“ 16 სეზონი ჩაატარა, გუნდი ყოველთვის სტაბილურად გამოდიოდა ინგლისის ჩემპიონატში, რამდენიმეჯერ მესამე ადგილიც დაიკავა და საბედისწერო გამოდგა ტურნირისთვის სახელის შეცვლა. პრემიერ ლიგის პირველივე სეზონში „ნოტინგემმა“ ბოლო ადგილი დაიკავა და კლოუმაც იქ დაასრულა, სადაც დაიწყო...ბრაიანმა „ნოტინგემ ფორესტს“ ისტორიაში ერთადერთი ინგლისის ჩემპიონატი მოაგებინა, ორჯერ ჩემპიონთა თასი, ოთხჯერ ინგლისის ლიგის თასი (1977/78, 1978/79, 1988/89 და 1989–90), ინგლისის სუპერთასი (1979) და უეფას სუპერთასი (1979). ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ ინგლისის პირველ ლიგაში დაბრუნების შემდეგ უახლოესი სამი წლის განმავლბოასი კლოუს „ნოტინგემმა“ ერთადერთი თამაში წააგო, ამაზე მეტი ამ უნიკალურ გუნდზე რა უნდა ითქვას. კლოუს „ნოტინგემ ფორესტი“ დღემდე ერთ–ერთ ყველაზე ძლიერ გუნდად ითვლება ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, რომელიც ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობდა. გარდა ამისა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა როი კინი სწორედ კლოუმ იპოვნა ირლანდიაში და აქცია ჩინებულ საყრდენად, შემდეგ კი სოლიდურ თანხად წავიდა ოლდ ტრაფორდზე. კლოუ გენიალური პიროვნება იყო, დაბადებული წარმატებისათვის და ეს თავადაც კარგად იცოდა. ბრაიანს უყვარდა სასმელი და 2004 წელს, 69 წლის ასაკში სწორედ ამან შეიწირა მისი სიცოცხლე. კლოუს, რომელმაც „ნოტინგემი“ არაფრიდან გახადა ინგლისის და ევროპის საუკეთესო კლუბი, არაერთი უცნაური, საოცრად საინტერესო გამონათქვამი ეკუთვნის. მათ შორის ყველაზე საინტერესოდ ესენი ჟღერს: „არ გამომიგზავნოთ ყვავილები როდესაც მოვკვდები. თუ გიყვარვართ, სიცოცხლეშივე მაჩუქეთ“; „ღმერთს თუ სურდა, რომ ფეხბურთი ღრუბლებში გვეთამაშა, მაშინ მინდორი უნდა აეტანა ცაში“; "მხოლოდ ერთხელ ვცემე როი. ის ძალიან გაბრაზდა! მეც, რადგან უფრო მაგრად არ ვცემე“; „თუ მქონდა რაღაც გაუგებრობა მოთამაშესთან, დავჯდებოდით და ვისაუბრებდით ამის შესახებ დაახლოებით ოცი წუთი და შემდეგ გადავწყვეტდით, რომ მართალი ვარ“. ბრაიან კლოუ უკვდავი ლეგენდაა, რომელსაც დღემდე აღმერთებენ „ნოტინგე ფორესტისა“ და „დერბი ქაუნთის“ გულშემატკივრები, რადგან მან ამ კლუბებს დაუვიწყარი წარმატება მოუტანა.

 

 

 

 

#1 ოტო რეჰაგელი

 

ვინ თუ არა ჰერ ოტო უნდა ყოფილიყო პირველ ადგილზე, რომელმაც თანამედროვე ევროპულ ფეხბურთში ორი ყველაზე ხმაურიანი სენსაცია გამოაცხო. „მეფე ოტო“ ლეგენდარული გერმანელი სპეციალისტია, რომელიც ბევრს არ მოსწონს, რადგან დაცვითი ფეხბურთის ქმადაგებელია, მაგრამ სამაგიეროდ ყველა პატივს ცემს, როგორც უნიკალურ სპეციალისტს, რომელმაც საოცარ წარმატებებს მიაღწია. მან საფეხბურთო კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა გერმანიაში და სამწვრთნელო კარიერაც იქ დაიწყო. ოტოს პირველი კლუბი „კიკენს ოფერნბახი“ იყო, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი გაჩერდა, მიიღო პრაქტიკა და ამის შემდეგ ჩაიბარა დორტმუნდის „ბორუსია“,1976 წელს. „ყვითლები“ ახალი დაბრუნებულები იყვნენ გერმანიის უმაღლეს ჩემპიონატში და რეჰაგელმა ორმა ნორმალური სეზონი ჩაატარა, მაგრამ სერიოზული წარმატების მიღწევა ძალიან რთული იქნებოდა. ორი ღირსეული სეზონის შემდეგ ჩაიბარა „არმინია“ და მის ხელში გუნდი გავარდა ბუნდესლიგიდან, ამიტომ ოტომ ახალი სეზონიდან ახალი გუნდი ჩაიბარა დუისელდორფის „ფორტუნას“ სახით, რომელიც მაშინ საკმაოდ ნორმალური გუნდი იყო ბუნდესლიგაში. „ფორტუნასთან“ ერთად ოტომ თავისი პირველი ტიტული მოიპოვა გერმანიის თასის სახით. აღსანიშნავია, რომ ამ კლუბმა ზედიზედ მეორედ მოიგო ეს ტიტული, რეჰაგელმა კი თასის ნახევარფინალში ყოფილი კლუბი „დ.ბორუსია“ დაამარცხა. გერმანელი სპეციალისტი დუისელდორფშიც ერთი სეზონით გაჩერდა, აიღო ერთწლიანი პაუზა და 1981 წელს ბრემენის „ვერდერი“ ჩაიბარა, რომელიც სწორედ ამ სეზონისთვის დაბრუნდა ბუნდესლიგაში მცირე ჩავარდნის შემდეგ. ოტომ საკმაოდ სერიოზული გუნდის შენება დაიწყო. ოტომ პირველი ექვსი სეზონიდან „ვერდერი“ სამჯერ გაიყვანა მეხუთე ადგილზე და სამჯერ მეორე ადგილზე. სამი ვიცე–ჩემპიონობის გამო მას „ლუზერის“ სახელი შეარქვეს, მაგრამ რეჰაგელს უკვე ძალიან ძლიერი კოლექტივი ჰყავდა შეკრებილი. 1987/88 წლების სეზონში „ვერდერმა“ ისტორიაში მეორედ მოიგო ბუნდესლიგა, რაც უდიდესი წარმატება იყო ბრემენელებისთვის, მაგრამ კანონზომიერი და დამსახურებული. გუნდის თითოეული წევრი თუ ლიდერი გარდა ტომას შააფისა, რეჰაგელის მიყვანილი იყო გუნდში. მაშინდელ „ვერდერში“ ბრწყინავდნენ ულრიხ ბოროვკა, გიუნტერ ჰერმანი, ნორბერტ მაიერი, კარლ–ეინც რიდლე, ფრანკ ორდენევიტი. ოტოს უყვარდა წესრიგი და მისი გუნდი რა თქმა უნდა, ყველაზე ცოტას უშვებდა. რეჰაგელი ალბათ პირველი იყო, ვინც ბუნდესლიგაში ხუთმცველიანი ტაქტიკით ითამაშა და მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას. მომდევნო სეზონებში გუნდს ცოტა გაუჭირდა, რადგან წავიდა რამდენიმე ლიდერი, მაგრამ რეჰაგელი აგრძელებდა მუშაობას. 1990/91 წლების სეზონში მან გერმანიის თასი მოიგო. იმ გუნდის რიგებში კი უკვე მარკო ბოდე, ტომას ვოლტერი, ვინტონ რუფერი, ფრანკ ნეუბარტი და კლაუს ალოფსი ბრწყინავდნენ. მომდევნო სეზონში კი რეჰაგელმა „ვერდერს“ მორიგი ისტორიული წარმატება მოუტანა. ბრემენულ კლუბს ისტორიაში ორი ევროტურნირი აქვს მოგებული, აქედან ერთი უაზრო ინტერტოტოს თასი, ხოლო მეორე 1992 წლის თასების მფლობელთა თასი. „ვერდერმა“ ძალიან კარგი ტურნირი ჩაატარა და ფინალში 2:0 მოუგო არსენ ვენგერის „მონაკოს“. რეჰაგელის უნიკალურმა დაცვამ ხუთი მცველით შეაჩერა ფრანგების შესანიშნავი შეტევითი ხაზი ჯორჯ ვეას მეთაურობით. შემდეგ სეზონში კი ოტომ უკვე მეორედ მოიგო ბუნდესლიგის სასალათე და ზედიზედ სამ სეზონში მოიგო სამი სხვადასხვა ტურნირი. „ვერდერმა“ დაძაბულ ბრძოლაში დაიკავა პირველი ადგილი, თანაც განსხვავებული შემადგენლობით. ბრემენელთა ახალი ლიდერები იყვნენ: დიტმარ ბეიერსორფერი, ანდრეას ჰერცოგი, ბერნდ ჰობში. წინა საჩემპიონო გუნდიდან კი შემორჩნენ დიდებული ოლივერ რეკი, ულრიხ ბოროვკა, კაპიტანი მიროსლავ ვოტავა, ტომას შააფი და ფრანკ ნეუბატი. რეჰაგელმა მომდევნო სეზონში გერმანიის თასი მოიგო, ბოლო კამპანიაში კი „ვერდერი“ სამწუხაროდ მეორე ადგილზე გავიდა. ოტო რეჰაგელმა სულ 14 წელი გაატარა ბრემენის „ვერდერში“, მოიგო ორი ბუნდესლიგა, ორი გერმანიის თასი, სამი გერმანიის სუპერთასი, თასების მფლობელთა თასი და ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სპეციალისტია. მას შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტი რეჰაგელის თავკაცობით ნაღვაწმა ტომას შააფმა ჩაიბარა და გააგრძელა ლეგენდარული ოტოს გზა წარმატებით. რეჰაგელმა კი მიუნხენის „ბაიერნი“ ჩაიბარა, მაგრამ 1995/96 წლების სეზონი ბოლომდე ვერ ჩაამთავრა. მიუხედავად იმისა, რომ „რეკორდმაისტერი“ გავიდა უეფას თასის ფინალში, ბუნდესლიგის მეორე წრის ჩაგდების გამო „ბაიერნის“ ხელმძღვანელობამ ის გაუშვა და ფინალი ფრანც ბეკენბაუერმა მოიგო. იმ სეზონში დორტმუნდის „ბორუსიამ“ ზედიზედ მეორე მოიგო ბუნდესლიგა და ამან ძალიან გააღიზიანა მიუნხენელთა მესვეურები. ოტომ კი ახალი სეზონი დაიწყო „კაიზერსლაუტერნში“. გუნდი წინა სეზონში გავარდა ბუნდესლიგიდან, რეჰაგელმა კი უმალვე დააბრუნა პირველ დივიზიონში. 1997/98 წლების სეზონში, ოტოს „კაიზერმა“ დაბრუნება ბუნდესლიგაში ვერცხლის სასალათეთი აღნიშნა, რაც ნამდვილი სასწაული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ბუნდესლიგაში გავარდნამდე „კაიზერსლაუტერნი“ საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო, ახალი კოლექტივისგან ასეთ დიდ წარმატებას უცაბედად არავინ ელოდა. რეჰაგელმა უდისი წარმატება და მეოთხე საჩემპიონო ტიტული მოუპოვა ამ კლუბს. ოტოს შექმნილ გუნდში კი გერმანული ფეხვბურთის ამომავალი ვარკვლავი, 19 წლის მიხაელ ბალაკი იყო, რომელიც რაჰეგელმა 1997 წელ დააწინაურა პირველ გუნდში. ოტოს მოყვანილი იყო დანიელი მცველი მიხაელ შიონბერგი, რატინიო, მიხაილ ხრისტოვი. წამყვანი მოთამაშეები კი დიდებული ოლაფ მარშალი და სირიაკო სფორცა იყვნენ. მომდევნო სეზონებში „კაიზერსლაუტერნი“ უეფას თასის საგზურით დაკმაყოფილდა და ოტომ გადაწყვიტა, რომ დაეწყო საერთაშორისო კარიერა. ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ დატოვა „კაიზერი“ და 2001 წელს საბერძნეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა. ბერძნებმა შესანიშნავად ჩაატარეს ევრო 2004–ს საკვალიფიკაციო ეტაპი. საბერნეთმა ესპანეთის ნაკრები დაამარცხა სტუმრად და ჯგუფში პირველი ადგილიც დაიკავა. რეჰაგელმა თავის პრინციპებს არც ამჯერად უღალატა, უბრალოდ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნები უფრო 4–4–2 ტაქტიკით მოქმედებდნენ, სადაც კოსტას კაცურანისი ასრულებდა ლიბეროს ფუნქციას ანუ მეხუთე მცველი ხდებოდა საჭიროების შემთხვევაში. ბერძნებმა გახსნის მატჩი მოუგეს მასპინძელ პორტუგალიის ნაკრებს 2:1, შემდეგ ესაპნელებთან გააგორეს ფრე 1:1 და მიუხედავად ბოლო ტურში რუსეთთან მარცხისა, მაინც გავიდნენ ფლეი–ოფში. მეოთხედფინალში კი საბერძნეთს მოქმდი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები დაუპირისპირდა. ოტო რეჰაგელმა იდეალურად შეისწავლა ფრანგების თამაში, რომლებიც ბერძნული დაცვის ზეწოლის ქვეშ მოექცნენ. გამარჯვება კი რეჰაგელის გუნდს ანგელოს ხარისტეასმა მოუპოვა. ნახევარფინალში მეტოქე საკმაოდ ძლიერი და საინტერესო ჩეხეთის ნაკრები იყო, ბერძნებისთვის კი საფრანგეთის გამოგდებაც ბევრის აზრით საკმარისი იყო. თუმცა, ვერც პობორსკი, ვერც როსიცკი, ვერც ნედვედი, ვერც ბაროში და ვერც ორმეტრიანი იან კოლერი ვერაფერს გახდნენ, რადგან დაცვის ცენტრში დიდებულად მოქმედებდნენ მიხაილის კაპსისი და ტრაიანოს დელასი, რომელმაც დამატებითი ტაიმის 105–ე წუთზე მოუტანა გამარჯვება საბერძნეთს. ოტო რეჰაგელის საბერძნეთის ეროვნული ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, რაც სრული შოკი იყო. პორტუგალიელები კი ზეიმობდნენ, რადგან მათი გუნდიც გავიდა ფინალში და იყო რევანშის დრო. თუმცა, ლუიშ ფელიპე სკოლარის ამჯერადაც აჯობა „მეფე ოტომ“ და ხარისტეასის გოლით ბერძნებმა ევრო 2004 მოიგეს. ეს დღემდე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ–ერთ ყველაზე სენსაციურ შედეგად ითვლება და ვინ თუ არა ოტო რეჰაგელი იქნებოდა ამის შემოქმედი. ადამიანი, რომელიც მუდამ სპორტულებში იყო გამოწყობილი, მუდამ მუშაობდა ძალიან ბევრს ტაქტიკაზე, გუნდის ფიზიკურ მომზადებაზე, არასოდეს დაუმალავს რომ მისთვის პრიორიტეტულია დაცვითი ფეხბურთი და მან მოახერხა უბრალოდ წარმოუდგენელი წარმატების მიღწევა. საბერძნეთი გახდა 2004 წლის ევროპის ჩემპიონი! „ბერძნული ოდისეა“ დღემდე დაუვიწყარია. ოტომ თავისი გერმანული მეთოდებით: მაღალი ორგანიზებით, მკაცრი დისციპლინით, ფლანგების იდეალურად გამოყენებით და რა თქმა უნდა, ბოლომდე ბრძოლით და მეტოქის სახელების არგათვალისწინებით მიაღწია წარმატებას. ორი აზრი არ არსებობს, რომ რეჰაგელმა ჯერ „კაიზერსლაუტერნით“ შეძლო შეუძლებელი, როდესაც ძალიან მალე გადააწყო გუნდი და ბუნდესლიგა მოიგო დაბრუნების თანავე, შემდეგ კი უბრალოდ არანორმალური სიგიჟე ჩაიდინა მისმა საბერძნეთის ნაკრებმა. ბერძნებს რეჰაგელი 2010 წლამდე ავარჯიშებდა და დაასრულა კარიერა. 2012 წელს სცადა კარიერის განახლება და ბერლინის „ჰერტა“ ჩაიბარა, მაგრამ სრული კრახი განიცადა და მიხვდა, რომ მისი დრო წავიდა. თუმცა, „მეფე ოტო“ არავის დაავიწყდება. მან შეცვალა ბრემენის „ვერდერის“ ისტორია და ორი უდიდესი სენსაცია გამოაცხო ევრპულ ფეხბურთში, რასაც არავინ არასოდეს დაივიწყებს. რეჰაგელი ბევრისთვის ყველაზე ინტელექტუალური ფიზკულტურის მასწავლებელია, მაგრამ ოტო ნამდვილი გენიოსია, რასაც მისი მიღწევები ადასტურებს.

http://fci.ge/uploads/posts/2016-04/1461175758_fcige.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 766
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 17  Scholes  
22 აპრილი 2016 10:10
აქ ტრენერებზეა ვინც თქვენ დაარღვიეთ კომენტარის წერის წესები, გთხოვთ წაშალოთ ეს პოსტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგედებათ ბანი ! გუნდები აქაჩა ბარსა )))))))) გვარდიოლამ კიდე ჩემი ჩოკინა აქაჩა და აქაჩავს )) ხოდა მე ფერგის მანჩესტერზეც არ ვიძახი დაჟე თუნდაც აბერდინით რაქნა ))

მესი თAვი დამანებე alex
Manchester-United
Norway
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 16  Papuu  
22 აპრილი 2016 01:36
ციტატა: mesidona
ფეხბურთს რა ტყუილად უყურებ რომ იცოდე ძან ძან გაგიტყდებოდა

რატო დზმაა ?:DDDDDDDDD

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 3428
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 15  SOAD  
21 აპრილი 2016 22:57
ციტატა: Papuu
ვერ დაგეთანხმები
და იმედი მაქ დაამთავრებ წერას :D

იმიტორო დი მატეო რანაირი მწვრთნელი იყო


გვარდიოლა რანაირი მწვრთნელია ვაფშე ბუნდესლიგ აში ?!

ტიპმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რო ბაიერნი გაეპარტახებინა

საოცარ კრიზისში აღმოჩნდება ბაიერნი და მაგ არაბი პიტალოს დამსახურება იქნება ;)

bad საიდან პოსტავ


ahahaha
Barcelona
კომენტარები: 2470
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 14  mesidona  
21 აპრილი 2016 21:12
ციტატა: Papuu
გვარდიოლას დამსხმელი მოვს ტყ ან :D
მაგის პიტალო დე დაც

გაახას
თავის არაბეთში

ან სეპარატისტებში

მაგენი ბარსას გარეთ ყველა ერთი თქვენ დაარღვიეთ კომენტარის წერის წესები, გთხოვთ წაშალოთ ეს პოსტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგედებათ ბანი ! ა !


ფერგიუნსონი უნდა დაეწერა ავტორს აუცილებლად

იმიტორო ძაან შეუდო ლივერპულს აი ძაანნ

ისე ღრმად მისცა ხახაში რო ახლაც განიცდის ლუზერპული

ციტატა: mesidona
უმწვრთნელოდ გუნდი კიდევ ვერაფერს რომ ვერ მოიგებს მაგაზე ალბად დამეთანხმები თუ არადა აქ ვამთავრებ წერასDDDD

ვერ დაგეთანხმები
და იმედი მაქ დაამთავრებ წერას :D

იმიტორო დი მატეო რანაირი მწვრთნელი იყო


გვარდიოლა რანაირი მწვრთნელია ვაფშე ბუნდესლიგაში ?!

ტიპმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რო ბაიერნი გაეპარტახებინა

საოცარ კრიზისში აღმოჩნდება ბაიერნი და მაგ არაბი პიტალოს დამსახურება იქნება ;)


ფეხბურთს რა ტყუილად უყურებ რომ იცოდე ძან ძან გაგიტყდებოდა

-------------------------------------------------------------
papu
ბუფონი ვერასდროს იქნება მსოფლიოს N1
კასილასი
კანი
ვან დერ სარი
ჩეხი
ნოიერი
ამათ ვერცერთს ვერ ჯობს
კსტაწი
დიდაც
Barcelona
Georgia
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 13  Papuu  
21 აპრილი 2016 19:43
გვარდიოლას დამსხმელი მოვს ტყ ან :D
მაგის პიტალო დე დაც

გაახას
თავის არაბეთში

ან სეპარატისტებში

მაგენი ბარსას გარეთ ყველა ერთი თქვენ დაარღვიეთ კომენტარის წერის წესები, გთხოვთ წაშალოთ ეს პოსტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგედებათ ბანი ! ა !


ფერგიუნსონი უნდა დაეწერა ავტორს აუცილებლად

იმიტორო ძაან შეუდო ლივერპულს აი ძაანნ

ისე ღრმად მისცა ხახაში რო ახლაც განიცდის ლუზერპული

ციტატა: mesidona
უმწვრთნელოდ გუნდი კიდევ ვერაფერს რომ ვერ მოიგებს მაგაზე ალბად დამეთანხმები თუ არადა აქ ვამთავრებ წერასDDDD

ვერ დაგეთანხმები
და იმედი მაქ დაამთავრებ წერას :D

იმიტორო დი მატეო რანაირი მწვრთნელი იყო


გვარდიოლა რანაირი მწვრთნელია ვაფშე ბუნდესლიგაში ?!

ტიპმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რო ბაიერნი გაეპარტახებინა

საოცარ კრიზისში აღმოჩნდება ბაიერნი და მაგ არაბი პიტალოს დამსახურება იქნება ;)

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 2470
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 12  mesidona  
21 აპრილი 2016 18:58
ციტატა: Scholes
რა გვარდიოლა გვარდიოლას რაუნდა აქ გვარდიოლა ასეთ სიაში ვერასდროს ვერ მოხვდება კარგად წაიკითხე რაწერია )))) ბარსას ბალელშიკები ყველა ერთი ადამიანი რატო მგონია )))))))))))))) რაგჭირთ )))))))))))))))) ფერგი ჩაამატეთ ტო მართლა სასწაულიქნა ამათთაგან ყველაზე ბანძი და უსახელო გუნდით დაფრინავდა კარგი რაა აავტორ ტეხავს ! ესენი ბაზარი არაა მარა ეხლა აიაქსი და დორტმუნდი და ასე შემდეგ ლეგენდარული კლუბები არიან რაც არ უნდა ცუდ ფორმაში ყოფილიყვნენ იმმომენტისათვის და აბერდინი? ეგ რო გეთქვა მაგათმა რაც ქნეს მსოფლიოში 1 კაციც არ დაუჯერებდა მარა ქნა მაინც აბერდინი ავტორ აბერდინი იკაიფე აბერდინი მთავარი საზღვაო და თევზსარეწი პორტი სიდიდით მესამე ქალაქი შოტლანდიაში ))))))))))))

ვაბშE ყველა გუნდი ჯობია აბერდინის მანდ რაცაა ყველაფერით ყოველთვის

გუნდის შუახაზის გარდარქმნის შემდეგ ფერგიუსონმა შეძლო და დაარღვია "ძველი შოტლანდიელების", "სელტიკისა" და "რეინჯერსის" ჰეგემონია და რვა წლის მანძილზე გუნდის ჩემპიონობის 3 ტიტულამდე მიიყვანა, ამას დაემატა 4 შოტლანდიის და ერთიც ლიგის თასი, რაც მას ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად ხდის "აბერდინის" ისტორიაში.
მაგრამ შიდა ასპარეზზე მიღწეული ამხელა წარმატების მიუხედავად ყველაზე დიდ გამარჯვებას ფერგიუსონმა 1983 წელს მიაღწია, როცა მისმა "აბერდინმა" თასების თასის ფინალში თვით მადრიდის "რეალი" დაამარცხა და პირველი და ჯერჯერობით კვლავ უკანასკნელი შოტლანდიური გუნდი გახდა, რომელმაც ევროპული ტიტული მოიგო. ღადაობ? და ზემოთხსენებულებში ყველას რეზულტატი ჯობია და ყველამ უფრო ბანძი გუნდი აქაჩა?

ჩემ მისამართით იძახი თავიდან რაც გიწერი და პირდაპირ დამიციტირე მასე ჯობია
ერთადერთი მწვრთნელია გვარდიოლა რომლის გუნდმაც 6ვე ტიტული დადო თავის პირველივე სეზონში იცი რას ნიშნავს მაგი?DDD შენ თუ იმიტომ არ გევასება რომ მანჩესტერი სადაც დაიჭირა იქ აბღავლა ახალ დაბადებული ბოჩოლოსავით ეგ სხვა ამბავია ahahaha
უმწვრთნელოდ გუნდი კიდევ ვერაფერს რომ ვერ მოიგებს მაგაზე ალბად დამეთანხმები თუ არადა აქ ვამთავრებ წერასDDDD

-------------------------------------------------------------
papu
ბუფონი ვერასდროს იქნება მსოფლიოს N1
კასილასი
კანი
ვან დერ სარი
ჩეხი
ნოიერი
ამათ ვერცერთს ვერ ჯობს
კსტაწი
დიდაც
Barcelona
Georgia
კომენტარები: 766
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 11  Scholes  
21 აპრილი 2016 18:27
რა გვარდიოლა გვარდიოლას რაუნდა აქ გვარდიოლა ასეთ სიაში ვერასდროს ვერ მოხვდება კარგად წაიკითხე რაწერია )))) ბარსას ბალელშიკები ყველა ერთი ადამიანი რატო მგონია )))))))))))))) რაგჭირთ )))))))))))))))) ფერგი ჩაამატეთ ტო მართლა სასწაულიქნა ამათთაგან ყველაზე ბანძი და უსახელო გუნდით დაფრინავდა კარგი რაა აავტორ ტეხავს ! ესენი ბაზარი არაა მარა ეხლა აიაქსი და დორტმუნდი და ასე შემდეგ ლეგენდარული კლუბები არიან რაც არ უნდა ცუდ ფორმაში ყოფილიყვნენ იმმომენტისათვის და აბერდინი? ეგ რო გეთქვა მაგათმა რაც ქნეს მსოფლიოში 1 კაციც არ დაუჯერებდა მარა ქნა მაინც აბერდინი ავტორ აბერდინი იკაიფე აბერდინი მთავარი საზღვაო და თევზსარეწი პორტი სიდიდით მესამე ქალაქი შოტლანდიაში ))))))))))))

ვაბშE ყველა გუნდი ჯობია აბერდინის მანდ რაცაა ყველაფერით ყოველთვის

გუნდის შუახაზის გარდარქმნის შემდეგ ფერგიუსონმა შეძლო და დაარღვია "ძველი შოტლანდიელების", "სელტიკისა" და "რეინჯერსის" ჰეგემონია და რვა წლის მანძილზე გუნდის ჩემპიონობის 3 ტიტულამდე მიიყვანა, ამას დაემატა 4 შოტლანდიის და ერთიც ლიგის თასი, რაც მას ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად ხდის "აბერდინის" ისტორიაში.
მაგრამ შიდა ასპარეზზე მიღწეული ამხელა წარმატების მიუხედავად ყველაზე დიდ გამარჯვებას ფერგიუსონმა 1983 წელს მიაღწია, როცა მისმა "აბერდინმა" თასების თასის ფინალში თვით მადრიდის "რეალი" დაამარცხა და პირველი და ჯერჯერობით კვლავ უკანასკნელი შოტლანდიური გუნდი გახდა, რომელმაც ევროპული ტიტული მოიგო. ღადაობ? და ზემოთხსენებულებში ყველას რეზულტატი ჯობია და ყველამ უფრო ბანძი გუნდი აქაჩა?
Manchester-United
Norway
კომენტარები: 2470
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 10  mesidona  
21 აპრილი 2016 16:17
გვარდიოლა სადა ავტორ?

ერთადერთი მწვრთნელი რომელმაც პირველივეს სეზონში გუნდს 6ვე ტიტული მოაგებინა ადვილი გასაკეთებელი გონია ალბადDDD

-------------------------------------------------------------
papu
ბუფონი ვერასდროს იქნება მსოფლიოს N1
კასილასი
კანი
ვან დერ სარი
ჩეხი
ნოიერი
ამათ ვერცერთს ვერ ჯობს
კსტაწი
დიდაც
Barcelona
Georgia
კომენტარები: 873
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 9  koka aronia  
21 აპრილი 2016 16:05
ქეცბაიამ რა დააშვაა wink რატომ არაა სიაში

-------------------------------------------------------------
4-3-3 = 3-4-3
Barcelona
კომენტარები: 618
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 8  ulusa  
21 აპრილი 2016 14:06
ციტატა: Scholes
ფერგიუსონი უნდა იყოს ავტორ))) აბერდინი გაგიგია? არა? ხოდა აი მაგიტომ უნდა იყოს რო სასწაულებიქნა აბერდინმა))))))


good
Bayern-Munich
Germany
კომენტარები: 766
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 7  Scholes  
21 აპრილი 2016 11:06
ფერგიუსონი უნდა იყოს ავტორ))) აბერდინი გაგიგია? არა? ხოდა აი მაგიტომ უნდა იყოს რო სასწაულებიქნა აბერდინმა))))))
Manchester-United
Norway
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 6  Papuu  
21 აპრილი 2016 10:44
ბრაიან კლოუ იყო ძაან მაგარი

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 166
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 5  mufc123  
21 აპრილი 2016 08:57
მადლობა ავტორს, საინტერესოა ასეთი სტატიები.. ბრავო!

ბრაიან კლოუზე ფილმიც არის ვისაც გსურთ ყურება; ფილმს ქვია {წყეული იუნატედი}
Manchester-United
England
კომენტარები: 1340
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 4  ogafa  
21 აპრილი 2016 08:02
ციტატა: Papuu
აუ გუს ჰიდნკი ძაან მაგარიააა

ციტატა: gio_bavaria
ოთო ნამდვილად იმსახურებს პირველზე ყოფნას.


რა პონტში?
Merani-Martvili
Georgia
კომენტარები: 1134
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 3  gio_bavaria  
21 აპრილი 2016 00:54
ციტატა: Papuu
აუ გუს ჰიდნკი ძაან მაგარიააა

ციტატა: gio_bavaria
ოთო ნამდვილად იმსახურებს პირველზე ყოფნას.


რა პონტში?

ძალიან მაგარი ტრენერი იყო, მაგან რა გუნდითაც მოიგო ევროპა და ასევე კაიზერსლაუტერნით ბუნდესლიგა, იმსახურებს პირველზე ყოფნას.
Bayern-Munich
Germany
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 2  Papuu  
20 აპრილი 2016 22:57
აუ გუს ჰიდნკი ძაან მაგარიააა

ციტატა: gio_bavaria
ოთო ნამდვილად იმსახურებს პირველზე ყოფნას.


რა პონტში?

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 1134
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  gio_bavaria  
20 აპრილი 2016 22:54
ოთო ნამდვილად იმსახურებს პირველზე ყოფნას.
Bayern-Munich
Germany

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi