Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

პრევიუ: მანჩესტერ სიტი Vs რეალი

26-04-2016
10 კომენტარი

გავიდა კიდევ ერთი კვირა და დროა შუაკვირის სათასო ბატალიები შეცვალოს ევროპის ყველაზე პრესტიჟულმა ტურნირმა, რომელიც დასკვნით ფაზაშია შესული. ხვალ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური თამაში გველოდება "მანჩესტერ სიტისა" და მადრიდის "რეალს" შორის – მოლოდინი ძალიან დიდია, რადგან ორი შემტევი ფილოსოფიის საკმაოდ საინტერესო, ძლიერი კოლექტივი უპირისპირდება ერთმანეთს. რა თქმა უნდა, გამოცდილება გაცილებით დიდი აქვს ესპანურ გრანდს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ეს ალბათ მეასეხარისხოვანია. ორივე გუნდის შანსები რა თქმა უნდა თანაბარია, ამიტომ ველით დაძაბულ, საინტერესო და ღირსეულ ნახევარფინალურ შეხვედრას ინგლისში.

 

მანჩესტერ სიტი Vs რეალი

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგა, პირველი ნახევარფინალური მატჩი

თარიღი: 22:45 საათი, 26 აპრილი

სტადიონი: სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმ, მანჩესტერი

მთავარი მსაჯი: ჩუნეტ ჩაქირი (თურქეთი)

პირდაპირი ტრანსლიაცია: საზოგადოებრივი მაუწყებელი, Silk სპორტ HD1

 

პრემიერ ლიგაში მცირე ჩავარდნის შემდეგ, "მანჩესტერ სიტიმ" მოუმატა და ახლა შესანიშნავ ფორმაშია. "ქალაქელებმა" წარმატებით იასპარეზეს ისტორიაში პირველ მეოთხედფინალურ ეტაპზე და საკმაოდ ძლიერი "პსჟ" სრულიად დამსახურებულად დაამარცხეს ორი მატჩის ჯამში 3:2. საპასუხო შეხვედრაში ერთადერთი გოლი კევინ დე ბრუინმა შეაგდო ეტიჰადზე და "სიტიმ" ისტორიულ წარმატებას მიაღწია, ახლა კი მხოლოდ ერთი ნაბიჯია დიდებულ სან–სირომდე, სადაც დიდი ფინალი გაიმართება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მანუელ პელეგრინის გუნდმა სამი თამაში ჩაატარა პრემიერ ლიგაში და კარგი განწყობით ხვდება სეზონის უმნიშვნელოვანეს თამაშებს. "ცისფრებმა" 3:0 გაანადგურეს "ჩელსი", ფრედ ითამაშეს "ნიუკასლთან" და გასულ უქმეებზე გადახალისებული შემადგენლობით გაანადგურეს "სტოკ სიტი" შინ 4:0, რისი წყალობითაც მესამე ადგილზე გადავიდნენ ინგლისის ჩემპიონატში. შაბათს პელეგრინიმ დასვენების საშუალება მისცა ფერნანდინიოსა და კევინ დე ბრუინს, სამაგიეროდ ჩინებულად წარმოაჩინა თავი ახალგაზრდა ნიგერიელმა ფორვარდმა, კელეჩი იჰენაჩომ, რომელმაც დუბლი გაიფორმა და კვლავ დაამტკიცა, რომ საკმაოდ პერსპექტიული მოთამაშეა. მანჩესტერულ კლუბს ჯერ კიდევ აქვს საბრძოლველი ეროვნულ ჩემპიონატში, მაგრამ პრიორიტეტი რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგაა. "მან.სიტიმ" უკვე მოიგო ერთი ტიტული და ახლა ევროპის უმთავრესი ტურნირის ფინალში გასვლა უდავოდ უნიკალური გაცილება იქნება პელეგრინისთვის, რომლისაც ბევრს არ სჯეროდა. თუმცა, ფაქტია, რომ ინგლისელებმა თავისი ლამაზი ფეხბურთით და სწორი ტაქტიკით მოახერხეს ფავორიტად მიჩნეული "პსჟ", ახლა კი როგორც უკე ვთქვით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. "სიტის" მთავარი პრობლემა ია ია ტურეს მცირე ჯანმრთელობის პრობლემებია. კოტ'დიუვარელს არ ასვენებს ბარძაყი, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, მზად არის ბრაზილიური დუეტი, რომელმაც ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა მეოთხედფინალურ ეტაპზე. ტრავმირებულია სამირ ნასრი, მაგრამ არის ერთი დიდებული სიახლე – ვინსენ კომპანი დაბრუნდა! "მან.სიტის" კაპიტანი და დაცვის ლიდერი პელეგრინიმ შემოინახა, შემოინახა და ახლა წესით ძირითადში უნდა იყოს. კომპანი პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბრუნდება, მაგრამ საკმაოდ დიდი ძალაა გუნდისთვის და პირველ რიგში, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გააძლიერებს კოლექტივს. ნელ–ნელა შედის ფორმაში სერხიო კან აგუერო და ვინ იცის, იქნებ თავის დროზე მოსისხლე მტერის წინააღმდეგ ჩაატაროს სეზონის მთავარი მატჩები საუკეთესოდ. არგენტინელი თავდამსხმელის განბრწყინებას ჯერ კიდევ "პსჟ–სთან" დაპირისპირების დროს ველოდით, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. "მანჩესტერ სიტი" შესანიშნავ ფორმაშია და ეცდება, რომ თავისუფლად მიიღოს ისტორიული გამოწვევა. მანუელ პელეგრინის გუნდი აუცილებლად ეცდება მაქსიმუმის გაკეთებას და პირველივე შეხვედრაში ღირსეული ფეხბურთის ჩვენებას.

 

ამაღლებულ განწყობაზე ხვდება სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს მადრიდული გრანდიც, რომელმაც გასულ უქმეებზე სერიოზული ბრძოლა გადაიტანა "რაიო ვალეკანოსთან" გასვლით შეხვედრაში. "სამეფო კლუბი" 0:2 აგებდა, ცოტათი გაუმართლა რომ კიდევ არ გაუშვა, მაგრამ საბოლოოდ შემოატრიალა მატჩის ბედი გარეთ ბეილის დუბლის და ლუკას ვასკესის საოცარი თავური გოლის წყალობით – 3:2 და ზინედინ ზიდანის გუნდი აგრძელებს ბრძოლას ლა ლიგის საჩემპიონო ტიტულისათვის. მანამდე, მადრიდელებმა საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს შინ "ვილიარეალის" წინააღმდეგ (3:0), მანამდე 5:1 გაანადგურეს "ხეტაფე" სტუმრად, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ვოლფსბურგს" შეუსრულეს დიდებული ქამბექი. სანტიაგო ბერნაბეუზე გაიბრწყინა კრიშტიანო რონალდომ, გაიტანა სამი გოლი და გაიყვანა თავისი გუნდი ზედიზედ მეექვსედ ნახევარფინალურ ეტაპზე. ზიდანმაც შეძლებისდაგვარად გადაახალისა შემადგენლობა, რადგან ისედაც აკლდა საკადრო პრობლემების გამო კრიშტიანო რონალდო. დაისვენა კარვახალმა, რამოსმა, მოდრიჩმა, კასემირომ. ოთხივე მათგანი დღეს წესითა და რიგით სასტარტო შემადგენლობაში უნდა იყოს. პორტუგალიელი თავდამსხმელის დაზიანება არ არის სერიოზული, ამიტომ რონალდო შეძლებს მინდორზე გასვლას. თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით ბენზემაზე, რომლის მდგომარეობაც შედარებით მძიმეა, მაგრამ ფრანგი თუ ვერ ითამაშებს, მაშინ მზად არიან "რეალის" ახალგაზრდა ტალანტები: ხესე როდრიგესი და ლუკას ვასკესი. თუ კარიმი არ იქნება მზად ასი პროცენტით, ზიდანი რა თქმა უნდა, არ გარისკავს, რადგან ერთ კვირაში ალბათ უფრო მნიშვნელოვანი საპასუხო თამაში აქვს ჩასატარებლი "რეალს" საკუთარ მოედანზე. იდეალურ ფორმაშია მადრიდული გრანდის შეტევითი ხაზი და ნახევარდაცვის ცენტრი, რომელიც უბრალოდ საშიშია. გარდა მოდრიჩი–კასემირო–კროოსის ტრიოსი, ზიდანს სათადარიგო სკამზე უნივერსალური ისკო და საოცარი გამთამაშებელი ჯეიმს როდრიგესი ჰყავს, რომელიც ძალიან გაბრაზებულია და თუ მიიღებს შანსს აუცილებლად ყველაფერს გააკეთებს, რათა დაუმტკიცოს "რეალს" თავისი შესაძლებლობები. მადრიდული გრანდი იდეალურ ფორმაში, საკმაოდ კარგი განწყობით ხვდება ხვალინდელ შეხვედრას, რომელშიც "სამეფო კლუბი" რა თქმა უნდა, მხოლოდ მოსაგებად იბრძოლებს. ზიდანის მოსვლის შემდეგ "რეალი" აშკარად შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობდა, არანორმალური მონდომებითა და ემოციებით, რაც ყველაზე მეტად მოსწონთ ქომაგებს. სადებიუტო სეზონ–ნახევარში ჩემპიონთა ლიგის ფინალი – ზიდანისთვის ალბათ იმუნიტეტი იქნება ფლორენტინო პერესის წინაშე ამ ზაფხულს, მაგრამ ფრანგი ალბათ უფრო მეტს უმიზნებს.

 

"მან.სიტისა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირება უდავოდ ძალიან სანახაობრივი უნდა გამოვიდეს. რთულია იმის თქმა თუ ვის ექნება უფრო ხშირად ბურთი, ვინ იქნება დომინანტი, მთავარია შედგეს ღირსეული და სამართლიანი ბრძოლა მსაჯის ზედმეტი ჩარევის გარეშე.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

მანჩესტერ სიტი: ჰარტი – სანია, ოტამენდი, კომპანი, კლიში – ფერნანდო, ფერნანდინიო – ნავასი, დე ბრუინი, სილვა – აგუერო.

 

რეალი: ნავასი – კარვახალი, რამოსი, პეპე, მარსელო – მოდრიჩი, კასემირო, კროოსი – ბეილი, ხესე, რონალდო.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • „მანჩესტერ სიტი“ და მადრიდის „რეალი“ ისტორიაში პირველად შეხვდებიან ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ფლეი–ოფში.
  • მანჩესტერული კლუბი თავის ისტორიაში პირველად გაცდა მერვედფინალურ ეტაპს მიმდინარე სეზონში და ეს მათთვის რა თქმა უნდა, პირველი ნახევარფინალი იქნება.

  • „სამეფო კლუბი“ კი უკვე 27–ედ გავიდა ნახევარფინალში და იდეალურად დაბალანსებული სტატისტიკა აქვს ამ ეტაპზე: 13 მოგება, 13 წაგება.

  • ზოგადად ევროტურნირების ისტორიაში, „სიტიმ“ აქამდე ორჯერ იასპარეზა ნახევარფინალურ ეტაპზე, ბოლოს 1971 წელს. მათ ორი მატჩის ჯამში 5:2 მოუგეს „შალკეს“ 1969/70 წლების სეზონის თასების მფლობელთა თასზე და წააგეს 0:2 „ჩელსისთან“ მომდევნო სეზონში იმავე ტურნირის იმავე ეტაპზე.

  • ეს გუნდები აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს – 2012/13 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ჟოზე მოურინიოს „რეალმა“ ესპანეთში დრამატულად დაამარცხა „მან.სიტი“ 3:2, როდესაც ორჯერ აგებდა და ბოლო წუთებზე გაიტანა ორი გოლი კარიმ ბენზემას და კრიშტიანო რონალდოს წყალობით. მანჩესტერში თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. ჯგუფში „რეალმა“ მეორე ადგილი დაიკავა დორტმუნდის „ბორუსიას“ შემდეგ, რობერტო მანჩინის „სიტი“ კი მოგების გარეშე სამი ქულით ბოლო პოზიციაზე გავიდა.

  • მანჩესტერ სიტიმ“ ჯგუფურ ეტაპზე უკვე დაამარცხა ესპანური კლუბი „სევილიას“ სახით: 2:1 შინ და 3:1 გასვლაზე.

  • „სიტის“ საშინაო სტატისტიკა ესპანურ კლუბებთან ასეთია: 3მ, 2ფ და 2წ, ორივე წაგება „ბარსასთან“. ზოგადი სტატისტიკა კი უარყოფითია: 5მ, 3ფ და 7წ.

  • ესპანურ გუნდებთან ოთხი ორმატჩიანი დუელიდან კი „მან.სიტიმ“ სამი წააგო და მხოლოდ ერთხელ მოიპოვა მომდევნო ეტაპის საგზური.

  • „მან.სიტი“ აქამდე არასოდეს ყოფილა ნახევარფინალში, მაგრამ მანუელ პელეგრინი – კი. მან ასევე პირველად გაიყვანა ამ ეტაპზე „ვილიარეალი“ 2005/06 წლების სეზონში და დამარცხდა ლონდონის „არსენალთან“ ორი მატჩის ჯამში 0:1.

  • მადრიდის „რეალი“ კი ზედიზედ მეექვსედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, მაგრამ ბოლო ხუთიდან მხოლოდ ერთხელ გააღწია შემდეგ ეტაპზე და მოიგო კიდეც 2014 წელს საოცნებო მეათე თასი.

  • ბოლო 12 გასვლითი თამაშიდან ევროტურნირებზე, „სამეფო კლუბმა“ მხოლოდ ორი წააგო და რვა მოიგო.

  • მადრიდულ გრანდს ბოლო სამი გასვლითი შეხვედრა აქვს მოგებული ინგლისურ კლუბებთან: „ტოტენჰემის“ (1:0 2010/11), „მანჩესტერ იუნაიტედის“ (2:1 2012/13) და „ლივერპულის“ (3:0 2014/15) წინააღმდეგ.

  • გარდა ამისა, „რეალს“ ბოლო რვა თამაში არ წაუგია ინგლისური გუნდების წინააღმდეგ (6მ, 2ფ) მას შემდეგ, რაც ენფილდზე განადგურდა 0:4 2009 წელს „ლივერპულთან“.

  • „რეალის“ სტატისტიკა ინგლისურ კლუბებთან ორმატჩიან დუელებში დადებითია: 7 მოგება და 4 მარცხი.

  • ინგლისში „რეალს“ მშვენიერი ბალანსი აქვს: 6მ, 3ფ და 5წ. ზოგადად კი პრემიერ ლიგის გუნდებთან ასე თამაშობს: 13მ, 9ფ და 10წ.

  • მანუელ პელეგრინი 2009/10 წლების სეზონში მუშაობდა მადრიდის „რეალში“. მან იმ დროისთვის კლუბის რეკორდი დაამყარა – ლა ლიგაში 96 ქულა ააღებინა „რეალს“, მაგრამ ტიტული დარჩა „ბარსელონას“, „სამეფო კლუბი“ კვლავ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ჩარჩა, კოპა დელ რეიზე კი „ალკორონტან“ დამარცხდა და სეზონის ბოლოს ჩილელი მოურინიომ შეცვალა.

  • პელეგრინი „ვილიარეალსა“ და „მალაგაში“ მუშაობის დროს ძალიან ბევჯერ დაუპირისპირდა „რეალს“ და ასეთი სტატისტიკა აქვს: 3მ, 5ფ და 10წ.

  • კრიშტიანო რონალდოს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 16 გოლი აქვს და მხოლოდ ერთი აკლია თავისივე რეკორდის განმეორებამდე, რომელიც 2013/14 წლების სეზონში დაამყარა.

 

ერთმანეთის პირისპირ

 

 

 

მტრის ბანაკში

ამ გუნდების დაპირისპირებას ერთი განსაკუთრებული ინტრიგა აქვს. ორივე გუნდის შემადგენლობაში არის ფეხბურთელი, რომელიც მტრის ბანაკში ბრუნდება და პირველად ამას "სამეფო კლუბის" პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო გააკეთებს. რონალდო ხუთი წლის განმავლობაში იცავდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას და არაერთი დერბი აქვს ჩატარებული "მან.სიტის" წინააღმდეგ. საპირისპიროდ კი სერხიო აგუერო დაუპირისპირდება მადრიდის "რეალს", რომელსაც არაერთხელ შეხვდა მადრიდის "ატლეტიკოს" მაისურით ასევე ხუთი წლის განმავლობაში. აგუერო და რონალდო თავის დროზე "სიტისა" და "რეალის" მოსისხლე მტრების ღირსებას იცავდნენ, ამიტომ მათ ჯოჯოხეთური დახვედრა ელით "მტრის ბანაკში". აქვე გეტყვით, რომ დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა ია ია ტურეს შემთხვევაში, რომელიც ყოფილი "ბარსელონელია", მაგრამ სერხიოსა და კრიშტიანოს გაცილებით სერიოზული პაექრობები ჰქონდათ შესაბამისად "რეალთან" და "სიტისთან".

 

რონალდოს სტატისტიკა "მან.სიტის" წინააღმდეგ:

11 თამაში: 7მ, 1ფ და 3წ (3მ და 2წ გასვლაზე), გოლები: 4.

 

განსაკუთრებული ფაქტორები:

  • კრიშტიანო რონალდომ თავისი პირველი გოლი სათასო ტურნირებზე სწორედ "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გაიტანა 2004 წელს, როდესაც "იუნაიტედმა" შინ 4:2 მოუგო "სიტის" ასოციაციის თასზე. აღსანიშნავია, რომ ეს კრიშტიანოს მეორე ოფიციალური გოლი იყო მანჩესტერულ გრანდში ტრანსფერის შემდეგ.
  • რონალდომ თავისი მანჩესტერული კარიერის განმავლობაში სულ ოთხი წითელი ბარათი მიიღო და აქედან ორი მანჩესტერულ დერბიში, თანაც ორივეჯერ ეტიჰად სთედიუმზე. პირველად ეს 2006 წლის იანვარში მოხდა, როდესაც "იუნაიტედი" 1:3 დამარცდა, შემდეგ კი 2008 წლის ნოემბერში, მაგრამ ამჯერად მისმა გუნდმა 1:0 იმარჯვა.
  • 2007 წლის 5 მაისს, კრიშტიანო რონალდომ თავისი 50–ე გოლი "მან.იუნაიტედის" მაისურით სწორედ დერბიში გაიტანა, როდესაც პენალტი გამოიყენა ეტიჰადზე და მოაგებინა თავის გუნდს 1:0.
  • რონალდომ თავისი ბოლი გოლი "წითელი ეშმაკების" რიგებში "სიტის" წინააღმდეგ შეაგდო 2009 წლის მაისში და "იუნაიტედმა" ოლდ ტრაფორდზე 2:0 მოიგო.
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" ყოველი დერბი მოუგო "მან.სიტის", რომელშიც რონალდომ გაიტანა გოლი.

 

აგუეროს სტატისტიკა "რეალის" წინააღმდეგ:

11 თამაში: 0მ, 3ფ, 8წ (0მ, 1ფ, 5წ შინ), გოლები: 3.

 

განსაკუთრებული ფაქტორები:

  • მადრიდის "ატლეტიკომ" წააგო ყოველი დერბი, რომელშიც სერხიო კან აგუერომ გოლი გაიტანა და არგენტინელი ახლა ეცდება, რომ მოიპოვოს პირველი გამარჯვება "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ.
  • აგუერომ 2007/08 წლების ლა ლიგის სეზონი გახსნა გატანილი გოლით სანტიაგო ბერნაბეუზე, თანაც ეს მისი პირველი წუთი იყო ამ უნიკალურ სტადიონზე. თუმცა, მიუხედავად უსწრაფესი გოლისა "როხიბლანკომ" ის შეხვედრა 1:2 წააგო.
  • მადრიდული დერბები, რომელშიც კუნმა გამოიჩინა თავი, საკმაოდ დრამატული გამოვიდა. 2009 წლის ნეომბერში ვისენტე კალდერონზე "რეალმა" 3:2 მოიგო და საოცარი მატჩი შედგა, ხოლო 2011 წლის მარტში "სამეფო კლუბმა" ასევე დრამატულ ბრძოლაში იმარჯვა 2:1 ვისენტე კალდერონზე.
  • მადრიდის "რეალი" ბოლო წლებში ცდილობდა სერხიო აგუეროს გადაბირება, მაგრამ არგენტინელის კომენტარმა ყველაფერი ცხადჰყო: "დიდებული დრო გავატარე "ატლეტიკოში" და არ მინდა ამაზე ხაზის გადასმა "რეალში" გადასვლით".

 

წინასამატჩო კომენტარები

მარსელო: "მატჩის წინ ალბათ ბევრს ვინერვიულებ, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება მსაჯის სასტვენის შემდეგ. სიამოვნება უნდა მივიღოთ ამ მომენტისგან – ვიბრძვით ლა ლიგისთვის და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვართ. ნამდვილად ძალიან მაგარია, როდესაც ხარ მსოფლიოს უძლიერესი კლუბი და ჰყავს საუკეთესო მოთამაშეები".

 

ჯო ჰარტი: ""პსჟ–სთან" შეხვედრაში ტრიბუნებზე არანორმალური ატმოსფერო სუფევდა, რასაც ვგრძნობდით. ფანებმა ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში საკმაოდ დიდი როლი შეასრულეს. 

 

ჩვენი მიზანი არის ამ უნიკალური ტურნირის მოგება, მაგრამ ახლა ვეცდებით მადრიდის "რეალთან" თავის მაქსიმალურად კარგად წარმოჩენას. კრიშტიანო რონალდოს ძალიან კარგად ვიცნობ და მის წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია. ის ნამდვილად პლანეტის ორ საუკეთესო ფეხვბურთელს შორისაა და საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენთვის".

 

ვინსენ კომპანი: "არ ვარ ასი პროცენტით მზად. სამწუხაროდ, მიწევს ინტენსიურად მუშაობა, მაგრამ ძალიან მალე დავბრუნდები მინდორზე და ყველაფერი კარგად იქნება.

 

ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ ვთამაშობთ. ხვალ ჩვენს ქომაგებს ექნებათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის შანსი. ჯერ არ მინახავს მატჩი, როდესაც ჩვენი ფანები თავის სიმაღლეზე იყვნენ და "სიტის" წაეგოს. 

 

ხალხი მუდამ ჩემს ტრავმებზე საუბრობს, იხსენებენ, რომ 14–ჯერ მივიღე დაზიანება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ 14–ვეჯერ დავბრუნდი! მზად ვარ ვიბრძოლო ბოლომდე.

 

იმედი მაქვს, კევინ დე ბრუინი ხვალ კარიერის მატჩს ჩაატარებს. ეს აუცილებელია მთელი გუნდისთვის. კევინს შეუძლია პრობლემების შექმნა".

 

გარეთ ბეილი: "ყოველთვის სასიამოვნოა ინგლისში დაბრუნება. საკმაოდ რთული მატჩი გველის, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სხვანაერად ვერც იქნებოდა. იმედი მაქვს, კარგ მატჩს ჩავატარებთ და ღირსეულ შედეგს მოვიპოვებთ.

 

"მანჩესტერ სიტის" კარგი სტადიონი აქვს – განიერი მინდვრით და იდეალური გაზონით. მასზე თამაში სასიამოვნოა. ამ სტადიონზე არაერთი კარგი თამაში მაქვს ჩატარებული. მეტოქეს ჩინებული ფორმა აქვს აკრეფილი, მაგრამ ჩვენც წესრიგში ვართ.

 

ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმრად გოლის გატანაა. უფრო უკეთესი კი კარის მშრალად შენახვა იქნება. სანტიაგო ბერნაბეუზე შანსები უფრო მეტი გვექნება, რადგან იქ უფრო ძლიერად ვთამაშობთ.

 

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კარგია საპასუხო მატჩის შინ ჩატარება. თუ პირველ მატჩში არ გავუშვებთ გოლს, სრულიად თავდაჯერებულები ვიქნებით საკუთარ მოედანზე".

 

დავიდ სილვა: "ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობა უნდა გვქონდეს. გვიყვარს მისი გაკონტროლება და მომენტებს სწორედ ტერიტორიული დომინაციის დროს ვქმნით.

 

როდესაც ამ კლუბში მოვედი, "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილება არ ჰქონია. ახლა კი ნახევარფინალში ვართ. ეს იმის დასტურია, რომ "სიტი" ვითარდება, იზრდება.

 

ამ გუნდმა ბევრს მიაღწია შიდა პირველობაზე. ჩემპიონთა ლიგა კი ერთადერთი ტურნირია, რომელიც არ მომიგია "სიტის" რიგებში და მინდა ამ ტიტულის მოპოვება. 

 

ეს გახსნილი თამაში იქნება. "რეალი" ძალიან ძლიერი კონტრშეტევებზე და საკმაოდ სწრაფად ანხორციელებს მათ".

 

ზინედინ ზიდანი: "გვინდა, რომ კარიმ ბენზემამ და კრიშტიანო რონალდომ ითამაშონ. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. დღეს ფსიქოლოგიურად მზად ჩანდნენ და ფიზიკურადაც ასი პროცენტით არიან მზად. ვფიქრობ, ისინი მზად იქნებიან. 

 

ჩვენი გეგმა ასეთია: მინდორზე გასვლა, კარგი თამაში, გოლის გატანა და გამარჯვება – ასეთია ჩვენი მენტალიტეტი. მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერია. "სიტისთვის" ზონების დატოვება არ შეიძლება. ვეცდებით, რომ არ მივცეთ მათ სერიოზული ხიფათის შექმნის საშუალება. თავად კი უნდა ვცადოთ ბურთის დაჭერა და თამაშის სადავებიის ხელში ჩაგდება.

 

კევინ დე ბრუინის შეჩერების გეგმა? ვეცდებით ამის გაკეთებას. ვიცით, რომ ის მაღალი დონის მოთამაშეა, რომელიც საკმაოდ კარგ ფორმაშია. როდესაც ის მივიდა "სიტიში", ეგრევე დაიწყო საკუთარი კლასის დემონსტრირება. ის კარგად არის შეწყობილი სერხიო აგუეროსთან და ვნახოთ რა მოხდება ხვალ.

 

საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ და მინდორზე დავდოთ ყველაფერი, რაც გაგვაჩნია. "სიტი" ეცდება ზეწოლის ქვეშ გვამყოფოს და შეგვიქმნას პრობლემები, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ ამისათვის".

 

მანუელ პელეგრინი: "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიამოვნება მივიღოთ ნახევარფინალური ეტაპისგან, რადგან ყოველ წელს არ ვართ აქ. მოთამაშეებმაც იციან ეს. ყველას სურს ტურნირზე ბრძოლის გაგრძელება, ფინალში თამაში. ვნახოთ როგორ იასპარეზებს "მან.სიტი", რომლის მიზანიც რა თქმა უნდა, გამარჯვება იქნება.

 

უბრალოდ ვეცდებით, რომ გავიდეთ ფინალში. ყოველთვის ვცდილობდი, რომ ჩემს გუნდს კარგი ფეხბურთი ეთამაშა და ახლა "სიტი" ასრულებს ჩემს სურვილებს. გვჭირდება ცხელი გული და ცივი გონება...აგრეთვე გვჭირდება, რომ გავაკონტროლოთ საკუთარი ემოციები".

 

 

პრომო

http://fci.ge/uploads/posts/2016-04/1461611155_untitled.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 146
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 10  Geo-Aristograt  
26 აპრილი 2016 17:29
რა ვქნა ჩემი აზრები ორად იყოფა.ფინალშია ან სიტი და ატლეტიკო მინდა ან და რეალი ბავარია სხვანაირად არ მომეწონება არანაირად,რადგან ატლეტიკო და რეალი იყვნენ უკვე ერტად ფინალში ბავარია და სიტი შეხვდნენ ერთმანეთს და მაგ პონტში მაინც თანაბარი თამაში მინდინდა ფინალში.
Chelsea
Georgia
კომენტარები: 908
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 9  MAKAKA  
26 აპრილი 2016 17:03
ტუ რონალდო და ბენზემა მზად იქნებიან 100 პროცენტით მაშინ არამგონია რო სიტი გავიდეს ფინალში...მინდა რო დგეს რონალდო გიჯი იყოს მარააა ტრამვის გამო არამგონია რო ის 100 პროცენტი იყოს მზად,..... მარაა დგეს დიდი ჯახი იქნება სიტის სტადიონზე.სულმოუთქმელი ველოდები.
Real-Madrid
Portugal
კომენტარები: 3600
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 8  thiaGOALcantara  
26 აპრილი 2016 17:02
მაგრად მგონია რო არ წააგებს სიტი ეტიჰედზე
შანსები ალბათ მაინც 45-55%ზეა მარა ნახევარფინალში ვერაფერს იტყვი წინასწარ
შეიძლება ჰანდიკაპითაც დაადოს დღეს სიტიმ და მერე ბერნაბეუზე რეალმა ამოტენოს ;დ
ან ვაბშე პენალტებამდე მივიდეს საქმე, ვერაფერს ვერიტყვი
იმედია სიტი გავა mancity

-------------------------------------------------------------
Mes Que Un Club !
Barcelona
კომენტარები: 202
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 7  maclai200  
26 აპრილი 2016 13:09
დღეს სიტი იგებს უეჭველი ვიცი იმიტო და ვინმეს თუ არ ჯერა გაუგებ მაგრამ დამიჯერეთ იგებს ეს დგამოკნული

დღეს სიტი იგებს უეჭველი ვიცი იმიტო და ვინმეს თუ არ ჯერა გაუგებ მაგრამ დამიჯერეთ იგებს ეს დგამოკნული
Barcelona
Georgia
კომენტარები: 7
ჯგუფი: Football Fan
სტატუსი: offline
№ 6  TatoTskhadadze  
26 აპრილი 2016 03:32
შანსი არაა სახში ცუდად არ ითამაშებს სიტი mancity
Manchester-City
Argentina
კომენტარები: 740
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 5  Playmaker  
26 აპრილი 2016 00:55
ლესტერი ჩემპიონიაააა :დდდდ

-------------------------------------------------------------
Leicester City Champion <3 <3 <3 !!!

ბარსას ფანების ლოგიკა
ხავი>ბალაკი
ბუსკვერცხი>შვაინშტაიგერი

:D :D :D :D
Leicester-City
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 4  Papuu  
26 აპრილი 2016 00:04
ციტატა: Ikkaaa
ისე მაინც არ წააგოს სიტიმ რო მეორე თამაშის ყურების სურვილი დააკარგინოს კაცს

Penaltebamde tu mivida saqme mere naxe shen :D

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 1651
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 3  Ikkaaa  
26 აპრილი 2016 00:01
ისე მაინც არ წააგოს სიტიმ რო მეორე თამაშის ყურების სურვილი დააკარგინოს კაცს
Barcelona
Brazil
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 2  Papuu  
25 აპრილი 2016 23:38
Imedia Indian atletiko gava da finali iqneba city atletiko

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 10477
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  Lionel_Messi_10  
25 აპრილი 2016 23:30
შეიხის ფულები VS პერესის ბიზნესი :დ

იმედია სიტი გავა :დ
Barcelona
Argentina

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi