Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

პრევიუ: ატლეტიკო Vs ბაიერნი

27-04-2016
9 კომენტარი

დღეს ჩემპიონთა ლიგის მორიგი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება, რომელიც ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს. დიეგო სიმეონეს მებრძოლი "ბანდა" პეპ გვარდიოლას გერმანულ–ესპანურ "მანქანას" დაუპირისპირდება და ვნახოთ რომელი გუნდი მოიპოვებს ფინალის საგზურს. ძალიან დიდი ალბათობით, ყველაფერი ერთ კვირაში გადაწყდება მიუნხენში, მაგრამ ვისენტე კალდერონზე დაფიქსირებულ შედეგს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ექნება. გვარდიოლამ მშვენივრად იცის თუ რას ნიშნავს ნახევარფინალში ესპანური კლუბის წინააღმდეგ ასპარეზობა, სიმეონე კი ეცდება რაც შეიძლება კარგად შეისწავლოს გერმანული ფეხბურთის ნომერ პირველი კლუბი. ორი განსხვავებული ფილოსოფიის სუპერგუნდი ხვდება ერთმანეთს და შანსები რა თქმა უნდა თანაბარია. 42 წლიანი პაუზის შემდეგ, "ატლეტიკოს" ეძლევა რევანშის შანსი.

 

ატლეტიკო Vs ბაიერნი

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგა, პირველი ნახევარფინალური მატჩი

თარიღი: 22:45 საათი, 27 აპრილი

სტადიონი: ვისენტე კალდერონი, მადრიდი

მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

პირდაპირი ტრანსლიაცია: საზოგადოებრივი მაუწყებელი, Silk სპორტ HD1

 

მადრიდული კლუბი ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება და ეცდება, რომ მორიგი ღირსეული ბრძოლა შესთავაზოს ევროპული ფეხბურთის კიდევ ერთ გრანდს. დიეგო სიმეონემ 2014 წლის მსგავსად დაამარცხა მეოთხედფინალურ ეტაპზე "ბარსელონა", თანაც სრულიად დამსახურებულად და "როხიბლანკო" ნახევარფინალურ ეტაპზე ალბათ ნებისმიერი გუნდისთვის ყველაზე არასასურველი მეტოქე იყო თავისი სათამაშო ფილოსოფიის გამო. იმაზე საუბარი, რომ სიმეონეს ზუსტად ისეთი გუნდი ჰყავს, როგორი ფეხბურთელიც თავად იყო, უკვე ყველას მობეზრებული აქვს, ამიტომ უბრალოდ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ატლეტიკომ" ზედიზედ ხუთი თამაში მოიგო ყველა ტურნირზე და აქედან ბოლო ოთხი ჩაატარა მშრალად. დიდებულ ფორმაში იმყოფება "როხიბლანკოს" მარცხენა მცველი ფელიპე ლუისი და უკვე საკლუბო რეკორდი დაამყარა სლოვენიელმა მეკარემ, იან ობლაკმა, რომელიც ასევე ძალიან კარგად იცავს მადრიდელთა კარს. ჩინებულ ფორმაშია ფერნანდო ტორესი, რომელმაც ერთი კვირის წინ თავისი პირადი რეკორდი დაამყარა და კარიერაში პირველად მოახერხა თავის გამოჩენა ზედიზედ ხუთ შეხვედრაში. "ელ ნინიომ" გამოტოვა "ბარსელონასთან" საპასუხო შეხვედრა და დღეს ორმაგად მონდომებული იქნება. გასულ უქმეებზე "ატლეტიკომ" საკმაოდ მძიმე მატჩი ჩაატარა შინ "მალაგასთან" და ანხელ კორეას ლამაზი გოლით მოიპოვა სამი ქულა. სიმეონემ ვერ დაასვენა ლიდერები, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს მომხდარი უცნაური ფაქტის გამო თავად მოუწია დასვენება 45 წუთის განმავლობაში. ამ ეტაპზე "ატლეტიკო" ორ ფრონტზე იბრძვის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მათ უკვე მოიგეს ლა ლიგა 2014 წელს, ახლა ალბათ უფრო მნიშვნელოვანია ევროპი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია. სწორედ ამიტომ ითვლებოდა კენჭისყრის დროს "როხიბლანკო" ყველაზე არასასურველ მეტოქედ, რომელიც აუცილებლად ბოლომდე დაიხარჯება ჩემპიონთა ლიგაზე. მეოთხედფინალური ეტაპის ორივე თამაში გამოტოვა ახალგაზრდა ხოსე მარია ხიმენესმა, მაგრამ ის უკვე მზად არის. სამაგიეროდ, "ატლეტიკომ" დაკარგა დაცვის ლიდერი და ერთ–ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი მსოფლიოში თუ საუკეთესო არა დიეგო გოდინის სახით. გოდინის არყოფნა რადიკალურად განსხვავებულია, ვიდრე ხიმენესის. "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში ძალიან დამაჯერებელი და საიმედო იყო ახალგაზრდა ფრანგი ლუკას ერნანდესი, მაგრამ ახლა მისი და ხიმენესის წყვილი ზედმეტად ახალგაზრდული და გამოუცდელია. თუმცა, 90 წუთის განმავლობაში სიმეონეს აუცილებლად ექნება გეგმა. რაც მთავარია, სხვა პრობლემა არ აქვს "როხიბლანკოს". ძალიან კარგ ფორმაში არიან მთავარი ლიდერები: გაბი, კოკე, ანტუან გრიზმანი და ნანდო ტორესი, რომელმაც დაიბრუნა თავისი პირვანდელი სახე მშობლიურ კლუბში. "ატლეტიკოსთვის" დღევანდელ შეხვედრას ფსიქოლოგიურადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან საინტერესოა რას შემოგვთავაზებენ მადრიდელები. სიმეონეს აქვს არჩევანი ნახევარდაცვაში და ყველაზე დიდი ინტრიგა ცენტრშია, სადაც აუგუსტო ფერნანდესის გარდა კოკეს ან საულ ნიგესსაც შეუძლიათ მოქმედება, მაგრამ საეჭვოა იანიკ–ფერეირა კარასკოს თამაში და თუ ბელგიელი არ იქნება 100%–თ მზად ალბათ სიმეონე აუგუსტო ფერნანდესს დააყენებს ცენტრში, კოკესა და საულს კი ფლანგებზე გაამწესებს. 

 

"ატლეტიკოსგან" განსხვავებით პრაქტიკულად ყველაფერი მომთავრებული აქვს მიუნხენის "ბაიერნს" გერმანიის ჩემპიონატში, რომელიც უკვე ამ უქმეებზე შეიძლება გახდეს ბუნდესლიგის ჩემპიონი თუ მოიგებს თავის შეხვედრას. თუმცა, პეპ გვარდიოლას მთავარი მიზანი არა ვერცხლის სასალათე, არამედ ჩემპიონთა ლიგის ყურებიანი თასია, რომლის გარეშეც ესპანელის მოღვაწეობა გერმანულ გრანდში ვერ ჩაითვლება წარმატებულად. ერთი მხრივ, "ბაიერნზე" და მის თავკაცზე საკმაოდ დიდი ზეწოლაა, მაგრამ მეორეს მხრივ, გუნდი ფიზიკურად იდეალურ ფორმაშია. შეტევით ხაზში "ბაიერნს" აკლია არიენ რობენი, მაგრამ გვარდიოლას ისეთი ფუფუნება აქვს, რომ როტაცია მისთვის პრობლემა არანაერად არ არის. გასულ უქმეებზე "ბაიერნმა" ბერლინის "ჰერტას" მოუგო სტუმრად 2:0 და ულამაზესი ბურთი გაიტანა დუგლას კოსტამ, არტურო ვიდალმა კი გააგრძელა საგოლე სერია. ლისაბონის "ბენფიკასთან" არც ისე მარტივი ჯახის შემდეგ, "ბაიერნმა" გერმანიის თასის ფინალის საგზურიც მოიპოვა, როდესაც შინ 2:0 დაამარცხა ნახევარფინალში ბრემენის "ვერდერი" ტომას მიულერის გოლით. არ არის ოპტიმალურ ფორმაში პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, მაგრამ საჭირო დროს ნებისმიერ მომენტში შეუძლია გოლის გატანა. იგივეს თქმა შეიძლება სუპერ არაპროგნოზირებად ფეხბურთელ ტომას მიულერზე, რომელსაც გოლებიც გააქვს და გუნდსაც კარგად ეხმარება ბოლო პერიოდში. დაისვენეს შედარებით ასაკოვანმა გუნდის ლიდერებმა: ფილიპ ლამმა, ხაბი ალონსომ და ფრენკ რიბერიმ. სავარაუდოდ, სამიდან ორი აუცილებლად იქნება ძირითადში ან ყოველი მათგანი. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე არის ჟერომ ბოატენგის დაბრუნება. დაახლოებით ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, შესანიშნავი გერმანელი ცენტრალური მცველი გუნდს დაუბრუნდა და მადრიდშიც ჩაფრინდა. გვარდიოლამ ისაუბრო, რომ ჟერომს "ჰერტასთან" შეხვედრაშიც შეეძლო თამაში, მაგრამ პეპმა ალბათ არ გარისკა, რაც სრულიად გამართლებულია. თუ ბოატენგი მზად იქნება, ის აუცილებლად გავა მინდორზე, რადგან როგორ სათამაშო ტონუსშიც არ უნდა იყოს, მისი კლასი და გამოცდილება უდავოდ სჭირდება "რეკორდმაისტერს". ჰოლგერ ბადშტუბერი და არიენ რობენი კი ვერ დაეხმარებიან თავის გუნდს, რაც ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. ძალიან საინტერესოა როგორი დაცვის ხაზით გავა მინდორზე მიუნხენური კლუბი, რადგან საეჭვოა ბოატენგის საკითხი, არ არის ფორმაში მეჰდი ბენატია, შედარებით სტაბილური და კარგია ხავი მარტინესი, მაგრამ ჯოშუა კიმიხს ალბათ ვეღარ ენდობა გვარდიოლა. ნომერ პირველი კანდიდატი ძირითადში მოხვედრის ხავი მარტინესია – ფიზიკურად ძლიერი, მებრძოლი, ტანმაღალი ფეხბურთელი, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა არ აკლია. ის იდეალურად ერგება იმ მოთამაშის როლს, რომელმაც "ატლეტიკოს" შეტევები უნდა მოიგერიოს. შედარებისთვის, კიმიხი–ალაბას დუეტი ალბათ თავიდანვე განწირულია, რადგან მეორე სართულზე უბრალოდ დაიჩაგრება გერმანული კლუბი. ამ თვალსაზრისით ინტრიგა საკმაოდ დიდია, მაგრამ ამაზე პეპმა იფიქროს. "ბაიერნი" ერთადერთი კლუბია ევროპაში, რომელსაც აქვს უნიკალური ჰეთ–რიქის გაფორმების შანსი და ამისაკენ სიარული დღესვე უნდა დაიწყონ. ვისენტე კალდერონზე მიუნხენელებს ნამდვილი ჯოჯოხეთი ელით, მაგრამ "ბაიერნმა" უნდა მოახერხოს სეზონის საუკეთესო თამაშის ჩატარება. 

 

მადრიდში სუპერთამაში უნდა გამოვიდეს, ძალიან საინტერესო ტაქტიკური დაპირისპირებით და ალბათ გადაჭარბებული ემოციებით. თუ "ატლეტიკო" ხისტი გუნდია, მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში არტურო ვიდალი ან თუნდაც ხაბი ალონსო ირიცხებიან, არც ტომას მიულერი და რობერტ ლევანდოვსკი ჩაქინდრავენ თავს რიგ ეპიზოდებში. ასე, რომ ნამდვილი ბრძოლა გველის, რომელიც იმედია საკმარისად დატვირთული იქნება მიმზიდველი საფეხბურთო ელემენტებით და გოლებით. ფავორიტი რა თქმა უნდა, არ არსებობს!

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ატლეტიკო: ობლაკი – ხუანფრანი, ხიმენესი, ლუკას ერნანდესი, ფელიპე ლუისი – საულ ნიგესი, ა.ფერნანდესი, გაბი, კოკე – გრიზმანი, ტორესი.

 

ბაიერნი: ნოიერი – ლამი, მარტინესი, ალაბა, ბერნატი – ვიდალი, ტიაგო – დუგლას კოსტა, მიულერი, რიბერი – ლევანდოვსკი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • მიუხედავად იმისა, რომ „ბაიერნი“ და მადრიდის „ატლეტიკო“ ბოლო წლებში რეგულარულად გადიან ნახევარფინალში, ეს მათი პირველი დაპირისპირებაა ბოლო 42 წლის განმავლობაში.
  • დიეგო პაბლო სიმეონეს გუნდმა ბოლო სამი სეზონის განმავლობაში მეორედ მოიპოვა ნახევარფინალური ეტაპის საგზური. „ბაიერნი“ კი ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებს ამ ეტაპზე.

  • მიუნხენური გრანდის ესპანელი ბოსი პეპ გვარდიოლა კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მეშვიდედ ითამაშებს, მაგრამ „ბაიერნთან“ ერთად უკვე წააგო ორი ნახევარფინალი წინა სეზონებში.

  • ეს გუნდები ისტორიაში მხოლოდ ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ეს 1974 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში მოხდა. ორივე კლუბი პირველად გავიდა ამ უნიკალური ტურნირის ფინალში მაშნ. ჰეიზელში საოცარი შეხვედრა გაიმართა, რომელიც დამატებით დროში გადავიდა და ლუის არაგონესის საჯარიმო დარტყმით იგებდნენ მადრიდელები. თუმცა, ბოლო წუთზე ჰანს–ჯორჯ შვარცენბეკმა შორეული დარტყმით გადაარჩინა „ბაიერნი“ და ორ დღეში გაიმართა გადათამაშება, რომელიც გერმანელებმა 4:0 მოიგეს ული ჰიონესისა და გერდ მიულერის დუბლებით. ეს „ბაიერნის“ პირველი ტრიუმფი იყო ჩემპიონთა თასზე, რომელსაც მომდევნო ორ სეზონში კიდევ ორი მიემატა.

  • „ატლეტიკო“ მეხუთედ თამაშობს ჩემპიონთა თასის/ლიგის ნახევარფინალში და წინა ოთხიდან ორი მოიგო. ბოლოს, დიეგო სიმეონეს გუნდმა, 2013/14 წლების სეზონში, ლონდონის „ჩელსი“ დაამარცხა ორი მატჩის ჯამში 3:1.

  • მადრიდულ კლუბს ნახევარფინალურ ეტაპზე არასოდეს წაუგია საშინაო თამაში: სამი მოგება და ერთი უგოლო ფრე „ჩელსისთან“.

  • „ატლეტიკოს“ ბოლო ხუთი მატჩი არ წაუგია გერმანული კლუბების წინააღმდეგ (4მ, 1ფ). ბოლოს, „როხიბლანკო“ ბუნდესლიგიდან დორტმუნდის „ბორუსიამ“ დაამარცხა 1:0 1996/97 წლების სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე.

  • „ატლეტიკოს“ დადებითი ბალანსი აქვს გერმანულ კლუბებთან ევროტურნირებზე: 16მ, 6ფ და 12წ. ვისენტე კალდეროზნე კი იდეალური ბალანსი: 11მ, 2ფ და მხოლოდ 3 წაგება.

  • ბოლო გერმანული კლუბი, რომელიც ეწვია ვისენტე კალდერონს ლევერკუზენის „ბაიერი“ იყო გასული სეზონის მერვედფინალურ ეტაპზე. მადრიდში გაიმართა საპასუხო მატჩი, რომელიც „ატლეტიკომ“ 1:0 მოიგო, მაგრამ საბოლოო გამარჯვება მოიპოვა პენალტების სერიით.

  • „როხიბლანკოსთვის“ ეს მეხუთე ევროთასის ნახევარფინალია გერმანული კლუბის წინააღმდეგ და წინა ოთხი დუელიდან მათ სამი მოიგეს. მთლიანობაში, ორმატჩიან დუელებში „ატლეტიკოს“ დადებითი ბალანსი აქვს გერმანელებთან: 10მ, 4წ და ბოლო ექვსი დაპირისპირებიდან ესპანელებმა ექვსივე მოუგეს ბუნდესლიგის გუნდებს.

  • პეპ გვარდიოლას გუნდმა წინა ორი ნახევარფინალური დაპირისპირების პირველი თამაში სწორედ ესპანეთში წააგო: 2013/14 წლების სეზონში „რეალთან“ 0:1(0:5 ორი მატჩის ჯამში) და გასულ სეზონში „ბარსელონასთან“ 0:3 (3:5 ორი მატჩის ჯამში).

  • „რეკორდმაისტერმა“ ბოლო 12 ვიზიტიდან ესპანეთში, მხოლოდ ორჯერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება და რვაჯერ დამარცხდა. „ბაიერნს“ სტუმრად ლა ლიგის გუნდებთან უარყოფითი ბალანსი აქვს: 6მ, 5ფ და 12წ. თუმცა, საშინაო მატჩების ჩათვლით დადებითი: 23მ, 12ფ და 14წ.

  • „ბაიერნმა“ ბოლო ცხრა გასვლითი თამაშიდან ჩემპიონთა ლიგაზე, მხოლოდ ორი მოიგო და ოთხი წააგო. მიმდინარე სეზონის ფლეი–ოფში კი ორივეჯერ ფრე 2:2 დააფიქსირა „იუვესა“ და „ბენფიკას“ წინააღმდეგ.

  • პეპ გვარდიოლას გუნდს ბოლო შვიდი ფლეი–ოფის გასვლითი თამაში არ მოუგია (4ფ და 3წ), ლონდონში „არსენალის“ დამარცხების შემდეგ 2014 წელს (2:0).

  • „ბაიერნი“ აქამდე ათჯერ დაუპირისპირდა ევროთასების ნახევარფინალში ესპანურ კლუბს და შვიდჯერ გავიდა შემდეგ ეტაპზე. მთლიანად ფლეი–ოფის სტადიაზე კი მიუნხენელებმა ცხრაჯერ დაამარცხეს ესპანელები და რვაჯერ თავად დამარცხდნენ.

  • დიეგო სიმეონე და პეპ გვარდიოლა არაერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს საფეხბურთო მოედანზე, თანაც ორივე საყრდენი ნახევარმცველი იყო. არგენტინელს ლა ლიგაში ოთხი მოგება აქვს, კატალონიელს კი – ოთხი. დიეგო იცავდა „ატლეტიკოსა“ და „სევილიას“ ღირსებას, პეპი კი – „ბარსას“.

  • პეპ გვარდიოლა მთავარი მწვრთნელის რანგში ათჯერ დაუპირისპირდა მადრიდის „ატლეტიკოს“, რვაჯერ მოიგო მისმა „ბარსელონამ“ და ორჯერ დამარცხდა.

  • იან ობლაკმა მიმდინარე სეზონში 22–ჯერ შეინახა კარი მშრალად, რაც „ატლეტიკოს“ ისტორიაში საუკეთესო შედეგია. სლოვენიელმა ტიბო კურტუას რეკორდი მოხსნა, რომელმაც 2012/13 და 2013/14 წლების სეზონში ოცჯერ შეინახა კარი მშრალად.

  • მიუნხენის „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი – 28 გოლი აქვს გატანილი, „ატლეტიკოს“ კი „რეალთან“ ერთად ყველაზე ცოტა აქვს გაშვებული – ხუთი.

  • შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპიდან ყვითელი ბარათები განულდა, შესაბამისად მოთამაშე ფინალს ან საპასუხო ნახევარფინალს მხოლოდ პირდაპირი წითელი ბარათის მიღების შემთხვევაში გამოტოვებს.

 

დიეგო სიმეონე Vs პეპ გვარდიოლა

ორი აზრი არ არის, რომ ერთმანეთს ბოლო წლების ორი ერთ–ერთი საუკეთესო სპეციალისტი უპირისპირდება. ორივე ყოფილი ფეხბურთელი, ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი, ახალგაზრდა და ქარიზმატული მწვრთნელები გახდნენ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მათ რადიკალურად განსხვავებული საფეხბურთო იდეები აქვთ. დიეგო სიმეონე დაცვითი ტიპის სპეციალისტია, ხიბლავს "კვერცხებიანი მოთამაშეები" და აქვს მოთამაშეების მოტივირების საუკეთესო უნარი. "ატლეტიკოს" ლიდერი სწორედ არგენტინელი სპეციალსიტია, რომელიც ჩაცმის სტილითაც გამორჩეული და ინტელიგენტურია. ჩოლო სიმეონეს შავი ფესაცმლის, შარვლის, პერანგისა და პიჯაკის გარეშე ალბათ ბევრი ფეხბურთის გულშემატკივარი ვერც კი იცნობს. პეპ გვარდიოლა კი ლაღი ფეხბურთის მოყვარული მწვრთნელია, თავისი უზომო სიყვარულით ამ სპორტისადმი და არანორმალური ფანტაზიით. გვარდიოლას გენია უდავოდ დასაფასებელია, მაგრამ წარმატების ფორმულა არ არის მარტივი – შედეგი, რომელსაც აუცილებლად უნდა ახლდეს თან ლამაზი, პეპის ფეხბურთი, რაც ერთად ძალიან რთული მისაღწევია. მიუნხენის "ბაიერნში" გვარდიოლა წააწყდა ამ პრობლემას და ვნახოთ ბოლომდე თუ შეასრულებს თავის მისიას გერმანულ გრანდში. მისთვის პრიორიტეტი არის სანახაობა, რა რესურსიც არ უნდა ჰქონდეს, მუდამ დაიჭერს ბურთს და წავა წინ, რის გამოც რთულია არ სცე პატივი. პეპისთვის ფეხბურთი არის უბრალოდ თამაში, სანახაობა და სხვანაერად ვერც იფიქრებს დიდი იოჰან კრუიფის ღირსეული მოწაფე. ამ ორი არანორმალურად საინტერესო პერსონის გზები რამდენიმეჯერ გადაიყარა და მათი საფეხბურთო თუ სამწვრთნელო კარიერა საკმაოდ მრავალფეროვანია.

 

 

 

წინასამატჩო კომენტარები

იან ობლაკი: "მადრიდის "ატლეტიკოს" გასახდელში სუპერატმოსფეროა და სწორედ ეს არის ჩვენი წარმატების მთავარი საიდუმლო. ორივე მატჩი ძალიან თანაბარი იქნება. ტომას მიულერისა და რობერტ ლევანდოვსკის შეჩერება რთული იქნება, მაგრამ გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების.

 

ფელიპე ლუისი: "გვახარებს ხავი მარტინესისა და "ბაიერნის" მოთამაშეების საქებარი სიტყვები. ეს ქება "ატლეტიკომ" დაიმსახურა თავისი მოქმედებებით მინდორზე. 

 

"ატლეტიკო" – უხერხული მეტოქეა, მაგრამ ზუსტად იგივეს თქმა შეიძლება მიუნხენის "ბაიერნზეც". აქ არ არიან მარტივი მეტოქეები, ნებისმიერთან თამაში რთული იქნებოდა. თუმცა, შესაძლოა, ყველაზე რთული მოწინააღმდეგე შეგვხვდა, რადგან მას ძალიან დიდი რესურსი აქვს".

 

საულ ნიგესი: "არ ვაპირებთ, რომ 1974 წლის მარცხის გამო შური ვიძიოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, გვინდა ფინალში გასვლა.

 

ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ და ვიბრძოლოთ ყოველი ბურთისთვის მოედნის თითოეულ მონაკვეთზე. ეს მატჩი ისე უნდა აღვიქვათ, როგორც ფინალი და მხოლოდ ასე თუ გავუწევთ კონკურენციას "ბაიერნს".

 

ვიბრძოლებთ ჩემპიონთა ლიგისთვის და ლა ლიგისთვის. არ ვართ მსხვერპლი, მშვიდად ველით მომდევნო მატჩს და ნაბიჯ–ნაბიჯ მივიწევთ წინ".

 

ხავი მარტინესი: ""ატლეტიკო" იყო გუნდი, რომლის წინააღმდეგ თამაში ყველაზე ნაკლებად მინდოდა. მათი დამარცხება ძალიან რთულია და ჩემი აზრით, ყველაზე რთული პოტენციური მეტოქე იყო ნახევარფინალში.

 

ისინი სახიფათონი არიან კონტრშეტევებზე, რადგან ჰყავთ ტორესის, გრიზმანისა და კარასკოს ნაერი მოთამაშეები. აგრეთვე, ჰყავთ კარგი პასის მქონე მოთამაშეები გაბის, კოკეს და საულის სახით.

 

"ატლეტიკო" ძალიან აგრესიულია. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მხოლოდ აგრესიული ფეხბურთით ვერ მოხვდები. "ატლეტიკო" არის აგრესიის, კონცენტრაციის, კარგი თამაშისა და მენტალური სიძლიერის მიქსი, რაც გუნდს რეალურ ძალად ქმნის. ასი პროცენტით უნდა დავიხარჯოთ, რათა მათ ავუაროთ გვერდი".

 

ტიაგო ალკანტარა: "მადრიდის "ატლეტიკოს" თავისი საფეხბურთო იდეები აქვს, რომელიც ძალიან მალე მოიყვანეს სრულყოფილებაში. ახლა ისინი ესპანეთის ჩემპიონობისთვის და ჩემპიონთა ლიგისთვის იბრძვიან. სამკაოდ რთული მატჩები გველის, სადაც ლიმიტი ბოლომდე უნდა ამოვწუროთ.

 

ვიცით, რომ ძალიან რთული მატჩი გველის ვისენტე კალდერონზე. ატმოსფეროს თვალსაზრისით ეს სტადიონი ევროპაში ერთ–ერთი საუკეთესოა. იმისათვის, რომ საპასუხო თამაშისთვის კარგი შედეგი დავაფიქსიროთ, არ უნდა დავკარგოთ კონტროლი".

 

ხაბი ალონსო: "ვფიქრობ, რომ ძალიან დაბალანსებული მატჩი იქნება. "ატლეტიკო" ევროპული საფეხბურთო ელიტის ღირსეული წარმომადგენელია. ორი საკმაოდ ინტენსიური თამაში გველოდება. თუ 100%–თ არ ვიქნებით მზად, რთული იქნება შემდეგ ეტაპზე გასვლა.

 

დაცვა აშკარად მათი ერთი–ერთი ძლიერი მხარეა, მაგრამ ამით არ სრულდება. "ატლეტიკომ" იცის როგორ უნდა ითამაშოს ფეხბურთი და ძალიან, ძალიან სახიფათოა შეტევაში. ისინი ბურთს აგრესიული პრესინგის შედეგად იგდებენ ხელთ და ძალიან ზუსტად, სწრაფად გადადიან შეტევაზე. ჭკვიანურად უნდა ვიმოქმედოთ. ვიცით, სულ 180 წუთი გვაქვს, მაგრამ მადრიდში ფრეზე ნამდვილად არ ვითამაშებთ. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა.

 

ვისენტე კალდერონზე ყოველთვის რთულია, რადგან ატმოსფერო არანორმალურია. "ატლეტიკოს" ფანები ძალიან აქტიურები, მონდომებულნი არიან. ისინი უდიდესი გრძნობით ქომაგობენ თავის გუნდს".

 

რობერტ ლევანდოვსკი: ""ატლეტიკოს" საუკეთესო დაცვა ჰყავს ესპანეთის ლა ლიგაში. ჩემი აზრით, ეს არის გუნდი, რომელიც თამაშობს კონტრშეტევებზე. ფრთხილად უნდა ვიყოთ. მათ რამდენიმე მშვენიერი მოთამაშე ჰყავთ და ვფიქრობ, მიმზიდველი მატჩი იქნება. იმედი მაქვს, გამოვავლენთ ჩვენს ძლიერ მხარეებს მადრიდში და მიუნხენში კარგი შედეგით დავბრუნდებით.

 

ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება ასეთი დაცვის წინააღმდეგ თამაში. რთული იქნება, მაგრამ ჩვენ მიუნხენის "ბაიერნი" ვართ. იმედია, არ დავუშვებთ შეცდომებს და დავამტკიცებთ, რომ ძალიან გვინდა ფინალში თამაში. ველი ორ დიდებულ ასპარეზობას ჩვენი მხრიდან, რათა ამბიციები განვამტკიცოთ".

 

დიეგო სიმეონე: "ერთ რაღაცაზე უნდა ვიფიქროთ: მოგებაზე. რთულ მატჩს ველოდები იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც აქვს უდიდესი შეტევითი პოტენციალი და ამას მათი მწვრთნელი ყოველთვის სხვანაერად იყენებს. ვეცდებით, რომ თამაში ჩვენს ხელთ ჩავიგდოთ, როდესაც მოგვეცემა ამის საშუალება. ეს მნიშვნელოვანი მატჩი იქნება მთალიანად ორმატჩიანი დუელისთვის.

 

რა თქმა უნდა, ჩვენი მწვრთნელები და მოთამაშეები განსხვავდებიან "ბაიერნის" შემადგენლობისაგან ფილოსოფიური თვალსაზრისით. თუმცა, ომში არ იმარჯვეს ის, ვისაც მეტი ჯარისკაცი ჰყავს. გამარჯვებული ხდება ის, ვინც უკეთ იყენებს ჯარისკაცებს.

 

ფეხბურთში, ცხოვრების მსგავსად, არ არსებობს სიტყვა – რევანში, ეს უბრალოდ ახალი შესაძლებლობაა. მინდა, რომ ჩემმა გუნდმა მოიგოს და მეტი არაფერი".

 

პეპ გვარდიოლა: "ბედნიერები ვართ, რომ ნახევარფინალში ვართ, სადაც არ არსებობს სუტი მეტოქე და "ატლეტიკო" არ არის გამონაკლისი. შეგიძიათ შეადაროთ ეს გუნდი "რეალსა" და "ბარსელონას". როდესაც ხვდებიან დიდ გუნდებს, ფაქტიურად თავად ხდებიან ფავორიტები. სიმეონემ დიდებულ წარმატებას მიაღწია. ეს იქნება კარგი თამაში, დაძაბული და ამავდროულად სახალისო. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავიდეთ ფინალში.

 

ბოატენგი აქ არის და ვნახოთ როგორ ფორმაში იქნება. ის მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია, აქვს დიდი გამოცდილება და არის მენტალურად ძლიერი.

 

"ატლეტიკოს" ბევრი რამ შეუძლია და ეს მხოლოდ თავდაცვა არ არის. ისინი არანორმალურად კარგად არიან ორგანიზებულები, კოკე მკვდარ ბურთებზე იბრძვის, სტრუქტურულად არიან ძლიერები, კეტავენ ზონებს, მრავალფეროვან კონტრშეტევებს ანხორციელებენ. ბოლო სამი–ოთხი სეზონია "ატლეტიკო" ლიდერთა შორისაა ეროვნულ ჩემპიონატში და ევროპაშიც. 

 

ფეხბურთში ყოველთვის უნდა სცადო, რომ მოსაგებად საუკეთესო გამოსავალი ნახო. ვიცი, რომ ხალხი არ მიიჩნევს ჩემს მუშაობს წარმატებულად თუ ვერ მოვიგებ ჩემპიონთა ლიგას, მაგრამ ნამდვილად გამიმართლა, რომ გერმანიაში სამი წელი გავატარე და მივიღე დიდებული გამოცდილება. ვფიქრობ, ახლა უკეთესი მწვრთნელი, უკეთესი პიროვნება ვარ, უფრო მეტად დამშვიდებული".

 

 

 

პრომო

http://fci.ge/uploads/posts/2016-04/1461736887_untitled.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 8994
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 9  Oliver Kahn  
27 აპრილი 2016 20:30
ციტატა: thiaGOALcantara
აუ ატლეტიკომ რო ლიგა მოიგოს ერთი კვირა დეპრესიაში ვიქნები, მერე ცხოვრებაზე ხელს ავიღებ და ბერად შევდგები სადმე ;დ

ვაიმე :(((

ვნახოთ ერთი რას მოიფიქრებს პეპიტო მარა ისე რეალი-ბაიერნის ფინალი არასამართლიანი იქნება ბავშვები ვერ უყურებენ +18 უნდა იყოს იმიტო რო ტრუსიკებით ირბენენ გვარდიოლა და ზიდანი :D

-------------------------------------------------------------
ვისაც გინდათ სიახლეების წერა და მწერლის სტატუსი შემეხმიანეთ ფბ-ზე dato magradze
Bayern-Munich
Netherlands
კომენტარები: 3600
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 8  thiaGOALcantara  
27 აპრილი 2016 19:10
ციტატა: JobaCh
უკვე ძალიან დიდი ხანია გუნდი რომელიც ან ბარსელონას ან ბაიერნს ამარცხებს ლიგის გამარჯვებული ხდება , წინა წლებში რომელიც გინდა ნახე
ეხლა ბაიერნის დამმარცხებელი ხდება ჩემპიონი (13-14 რეალი , 14-15 ბარსელონა 15-16 ? ) ცოტა ადრე ბარსელონას ვინც ამარცხებდა ის ხდებოდა (10-11 ინტერი , 11-12 ჩელსი , 12-13 ბაიერნი )

ატლეტიკომ გამოაგდო უკვე ბარსა ;დ მაგ ლოგიკით უნდა მოგიოს ლიგა მარა არამგონია...
აუ ატლეტიკომ რო ლიგა მოიგოს ერთი კვირა დეპრესიაში ვიქნები, მერე ცხოვრებაზე ხელს ავიღებ და ბერად შევდგები სადმე ;დ

-------------------------------------------------------------
Mes Que Un Club !
Barcelona
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 7  Papuu  
27 აპრილი 2016 16:51
ციტატა: JobaCh

უკვე ძალიან დიდი ხანია გუნდი რომელიც ან ბარსელონას ან ბაიერნს ამარცხებს ლიგის გამარჯვებული ხდება , წინა წლებში რომელიც გინდა ნახე
ეხლა ბაიერნის დამმარცხებელი ხდება ჩემპიონი (13-14 რეალი , 14-15 ბარსელონა 15-16 ? ) ცოტა ადრე ბარსელონას ვინც ამარცხებდა ის ხდებოდა (10-11 ინტერი , 11-12 ჩელსი , 12-13 ბაიერნი )

good

არ ის ეგ ფაქტორიც.

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 2862
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 6  JobaCh  
27 აპრილი 2016 16:28
ციტატა: Papuu
მიდი ატლეტიკოოოოოოოოო

მიდი რა :D

იმედი მაქვს მიზანს მიაღწევს

იმიტორო ვინც ბარდელონას სულში ჩააფურთხა ყველა იმსახურებს ლიგას :D


უკვე ძალიან დიდი ხანია გუნდი რომელიც ან ბარსელონას ან ბაიერნს ამარცხებს ლიგის გამარჯვებული ხდება , წინა წლებში რომელიც გინდა ნახე
ეხლა ბაიერნის დამმარცხებელი ხდება ჩემპიონი (13-14 რეალი , 14-15 ბარსელონა 15-16 ? ) ცოტა ადრე ბარსელონას ვინც ამარცხებდა ის ხდებოდა (10-11 ინტერი , 11-12 ჩელსი , 12-13 ბაიერნი )

-------------------------------------------------------------
Arsenal & Celta vigo
Arsenal
France
კომენტარები: 15470
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 5  Neymar Da Silva 11  
27 აპრილი 2016 16:10
ძნელია გაიგო რომელი გუნდი მოიგებს, მხეცი იგრა იქნება

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=E_iUjOWuUc8
Olympique-Lyonnais
France
კომენტარები: 3600
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 4  thiaGOALcantara  
27 აპრილი 2016 15:52
დიდი ალბათობით ატლეტიკო თოხნაობა 2ს შემოგვთავაზებს love

-------------------------------------------------------------
Mes Que Un Club !
Barcelona
კომენტარები: 3428
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 3  SOAD  
27 აპრილი 2016 14:55
ბაიერნი იგებს
Barcelona
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 2  Papuu  
27 აპრილი 2016 11:57
მიდი ატლეტიკოოოოოოოოო

მიდი რა :D

იმედი მაქვს მიზანს მიაღწევს

იმიტორო ვინც ბარდელონას სულში ჩააფურთხა ყველა იმსახურებს ლიგას :D





























































პ.ს რეალის გარდა ahahaha

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 10477
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  Lionel_Messi_10  
27 აპრილი 2016 11:29
გუშინდელი ფრე დავსვი,ესეც ფრე მიწერია
Barcelona
Argentina

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi