Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ინგლისში!

3-05-2016
17 კომენტარი

ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სპორტია. მას ყველგან უყურებენ, ყველა კონტინენტზე, ყველა კუნძულზე, ნახევარკუნძულზე. რატომ უყვარს ხალხს ეს სპორტი ასე ძალიან? ამ კითხვას პასუხი დღეს კიდევ ერთხელ გაეცა. დავიწყოთ იქიდან , რომ ფეხბურთი დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კი ინგლისში გამოიგონეს. ინგლისი დღემდე ამ სპორტის სამშობლოდ ითვლება.ერთადერთი ქვეყანაა სადაც რანგით მესამე ჩემპიონატშიც კი სტადიონები თითქმის ყოველთვის ივსება. ინგლისი არის ადგილი, სადაც ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს, ბავშვები ჯერ კიდევ აკვნიდან სწავლობენ საკუთარი გუნდის სიყვარულს, ასევე მოსისხლე მტრების სიძულვილს. იქ ხომ ამ სპორტის სიყვარული სისხლში აქვთ გამჯდარი. შემდგომ ეს ბავშვები იზრდებიან და აგრძელებენ მათი წინამორბედების გზას. ამ ქვეყანაში ყოველწლიურად ხდება სენსაციები, აქ ბოლო ადგილოსანი ჩემპიონს უგებს და ეს არავის უკვირს, აქ ჩემპიონს ოთხეულიც კი არ აქვს გარანტირებული. ტარდება უამრავი დერბი, არსებობს უამრავი გუნდი რომლებიც ერთმანეთის მოსისხლე მტრებად ითვლებიან. ეს ყველაფერი ალამაზებს ჩვენ საყვარელ სპორტს.

დღეს განვითარებული მოვლენები საშუალებას არ მოგვცემს რომ არ შევეხოთ ინგლისური კლუბების დაუვიწყარ მომენტებს. ალბათ აჯობებს უახლოესი ისტორია გავიხსენოთ, ყველა თაობის ადამიანს რომ დააინტერესოს. 1999 წელს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ნამდვილი სასწაულია მოახდინა. მოიგო მატჩი, რომელშიც ფაქტობრივად სახიფათო მომენტიც კი არ შეუქმნია. მოგებაც არის და მოგებაც, მოიგო და მერე როგორ. მატჩის 90 წუთზე 1-0 აგებდა მიუხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ. მატჩის დამატებულ დროში კი საჯარიმოში 2 ჩაწოდებული ბურთით 2 გოლი გაიტანეს და თასს დაეუფლნენ. ასეთი რამ ნამდვილად იშვიათად ხდება. ინგლისურმა სულისკვეთებამ ბაიერნი დააარცხა! მანჩესტერის ქუჩები იმ ღამითვე გაივსო ალკოჰოლით გაჟღენთილი ინგლისელებით. მთელი ქალაქი ზეიმობდა. რაც შეეხება კამპ ნოუზე მოხვედრილ იუნაიტედის გულშემატკივარს, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ რომ იმ წამებს მათ ვერაფერი დაავიწყებს. რას გრძნობდნენ მეორე გოლის შემდეგ? ჩვენ ამას ვერ გეტყვით, თავად უნდა ჰკითხოთ...

 


სადაც ბარსელონას ფინალი გავიხსენეთ, იქ უბრალოდ არ შეიძლება 2005 წელს სტამბულში ჩატარებული ფინალი გამოვტოვოთ. ერთმანეთს "ლივერპული" და იტალიური "მილანი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრის პირველივე წუთზე ლეგენდალურმა პაულო მალდინიმ ანგარიში გახსნა. იმავე ტაიმში კრესპომ ორი ბურთი გაქვითა და ინგლისელები შოკში ჩააგდო. სწორედ ამ დროს იჩინა ინგლისურმა ხასიათმა თავი,-მაშინაც კი, როდესაც მათი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველივე ტაიმში გამანადგურებელი ანგარიშით აგებდა, ლივერპულის ფანები ლეგენდალურ ''You will never walk alone''-ს მღეროდნენ. მეორე ტაიმში, სტივი ჯის ბიჭებმა ისეთი რამ გააკეთეს, 2005 წლის 25 მაისი მთლიან იტალიას გლოვის დღედ გამოაცხადებინეს. მერსესაიდელთა ქამ-ბექი სულ რაღაც 6 წუთში. 54 წუთზე ზემოთხსენებულმა სტივენ ჯერარდმა გაქვითა ერთი ბურთი და უმალვე მოუწოდა გულშემატკივარს გააქტიურებისკენ. სიმართლე უნდა ითქვას, შესვენების შემდეგ ლივერპულის ფანებს აღარ უმღერიათ, მეორე ტაიმს დაძაბულები უყურებდნენ. სწორედ ამიტომ გააკეთა ეს ჯერარდმა. ეს იყო ინგლისური სისხლის ყივილი. 56 წუთზე სმისერმა შორეული დარტით სხვაობა ერთ ბურთამდე დაიყვანა.ზუსტად 4 წუთში კი ალონსომ თავისივე აცილებულ პენალტს დაამატა და ლივერპულის ისტორიაში ყველაზე დიდი ასოებით ჩაწერა საკუთარი სახელი... ის მატჩი მერსესაიდელებმა მოიგეს პენალტების სერიაში. ალბათ ისეთი რამ აღარასდროს მოხდება... ის იყო სასწაული რომელიც ინგლისური ხასიათის დამსახურებით მოხდა.მატჩის შემდეგ წითლების ლეგენდალურმა რვიანმა განაცხადა, შესვენების დროს რაფა ბენიტესის გარდა ყველა ჩუმად იყო და ჩვენი გულშემატკივრების ნამღერს ვუსმენდითო...

 


აუცილებლად უნდა გავიხსენოთ 2012 წლის ფინალიც. ''ალიანს არენაზე'' ერთმანეთს ლონდონის "ჩელსი" და მიუხენის "ბაიერნი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრის 83 წუთამდე აღსანიშნავი არაფერი მომხდარა. "რუხი მგლები" სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. 83 წუთზე ტომას მიულერმა თავური დარტყმით პეტერ ჩეხის კარის აღება მოახერხა. ბავარიელები საკუთარ სტადიონზე, საკუთარ ქალაქში ზეიმისთვის მოემზადნენ. მათთვის ეს ყველაზე ტკბილი ღამე უნდა ყოფილიყო მიუხენის "ბაიერნის" ისტორიაში. მაგრამ ინგლისურ კლუბთან არასდროს უნდა იზეიმო მსაჯის სასტვენამდე. ბრიტანალები არ დანებდნენ, დიდიე დროგბას თავური და 1-1... მიუხენი შოკშია.. იმ ღამეს ლონდონელებმა უამრავი ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღეს. მაგრამ არ დანებდნენ და გამარჯვება მოიპოვეს. მათაც პენალტების სერიაში, გადამწყვეტი დარტყმა ფინალების მეფედ წოდებულმა დროგბამ შეასრულა და მიუნხენის "ბავარიას" ზეიმი ჯოჯოხეთად უქცია. ჩელსი ჩემპიონი გახდა, ისტორიაში პირველად.უნდა აღინიშნოს პეტერ ჩეხის თამაში, რომელმაც 6 პენალტიდან , ყველა (!) კუთხე გამოიცნო და 3 მოიგერია, რომ აღარაფერი ვთქვათ მატჩის მსვლელობისას გაკეთებულ უამრავ სეივზე....

 


ამრიგად, ინგლისელებისთვის სასწაულის ჩადენა უცხო რომ არ არის ბევრჯერ დამტკიცდა. ეს მხოლოდ სამი მაგალითი იყო, 3 გამორჩეული მაგალითი, თუმცა კიდე უამრავის გახსენება შეიძლება... "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში თამაშისას ფუფუნება ინგლისელებს აღარ აქვთ, რადგან ევროასპარესზე გამოსვლა მათთვის პრობლემად იქცა, თუმცა ესეც დროებითია, ისინი მალე მოვლენ გონს და დაბრუნებიან ევროსარბიელზე. ამ დროის განმავლობასი, არ იფიქროთ რომ ინგლისში ფეხბურთი კვდება.-პირიქით, სასწაულები და სენსაციები უფრო და უფრო ხშირად ხდება. რათქმაუნდა არა ევროტურნირზე, ამჯერად შიდა ჩემპიონატში.

დღეს ისტორიული ფაქტის მომსწრე გავხდი. ეს ისტორია 1 მატჩში არ დაწერილია, ეს ისტორია იწერებოდა 2015 წლის აგვისტოდან დღემდე. ლესტერ სიტი ინგლისის პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა. დიახ, ეს სიმართლეა. ყველას დრო გვჭირდება ამის გასაანალიზებლად, მაგრამ ფაქტი სახეზეა. გუნდი, რომლის შემადგენლობის ღირებულებაც სულ რაღაც 24 მილიონს შეადგენს, გახდა ინგლისის ჩემპიონი. გუნდი, რომელმაც წინა სეზონში ჩემპიონატში დარჩენა აღნიშნა, (ბოლო 9 თამაშიდან 7 მოიგო), დღეს პირველ ადგილს იკავებს და მისი დამწევი არავინ არის! საერთოდ არავინ...რა შეიძლება ამას ეწოდოს? განმეორდება ასეთი რამ ოდესმე? პრემიერ ლიგაში რომ წლებია უკვე სრული საგიჟეთია, ახალი არავისთვის არის, მაგრამ 17 ადგილოსანი გუნდის გაჩემპიონება? ძმების გრიმების ზღაპარი უფრო მარტივი დასაჯერებელია, თუმცა მაგ ზღაპრის დაჯერებას აჯობებს რეალობას თვალი გავუსწოროთ. არასრულ 36 ტურში 'მელიებმა' ოქროს მედალი მოიპოვეს.

ამ ყველაფრის თავი და თავი კი კლაუდიო რანიერი გახლავთ. ის 2015 წლის ზაფხულში მოვიდა და ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კლაუიდომ ხო ფარერების კუნძულებთან წააგო როცა საბერძნეთს წვრთნიდა...როგორ შეიძლებოდა ასე გარისკვა? პრესა კითხვებს არ წყვეტდა... თუმცა რანიერიმ თავისი საქმე ისე შეასრულა, სეზონის დასაწყისში რომ ვერავინ წარმოიდგენდა. იტალიელი სპეციალისტი მოსვლის დღიდანვე გაიძახოდა, 40 ქულა და წვეულებას მოვაწყობო. მისი თავმდაბლური კომენტარები კი ყოველთვის გამოსარჩევი იყო პრეს-კონფერენციების დროს, აი ასე უნდა იქცეოდეს ნამდვილი პროფესიონალი.40 ქულა, ეს იყო და ეს... .

 

მოვლენები კი სულ სხვანაირად წარიმართა. "მელიებმა" არანორმალური ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს, მთელი სეზონის განმავლობაში თავგანწირვით იბრძოლეს, თავდაუზოგავად იშრომეს და შედეგიც დადეს. ნახევარ მილიონად ნაყიდი რიად მაჰრეზი წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა...

 


ჯეიმის ვარდის კი უკვე 22 გოლი დაუგროვდა. ვარდი სულ რაღაც 5 წლის წინ სამოყვარულო ლიგაში თამაშობდა ინგლისის ერთ-ერთ კლუბში. მისთვის ფეხბურთი მხოლოდ ''ფართ-თაიმ'' სამუშაო იყო. დღეს მსოფლიოში ყველაზე განხილვადი ფეხბურთელია მაჰრეზთან ერთად.

 


საერთოდ კი, ამ გუნდის თითოეულმა ფეხბურთელმა თავდაუზოგავად იშრომა, გამოვარჩიე ვარდი და მაჰრეზი ,რადგან ისინი გუნდის უპირობო ლიდერებად ითვლებიან. ეს არ ნიშნავს რომ უნდა დავივიწყოთ წლის საუკეთესო ნახევარმცველი ნ'გოლო კანტე, რომელიც 2 წლის წინ საფრანგეთის ლიგა 2-ში გამოდიოდა. ის ნახევარდაცვის ლიდერად მოგვევლინა, ფუტკარივით შრომობდა თითოეულ მატჩში და არქივში ყველაზე მეტი ართმევაც ჩაიწერა. საერთოდ, მისი თამაშს მხოლოდ სტატისტიკის გამო არავინ აქვს, მან ყველა საჭირო თვისება გამოამჟღავნა რაც ნამდვილ ჩემპიონს ჭირდება. სხვა დანარჩენის გამორჩევა კი უბრალოდ შეუძლებელია.

 

სხვათაშორის, 36 ტურში ლესტერი "მანჩესტერს" ესტუმრა "ოლდ ტრაფორდზე" და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონი ხდებოდა. სწორედ ამიტომ, "იუნაიტედის" ყოფილმა კიპერმა, პიტერ შმეიხელმა განაცხადა, რომ მანჩესტერი ძალიან მიყვარს და ყოველთვის ვგულშემატკივრობ, მაგრამ დღეს ჩემი შვილისკენ უნდა დავრჩეო. ის მატჩი 1-1 დასრულდა, მარსიალმა და მორგანმა გოლები გაცვალეს. ამან მხოლოდ 1 დღით გადადო ლესტერის ჩემპიონობა. დღეს "სტემფორდ ბრიჯზე" "არისტოკრატებმა" "ტოტენჰემს" უმასპინძლეს. "ჩელსისთვის" ერთი დიდი მნიშვნელობა ნამდვილად არ ჰქონია ამ მატჩს. ცხრილში ისინი ბევრს ვერაფერს შეცვლიდნენ, მაშინ როდესაც "დეზებს' აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდათ რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაეგრძელებინათ. თუმცა როგორც გითხარით ეს ინგლისია. არასოდეს, არასოდეს მოხდება რომ მსგავს სიტუაციაში ერთი ქალაქის გუნდი თანაქალაქელ გუნდს დაეხმაროს. "არისტოკრატებმა" არაფერი დაუთმეს თავიანთ მოსისხლე მტერს. "ტოტენჰემი" 2-0-ს პირველ ტაიმში იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში კეჰილისა და აზარის შესანიშნავი გოლების წყალობით ლურჯებმა მელიები გააჩემპიონეს. ინგლისური ხასიათი კი აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა. მეორე გაშვებული გოლის შემდეგ, "ტოტენჰემი" მდგომარეობიდან გამოვიდა და სპორტი "შეცვალა." არც "ჩელსიმ" დათმო რამე, მოკლედ ერთმანეთს კარგად "დაცხეს." საბოლოოდ, ყველასთვის გასაკვირად, მოედანი ვადაზე ადრე არავის დაუტოვებია, თუმცა მსაჯმა ტოტენჰემის 9 ფეხბურთელი გააფრთხილა. ისე კი უნდა ითქვას, რომ "დეზებს" შესანიშნავი სეზონი აქვს წელს, მიუხედავად დღევანდელი წარუმატებლობისა, ისინი მეორე ადგილს დაიკავებენ და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე შეუერთდებიან.

"ძმები გრიმების" (მაჰრეზი და ვარდი) ზღაპარი ინგლისურ "საგიჟეთში" კარგად დასრულდა. მთელი დღის განმავლობაში ლესტერის ქუჩები სავსე იყო. ხალხი ზეიმობდა, აქებდნენ და უმღეროდნენ საკუთარ გუნდს. მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს.. "დილი დილი დონ" ! ლესტერი ჩემპიონია, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ და მათ პირველ კალათაში განამწესებენ. რა იქნება ამის შემდეგ? ამაზე ფიქრისთვის ლესტერში არავის სცალია, მათ უნდა იზეიმონ. დიახ, უნდა დატკბენ იმით რაც დღეს მოხდა. ამის სრული უფლება აქვთ.

ეს არის ინგლისი, ქვეყანა სადაც ფეხბურთით ცხოვრობენ, ქვეყანა სადაც არასდროს ნებდებიან. ეს არის ქვეყანა, სადაც ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, სადაც ფავორიტი არ არსებობს და სადაც ბრძოლა სასტვენამდე მიმდინარეობს, როგორი ანგარიშიც არ უნდა იყოს. (ხშირად სასტვენის მერეც...)

"ლესტერ სიტის" ზღაპარი არასდროს დაგავავიწყდება. ასეთი რამ არასდროს მომხდარა და ალბათ უახლოეს ასწლეულშიც არ მოხდება.ამას მოვუყვებით შვილებს, შვილიშვილებს და გადავცემთ მომავალ თაობას. ჩვენ, ფეხბურთის ფანები უბრალოდ ბედნიერები უნდა ვიყოთ რომ ამას მოვესწარით. მადლობა კლაუდიო რანიერის, მადლობა ლესტერის მთლიან შემადგენლობას ასეთი დაუვიწყარი სეზონისთვის. მივესალმოთ ინგლისის პრემიერ ლიგის ახალ ჩემპიონებს- ლ ე ს ტ ე რ ს ი ტ ი ს!

 

http://fci.ge/uploads/posts/2016-05/1462265997_leicester-captain-wes-morgan.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 740
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 17  Playmaker  
3 მაი 2016 23:07
ციტატა: Geo-Aristograt
კარგია ავტორ სული და გული ჩაგიდევს სტატიაში.ისე სადაც ჩემპიონთა ლიგის ისტორია ახსენე იქ იუნაიტედი-ჩელსის დაპირისპირებაზეც უნდა გაგემახვილებია ყურადღება მარა არაუშავს.
good

მართლაც ლონდონის (ტოტენჰემის მხარეს)გარდა მთელი ინგლისი გულშემატკივრობდა ლესტერს და ეგაა ყველაზე დიდი მოვლენა მე თუ მკითხათ.
ფაქტი ისაა რო ყველანაირ მონდომებასა და მიზანდასახულობასთან ერთად ლესტერს იღბალმაც არ უმტყუნა და ზოგ თამაში ნამდვილად გაუმართლა.

რავი წარმატებები ჩემპიონთა ლიგაზე ვნახოთ ნოტინგემის ისტორიას კიდევ ერთხელ თუ დაწერს ლესტერი.

ინგლისურ სულისკვეთებას გავუსვი ხაზი და მაგ ფინალში ორივე ინგლისური იყო :დდ


Mადლობა ყველას

-------------------------------------------------------------
Leicester City Champion <3 <3 <3 !!!

ბარსას ფანების ლოგიკა
ხავი>ბალაკი
ბუსკვერცხი>შვაინშტაიგერი

:D :D :D :D
Leicester-City
კომენტარები: 146
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 16  Geo-Aristograt  
3 მაი 2016 20:31
კარგია ავტორ სული და გული ჩაგიდევს სტატიაში.ისე სადაც ჩემპიონთა ლიგის ისტორია ახსენე იქ იუნაიტედი-ჩელსის დაპირისპირებაზეც უნდა გაგემახვილებია ყურადღება მარა არაუშავს.
good

მართლაც ლონდონის (ტოტენჰემის მხარეს)გარდა მთელი ინგლისი გულშემატკივრობდა ლესტერს და ეგაა ყველაზე დიდი მოვლენა მე თუ მკითხათ.
ფაქტი ისაა რო ყველანაირ მონდომებასა და მიზანდასახულობასთან ერთად ლესტერს იღბალმაც არ უმტყუნა და ზოგ თამაში ნამდვილად გაუმართლა.

რავი წარმატებები ჩემპიონთა ლიგაზე ვნახოთ ნოტინგემის ისტორიას კიდევ ერთხელ თუ დაწერს ლესტერი.
Chelsea
Georgia
კომენტარები: 1005
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 15  giuntera44  
3 მაი 2016 19:35
ძალიან კარგი სტატიაა, პრემიერ ლიგა მსოფლიოში პირველია და აღარ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი.
Arsenal
France
კომენტარები: 2470
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 14  mesidona  
3 მაი 2016 19:09
ციტატა: Papuu
ციტატა: JobaCh

მახსოვს მახსოვს :დ


0 ტო მილანში გადავიდა :/ არადა 1-2 წელი ნორმალურად ითამაშებს კიდე მაგრად მევასება ეგეტი ფეხბურთელები კუთხიდან რო შედიან და ცხრიანში რო ჭრიან ბურთს


ისკოა ეგეთი ნოლიტო , აზარი იყო და ჩავარდნა აქვს , კორნოპლიანკაც ეგეთია ზუსტად , აი ეგეთ ფეხბურთელებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ხიფათის შექმნა , უამრავი ეგეთი გოლი აქვთ ამ ფეხბურთელებს გატანილი


მე მომწონდა ანრის შესრულება

აუ უუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ

რა ძლიერი იყო რო მახსენდა ტანში ჟრუანტელი მივლის

იმენა ანრი > რაული

ანრი> შევჩენკო

ანრიმ რატო ვერ მოიგო ოქროს ბურთი რა საწმუხაროა

ეს ახლანდელი გადასახედიდან თორე მე მაგალითად მაშინ არ დამწყვეტია გული 2003 რო ვერ მოიგო ან გინდა 2006 ან საერთოდ რო ვერ მოიგო

ძაან ძლიერი იყო

არც შევჩენკოს და არც რაულს ეგრე თავიანთი გუნდი არ უთრევიათ

ციტატა: BaRCeLoNiSiMOo
საოცარია ვიდრე ფორესტის მოგებული პრემიერ ლიგა

ტიპიური ბარსას ფანის კომენტარი :DDDDDDDDDDDDDDDDD

აი იმენა ტიპიურიიიიიიიი :D:D:D:D:D

ანუ გავარტყიო პელეს და ოდნავ მარადონასაცო მარა მაინცო მარადონაო რაოო

მესი ამ ორზე მაღლა დგასო

ასე გამოუვიდა

და მასე ფიქრობს :D

რაებს წერ ბიჭო ცუდად ვარ კითხვა არ იციDDDDDDDDDDDDDDDDD


ფცი ჯი კი არა პაპუს მარგალიტების საიტიაDDDDDDDDDDDDDD

-------------------------------------------------------------
papu
ბუფონი ვერასდროს იქნება მსოფლიოს N1
კასილასი
კანი
ვან დერ სარი
ჩეხი
ნოიერი
ამათ ვერცერთს ვერ ჯობს
კსტაწი
დიდაც
Barcelona
Georgia
კომენტარები: 19658
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 13  Xavi Hernandez  
3 მაი 2016 18:00
ლესტერის სტიკერი დაამატეთ რა;დდ

-------------------------------------------------------------
"When they signed Guardiola, I said, madre mía, we're going to be flying", - Xavier Hernandez
Barcelona
Spain
კომენტარები: 30052
ჯგუფი: Fci Administrator
სტატუსი: offline
№ 12  David Villa  
3 მაი 2016 17:54
დამსახურებულად !
იმედია დიდ გუნდს ააშენებენ!

-------------------------------------------------------------
“I like repressed characters. That gives me a lot of freedom to make a lot of different choices through subtleties.” - Jeremy Renner

“No Matter Where Are You I Will Always Support And Love You David ♥♥“

Jeremy Renner ♥
Barcelona
United-States
კომენტარები: 873
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 11  koka aronia  
3 მაი 2016 17:35
ციტატა: Papuu
ციტატა: JobaCh
2009 წელი ბარსელონა ჩელსისთან ,

ღადაობ

იმენა მაგ წელმა და ინიესტას გოლმა მოიტანა მესის და ბარსელონას ამხელა წარმატება

ინიესტას მაგ გოლი რო არ გაეტანა მანდ ჩემ პეხებს იქნებოდა ახლა ბარსა

აუუუუუუუუ ინესტას გოლი რომ არა ხავის ის პასი რომ არა მესისი ის ტაური რომ არა ვალდესისი ის სეიფი რომ არა ჯრისტიანოს გოლი რომ გატენა და ეგეტები არ გინდათ გტცოვტ ან რა გინდატ ამ ბარასგან ან ფანებისგან ან რატო მოიხსენიებტ ისეტ გუნდს იდიოტების გუნდად რომელმაც 10 წელში 4 ლიგა მოიგო სად იყო თქვენი ბაიერი ან რეალ ან ჩელსი ან კიდე მანჩესტერი და დიდი ფერგიუსონი როგორც თვენ ამბობთ რატომ წააგეს ბარსასთან? იმიტომ ხომ არა რომ ბარსა ყველა ამათ აღებულს ჯობდა კარგით რა ტქვენ მხოლოდ წაგებულ მატცებსა და მსაჯის სეცდომებს ხედავ და ამის მერე ბევრ სხვას ასწავლიტ ჭკუას და საფეღბურთო ლექციას უკითხავთ კაით რა

-------------------------------------------------------------
4-3-3 = 3-4-3
Barcelona
კომენტარები: 63
ჯგუფი: Football Fan
სტატუსი: offline
№ 10  Control_  
3 მაი 2016 17:29
ლესტერრს ბრავო ! ძალიან ბევრ გუნდს მისცეს მაგალითი და ნებისმიერ გუნდს აქვს ნებისმიერ ჩემპიონატში გამარჯვების შანსი ეს ლესტერმა დაგვანახა :) ბრავო ლესტერს.
Arsenal
England
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 9  Papuu  
3 მაი 2016 16:09
ციტატა: JobaCh
2009 წელი ბარსელონა ჩელსისთან ,

ღადაობ

იმენა მაგ წელმა და ინიესტას გოლმა მოიტანა მესის და ბარსელონას ამხელა წარმატება

ინიესტას მაგ გოლი რო არ გაეტანა მანდ ჩემ პეხებს იქნებოდა ახლა ბარსა

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 2862
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 8  JobaCh  
3 მაი 2016 15:48
ციტატა: Papuu
მე მომწონდა ანრის შესრულება

აუ უუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ

რა ძლიერი იყო რო მახსენდა ტანში ჟრუანტელი მივლის

იმენა ანრი > რაული

ანრი> შევჩენკო

ანრიმ რატო ვერ მოიგო ოქროს ბურთი რა საწმუხაროა

ეს ახლანდელი გადასახედიდან თორე მე მაგალითად მაშინ არ დამწყვეტია გული 2003 რო ვერ მოიგო ან გინდა 2006 ან საერთოდ რო ვერ მოიგო

ჰაიბერი + ანრი საოცრება იყო მარცხენა ფლანგიდან შესვლა და შორეულ მარჯვენა უთხეში დარტყმა , ბარსელონა კი ბატონო მოიგო 2006 წლის ჩ. ლიგა მარა ვალდესის კლასის რა ვთქვი ტიპმა კარიერის საუკეთესო თამაში ჩაატარა , პენალტი მაინც დაედოთ და ლემანი არ გაეგდოთ , ფინალამდე არსენალს 1 გოლი არ ქონდა გაშვებული

იღბლიანი ვალდესი :დ

იღბალს რაც შეეხება ჩამოვთვლი უახლეს ისტორიაში დასამახსოვრებელ იღბლებს , 2004 წელი საბერძნეთი , 2006 წელი ბარსელონა , 2009 წელი ბარსელონა ჩელსისთან , 2011 ინტერი -ბარსელონა , 2012 ჩელსი მთლიანი ჩ.ლიგა , 2016 ლესტერი

-------------------------------------------------------------
Arsenal & Celta vigo
Arsenal
France
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 7  Papuu  
3 მაი 2016 15:39
ციტატა: JobaCh

მახსოვს მახსოვს :დ


0 ტო მილანში გადავიდა :/ არადა 1-2 წელი ნორმალურად ითამაშებს კიდე მაგრად მევასება ეგეტი ფეხბურთელები კუთხიდან რო შედიან და ცხრიანში რო ჭრიან ბურთს


ისკოა ეგეთი ნოლიტო , აზარი იყო და ჩავარდნა აქვს , კორნოპლიანკაც ეგეთია ზუსტად , აი ეგეთ ფეხბურთელებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ხიფათის შექმნა , უამრავი ეგეთი გოლი აქვთ ამ ფეხბურთელებს გატანილი


მე მომწონდა ანრის შესრულება

აუ უუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ

რა ძლიერი იყო რო მახსენდა ტანში ჟრუანტელი მივლის

იმენა ანრი > რაული

ანრი> შევჩენკო

ანრიმ რატო ვერ მოიგო ოქროს ბურთი რა საწმუხაროა

ეს ახლანდელი გადასახედიდან თორე მე მაგალითად მაშინ არ დამწყვეტია გული 2003 რო ვერ მოიგო ან გინდა 2006 ან საერთოდ რო ვერ მოიგო

ძაან ძლიერი იყო

არც შევჩენკოს და არც რაულს ეგრე თავიანთი გუნდი არ უთრევიათ

ციტატა: BaRCeLoNiSiMOo
საოცარია ვიდრე ფორესტის მოგებული პრემიერ ლიგა

ტიპიური ბარსას ფანის კომენტარი :DDDDDDDDDDDDDDDDD

აი იმენა ტიპიურიიიიიიიი :D:D:D:D:D

ანუ გავარტყიო პელეს და ოდნავ მარადონასაცო მარა მაინცო მარადონაო რაოო

მესი ამ ორზე მაღლა დგასო

ასე გამოუვიდა

და მასე ფიქრობს :D

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 2862
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 6  JobaCh  
3 მაი 2016 15:21
ციტატა: Papuu
გახსოვს მაგ თამაშზე რო ვიყავით?



გორდონ ბენქსთან ერთად მერე ლუდვს ვსვავდით :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

ჯობაჩი მაგარი კაცია :D

ჯობავა აჩი ანუ ? :DDDDDDDDDDDDDDDD

0 ტო რომელიღაც გუნდში გადადისო აღარ მახსოვს იყო სტატია
:D:D:D:D:D:D:D:D:D

სელტა ვიგო გევასება ხო ? :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

მახსოვს მახსოვს :დ


0 ტო მილანში გადავიდა :/ არადა 1-2 წელი ნორმალურად ითამაშებს კიდე მაგრად მევასება ეგეტი ფეხბურთელები კუთხიდან რო შედიან და ცხრიანში რო ჭრიან ბურთს


ისკოა ეგეთი ნოლიტო , აზარი იყო და ჩავარდნა აქვს , კორნოპლიანკაც ეგეთია ზუსტად , აი ეგეთ ფეხბურთელებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ხიფათის შექმნა , უამრავი ეგეთი გოლი აქვთ ამ ფეხბურთელებს გატანილი

აი ასეთ გოლებზე ვსაუბრობ
[url=https://www.youtube.com/watch?v=GB0wDwgI39c]2[/url]
[url=https://www.youtube.com/watch?v=pQlEHj1Bo74]3[/url]

ციტატა: BaRCeLoNiSiMOo

ხო მაგრამ მაშინდელ ფეხბურთს და დღევანდელ ფეხბურთს შორის დიდი განსხვავებაა. მაინც ჩემთვის ლესტერის მოგებული პრემიერ ლიგა იფრო საოცარია ვიდრე ფორესტის მოგებული პრემიერ ლიგა. მარა ფორსტის 2 ლიგა მართლა შტამბეჭდავია მარა მაშინ ლიგაც სხვა იყო. დღეს ლესტერი ვერანაირად ვერ მოიგებს ლიგას მინიმუმ 3 4 წელი უნდა ისიც თუ არავინ არ გაყიდეს და დაიმატეს პირიქით ფეხბურთელები.

რატო იღბალი დიდ როლს თამაშობს ფეხბურთში ბარსელონას გულშემატკივარმა უნდა იცოდე ეგ , უახლესი ისტორიიდან ჯერ 2004 საბერძნეთი გაიხსენე და მერე 2012 წლის ჩელსი , ყველაფერი მაგათკენ იყო მაგ წლებში , ისევე როგორც წელს ლესტერისკენ იყო , გუნდს ტრამვირებული არავინ ყოლია რამხელა რამეა ეს ალბათ ხვდები , დისკვალიფიკაცია კიდე ბოლო თამაშებში მიიღეს

-------------------------------------------------------------
Arsenal & Celta vigo
Arsenal
France
კომენტარები: 1218
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 5  BaRCeLoNiSiMOo  
3 მაი 2016 15:12
ციტატა: JobaCh
ლესტერისკენ ვიყავი ად ძალიან გამიხარდა ამათი ჩემპიონობა , არსენალმა 2 ჯერ რო მოუგო მაგაზე ვნერვიულობდი რატო წაართვეს მეთქი ქულები :დ


მარა შეუძლებელი შეძლესო და არარეალურიო რომელიც აქამდე არავის უქნიაო ეგ არასწორია , ნოტინგემ ფორესტმა რაც გააკეთა ისეთ რაღაცას ალბათ ვერცერთი გუნდი ვეღარ შეძლებს

ჩემპიონშიპიდან ახალმა გადმოსულმა გუნდმა ჯერ ინგლისის პირველი ლიგა მოიგო (ახლანდელი პრემიერ ლიგა) შემდეგ ზედიზედ 2 ჯერ ჩემპიონტა ლიგა ზედიზედ თან


ბრავო ლესტერს მართლა ძალიან მიხარია


იმედი მაქვს საბერძნეთი 2004 შემოგვთავაზებენ ლიგაზე :დ

ხო მაგრამ მაშინდელ ფეხბურთს და დღევანდელ ფეხბურთს შორის დიდი განსხვავებაა. მაინც ჩემთვის ლესტერის მოგებული პრემიერ ლიგა იფრო საოცარია ვიდრე ფორესტის მოგებული პრემიერ ლიგა. მარა ფორსტის 2 ლიგა მართლა შტამბეჭდავია მარა მაშინ ლიგაც სხვა იყო. დღეს ლესტერი ვერანაირად ვერ მოიგებს ლიგას მინიმუმ 3 4 წელი უნდა ისიც თუ არავინ არ გაყიდეს და დაიმატეს პირიქით ფეხბურთელები.

-------------------------------------------------------------
He is the reason that made the football interesting and popular. He is the chosen one. He is the reason that whole wolrd loves football. He is a magician and a gift from God for this sport. RONALDINHO
Barcelona
Georgia
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 4  Papuu  
3 მაი 2016 15:08
სგ ავტორ good

ციტატა: JobaCh


მარა შეუძლებელი შეძლესო და არარეალურიო რომელიც აქამდე არავის უქნიაო ეგ არასწორი

good

ციტატა: JobaCh
ნოტინგემ ფორესტმა რაც გააკეთა ისეთ რაღაცას ალბათ ვერცერთი გუნდი ვეღარ შეძლებს

გახსოვს მაგ თამაშზე რო ვიყავით?

ahahaha

გორდონ ბენქსთან ერთად მერე ლუდვს ვსვავდით :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

ჯობაჩი მაგარი კაცია :D

ჯობავა აჩი ანუ ? :DDDDDDDDDDDDDDDD

0 ტო რომელიღაც გუნდში გადადისო აღარ მახსოვს იყო სტატია
:D:D:D:D:D:D:D:D:D

სელტა ვიგო გევასება ხო ? :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

ციტატა: JobaCh


იმედი მაქვს საბერძნეთი 2004 შემოგვთავაზებენ ლიგაზე :დ

ძაან დიდი იმედი არ მაქ

მარა მინდა რო მასე იყოს

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 2862
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 3  JobaCh  
3 მაი 2016 15:05
ლესტერისკენ ვიყავი ად ძალიან გამიხარდა ამათი ჩემპიონობა , არსენალმა 2 ჯერ რო მოუგო მაგაზე ვნერვიულობდი რატო წაართვეს მეთქი ქულები :დ


მარა შეუძლებელი შეძლესო და არარეალურიო რომელიც აქამდე არავის უქნიაო ეგ არასწორია , ნოტინგემ ფორესტმა რაც გააკეთა ისეთ რაღაცას ალბათ ვერცერთი გუნდი ვეღარ შეძლებს

ჩემპიონშიპიდან ახალმა გადმოსულმა გუნდმა ჯერ ინგლისის პირველი ლიგა მოიგო (ახლანდელი პრემიერ ლიგა) შემდეგ ზედიზედ 2 ჯერ ჩემპიონტა ლიგა ზედიზედ თან


ბრავო ლესტერს მართლა ძალიან მიხარია


იმედი მაქვს საბერძნეთი 2004 შემოგვთავაზებენ ლიგაზე :დ

-------------------------------------------------------------
Arsenal & Celta vigo
Arsenal
France
კომენტარები: 766
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 2  Scholes  
3 მაი 2016 14:19
LIKE ავტორ
Manchester-United
Norway
კომენტარები: 873
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  koka aronia  
3 მაი 2016 14:19
ლესტერ ჩემპიონ magadia

-------------------------------------------------------------
4-3-3 = 3-4-3
Barcelona

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi