Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

პრევიუ: რეალი Vs ატლეტიკო

28-05-2016
26 კომენტარი

ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა დადგა დღე, რომელსაც სრულიად მთელი საფეხბურთო სამყარო მოუთმენლად ელოდებოდა. დღეს გაიმართება 2015/16 სეზონის ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სადაც მადრიდული დერბი შედგება. ეს ორივე გუნდისთვის ერთადერთი შანსია, რათა სეზონი უტიტულოდ არ დაასრულონ. ეს არის მატჩი, სადაც დაძაბულობა პიკს აღწევს, სადაც თითოეული წამი ბრძოლისთვისაა განკუთვნილი, სადაც ფეხურთელები ცდილობენ, რომ სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარონ და მოიპოვონ ყველაზე პრესტიჟული ჯილდო.

რეალი Vs ატლეტიკო

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგა, ფინალი
თარიღი: 22:45 საათი, 28 მაისი
სტადიონი: სან სირო, მილანი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
პირდაპირი ტრანსლაცია: საზოგადოებრივი მაუწყებელი

საინტერესო ფაქტები:
"რეალი" და "ატლეტიკო" უკვე მეორედ შეხვდებიან ჩემპიონთა ლიგის ფინალში უკანასკნელი სამი სეზონის განმავლობაში.
2014 წლის ფინალში, "რეალმა" სასწაული ქამბექი შემოგვთავაზა და დამატებით დროში 4-1 სძლია "როხი ბლანკოს".
მადრიდული დერბი წინა სეზონშიც შედგა ჩემპიონთა ლიგის მასშტაბით, სადაც 1/4 ფინალში რეალმა მინიმალური ანგარიშით, 1-0 იმარჯვა ორი მატჩის ჯამში.
დიეგო სიმეონე: "მხოლოდ მოგება იქნება ჩემთვის მისაღები".
ზინედინ ზიდანი: "ჩემი ბიჭები ყველაფერს დადებენ მოედანზე".

სავარაუდო შემადგენლობები:
რეალი: ნავასი - კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო - კაზემეირო, კროოსი, მოდრიჩი - რონალდუ, ბეილი, ბენზემა.

ატლეტიკო: ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, სავიჩი, ფელიპე ლუისი - კოკე, გაბი, აუგუსტო ფერნანდესი, საული - გრიზმანი, ტორესი.

ზინედინ ზიდანი, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი:
"რონალდუ მცირე ტკივილს გრძნობდა კუნთის არეში, მაგრამ ახლა ის კარგადაა. ის 100%-ით იქნება ფინალში.

"ეს იქნება ძალიან რთული თამაში, ექსტრემალურად რთული, მაგრამ ჩვენ ვიცით ეს და ამისთვის საკმარისად მზად ვართ. ჩვენ ორი კვირა გვქონდა მოსამზადებლად და ახლა ფეხბურთელებს ბურთის გაგორება სწყურიათ."

"მე უკვე ვიყავი გუნდთან ერთად ფინალში, ორი წლის წინ, ლისაბონში. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ ფინალში ყოფნით. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, ჩვენ მზად ვართ სათამაშოდ! ამ ყველაფრისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მე ბედნიერი ვარ, რომ შრომამ ნაყოფი გამოიღო. ჩვენ ბევრი დაბრკოლება და სიძნელე გამოვიარეთ, მაგრამ ფინალამდე მიღწევა სიძნელეების გარეშე შეუძლებელია. ეს სავსებით ნორმალურია, რომ ფინალს თან ახლავს დაბრკოლებები. თუ შენ აპირებ გამარჯვებას, უნდა დაძლიო ისინი."

"წაგება არ იქნება იმედგაცრუება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელები არ გააკეთებენ საკუთარ მაქსიმუმს. ფინალში არავინ არ იცის რა მოხდება, მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან კარგად ვართ მომზადებული. 2014 წლის შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელმა დაგვტოვა, მაგრამ კლუბის იდეა არ შეცვლილა. ეს დიდებული ზღაპარია: ერთიანობა, ძალისხმევა, კომპანიონობა და როდესაც მოედანზე გასვლის დრო დადგება, მაღალი ხარისხის ფეხბურთი, თავდადება და ბრძოლა უკანასკნელ წამამდე."

დიეგო სიმეონე, მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი:
"თამაში საწყის წუთებში იქნება ძალიან ინტენსიური, ტემპერამენტიანი და დაძაბული. ჩემი ბიჭები ნახევარდაცვის ცენტრში ძალიან ბევრს იბრძოლებენ და ყველანაირად ეცდებიან, რომ მეტოქეს შეუზღუდონ ტექნიკური შესაძლებლობების გამოვლენა. "

"კლუბს, ფეხბურთელებს და მთლიან ჯგუფს ძალიან ბევრი მუშაობა დაგვჭირდა ამ დონემდე მოსასვლელად. შრომა ჩვენთვის ყველაზე ღირებული რამაა. ყველა მუშაობს განვითარებისა და გაზრდის იდეით, რათა მივაღწიოთ მაქსიმუმს. "

"ფინალში თამაში განსაკუთრებული გრძნობაა, მოგება კი ბევრად უკეთესია. ეს არ იქნება ადვილი, თითოეული მოთამაშე უნდა გადაახტეს საკუთარ თავს და გააკეთოს მაქსიმუმი. ისინი მოედანზე უნდა გარდაისახონ, მაგრამ არ უნდა შეცვალონ ის ღირებულებები, რამაც აქამდე მოგვიყვანა. შრომა, შრომა და შრომა. მხოლოდ ძლიერ მონდომებას და ყველაფრის გაღებას შეუძლია წარმატების მოტანა."

"ჩვენ არ ვაპირებთ რაიმეს შეცვლას დღევანდელი თამაშისთვის. "რეალი" არ შეცვლილა საგრძნობლად 2014 წლის შემდეგ. ჩვენ უფრო განსხვავებულები გავხდით, მაგრამ არ შეცვლილა გუნდის სტრუქტურა. ჩვენ შევეცდებით, რომ არ დავტოვოთ თავისუფალი სივრცეები დაცვაში, რადგან თუ "რეალს" სივრცეს მიცემ, ეს ძალიან ძვირად დაგიჯდება."

"ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ისტორია და ეს ძალიან მომწონს. მხოლოდ გამარჯვება იქნება მისაღები. წინ "ატლეტიკო"!"

პრომო

 

http://fci.ge/uploads/posts/2016-05/1464438386_final.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 8641
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 26  r-a-u-l  
29 მაი 2016 04:47
ციტატა: Lionel_Messi_10

წონიანი ტიტულები იასნია არ არის მაგრამ საშულო დონის გუნდით რო მოიგებ ეგეტ ტიტულს სახელის მოხვეჭაა მაინც

ემერის მოხვეჭილი სახელი არ გაიშვას არსად:D

-------------------------------------------------------------
RAUL<-------კაპიტანო: მახსოვხარ, მიყვარხარ, მენატრები!!!
Real-Madrid
Georgia
კომენტარები: 10477
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 25  Lionel_Messi_10  
29 მაი 2016 00:54
ციტატა: r-a-u-l
ირონია არ იყო ძმა ეს ჩისტად ხუმრობა იყო:* ასე რომ ნუ ავარდები:D

ბაზარი არა... ავარდნები არ მახასიათებს ონლაინში :დდ


ციტატა: r-a-u-l
სწორი აზრია გეთანხმები მარა საერთო ჯამში მაინც მეორე რანგის ტიტულებია. ეხლა დინამო თბილისისთვის რომ ევროპა ლიგა მსოპფლიოს მოგებას უდრის ეგ არ ნიშნავს რომ წონიანია ტიტულია:D

წონიანი ტიტულები იასნია არ არის მაგრამ საშულო დონის გუნდით რო მოიგებ ეგეტ ტიტულს სახელის მოხვეჭაა მაინც
Barcelona
Argentina
კომენტარები: 8641
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 24  r-a-u-l  
28 მაი 2016 23:28
ციტატა: Lionel_Messi_10
ეს ირონია კიდე არ გინდა,არც შენ დაბადებულხარ ფეხბურთის ექსპერტი ჩემო რაულ :დ

ირონია არ იყო ძმა ეს ჩისტად ხუმრობა იყო:* ასე რომ ნუ ავარდები:D

ციტატა: Lionel_Messi_10
მაგ ტიტულებს ფასი შეიძლება მაშინ არ აქვს როცა რეალის ტრენერი ხარ ან ბარსას ან ბაიერნის და ყოველ წელს თუ არა 3-4 სეზონში ერთხელ მაინც იგებ მაგ თასებს,დაჟე ქომაგებსაც რო კიდიათ მარა ატლეტიკოთი და სხვა საშულო დონის გუნდით ეგეთი ტიტულების მოგება ბევრს ნიშნავს :))

სწორი აზრია გეთანხმები მარა საერთო ჯამში მაინც მეორე რანგის ტიტულებია. ეხლა დინამო თბილისისთვის რომ ევროპა ლიგა მსოპფლიოს მოგებას უდრის ეგ არ ნიშნავს რომ წონიანია ტიტულია:D

-------------------------------------------------------------
RAUL<-------კაპიტანო: მახსოვხარ, მიყვარხარ, მენატრები!!!
Real-Madrid
Georgia
კომენტარები: 10477
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 23  Lionel_Messi_10  
28 მაი 2016 21:52
ციტატა: r-a-u-l
იცი მაინც ლუზერმა კუპერმა რამდენი ფინალი ითამაშა????

პრინციპში რატო გეკითხები მაგ დროს ხო შენ ჯერ სუ პატალა იყავი:D:D:D:D

კი ვიცი და კუპერის მოღვაწეობას ბედის ირონია უფრო ქვია ვიდრე ლუზერობა. ვალენსიას 2 ჯერ ზედიზედ ფინალში რო გაიყვან და მალიორკათი რამეს მიაღწევ ძნელია მაგას ლუზერობა დაარქვა...

ეს ირონია კიდე არ გინდა,არც შენ დაბადებულხარ ფეხბურთის ექსპერტი ჩემო რაულ :დ დროთა განმავლობაში ვიღაცამ რაღაც გვითხრა,რაღაც წავიკიტხეთ რაღაცას ვუყურეთ და საბოლო ჯამში ფეხბუღტზე წარმოდგენა შეგვქმნა. ასეა ხო??? ტანდაყოლილი არაფერი ყოფილა ზეპირად ვიცოდეტ ყველაფერი,თუ პატარა ვიყავი და არ მინახია ლაივში,ვიდეო არქივები მინახია და ბიოგრაფიები წამიკითხია :))

ციტატა: r-a-u-l
ტაკ შტო 1 სერიოზული ტიტული ქონია მოგებული სიმეონეს. პრიმერა!!! ევროპის სუპერთასი და მსგავსი ტიტულები უკან შეიყაროს ნებისმიერმა. მაგ ტიტულების ფასი გროშიც არაა.

მაგ ტიტულებს ფასი შეიძლება მაშინ არ აქვს როცა რეალის ტრენერი ხარ ან ბარსას ან ბაიერნის და ყოველ წელს თუ არა 3-4 სეზონში ერთხელ მაინც იგებ მაგ თასებს,დაჟე ქომაგებსაც რო კიდიათ მარა ატლეტიკოთი და სხვა საშულო დონის გუნდით ეგეთი ტიტულების მოგება ბევრს ნიშნავს :))
Barcelona
Argentina
კომენტარები: 8641
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 22  r-a-u-l  
28 მაი 2016 21:04
ციტატა: Lionel_Messi_10
ლუზერი ტრენერი ამას ვერასდროს გააკეთებს იმიტო რო ლუზერები ფინალებს არ თამაშობენ.

იცი მაინც ლუზერმა კუპერმა რამდენი ფინალი ითამაშა????

პრინციპში რატო გეკითხები მაგ დროს ხო შენ ჯერ სუ პატალა იყავი:D:D:D:D

ევროპა ლიგას აგერ კიდევ ერთი ლუზერი ემერიც იგებს მიჯრით:D ტან იმ სევილიათი რომელიც ატლეტიკოზე ნამდვილად დაბლა დგას.

ტაკ შტო 1 სერიოზული ტიტული ქონია მოგებული სიმეონეს. პრიმერა!!! ევროპის სუპერთასი და მსგავსი ტიტულები უკან შეიყაროს ნებისმიერმა. მაგ ტიტულების ფასი გროშიც არაა.

-------------------------------------------------------------
RAUL<-------კაპიტანო: მახსოვხარ, მიყვარხარ, მენატრები!!!
Real-Madrid
Georgia
კომენტარები: 10477
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 21  Lionel_Messi_10  
28 მაი 2016 20:07
ციტატა: r-a-u-l
რა მოიგო ბევრი კაცურად? ზედიზედ რამდენიმე ფინალს რო წააგებ კუპერივით ლუზერი გაიჩითები ზუსტადაც:D არ აგამომიყვანეს ეს ფეხბურთის მკვლელი ზე მწვრთნელი:D ხო რაც შეეხება თამაში გაუხსნას და ასე შემდეგ.... მოკლედ ერთი კარგი დაცვა ეთამაშო გუნდს და მეორეა ბურთის მომწოდებლებიც კი პრო..ჭოპაზე დაგეშო.

ატლეტიკოთი 5 წელში ევროპა ლიგა მოიგო,უეფას სუპერთასი მოიგო,კოპა დელ რეი მოიგო,ლა ლიგა მოიგო,ესპანეთის სუპერთასი მოიგო + ამას ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალი საიდანაც 1 ბოლო წუთზე წააგო რასაც ქვია სერხიო რამოსის გავარდნის გამო :დ და შანსი აქვს დღეს ისტორია გადაწეროს :დ

ლუზერი ტრენერი ამას ვერასდროს გააკეთებს იმიტო რო ლუზერები ფინალებს არ თამაშობენ.
Barcelona
Argentina
კომენტარები: 8641
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 20  r-a-u-l  
28 მაი 2016 19:59
ციტატა: Lionel_Messi_10
სიმეონე კიდე ლუზერი ვერანაირად ვერ დარჩება იმიტო რო ბევრი მოიგო და კიდე ბევრს მოიგებს მომავალში :დ

რა მოიგო ბევრი კაცურად? ზედიზედ რამდენიმე ფინალს რო წააგებ კუპერივით ლუზერი გაიჩითები ზუსტადაც:D არ აგამომიყვანეს ეს ფეხბურთის მკვლელი ზე მწვრთნელი:D ხო რაც შეეხება თამაში გაუხსნას და ასე შემდეგ.... მოკლედ ერთი კარგი დაცვა ეთამაშო გუნდს და მეორეა ბურთის მომწოდებლებიც კი პრო..ჭოპაზე დაგეშო.

-------------------------------------------------------------
RAUL<-------კაპიტანო: მახსოვხარ, მიყვარხარ, მენატრები!!!
Real-Madrid
Georgia
კომენტარები: 10477
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 19  Lionel_Messi_10  
28 მაი 2016 19:49
ციტატა: r-a-u-l
რამდენიც გინდა წერე მაინც ვერ ამიჩუყებ გულს:D არაფრისგან არა კვატი. თუ არადა გავარტყი მაგის შექმნილ გუნდასაც ეგეც ეხლა თვალს არ მჭრიდეს თავისი ფეხბურთით. დიდი იმედი მაქვს დღეს კიდევ ერთხელ გაედება და ლუზერ მწვრთნელად ჩამოყალიბდება

გული აგიჩუყო პროფილში ვართ თუ მაიას ასათიანს ვგავარ? :დდდ

შენ რა გინდა ეხლა გაბით კოკეთი და ტიაგო მენდეშით ბურთი დაუჭიროს რეალს ბარსას ბაიერნს და შეტევა ეთამაშოს ? :დდ გიჟი უნდა იყო მაშინ :დ მისი რესურსი რა შესაძლებლობასაც აძლევს იქიდან წურავს ყველაფერს.ტავისზე ძლიერ გუნდებს დაცვას ეთამაშება იასნია აბა რომელი გუნდი გაუხსნის კარებს მეტოქეს როცა იცის რო განადგურდება???
თავისი კალიბრის გუნდებში ატლეტიკო ვაბშე სხვა გუნდია ჩვეულებრივი ლაღი ფეხბურთით შეუძლია მოგება მაგრამ როცა საჭიროა დაცვასაც უნდა მიაწვე.

სიმეონე კიდე ლუზერი ვერანაირად ვერ დარჩება იმიტო რო ბევრი მოიგო და კიდე ბევრს მოიგებს მომავალში :დ
Barcelona
Argentina
კომენტარები: 202
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 18  maclai200  
28 მაი 2016 19:47
[quote=maclai200]დღეს ატლეტიკო ჩაიხუტებს თასს!!! უკვე თვალწინ მიდგას სიმეონე თას რო დაითრევს ხელშიდა გიჟივიტ ირმბენს ივლის იქი აქით ahahaha
Barcelona
Georgia
კომენტარები: 8641
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 17  r-a-u-l  
28 მაი 2016 19:42
ციტატა: Lionel_Messi_10
პირდაპირ გეუბნები მაგარი გამიტყდება ატლეტიკომ ლიგა ვერ მოიგოს,ბარსა არაფერ შუაშია ოღონდ აქ.უბრალოდ სიმეონე იმსახურებს ამას,არაფრისგან გუნდი შექმნა რომელსაც ნებისმიერი გუნდის დატორმუზება შეუძლია

რამდენიც გინდა წერე მაინც ვერ ამიჩუყებ გულს:D არაფრისგან არა კვატი. თუ არადა გავარტყი მაგის შექმნილ გუნდასაც ეგეც ეხლა თვალს არ მჭრიდეს თავისი ფეხბურთით. დიდი იმედი მაქვს დღეს კიდევ ერთხელ გაედება და ლუზერ მწვრთნელად ჩამოყალიბდება

-------------------------------------------------------------
RAUL<-------კაპიტანო: მახსოვხარ, მიყვარხარ, მენატრები!!!
Real-Madrid
Georgia
კომენტარები: 10477
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 16  Lionel_Messi_10  
28 მაი 2016 19:25
ციტატა: r-a-u-l
ნამდვილად საცოდაობა იქნება კულეების ყურება ატლეტიკომ რომ ვერ მოიგოს:D

პირდაპირ გეუბნები მაგარი გამიტყდება ატლეტიკომ ლიგა ვერ მოიგოს,ბარსა არაფერ შუაშია ოღონდ აქ.უბრალოდ სიმეონე იმსახურებს ამას,არაფრისგან გუნდი შექმნა რომელსაც ნებისმიერი გუნდის დატორმუზება შეუძლია
Barcelona
Argentina
კომენტარები: 8641
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 15  r-a-u-l  
28 მაი 2016 19:15
ციტატა: Lionel_Messi_10
საცოდაობა იქნება ატლეტიკომ ლიგა არ მოიგოს. ძმარად უნდა ადინიოს 2014 წელი ჩოლომ რეალს <33

ნამდვილად საცოდაობა იქნება კულეების ყურება ატლეტიკომ რომ ვერ მოიგოს:D

-------------------------------------------------------------
RAUL<-------კაპიტანო: მახსოვხარ, მიყვარხარ, მენატრები!!!
Real-Madrid
Georgia
კომენტარები: 10477
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 14  Lionel_Messi_10  
28 მაი 2016 19:01
საცოდაობა იქნება ატლეტიკომ ლიგა არ მოიგოს. ძმარად უნდა ადინიოს 2014 წელი ჩოლომ რეალს <33
Barcelona
Argentina
კომენტარები: 15470
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 13  Neymar Da Silva 11  
28 მაი 2016 18:50
კარგი ფინალის მოლოდინში ვარ.. იმედია ატლეტიკო მოიგებს

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=E_iUjOWuUc8
Olympique-Lyonnais
France
კომენტარები: 1340
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 12  ogafa  
28 მაი 2016 18:37
ატლეტიკო ..........
Merani-Martvili
Georgia
კომენტარები: 740
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 11  Playmaker  
28 მაი 2016 18:36
ციტატა: r-a-u-l
ჩამოისერინე ნიუორკში ვერ შეგპირდები ჭეშმარიტ კალათბურთს გაზიარებთქო ბრუკლინის და ნიქსის შემხედვარე მარა....:D

ხვალ მოვდივარ ნიაგარისკენ შენც ამოიწიე ცოტა და ხელს დაგიქნევ :დდდდდ

-------------------------------------------------------------
Leicester City Champion <3 <3 <3 !!!

ბარსას ფანების ლოგიკა
ხავი>ბალაკი
ბუსკვერცხი>შვაინშტაიგერი

:D :D :D :D
Leicester-City
კომენტარები: 8641
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 10  r-a-u-l  
28 მაი 2016 18:32
ციტატა: Playmaker
მაიამისთან წავედი ორ თამაშზე , ლებრონის გუნდთან ძაან ძვირი ღირდა ბილეთი და თან დროც არ მქონდა :დდდ შუა კვირაში სამუშაოზე ვარ ხოლმე სად მცალია მაგათთვის :დდდ

ჩამოისერინე ნიუორკში ვერ შეგპირდები ჭეშმარიტ კალათბურთს გაზიარებთქო ბრუკლინის და ნიქსის შემხედვარე მარა....:D

-------------------------------------------------------------
RAUL<-------კაპიტანო: მახსოვხარ, მიყვარხარ, მენატრები!!!
Real-Madrid
Georgia
კომენტარები: 740
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 9  Playmaker  
28 მაი 2016 18:29
ციტატა: r-a-u-l
რეპტილიების თამაშზე იჩითები ხოლმე???

მაიამისთან წავედი ორ თამაშზე , ლებრონის გუნდთან ძაან ძვირი ღირდა ბილეთი და თან დროც არ მქონდა :დდდ შუა კვირაში სამუშაოზე ვარ ხოლმე სად მცალია მაგათთვის :დდდ

-------------------------------------------------------------
Leicester City Champion <3 <3 <3 !!!

ბარსას ფანების ლოგიკა
ხავი>ბალაკი
ბუსკვერცხი>შვაინშტაიგერი

:D :D :D :D
Leicester-City
კომენტარები: 8641
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 8  r-a-u-l  
28 მაი 2016 18:27
ციტატა: Playmaker
რესტორანში :დდდდ ტორონტოში ვარ ოღონდ

რეპტილიების თამაშზე იჩითები ხოლმე???

-------------------------------------------------------------
RAUL<-------კაპიტანო: მახსოვხარ, მიყვარხარ, მენატრები!!!
Real-Madrid
Georgia
კომენტარები: 766
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 7  Scholes  
28 მაი 2016 17:59
მიდიიიიით!!! კოკე დაიმახსოვრეთ დღეს ;)


ბიჭო ფბ-ზე ეს ნახეთ რაა :Dდდდდდდ

https://www.facebook.com/undavshvraa/videos/2066433826914217/
Manchester-United
Norway

უკან1 2 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi