Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ფაქტებს + ლოგიკა = სქოულზი

11-11-2016
6 კომენტარი

პრემიერ ლიგის დაარსებიდან 20 წლის თავზე ჩატარდა გამოკითხვა: პრემიერ ლიგის Best Player და რასაკვირველია, პირველ ადგილზე გავიდა რაიან გიგზი, თავისი 13 ჯერ მოგებული პრემიერ ლიგით რაც კანონზომიერია. აბა ვინ თუ არა ის?!

მე დღეს არ მინდა გიგზზე ლაპარაკი, მე სქოულზის სურათი მინდა დავხატო ვინაიდან და რადგანაც მგონია რომ საზოგადოება არ არის ინფორმირებული საკმარისად და მისი ფენომენი დაკნინებულია. ხშირ შემთხვევაში, მიკერძოებასთან გვაქვს საქმე რაც ნორმალურად მიმაჩნია-არანორმალური იქნებოდა ის რომ, სიტყვაზე ჯერარდის გულშემატკივარმა სქოულზი უპირატესიაო თქვას... ეს სტატია და შრომის ბევრი საათი (ერთი მთლიანი ღამე) ეგრედწოდებულ ''შუაშისტებისთვისაა'' , ნეიტრალებისთვისაა და მათთვის ვინც უბრალოდ არ იცის, ვინ როგორია რეალურად, პოპულისტური ნაბიჯებისა და განცხადებების გარეშე რომ ავიღოთ ესა თუ ის ფეხბურთელი. აქვე მინდა ვთქვა რომ მე ვწერ იმ ფეხბურთელზე, ვინც სპორტი ფეხბურთი შემაყვარა და აგერ უკვე ბიჭობას გადაბიჯებულ ასაკშიც იგივე დოზით ვუყურებ როგორც 5, 10 ან 18 წლის წინ ვუყურებდი ანუ ''შესაძლებლობა ხელიდან არ გამიშვიას პრინციპით'' მოვდივარ. ობიექტური უნდა ვიყო მაქსიმალურად, მაქვს აბიცია რომ იმ ფეხბურთელს, ვინც მე ეს სპორტი შემაყვარა, არ ვჭირდები მე და ''მწერლისებური'' ხრიკებიც არ სჭირდება, ის ჩემს გარეშეც შეძლებს თავის კარგად წარმოჩენას, მე უბრალოდ შევაკოწიწებ რაღაცეებს და გამოვააშკარავებ თქვენთან. რასაც ამ სტატიაში წაიკითხავთ, ყველაფერი ოფიციალური წყაროებიდან მაქვს აკრეფილი და გადამოწმებას ექვემდებარება. ცოტა ფილოსოფიურად რომ ვთქვათ მაქსიმუმ თარგმნაში ნახოთ შეცდომა და ის შეცდომაც მინიმუმ შინაარს არ შეცვლის, მაქსიმუმ კიდე ვერ ნახავთ შეცდომას...

Best Player-ი გიგზმა აიღო, მაგრამ გვაქვს საშუალება, საზღვრები უფრო გავზარდოთ და გავიგოთ ის საუკეთესო 10 ფეხბურთელი ვინ იყო, ვისაც ერგო პატივი და ხალხმა 20 წლის პრემიერლიგაში გამოკვეთილ ფიგურად სცნო. რას ნიშნავს იყო პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო 10 ფეხბურთელთა შორის? ეს ნიშნავს იმას რომ, უნდა იყო ნიჭიერი ნიჭიერთა შორის, უნდა იყო გამარჯვებული, ტურნირის განვითარებაში წვლილის შემტანი, პრემიერ ლიგაში გადმოსულ ფეხბურთელთათვის შენ უნდა ასოცირდებოდე პრემიერ ლიგასთან, ამ ყველაფერთან ერთად უნდა იყო იღბლიანი რომ არ დაიტრამვო და ფორმიდან არ ამოვარდე ხოლმე თორე სტაბილურად, დიდ ხანს, კარგად თუ არ ითამაშე ათეულში ხომ ვეღარ მოხვდები?! ყველა კრიშტიანო რონალდო ვერ და არ იქნება მასე მოკლე დროში რომ მოხვდეს ამ სიაში. რონალდოზე ისედაც ბევრს წერენ და მოდი მაინც სქოულზზე დავწერ ჯობია. ათეული ასე გამოიყურება გიგზის გამოკლებით :
Dennis Bergkamp, Arsenal
Eric Cantona, Leeds United, Manchester United
Thierry Henry, Arsenal
Roy Keane, Nottingham Forest, Manchester United
Cristiano Ronaldo, Manchester United
Paul Scholes, Manchester United
Alan Shearer, Blackburn Rovers, Newcastle United
Patrick Vieira, Arsenal, Manchester City
Gianfranco Zola, Chelsea
მერჩივნა ყოფილიყო 9 და რონალდოს გარეშე, ან მის მაგივრად ვინმე ლივერპულელი ჩაესვათ, ისტორიაზეც გამოუვიდოდათ პატივის ცემა(რიგით მეორე გუნდია მაინც) მაგრამ იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ მოხვდა ვერც ერთი რა მიზეზსაც ''ლივერპულს პრემიერ ლიგა არ უთამაშია საერთოდ'' ჰქვია. ჰოდა სქოულზზე იმას ვიძახდი რომ მას ისტორიული მნიშვნელობა მიანიჭეს, ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ჩაიწერა ისე, როგორც პრემიერ ლიგის დაარსებიდან, პირველი ოცწლეულის, ათ ყველაზე ღვაწლმოსილ ფეხბურთელთა შორის ერთერთი. ეს 200 წლის მერეც ასე იქნება, პრაკტიკულად ეს 10 სახელი უკვდავი გახადეს, სქოულზს ამოიკითხავენ იმდენი წლის მერეც რამდენი წელიც ფეხბურთი იარსებებს, ბევრ ფეხბურთელზე უსუსური მაგრამ არა გამქრალი. ცნობისთვის: სქოულზს რომელ ფეხბურთელებსაც ადარებენ ხოლმე, მათთვის რომ მიეცათ ხმა ეგეც შეიძლებოდა, ანუ იმიტომ არ არიან სიაში რომ ხალხმა , ინგლისელმა ხალხმა ასე ჩათვალა საჭიროდ.

ახლა გადავიდეთ პრემიერლიგის ყველადროის საუკეთესო ნაკრებზე სადაც ასევე ოფიციალურ ინფორმაციას გაწვდით (გადამოწმებას ექვემდებარება)
Public choise Panel choise
Denmark Peter Schmeichel Denmark Peter Schmeichel
England Gary Neville England Gary Neville
England Tony Adams England Tony Adams
Serbia Nemanja Vidić England Rio Ferdinand
England Ashley Cole England Ashley Cole
Portugal Cristiano Ronaldo Portugal Cristiano Ronaldo
England Steven Gerrard Republic of Ireland Roy Keane
England Paul Scholes England Paul Scholes
Wales Ryan Giggs Wales Ryan Giggs
France Thierry Henry France Thierry Henry
England Alan Shearer England Alan Shearer

ვიეირა რომ უნდა იყოს აუცილებლად მაგაზე ალბათ არ დაობს არავინ არა?! მაგრამ ვის მაგივრად? მე ჯერარდის მაგივრად ჩავსვამდი... ვიღაც იტყვის სქოულზს ამოვაგდებდიო მაგრამ, სწორი იქნება 11 ჯერ პრემიერ ლიგა მოგებული ადამიანის ამოსმა, 20 წლის პრემიერ ლიგის საუკეთესოთა ნაკრებიდან და იმ ნახევარმცველის დატოვება ვისაც არც ერთხელ არ მოუგია ის ტურნირი რომლის სიმბოლურში ყოფნაც უნდა? მემგონი უსამართლობა იქნება.... თან ორივეშია სქოულზი და ჯერარდი არა... ანდა მოდი დავტოვოთ ისე, როგორც კომპეტენტურმა ხალხმა ჩათვალა საჭიროდ და ხელი არ ვახლოთ არავის, ამის შეცვლის უფლება ჩვენ არ გვაქვს, იმათმა უფრო იციან ვინ უყვართ უფრო მეტად და ვის თვლიან ნაკრების წევრებად. ოღონდ ვიეირა მაინც ცოდოა.
ესეიგი გავიგეთ ჩვენ შემდეგი რამ: სქოულზს ინგლისელი ხალხი, უბრალო თუ ელიტა, უპირობოდ აღიარებს როგორც ვინმეებზე საუკეთესო ნახევარ მცველს კი არა და როგორც პრემიერ ლიგაში მოთამაშე ყველა მეკარეზე, მცველზე , ნახევარმცველზე და თავდამსმელზე, რომელთაც ერთხელ მაინც უთამაშიათ 20 წლის განმავლობაში, აი მათზე საუკეთესოდ ასახელებენ (მაქსიმუმ 9 კაცი, უსწრებდეს მინიმუმ 1) სიმბოლურებშიც არის ორივეგან. მისი ვაი კონკურენტები კი თითქმის არ ჩანან არსად (ვიეირას ჩასმაზე ვარ ისევ). ჩემი სუბიექტური აზრით ლამპარდი და ჯერარდი უნდა შეადარონ ერთმანეთს, სქოულზს კი არა. სქოულზი ხომ საუკეთესოთა შორის არის პრემიერლიგის ისტორიაში.... მაგრამ ვისაც რა უნდა ის შეადაროს....

ეხლა გადავდივარ ამ დამღლელი და ნეგატივით გაჯერებული რიტორიკიდან მხიარულ ნაწილზე
ყველაზე მაგარი ფეხბურთელები რას ფიქრობენ არ გაინტერესებთ? იმათაც ხო გაეგებათ რაღაც ფეხბურთზე არა? მე დიდ ფეხბურთელებზე მაქვს ლაპარაკი, მართლა დიდებზე, საინტერეცოც არის და სახალისოც თუ რას ფიქრობენ პოლ სქოულზზე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები, არავის გამოკლებით. ყველაფერი ოფიციალური საიტებიდან მაქვს აკრეფილი, გადამოწმებას ექვემდებარება, შეცდომაზე გითხარით რომ კონტეკსტი არ შეიცვლება. მანჩესტერელების ციტატები იმდენად არ მომყავს, იმიტომ რომ ბევრი გამოვიდოდა.

''საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი ბოლო 15-20 წლის განმავლობაში არის პოლ სქოულზი - ის ყველაზე სრულყოფილი,ის ყველაზე კომპლექტურია შუა ხაზის მოთამაშეთა შორის. მე ეს ბევრჯერ განმიხილავს ხაბი ალონსოსთან ერთად . სქოულზის თამაში გხიბლავს, იმიტომ რომ მას ყველაფერი აქვს, რაც ფეხბურთელს სჭირდება. მას შეუძლია გადამწყვეტი პასის გაკეთება, მას შეუძლია გაიტანოს, ის ძლიერია, ის არასოდეს არ კარგავს ბურთს თვითონ და არ ცდება გადაცემებში თანაგუნდელ პარტნიორებთან. მას რომ ესპანეთში ეთამაშა, შეიძლება უფრო ბევრად მეტადაც დაეფასებინად ესპანელებს.'' ხავი

''ლა მასიაში (ბარსელონას ფეხბურთის აკადემია) მის სახელს ახსენებენ ხშირად, ის მასწავლებელია'' ლიონელ მესი

''სქოულზი საუკეთესოა, მათ შორის ვისთან ერთადაც მე მითამაშია , თანაც ის მე ბევრს მეხმარებოდა როცა მე ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მე ის ძალიან მომწონს.'' კრისტიანო რონალდო

''მას რომ ჩემთან ერთად ეთამაშა, მე უფრო მეტ გოლს გავიტანდი'' პელე

ესპანელი გულშემატკივარი მას ძალიან აფასებს, მეც მისით აღფრთოვანებული ვარ. ჩემთვის პოლი-მაგალითია. ის საუკეთესო ნახევარმცველია , მათ შორის ვინც მე მინახია ბოლო 15-20 წლის განმავლობაში.'' ხაბი ალონსო

''მე მინდა ვიცოდე პასების კეთება ისევე როგორც მან იცის, ვინ ასწავლა ასეთი პასი? '' რონალდინიო

''ის სრულყოფილი ფეხბურთელია, თქვენ იშვიათად შეხვდებით სრულყოფილ ფეხბურთელს მაგრამ ის მეტისმეტად ახლოს არის იდეალურთან'' ზინედინ ზიდანი

''ყოველი ჩვენგანი ცდილობს გახდეს ისეთი სრულყოფილი ფეხბურთელი, როგორიც ის არის. ნებისმიერმა შეიძლება ისწავლოს პოლ სქოულზისგან'' ედგარ დავიდსი

''ის არის დონე რისკენაც მე მივისწრაფი, ის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია'' ფაბრეგასი

''მათ ყავთ ორი მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი რონალდო და რუნი, მაგრამ მე ყველაზე მეტად მხიბლავს პოლ სქოულზი. ის არის იუნაიტედის მთავარი ფიგურა, მას მიუძღვის ლომის წილი სამუშაოსი რაც მინდორზე კეთდება.'' ანდრეი შევჩენკო

რონალდო (ნამდვილი):"ის ფენომენალურია, ის მოვლენაა."

"ის ერთ–ერთია იმ ფეხბურთელებიდან, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა. "რეალ მადრიდში" ფეხბურთელები ყოველთვის მეკითხებოდნენ როგორი იყო ის, როგორი იყო მასთან ერთად თამაში. ისინი მას დიდ პატივს სცემენ." ბექემი

''ბევრი წლების მანძილზე პოლ სქოულზი არის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი. ის წარმოუდგენელია. კარიერის განმავლობაში ის დაუფასებელი იყო . ის გუნდური მოთამაშეა , მოთამაშე ერთი ორი შეხების , რომელიძ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ღებულობს მოედანზე, რომლითაც მთლიან გუნდს თამაშის მიმართულებას აძლევს.'' ტიერი ანრი

''თუ თქვენ თხოვთ ფეხბურთელებს აირჩიონ სხვა მოთამაშე რომლითაც აღფრთოვანებულნი არიან ყველაზე მეტად, ბევრი მათგანი აირჩევს პოლ სქოულზს. ის ყველაზე თანმივდევრული და დასაჩუქრებული მოთამაშეა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბევრი ბევრი წლებია'' ალან შირერი

''ის სრულყოფილი ფეხბურთელია, თქვენ იშვიათად შეხვდებით სრულყოფილ ფეხბურთელს მაგრამ ის მეტისმეტად ახლოს არის იდეალურთან'' ზინედინ ზიდანი


ხუან სებასტიან ვერონი უკვე ჩელსის ფეხბურთელი პასუხობს კითხვაზე ვინ არის ინგლისელი საუკეთესო ფეხბურთელი: ''პოლ სქოულზი''

''სქოულზი - უყოყმანოდ, საუკეთესო ნახევარმცველია თავის თაობაში'' ზინედინ ზიდანი

''მე რომ მსოფლიოს დიდებულ გუნდს ვქმნიდე, პოლ სქოულზს ერთერთ პირველს ავირჩევდი იმ დონეზე ვაფასებ მას. მე რომ მქონდეს შანსი, პირველი ის იქნებოდა ვისაც ვიყიდდი.'' მარჩელო ლიპი

''პრემიერ ლიგის მოთამაშე რომლითაც მე ყველაზე მეტად აღფრთოვანებული ვარ? ადვილია - პოლ სქოულზი'' პატრიკ ვიეირა

''მე ვერ ვხვდები ის რა მიზეზით არ გამხდარა ''წლის საუკეთესო ფეხბურთელის'' ტიტულის მფლობელი? სქოულზს ჯერ კიდე დიდი ხნის წინ უნდა აეღო ეს პრიზი.იქნებ მიზეზი იმაშია რომ ის არ ეძებს პოპულარულობას? როგორც ამას ზოგიერთი ''ვარსკვლავი'' აკეთებს?,, ტიერი ანრი

''მე ყველას ვეუბნები ვინც მეკითხება: სქოულზი- ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელია. მე ვხედავდი რა შეუძლია მას მანჩესტერ იუნაიტედში და მორჩა. რა უნდა მეთქვა? მხოლოდ: WOW!'' ლორან ბლანი

''სადაც არ უნდა ვიყო, მწვრთნელები მიყვებიან თუ როგორ აღაფრთოვანა სქოულზმა ისინი. მაგრამ თუ ისენი ფიქრობენ რომ, ისენი მას მიიღებენ , ისინი უბრალოდ დროს ხარჯავენ უაზროდ! პოლი - მანკია ძვლის ტვინამდე. მას უყვარს კლუბი და არ არსებობს არანაირი შანსი, რომ აქედან სადმე წავიდეს. მე შემიძლია ეს მხოლოდ კლუბის დაცემის შემთხვევაში მოხდეს, მაგრამ არა! ის მთელი ცხოვრება აქ იქნება!'' სერ ალექს ფერგიუსონი (2003 წლის იანვარი)


''რუნი ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მე მიყვარს მისი თამაშის ყურება. მაგრამ მე თუ მომიწევს ერთის არჩევა, ბიოგრაფიისა და მიხწევების გათვალისწინებით, მაშინ ეს იქნება ან პოლ სქოულზი ან რაიან გიგზი. ეს ორი კაშკაშა მისაბაძი მაგალითია ნებისმიერი მოთამაშისათვის'' ანდრეს ინიესტა


"არანაირი სულელური აღნიშვნები, არანაირი ზედმეტი წარმოდგენები საკუთარ თავზე, ის უბრალოდ დიდებული საჩუქარია, რომელიც ადამიანებმა ჯერ კიდევ ვერ შეიცნეს." როი კინი

''მანჩესტერში თამაშის დროს არაერთ დიდებულ ფეხბურთელთან ერთად მომიწია თამაში და საუკეთესოდ მე სქოულზს დავასახელებდი'' რაიან გიგზი

''მე ყოველთვის გაკვირვებული ვრჩები როცა პოლ სქოულზს ვხედავ. იმიტომ რომ ეს ბიჭი უჩინმაჩინია. მინდორზე მას ვერ დაიჭერ , მინდვრის გარეთ კი ელვასავით გაქრება ხოლმე'' ფიგუ

''ბევრი წლების მანძილზე პოლ სქოულზი არის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი. ის წარმოუდგენელია. კარიერის განმავლობაში ის დაუფასებელი იყო . ის გუნდური მოთამაშეა , მოთამაშე ერთი ორი შეხების , რომელიძ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ღებულობს მოედანზე, რომლითაც მთლიან გუნდს თამაშის მიმართულებას აძლევს.'' ტიერი ანრი


''ინგლისმა დაკარგა თავისი საუკეთესო ფეხბურთელი'' ჯორჯ ბესტი (სქოულზი ნაკრებიდან წავიდა)


''ყოყმანის გარეშე შემიძლია დავასახელო, იმის სახელი ვინც ჩემში ასოციაციას იწვევს ყველაფერზე, რაც მე ფეხბურთში მომწონს. ეს პოლ სქოულზია. მე ერთ გუნდში თამაშით ვტკბებოდი დენის ლოუსთან და ჯორჯ ბესტთან, ეხლა კი ვიცნობ უდიდეს ფეხბურთელებს სერ ალექსის ერიდან. მაგრამ, ამხელა რაოდენობის დიდი ფეხბურთელებიდანაც კი რომ ამოვირჩიო, სქოულზი რჩება ჩემს საყვარელ ფეხბურთელად. მე მასში ის თავდაჯერებულობა მომწონს, რომლითაც ის აუცილებლად პოულობს გამარჯვების ხერხს, მისცეს პასი მკვლელს ან მოახდინოს გადამწყვეტი გასროლა'' სერ ბობი ჩარლტონი


სქოულზი ასევე გამხდარა ისეთი ორი დიდი ადამიანის დაჯახების მიზეზიც როგორებიც არიან არსენ ვენგერი და პრემიერლიგის მამა , ბაბუა თუ მეპატრონე არ ვიცი, რომელი ერთი დავარქვა როგორც ამ სტატიის ავტორმა.. თუმცა უკვე მიხვდებოდით ვიზეც არის საუბარი
არქივიდან: მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა კომენტარი გააკეთა არსენ ვენგერის ნათქვამზე რომელიც პოლ სქოულზს ეხებოდა. შეგახსენებთ , ფრანგი აცხადებდა რომ , ის არ თვლის სქოულზს მისაბაძ ფეხბურთელად რომელიც მინდორზე პატიოსანი საქციელებით გამოირჩეოდა.
''მე არ ვიცი, ვენგერმა ასე რატომ თქვა. ბნელი მხარე შეიძლება ვუპოვოდ ყველა ფეხბურთელს. მეც შემიძლია ზუსტად იგივე ვთქვა არსენალის ფეხბურთელებზე, განსაკუთრებით ერთ-ერთ მადგანზე, მაგრამ არ მინდა. უმჯობესია ვენგერმა ყურადღება მიაქციოს სქოულზის ძლიერ მხარეებს და იმას თუ რამდენი რამ შესძინა ინგლისურ ფეხბურთს 18 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ის ფენომენალურია.რა თქმა უნდა ის ბურთის ართმევაში მსოფლიოს საუკეთესო ვერ არის მაგრამ მას ტრამვა არავისთვის არ მიუყენებია მანჩესტერში თამაშის მანძილზე, ანუ კარიერაში! შოტლანდიელს ციტირებს - The Guardian

გთავაზობთ Mirror-ის გამოქვეყნებულ სტატიას უცვლელად
ანრიმ სქოულზი ამჯობინა ''ლივერპულის'' ექს კაპიტანს, პასუხობს კითხვაზე - რომელ ყოფილ ან მოქმედ ფეხბურთელთან ისურვებდა ყველაზე მეტად თამაშს.
ტიერი იძახის, რომ პოლ სქოულზი - პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო ნახევარმცველია
არსენალის საუკეთესო ბომბარდირი აცხადებს რომ მას მოეწონებოდა ნახევარდაცვის მაესტროსთან ერთად თამაში
''სქოულზი დაეხმარა მანჩესტერ იუნაიტედს თერთმეტჯერ პრემიერ ლიგის მოგებაში თავისი კარიერის განმავლობაში ოლდ ტრაფორდზე და იყო ოქროს თაობის ნაწილი ინგლისის ნაკრებში,,
ამის გარდა Monday Night Football-ის ეთერში ანრის კითხეს, იყო თუ არა ვინმე ვისთან ერთადაც გინდოდა რომ გეთამაშა? პოლ სქოულზი! დაუფიქრებლად უპასუხა ფრანგმა და დაამატა: პატარა ჩამორჩენით მეორე ადგილზე სტივი ჯია! მაგრამ მე პოლ სქოულზს ავირჩევ. ის ყოველთვის უპირატესი იყო ხოლმე თავისი ჩანაფიქრით. მანჩესტერ იუნაიტედის თამაში სქოულზის წყალობით იყო დალაგებული და აწყობილი. ყოველ ჯერზე, როდესაც მათ ვეთამაშებოდით, საჭირო ხდებოდა რაღაც მეთოდის მოფიქრება მის გასაჩერებლად-გასათიშად.მე ვფიქრობ, სტივი ჯი მას მიუახლოვდა მაგრამ ჩემთვის სქოულზია საუკეთესო.
ინგლისმა ვერ მოახერხა თავისი პოტენციალის რეალიზება ნულებიანი წლების შუაში, როცა ნახევარდაცვაში მოქმედებდნენ: სქოულზი, ჯერარდი, ფრენკ ლამპარდი და დევიდ ბექემი. აქვე ამატებს: ბიჭებო, თქვენ ინგლისელებს, ხომ მსოფლიოში საუკეთესო ნახევარდაცვა გყავდათ.
ამჯერად სტივენ ჯერარდი ასპარეზობს ''LA Galaxy''-ში და მას ფეხდაფეხ ამერიკაში გაჰყვა ფრენკ ლამპარდიც. პოლ სქოულზმა დაამთავრა კარიერა თავის საყვარელ კლუბში და ეხლა დაკავებულია ''საფეხბურთო ექსპერტობით''. ტიერი ანრიც თავის კარიერას ექსპერტის რანგში აგრძელებს.


"თუ პოგბა 120 მილიონი ღირს, წარმოიდგინეთ, რამდენს გადაიხდიდნენ პოლ სქოულზის სანაცვლოდ,"-წერს ფორლანი The National-ის საკუთარ გრაფაში.
"პოლი იყო საუკეთესო ნახევარმცველი მათ შორის, ვისთანაც ოდესმე მითამაშია.
"მანჩესტერ იუნაიტედს" გაუმართლა, რომ სქოულზს კლუბის დატოვების საჭიროება და სურვილი არასდროს ჰქონია. ის იყო ადგილობრივი ბიჭი და "იუნაიტედის" გულშემატკივარი, ერთ-ერთი დიდი ფეხბურთელი, რომელიც კლუბთან ერთად დაიბადა.
მან ერთ სახლში ცხოვრება განაგრძო და მოიგო უამრავი ტიტული. ვერც კი წარმომიდგენია, რომ პოლი "რეალში" ან "ბაიერნში" გადასულიყო

"პოლ სქოულზი, მისი მარჯვენა ფეხი, იდეალურად მომართული იყო. შეეძლო ათჯერ დაერტყა და ბურთი ათივეჯერ ერთსა და იმავე ადგილს მოხვედროდა.'' პოგბა


''ის თითქმის სრულყოფილია. ის სულ ბურთზე იბრძვის და შეუძლია პოზიცია დატოვოს, თუ პარტნიორებს კარის დაცვა ან გოლის გატანა დასჭირდებათ. პრემიერ ლიგის ყველა ფეხბურთელისთვის სქოულზი მისაბაძი მაგალითია. მე ბედნიერი ვიქნებოდი, კარიერა მედლების ასეთი რაოდენობით რომ დამემთავრებინა, რამდენიც სქოულზმა აიღო. მე ჯერ კიდე ახალგაზრდა ვარ და იქნებ მეც მივაღწიო, მაგრამ ის კი ვიცი რომ ძალიან რთული იქნება.'' ფაბრეგასი

კიდე ძალიან ბევრი დიდი ფეხბურთელის ციტატა შეიძლება მოვიძიოთ, მაგრამ ეგ უკვე ზედმეტია, გამომდინარე იქიდან რომ, გარკვეულწილად წარმოდგენა აუცილებლად შეგექმნათ ისედაც და რაღა საჭიროა.
მე შორს ვარ ძალიან იმ აზრისგან რომ, მაგალითად სქოულზი უფრო მაგარი იყო ვიდრე ზიზუ, ან სქოულზი რომ ბობი ჩარლტონზე მეტი ინგლისელია და არც ტიერი ანრის არ ვეთანხმები იმაში რომ წლის საუკეთესო უნდა გამხდარიყო თურმე სქოულზი. მეტსაც გეტყვით გიგზი თავის ''ცოდვებიანადაც'' კი უფრო მეტად მაგარი ფეხბურთელია და ლეგენდა ვიდრე სქოულზი, მე არ ვარ რეალობას მოწყვეტილი, რასაც არგუმენტებით ვამყარებ.მე შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ჩემი თუ არ გჯერათ მაშინ თქვენს საყვარელ ფეხბურთელებს მაინც დაუჯერეთ. ფეხბურთის მამები იძახიან ამას და აბუქებენ კიდეც, მაგრამ მაგ კოლიბრის ხალხი,ასეთ განცხადებებს როგორიცაა: ყველაზე და საუკეთესო ცოტა ფრთხილად აკეთებენ, იმიტომ რომ საუკეთესო მარტო 1 ადამიანი შეიძლება რომ იყოს. მაგათ ჩვენზე მეტი, ფეხბურთიც გაეგებათ და ფეხბურთელებიც. თუ სიმართლის მარცვალი არ არის მაგყველაფერში ყველას ერთხმად აუტყდათ სქოულზი თუ სხვები არ ანებებენ თამაშს თავს? ამყველაფერს ემატება ადგილობრივი გამოკითხვები, ისეთი თუ ასეთი, ყველგან არის წითელი ეშმაკი. ინგლისსში უკეთ არ იციან? რატო უნდა აირჩიო ნაკრებში ან ათეულში მახინჯი სქოულზი და არა სიმპატიური ჯერარდი თუ ჯერარდია უკეთესი? მე ინგლისი და მთელი ფეხბურთის მამობა გიხდით მადლობას ყურადღებისათვის.
P.S ეს სტატია ხომ სქოულზზეა და კინაღამ დამავიწყდა. ასევე მადლობას გიხდით მსოფლიოს ერთერთი და ინგლისის საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი მსოფლიოში აღიარებული პოლ სქოულზი!

http://fci.ge/uploads/posts/2016-11/1478885304_scholes.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 1041
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 6  montekristo  
14 ნოემბერი 2016 13:44
ციტატა: Papuu
ციტატა: montekristo
ხავი ვაფშე დიდ ფეხბურთელად როგორ მოიხსენია??? ეგ ხო 2009-ში გამოიჩეკა

2009 ამდე

ხალხი ჯერარსაც სქოულზაც ლამპარდსაც

ზიდანსაც პირესსაც ზენდენსაც მენდიესტასაც

და ყველას უფრო იცნობდა და აღიარებდა ვიდრე ხავის

დაფიქრდი აბა

ხავის ინდივიდუალურ ჯილდოებს მაინც ჩახედე ბიჯო :D

ფიფას ბრინჯაოს ბურთის მფლობელი - 2010
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი World Soccer-ის ვერსიით - 2010
ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – 2008
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი – 2008/09
მსოფლიოს მე-3 საუკეთესო ფეხბურთელი FIFA-ს ვერსიით – 2009
მსოფლიოს მე-3 საუკეთესო ფეხბურთელი France Football-ის ვერსიით – 2009
მსოფლიოს მე-3 საუკეთესო ფეხბურთელი World Soccer-ის ვერსიით – 2009

-------------------------------------------------------------
papuu:
"ედგარ დავიცი" , "კვადრო ასამოა" ;)
Scholes:
"ინტერი " თავის სტადიონზე" გახევს ასეთ მილანს" :D :D :D
Barcelona
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 5  Papuu  
13 ნოემბერი 2016 00:17
ციტატა: montekristo
ხავი ვაფშე დიდ ფეხბურთელად როგორ მოიხსენია??? ეგ ხო 2009-ში გამოიჩეკა

2009 ამდე

ხალხი ჯერარსაც სქოულზაც ლამპარდსაც

ზიდანსაც პირესსაც ზენდენსაც მენდიესტასაც

და ყველას უფრო იცნობდა და აღიარებდა ვიდრე ხავის

დაფიქრდი აბა

ხავის ინდივიდუალურ ჯილდოებს მაინც ჩახედე ბიჯო :D

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 1041
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 4  montekristo  
13 ნოემბერი 2016 00:02
ციტატა: Papuu
Sheveci xavis da jerards Sadac scholes tamashobda fexbutts

ხავი ვაფშე დიდ ფეხბურთელად როგორ მოიხსენია??? ეგ ხო 2009-ში გამოიჩეკა ahahaha

-------------------------------------------------------------
papuu:
"ედგარ დავიცი" , "კვადრო ასამოა" ;)
Scholes:
"ინტერი " თავის სტადიონზე" გახევს ასეთ მილანს" :D :D :D
Barcelona
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 3  Papuu  
12 ნოემბერი 2016 17:10
Sheveci xavis da jerards Sadac scholes tamashobda fexbutts

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 42
ჯგუფი: Football Fan
სტატუსი: offline
№ 2  livertus  
12 ნოემბერი 2016 08:14
ავტორ ესეც ფაქტებია: scholeს-თამაში 713, გოლი 155, პასი 31 gerrard-თამაში 613, გოლი 154, პასი 100 ჯერარდი 8 ჯერ მოხვდა ეპლ-ის სიმბოლურ გუნდში, სქოულზი კი 2 ჯერ მხოლოდ
Liverpool
Georgia
კომენტარები: 1041
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  montekristo  
11 ნოემბერი 2016 22:22
თავიდან იძახი ჯერადრდი და ლამპარდი მხოლოდ ერთმანეთს უნდა შეადარო და არა სქოულზსო ... და მერე მთელი სტატია ცდილობდი დაგემტკიცებინა ჯერარდზე მაგარი იყოო... თვითონვე ადარებ :D :D

-------------------------------------------------------------
papuu:
"ედგარ დავიცი" , "კვადრო ასამოა" ;)
Scholes:
"ინტერი " თავის სტადიონზე" გახევს ასეთ მილანს" :D :D :D
Barcelona

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi