Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

გავიხსენოთ ალვარო რეკობა

14-12-2016
4 კომენტარი

რეკობა 1976 წლის 17 მარტს დაიბადა ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში. მან თავისი კარიერა დაიწყო მოკრძალებულ დედაქალაქურ კლუბ „დანუბიოში“. რამდენიმე წელიწადი მეორე გუნდში ითამაშა და 31 მატჩში 32 გოლი გაიტანა,ხოლო 1994-1995 წლებში 16 წლის ასაკში დებიუტი ჰქონდა პირველ გუნდში. ამის შემდეგ მან სწრაფად მიიპყრო ყურადღება თავისი ფანტასტიკური მარცხენა ფეხის წყალობით. ორი წლის შემდეგ ახალგაზრდა ტალანტი ყველაზე წარმატებულმა ურუგვაულმა კლუბმა — მონტევიდეოს ნასიონალმა გადაიბირა,სადაც მან 1996-1997 სეზონი ითამაშა. იგი გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ურუგვაის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულსაც დაეუფლა. სეზონის დასრულებისთანავე რეკობა მილანის ინტერნაციონალემ შეიძინა.

რეკობას ინტერული დებიუტი 1997 წლის 31 აგვისტოს შედგა რონალდოსთან ერთად ბრეშიას წინააღმდეგ. რეკობამ ამ თამაშში ჯერ 40 მეტრიდან აიღო მოწინააღმდეგის კარი, შემდეგ კი ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გაახვია ბურთი ბრეშელთა ბადეში. ბოლო 10 წუთში გატანილმა ამ ორმა გოლმა ინტერს მოწინააღმდეგეზე 2-1 გაამარჯვებინა, როკობა კი პუბლიკის სიმპატიად აქცია. მიუხედავად კარგი დებიუტისა,რეკობამ ამ სეზონში მხოლოდ შვიდჯერ ითამაშა და სამი გოლი გაიტანა, რაც გარკვეულწილად რონალდოს ფაქტორით იყო გამოწვეული. ამ წელს რეკობამ გუნდთან ერთად ევროპის უეფა-ს თასი მოიგო. მწრთვნელის ხუშტურის გამო რეკობამ კლუბის ძირითადში ფეხი ვერ მოიკიდა და 1999 წელს ის არენდით ვენეციაში გაუშვეს,სადაც 19 მატჩში 11 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.

2001 წლის 1 იანვარს რეკობა ისევ ინტერში დაბრუნდა და გუნდთან ახალი კონტრაქტი 2006 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, კლუბში დაბრუნება რეკობასათვის წარმატებული გამოდგა, ის კლუბისთვის შეუცვლელი მოთამაშე და გუნდის საუკეთესო გოლიადორი გახდა. იგი ძალიან შეუყვარდა გულშემატკივარს, მას „ჩინო“ (el chino) შეარქვეს, რაც ჩინელს ნიშნავს. ეს მეტსახელი გამოწვეული იყო მისი სახის აზიატური ნაკვთების გამო.

მიუხედავად გაწეული უდიდესი შრომისა, ურუგვაელის ანაზღაურება ბევრად ნაკლები იყო თავის თანაგუნდელების ხელფასებზე, შედეგად მასიმო მორატისთან მცირე აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ (ურუგვაელის აგენტმა მორატის ბარსელონას თვითმფრინავის ბილეთებიც კი აუფრიალა — კატალონიაში უკვე მზად იყვნენ ჩინოს მისაღებად) რეკობამ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის იმ დროისათვის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა მსოფლიოში.

რეკობამ ინტერის 20 ნომრიანი მაისურით 176 მატჩი ჩაატარა და 53 გოლი გაიტანა. ყველასგან გამოარჩევდა თავისი ძლიერი მხარეები: სისწრაფე, დრიბლინგი, ბურთის ფლობა, ზუსტი პასები, უზუსტესი და უძლიერესი დარტყმა მარცხენა ფეხით, საჯარიმო დარტყმების ოსტატობა.

ამის შემდეგ რეკობას კარიერაში პრობლემები დაიწყო: გაირკვა, რომ იტალიური პასპორტი, რომელიც ალვარომ 1999 წელს აიღო ყალბი იყო. საქმე ეხებოდა მეორე იტალიურ მოქალაქეობას, რომლის ქონის შემთხვევაში ის არ ჩაითვლებოდა ლეგიონერად და არ მოხვდებოდა მკაცრი ლიმიტის ქვეშ. ამის გამო კლუბი ნახევარი მილიონი დოლარით დააჯარიმეს, ფეხბურთელს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, თუმც აპელაციის შემდეგ სასჯელი ოთხ თვემდე შეუმცირეს.

ხშირი ტრავმებისა და შესაბამისად სათამაშო დროის ნაკლებობის გამო,მიუხედავად უდიდესი ტალანტის ეპიზოდური გამოვლინებისა, მან კლუბის ხელმძღვანელობების იმედები ბოლომდე ვერ გაამართლა. 2007 წლის დასაწყისში რეკობა არენდით ტორინოში გაუშვეს, სადაც მან ერთი სეზონი ითამაშა და 22 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

ალვარო რეკობა გამორჩეული მოთამაშე იყო ურუგვაის ეროვნულ ნაკრებშიც. თანაგუნდელი მონტეროს წასვლის შემდეგ იგი იყო გუნდის კაპიტანი, მან თავის გუნდთან ერთად მონაწილეობა 2002 წელს კორეა–იაპონიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში. აღნიშნულ ტურნირზე ჩინო თავისი გუნდის უდავო ლიდერად მოგვევლინა. ჯგუფური ეტაპის სამი მატჩიდან ურუგვაიმ არც ერთი არ წააგო და თავაწეულმა დატოვა მსოფლიო ფორუმი. ურუგვაის ნაკრებში რეკობამ 1995–დან 2007 წლამდე საერთო ჯამში 69 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

შეკითხვაზე — თვლის თუ არა რეკობა, რომ მან ტყუილად შეალია თავისი ტალანტი ინტერს და შეეძლო თუ არა სხვა ისეთი გუნდის პოვნა, რომელშიც უფრო მეტს გააკეთაბდა, მან უპასუხა: „არ იყო ადვილი წასვლა ისეთი გუნდიდან, საიდანაც ჩემი გაშვება არ უნდოდათ და დღესაც ნანობენ ამას, მე ორჯერ ვითხოვე წასვლა, მაგრამ კლუბის პრეზიდენტის თხოვნით ორჯერვე დავრჩი…“


http://fci.ge/uploads/posts/2016-12/1481698990_rekoba.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 15470
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 4  Neymar Da Silva 11  
15 დეკემბერი 2016 17:05
მაგარი იყო რეკობა სგ პაპუ good

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=E_iUjOWuUc8
Olympique-Lyonnais
France
კომენტარები: 766
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 3  Scholes  
15 დეკემბერი 2016 05:12
[quote=Papuu]
აუ პაპუ საღოლ ძმაო მაგრად გაასწორა, გესმის საგანი good


აი არც ერთი ფეხბურთელი არ მეგულება ისეთი ვისზეც ვიტყვი რომ რეკობა ნაკლები ნიჭიერიათქო.
პროსტა მაგარი უიღბლო იყო, არ გაუმართლა მაგრად აი ვაბშე არავისზე ნაკლები ნიჭი არ ჰქონდა... ჯერ ბურთის ტარება როგორი ლამაზი ქონდა?! ლაღი და მარტო თავისი, ისე ადვილად,მარტივად ატარებდა მინდორს არ ეხებოდაო თითქოს.... და აი კონკრეტულად დარტყმა რო ავიღოთ? თავის ერთი ცაცია მესი და რონალდოს ოთხივე ფეხს ჯობდა love
ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდაა ამ ბიჭის გვარი დალექილი და ვარ ამაყი ამის საუკეთესო მატჩები ლაივებში რომ მაქვს ნანახი, ფეხბურთის ''ოქროს ხანაში'' მოუწია თამაში და ბევრი სირთულეებისდა მიუხედავად მაინც ღირსეულად დატოვა თავისი სახელი! ეს ის პერიოდია როცა ფეხბურთში ცეკვავდნენ ვარსკვლავებიlove
რეკობას ბევრი პლაკატი ეხლაც მაქვს, მომენატრა ის ფეხბურთი და ის კლასნი ფუტბალისტები რომელნიც ყველა კლუბში მრავლად იყვნენ, აი ვაბშე ყველა გრანდში რო იყვნენ :(

პაპუუ კაი საქმეს აკეთებ ძმაო და თუ განაგრძობ მაგარი იქნება, მეც შენს გვერდით ვარ მოდი გავაცოცხლოთ ლეგენდები 4ever
Manchester-United
Norway
კომენტარები: 2101
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
14 დეკემბერი 2016 18:23
ჩემ ქურთ მეზობელს გავს სიფათზე დდდ ისე მაგარი ცაცია იყო ..
Barcelona
Georgia
კომენტარები: 5610
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  ziko13  
14 დეკემბერი 2016 13:07
love
ალბათ საუკეთსო მარცხნეა რაც კი მინახავს
Bayern-Munich
Germany

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi