Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

პრევიუ: საქართველო Vs სერბეთი

23-03-2017
2 კომენტარი
საქართველო
სერბეთი
24 მარტი, 21 საათი

ხვალ გაიმართება 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის, D ჯგუფის მატჩი, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და სერბეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ფავორიტი, რა თქმა უნდა, სერბეთია, თუმცა ვლადიმერ ვაისის ბიჭებს დასაკარგი აღარაფერი აქვთ და მხოლოდ 3 ქულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

ჩემპიონატი: 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი.
თარიღი: 24 მარტი, 21 საათი.
სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა.
პირდაპირი ტრანსლაცია: საზოგადოებრივი მაუწყებელი.

საქართველო
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯგუფში ძალიან რთული სიტუაცია აქვს. ოთხი თამაშის შემდეგ ვლადიმერ ვაისის შეგირდებმა მხოლოდ 2 ქულა დააგროვეს და მეხუთე პოზიციაზე იმყოფებიან. სლოვაკი სპეციალისტის დანიშვნის შემდეგ გუნდში დადებითი ცვლილებები ნამდვილად შესამჩნევია, თუმცა ეს ყველფერი ჯერჯერობით შედეგზე არ ისახება. ჩვენმა ნაკრებმა ავსტრიასთან ცუდი პირველი ტაიმის შემდეგ ნამდვილად ღირსეულად ითამაშა და ყველაფერი გააკეთა თამაშის გადასარჩენად, მაგრამ ჯანო ანანიძის გოლი ამისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. შემდეგ იყო გასვლა ირლანდიასთან, სადაც ქართველმა ფეხბურთელებმა ძალიან ხელსაყრელი მომენტები გაუშვეს ხელიდან, საპასუხოდ კი კოულმენის გოლი მიიღეს და ხელცარიელები დაბრუნდნენ შინ. უელსთან გამართული შეხვედრა კი ყველაზე დასამახსოვრებელია ქართველი გულშემატკივრებისთვის, ვინაიდან საქართველოს ნაკრებს ძალიან ცოტა დააკლდა გამარჯვების მოსპოვებლად. ჩვენმა ბიჭებმა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენეს და აბსოლუტურად ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე, მაგრამ უამრავი საგოლე მომენტიდან მხოლოდ თორნიკე ოქრიაშვილმა შეძლო თავის გამოჩენა და მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. და ბოლოს, ყველაზე დიდი იმედგაცრუება, მოლდოვის ეროვნულ ნაკრებთან დაკარგული ქულები დინამო არენაზე. ბიჭებმა პირველი ტაიმი სრული დომინაციით ჩაატარეს და ვაკო ყაზაიშვილის გოლით 1-0 მოიგეს. თამაშის მეორე ნახევარში კი მოვლენები ძალიან ცუდად წარიმართა და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ქართველმა ფეხბურთელებმა სათანადოდ ვერ დააფასეს მეტოქე, გამარჯვება ნაადრევად იზეიმეს, კონცენტრაცია დაკარგეს და სრულიად ლოგიკური ბურთიც მიიღეს საკუთარ კარში. ხვალ საქართველო ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერს, სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ჩვენ კი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ნაკრები საკუთარ მაქსიმუმს გააკეთებს და მნიშვნელოვან გამარჯვებას მოიპოვებს. ამის პოტენციალი რეალურად ნამდვილად არის, მთავარია სწორი მიდგომა საქმისადმი და ცოტა იღბალი.

სერბეთი
სერბეთის ეროვნული ნაკრები მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე შესანიშნავად გამოიყურება და ჯგუფში მე-2 პოზიციას იკავებს 8 ქულით. სლავოლუბ მუსლინის მეთაურობით ნაკრები ნამდვილად კარგ ფეხბურთს აჩვენებს და ხვალ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჯგუფში გალიდერდეს. ნაკრების ლიდერები, ალექსანდერ მიტროვიჩი და დუსან ტადიჩი შესანიშნავ ფორმაში არიან და საწყის 4 მატში ჯამში 6 გოლი აქვთ გატანილი.

სავარაუდო შემადგენლობები:

საქართველო: ლორია - კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, ნავალოვსკი - კანკავა, გვილია - ანანიძე, ყაზაიშვილი, ჯიღაური - მჭედლიძე.

დანაკლისი: თორნიკე ოქრიაშვილი(ტრავმა), გიორგი ჭანტურია(ტრავმა).

სერბეთი: რაიკოვიჩი - რუკავინა, ივანოვიჩი, ნასტასიჩი, ვუკოვიჩი, მლადენოვიჩი - ტადიჩი, მილივოევიჩი, გუდელი, კოსტიჩი - მიტროვიჩი.


http://fci.ge/uploads/posts/2017-03/1490371336_georgia-vs-serbia.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 1323
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 2  D.Drogba011  
24 მარტი 2017 23:54
რა უნდა დააკომენტარო, არც არაფერი, ნერვებიც არ მომშლია საერთოდ, გინდ სანდერლენდის თამაშისთვის მიყურებია და გინდ ამათი თამაშისთვის, არანაირი ჟინი და მონდომება, არ იხარჯებიან ისე როგორც უნდა იხარჯებოდნენ საქართველოსთვის
Chelsea
Italy
კომენტარები: 447
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  imessionante  
24 მარტი 2017 20:13
მჭედლიძეს ტრავმა ხო აქვს ? თუ მეშლება ?
Barcelona
Georgia

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi