Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ომობანა დასრულდა, წინ გერმანული ტანკია

“ძლივს ისეთ თამაშზე მივდივარ სტადიონზე, რომელშიც ვიცი, რომ უეჭველად მოვიგებთ” - ამბობდნენ გულშემატკივრები და მართლაც, კარგა ხანია, ასეთი თამაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს არ ჰქონია. ან კი, საერთოდ როდის ჩამოსულა ასეთი სუსტი ნაკრები? ფარერები რომ ფარერებია, ისიც კი უფროსკლასელია გიბრალტართან.

გაბელია გადარჩა -კაცური ტრავმა ქალების თამაშში

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გულნარა გაბელია, რომ იტყვიან, მაგრად გადარჩა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა მწყობრში ჩადგომას ნაკრებისუახლოეს შეხვედრისთვის - თამაზ კოსტავას გაწვრთნილი გუნდი 24 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს შეხვდება.

მჭედლიძე რომასაც დააკლდება

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური ემპოლის თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ისევ მკურნალობს. გეხსომებათ, ის ერთი თვის წინ, ირლანდიასთან დუბლინში ჩატარებული შესარჩევი მატჩისას დაშავდა.

გიოტცე საქართველოს ნაკრებთან მატჩს გამოტოვებს

გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მარიო გიოტცე გამოტოვებს ევრო 2016–ს შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩს, ჩვენს წინააღმდეგ...

თბილისში გიბრალტარი განადგურდა

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა საკმაოდ მშვიდად და დამაჯერებლად მოახერხა საკუთარ მოედანზე გიბრალტარის ეროვნული გუნდის დამარცხება...

გიორგი ჭანტურიას გამარჯვების გოლი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში

მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ დუისბურგის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

შესარჩევის პირველ საშინაო მატჩში ახალგაზრდული ესპანეთს დაუხვდება

7 ოქტომბერს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროშესარჩევის პირველ საშინაო მატჩში ესპანეთის ნაკრებს დაუხვდება.

კანკავა: უყვითლოდ, მაგრამ მარცხით

საქართველოს ეროვნული ნაკრები 8 ოქტომბერს გიბრალტარს უმასპინძლებს, ხოლო 11-ში სტუმრად გერმანიას ეთამაშება. კახა ცხადაძის გუნდი დღეს შეიკრიბება, ხოლო სრული შემადგენლობით უკვე ხვალ იქნება. არჩევნების თემამ ქართველი ფეხბურთელები არ უნდა მიგვავიწყოს და მოდით, გადავხედოთ, ლეგიონერებმა როგორ ითამაშეს გასულ პარასკევ-შაბათ-კვირას...

ვაკომ დაისვენა და გაიტანა

არნემის ვიტესმა ჰოლანდიის ერედივიზიონში 5:0 გაანადგურა გრონინგენი.  გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმაც შეუცვლელად ითამაშეს. კაშიამ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყაზაიშვილმა გოლი გაიტანა. ვაკოს გოლმა 65-ე წუთზე 3:0 გახადა ანგარიში. როგორც იცით, ვაკოს წინა მატჩი ტრავმის გამო გაუცდა და საბედნიეროდ, მალევე ჩადგა მწყობრში.   ვიტესი მეექვსე ადგილზეა და ლიდერ პსვ-ს 5 ქულით ჩამორჩება.

ლევან კობიაშვილი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი

რამდენიმე წუთის წინ, სასტუმრო "ჰოლედეი ინში" როგორც იქნა დასრულდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები და ხალხის აზრმა გაიმარჯვა...

 

ყენიამ დერბიში იყოჩაღა, ჰუფნაგელმა საგოლე პასი მიითვალა

ჩეხეთში, მერვე ტურში პრაღული დერბი გაიმართა და ლევან ყენიას სლავიამ შინ 1:0 მოუგო სპარტას, რომელიც ლიდერი იყო და ლიდერად დარჩა. ყენიამ ამ შეხვედრაში თითქმის სრულად ითამაშა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე შეცვალეს. საკმაოდ აქტიური იყო ლევანი და უკვე მე-19 წუთზე შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ოდნავ ააცილა. 

მარცხი, სწრაფი გოლის შემდეგ (იტალია 6:1 საქართველი)

„ევრო 2017“-ის შესარჩევი ჯგუფის პირველი შეხვედრის სტარტი მოულოდნელი გამოდგა არა მხოლოდ გამოცდილი მასპინძელი იტალიის ქალთა ეროვნული ნაკრებისთვის, არამედ ტურნირის ამ ეტაპის დებიუტანტისთვის, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრებისთვისაც.

კაშია ვიტესში დარჩენაზე თანახმაა, მაგრამ...

როგორც არნემის ვიტესის ოფიციალური ფანკლუბის ვებგვერდი იტყობინება უახლოეს დღეებში კლუბის ხელმძვანელობა განაახლებს მოლაპარაკებას გუნდის კაპიტან გურამ კაშიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

თედო გრიგალაშვილი: თუ ფეხბურთელი ხარ, კონკურენტების სიძლიერეზე არ უნდა იფიქრო

თედო გრიგალაშვილი ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომელმაც საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოიარა, ბოლოს ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილ 21-წლამდელებში თამაშობდა, თუმცა ეროვნული გუნდში ჯერ არ მოხვედრილა. თედო 22 წლისაა და უნივერსალურ მცველად ყალიბდება, რადგან ცენტრშიც შეუძლია თამაში და ფლანგებზეც. 

ხუბუტიამ სლოვაკეთი სიმბოლურით დაიწყო

აკაკი ხუბუტია სლოვაკეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. თანაც, ეს  სადებიუტო მატჩშივე მოახერხა. როგორც იცით, ხუბუტია მიხალოვცეში გადავიდა და ამ გუნდმა გასულ უქმეებზე სტუმრად 1:0 მოუგო ტრნავის სპარტაკს. ეს სეზონში პირველი მოგება იყო მიხალოვცესთვის. 

სირბილაძემ გაიტანა, ლიპარტიამ ორჯერ გაატანინა

უკრაინის თასზე დავით თარგამაძემ გაიტანა. ეს მოახერხა ზირკა-ოლექსანდრიას შეხვედრის მე-40 წუთზე, რითაც ანგარიში 1:1 გახადა და მატჩი ასეც დასრულდა. წინ საპასუხო მატჩია. თარგამაძემ ოლექსანდრიას ძირითადში დაიწყო თამაში და 75-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო რაც შეეხება გოლს: საჯარიმო მშვენივრად შეასრულა, მაღალ კუთხეში გაიტანა. 

რა მოხდა ქართველების ვიტესის თავს?

გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის ვიტესი ჰოლანდიის თასიდან გავარდა, გასვლაზე 1:4 წააგო ჰერაკლესთან. ძირითად დროში ვიტესი იგებდა, მაგრამ მსაჯი დაერია არნემელებს და სამი ფეხურთელი გაუძევა, მათ შორის, კაშიაც...კიდევ, მწვრთნელიც გააყოლათ გასახდელში. 

მათე ცინცაძე: ახლა ესპანეთზე ვფიქრობთ

მათე ცინცაძემ, ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ყურადღებაც დაიმსახურა და თბილისის დინამოს ახალგაზრდა ნახევარმცველს ეროვნულ გუნდში დებიუტიც ჰქონდა.  

ქართული ლეგიონის ამბები

საფრანგეთის ლიგა 1-ში ჯაბა კანკავას რეიმსმა გასვლაზე 0:0 ითამაშა ანჟერთან. კანკავამ 90 წუთი დაჰყო მინდორზე და ჩვეულად დიდი სამუშაო გასწია და ასევე, თითქმის ტრადიცული   გაფრთხილებაც მიიღო. ეს ჯაბას მესამე მატჩი იყო რეიმსში, რომელიც ცხრილში მეოთხე ადგილზეა.  

საქართველოს ქალთა ნაკრები ჩეხებთან 0:3 დამარცხდა

მართალია საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრა წააგო, მაგრამ ჩვენი გოგონების თამაშზე აუგის სათქმელად ენა არავის მოუბრუნდება. ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების წინააღმდეგ დაახლოებით 70 წუთის განმავლობაში სენსაციურ 0:0-ს ვინარჩუნებდით და მხოლოდ მატჩის მიწურულს შეძლეს აღმოსავლეთევროპელებმა თამაშის სათავისოდ შეტრიალება.

ჩვენი ქალები ჩეხეთისთვის დაირაზმნენ

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქალთა შორის ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის შეხვედრა გაიმართება საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის. მატჩი 19 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება უფასოა. პირველი ტურის შეხვედრაში, ჩვენები იტალიასთან სტუმრად 1:6 დამარცხდნენ. გუშინ კი, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თამაზ კოსტავა და ნაკრების კაპიტანი ტატა მატვეევა.

იაშვილმა ქალთა ნაკრები გაამხნევა

ცოტა არ იყოს, უცნაური ამბავი მოხდა გუშინ "მიხეილ მესხზე" საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად ალექსანდრე იაშვილმა ივარჯიშა. ჩეხებთან დღევანდელი შესარჩევი მატჩის წინ გოგონებთან ვარჯიში იაშვილს ქალთა ნაკრების მწვრთნელმა თამაზ კოსტავამ სთხოვა... 38 წლის თავდამსხმელმა დილით დიღომში, თბილისის დინამოელებთან ერთად ივარჯიშა, საღამოს კი ქალებს შეუერთდა და ისინი დღევანდელი შესარჩევი მატჩის წინ გაამხნევა. 


navige
saitebi