Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ლორია და კრილია – ხელი ხელს და ერთწლიანი კონტრაქტი

გიორგი ლორია ოფიციალურად გახდა სამარის კრილიას ფეხბურთელი. ის გუნდში 17-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან, რომელიც რუსულ პრემიერლიგაში ცხრა ტურის შემდეგ მეექვსე ადგილზეა. 

გურამ კაშია – გოლებიც და სიმბოლურებიც

გურამ კაშია ორი პოპულარული ჰოლანდიური გამოცემის, "ტელეგრააფისა" და "ალგემეინ დაგბლადის" ვერსიებით გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ეს ჰოლანდიის ჩემპიონატის მეექვსე ტური იყო და ვიტესის კაპიტანმა კაშიამ გრააფსჰაპს გოლი გაუტანა. ექვს მატჩში სამი გოლი რომელ მცველს არ შეშურდება? მატჩი 3:0 დასრულდა და გურამის გარდა ვაკო ყაზაიშვილმაც გაიტანა, თუმცა ვაკო არ მოხვედრილა ტურის საუკეთესო თერთმეტეულში. 

ცხადაძის გოლი ალბანეთში ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა

ალბანური გამოცემა "პანორამა-სპორტი" აღნიშნავს, რომ გასულ ტურში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი ბაჩანა ცხადაძემ გაიტანა. ფლამურტარის ქართველმა ფორვარდმა ვლაჟნიასთან თამაშისას პირველი ტაიმის ბოლოს შეაგდო და ანგარიში 2:0 გახადა, საბოლოოდ კი მატჩი ასეც დასრულდა. 

კაშია გოლებს შეეჩვია, ვაკომაც გაიტანა

არნემის ვიტესმა ჰოლანდიის ერედივიზიონში შინ 3:0 მოუგო გრააფსჰაპთან და მეშვიდე ადგილზეა. ექვს ტურში უკვე მესამე გოლი გაიტანა გურამ კაშიამ, რაც მცველისთვის ბრწყინვალე შედეგია. კაშიამ თავურით გახსნა ანგარიში. გურამის გოლიდან რამდენიმე წუთში ვაკო ყაზაიშვილმაც გაიტანა - 18 წლის სოლანკეს კარგი პასის შემდეგ. ეს ყაზაიშვილისთვის პირველი გოლი იყო მიმდინარე ჩემპიონატში. 

7 ოქტომბერს საქართველო ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს

ვროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი ნელ-ნელა ხურდება. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შესარჩევი ციკლი 3 ივნისს დაიწყო სან მარინოში, სადაც ადგილობრივებს 3:0 მოუგო. მეორე ოფიციალური მატჩი ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა 3 სექტემბერს ხორვატიაში ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.

ზარანდიას ოპერაცია: ვარჯიში ოქტომბრის დასაწყისიდან

ლუკა ზარანდიამ ბელგიაში მენისკის ოპერაცია გაიკეთა. როგორც ქართველმა მენეჯერმა გუგა კაჭახიძემ გვაცნობა, ლუკამ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქირურგთან გაიკეთა ოპერაცია და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. კაჭახიძემ გვითხრა, რომ 19 წლის ქართველი გარემარბი სექტემბრის ბოლოს მსუბუქად ვარჯიშს დაიწყებს, ხოლო ოქტომბრის დასაწყისიდან გუნდს შეუერთდება და სრული დატვირთვით მოემზადება.

საბურთალომ აზერბაიჯანის 19-წლამდელთა ნაკრები 5:0 გაანადგურა

საბურთალოს დუბლებმა ამხანაგურ მატჩში 5:0 გაანადგურეს აზერბაიჯანის 19-წლამდელთა ნაკრები. შეხვედრა საბურთალოს ბენდელას სტადიონზე შედგა და რევაზ გოცირიძის გაწვრთნილებმა მეზობელი ქვეყნის ნაკრებს შანსი არ დაუტოვეს. გოლებს რაც შეეხება, ჩოგაძემ, რუხაძემ, კოხრეიძემ, კაკიაშვილმა და ივანიაძემ გაიტანეს. ცნობისთვის, ფორვარდი გიორგი ივანიაძე მხოლოდ 15 წლისაა... 2000 წელსაა დაბადებული.  

ირაკლი სიხარულიძე: ცეცაძის ხელში შედეგი გვექნება

მკითხველმა იცის, რომ უმაღლეს ლიგაში გასული წლის დებიუტანტმა სამტრედიამ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელების მთლიანი კონტიგენტი შეცვალა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია ცეცაძე დანიშნა. იმერული გუნდი, რომელმაც გასულ სეზონში საქართველოს თასის ფინალში გააღწია, მიმდინარე სეზონში თავიდან ბოლომდე სახეცვლილია.

ქართველი ჭაბუკები ცდუნებას ვერ უძლებენ

ამ ზაფხულს თბილისის ლოკომოტივმა საგურამოში აკადემია ჩამოაყალიბა (2003-2004 წლებიდან 2009 წელს დაბადებულებამდე თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში). აკადემიის ხელმძღვანელი გიორგი ყიფიანია. შედარებით უფროსი ასაკის ორი გუნდი საგურამოში ივარჯიშებს, ხოლო უმცროსთა ჯგუფები – ვერის ბაღში არსებულ ლოკომოტივის აკადემიის სტადიონზე. 

მათე ცინცაძე: ჩვენთვის კახა ცხადაძის სიტყვა ყურადსაღებია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დუბლინში ირლანდიელებთან კი წააგო, თუმცა რამდენიმე საყურადღებო და პოზიტიური ამბავი ამ მატჩშიც მოხდა. გარდა იმისა, რომ კახა ცხადაძე ცდილობს, ნაკრებს შემტევი ფეხბურთი ათამაშოს, 47 წლის სპეციალისტმა თავის გამოჩენის საშუალება ახალგაზრდული ნაკრების წევრებს, გიორგი პაპუნაშვილსა და მათე ცინცაძესაც მისცა.

უეფამ ევროპა ლიგის  11 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

უეფამ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის 48 გუნდიდან შეარჩია საუკეთესო 11 მწვრთნელი, რომლებიც ადრე თავად თამაშობდნენ ფეხბურთს.

ლორიას კრილია საბოლოოდ გადაწყდა

გადაწყდა, რომ გიორგი ლორია კარიერას სამარის კრილია სოვეტოვში გააგრძელებს. კრილია ამჟამად მეშვიდე ადგილზეა რუსულ პრემიერლიგაში. ჯერჯერობით გუნდის პირველი მეკარე კონიუხოვი გახლავთ, თუმცა იმედია, ლორია გახდება ძირითადი. სამარელებს ლორია განაცხადში ჯერ არ შეუყვანიათ, თუმცა ეს პროცესი დიდხანს არ გაიწელება. 

შოტლანდიის მწარე დღეები

გერმანიამ გლაზგოდან სამი ქულა წაიღო და შოტლანდიას ძალიან გაურთულა საქმე. მატჩის გმირი თომას მიულერი გახდა, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. შედეგად, გერმანიამ ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნა და საეჭვოა, სხვა პოზიციაზე დაასრულოს ჯგუფი. 

ყენიას ანორთოსისის ვარიანტი ჰქონდა

ლევან ყენიას ზაფხულის ბოლო სატრანსფერო დღეებში კვიპროსული ანორთოსისის ვარიანტი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ეს საქმე ჩაიშალა. შეგახსენებთ, ანორთოსისში ირაკლი მაისურაძე და გიორგი აბურჯანია თამაშობენ, თუმცა მესამე ქართველი გუნდს ვეღარ შეემატა, არადა, საამისოდ დიდი შანსი იყო. კვიპროსელებს ხელი შეეშალათ პრაღის სლავიას მოთხოვნების გამო და მოლაპარაკების ბოლომდე დასრულების დროც აღარ დარჩა. 

ვაკო ყაზაიშვილს ირლანდიელმა ჟურნალისტმა პატარა მოცეკვავე უწოდა

ეს სტატიები ირლანდია-საქართველოს მატჩამდეა დაწერილი და ვაკო ყაზაიშვილს ეძღვნება. ამ დროისთვის დუბლინური შეხვედრა უკვე დასრულებულია და უკვე იცით, შეძლო თუ ვერა შოტლანდიასთან გამარჯვების გოლის გამტანმა ყაზაიშვილმა ირლანდიის ნაკრებისთვის თავსატეხის გაჩენა.

კოშმარული თბილისი - საქართველო-შოტლანდიის გამოძახილი ბრიტანულ პრესაში

თბილისში დამარცხების გამო ცნობილი ტაბლოიდის, "სან სპორტის" კრიტიკის ქარცეცხლს ვერ ასცდა შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გორდონ სტრაჩანი.

საქართველო ირლანდიასთან მინიმალურად დამარცხდა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი მატჩი ევრო 2016–ს შესარჩევ ციკლში. შოტლანდიასთან დიდებული თამაშის შემდეგ, გაგვიჭირდა ირლანდიის დედაქალაქში და მეშვიდეჯერაც დავმარცხდით "მწვანეებთან"...

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ლატვიასთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდა

მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიელ თანატოლებს უმასპინძლეს და 1:2 დამარცხდნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები დუბლინში ჩაფრინდა

კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით ეროვნული გუნდი დუბლინში ჩარტერული რეისით დღეს დილით ჩაფრინდა.

საქართველოს თასი - გუნდები მერვედფინალისთვის დაწყვილდნენ

დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

ჯანო ანანიძე ირლანდიასთან მატჩს გამოტოვებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახაბერ ცხადაძის განხცადებით, ჯანო ანანიძეს დასვენება სჭირდება და არ გაჰყვება გუნდს ირლანდიის დედაქალაქში...

სტრახანი: თავად ვართ დამნაშავეები

შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გორდონ სტრახანი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა არასაკმარისი სიძლიერით ითამაშა ჩვენი ნაკრების დასამარცხებლად...

კახა ცხადაძე: ფანტასტიკურად ვითამაშეთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ცხადაძემ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა შოტლანდიასთან შეხვედრაზე...


navige
saitebi