Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

2012 წლის 7 სექტემბრის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, კახაბერ ცხადაძემ პირველი ოფიციალური მატჩი შოტლანდიის ეროვნულ გუნდს მოუგო...

გიორგი ლორია კრილია სოვეტოვთან კონტრაქტს გააფორმებს

გიორგი ლორია „კრილია სოვეტოვთან“ კონტრაქტს გააფორმებს. ფეხბურთელმა სამარაში უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტის დეტალებიც შეათანხმა. აღსანიშნავია, რომ „კრილია სოვეტოვმა“ გოლკიპერი უსასყიდლოდ გაიფორმა, რადგან ლორია თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონო იყო.

ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა: საბურთალო-მიდტიულანდი

უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში საბურთალოს მეტოქე დანიური მიდტიულანდი იქნება. ეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გუშინდელ წილისყრაზე გაირკვა. თუ საბურთალო პირველ ეტაპს გადალახავს, მეორეში ვარშავის ლეგიასა და სოფიის ლიტექსს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 

ერთ-ერთი მთავარი მიზანი – საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ზე

გუშინ სასტუმრო „რადისონში“ საკონფერენციო დარბაზში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა რევაზ არველაძემ საკუთარი საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო. შეხვედრა ხალხმრავლობით იყო გამორჩეული – საფეხბურთო სამყაროს გარდა, დარბაზში მრავლად იყვნენ ქართული ხელოვნების, პოლიტიკისა თუ ბიზნესის გამორჩეული წარმომადგენლები. იგრძნობოდა ემოციური მუხტიც, რევაზ არველაძეს სიტყვა ბევრჯერ გააწყვეტინეს მხურვალე აპლოდისმენტებით.

გიორგი შაშიაშვილი: მჯერა საქართველოს დღევანდელი ნაკრების

გიორგი შაშიაშვილი არაერთი სეზონის განმავლობაში იყო თბილისის დინამოს კაპიტანი და გუნდთან ერთად ბევრი ტიტულის მოგებაც შეძლო. მას საკმაოდ კარგი უცხოური და სანაკრებო კარიერაც გამოუვიდა. ახლა კი მშობლიურ დინამოშია და მწვრთნელის კარიერაში დგამს პირველ ნაბიჯებებს. "შაშისთან" საუბარში ვცადეთ თვალი გადაგვევლო მისი განვლილი საფეხბურთო გზისთვისაც.

ლევან კობიაშვილი ოფიციალური კანდიდატია

გუშინ, დაახლოებით 14 საათზე ლევან კობიაშვილი მივიდა ფეხბურთის ფედერაციაში, სადაც მას თავის მხარდამჭერები დახვდნენ. მათ შორის იყვნენ თბილისის დინამოს, ბათუმის დინამოს, ლანჩხუთის გურიას, ზესტაფონის ქომაგები. იქვე იყვნენ მისი მხარდამჭერი ვეტერანი ფეხბურთელები ლევან ცქიტიშვილი, ზაზა ზამთარაძე, გიორგი კიკნაძე, რატი ალექსიძე, გივი კვარაცხელია. ლევან კობიაშვილის მხარდასაჭერად იყვნენ მოსულები საფეხბურთო სკოლა დიდუბე-2014-ის ბავშვები.  

17-წლამდელები პოლონეთში - ავსაჯანიშვილის გუნდი SYRENKA CUP-ზე ითამაშებს

პოლონეთში იმყოფება საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, რომელიც ყოველწლიურ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში - Syrenka Cup- მიიღებს მონაწილეობას. წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობენ პოლონეთის, კვიპროსის, ბელგიის, ნორვეგიის, რუმინეთის, შვედეთის, ლუქსემბურგისა და საქართველოს 17-წლამდე ნაკრები გუნდები.

კობიაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გუშინ დაიწყო. სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” თავისი გუნდით საფეხბურთო საზოგადოებას შეხვდა – უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებს უმასპინძლა, სადაც კობიაშვილმა მათ თავისი ხედვა და პროგრამა გააცნო.

დღეს რევაზ არველაძე ოფიციალური პრეზენტაციას გამართავს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო საარჩევნო მარათონი გადამწყვეტ ფაზაში შედის. რევაზ არველაძე დღეს სასტუმრო „რადისონის“ საკონფერენციო დარბაზში ოფიციალურად წარადგენს თავის საპრეზიდენტო პროგრამას.

საქართველოს ნაკრები სრულად დღეს შეიკრიბება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე არასრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. კახა ცხადაძის გამოძახებული 24 ფეხბურთელიდან ბასაზე 18-მა გუნდურად ივარჯიშა, საბა კვერკველიამ, ნუკრი რევიშვილმა და გიორგი მაკარიძემ კი ,,ბასაზევე“ ინდივიდუალურად გამართეს წვრთნა.

ჩივაძემ მიზნად ფინალური ეტაპი დაისახა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩისთვის ემზადება. 3 სექტემბერს ალექსანდრე ჩივაძის გუნდი ხორვატიას სტუმრად ეთამაშება. შეგახსენებთ, ჩვენი 21-წლამდელების აქტივში უკვე არის სამი ქულა – სასტარტო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სან მარინოს სტუმრად 3:0 მოუგო. ხორვატიისა და სან მარინოს გარდა, ჯგუფში ქართველი ახალგაზრდების მეტოქეები ესპანეთი, შვედეთი და ესტონეთი არიან.

გიორგი ჭანტურია იტალიურ ვარიანტებზე: ხუთშაბათს გადაწყდება

იტალიური პრესის ცნობით, გიორგი ჭანტურიას მიმართ ინტერესს სერია ა-ს სამი კლუბი იჩენს: ემპოლი, ბოლონია და ფროსინონე. 22 წლის ქართველი შემტევი ამჟამად თავისუფალი აგენტია. მან ბოლო სეზონი რუმინულ კლუჟში გაატარა, ამ ზაფხულს კი უგუნდოდ ყოფნა გაუგრძელდა. 

ლაშა დვალის ახალი გამოწვევა – დუისბურგი

20 წლის მცველი ლაშა დვალი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის დუისბურგში გადავიდა. ეს გუნდი ხუთი ტურის შემდეგ ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, ჯერ მხოლოდ ორი ქულა აქვს. ისე კი, ეს კლუბი გასულ სეზონში სულაც მესამე ლიგაში იყო. დუისბურგი ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ქალაქია და ერთ დროს საამაყო გუნდიც ჰყავდა: "ზებრებს" (კლუბის მეტსახელია) პირველ ბუნდესლიგაშიც ხშირად უთამაშიათ და საუკეთესო სეზონი 1963-1964 წლებში ჰქონდათ, როცა მეორე ადგილზე გავიდნენ. 

ჟან ფრანსუა დომერგი: ქართველ ფეხბურთელებს მენტალური გარდატეხა სჭირდებათ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია ნელ-ნელა ფუნქციონირების ახალ საფეხურზე გადადის. მალე რუსთავში საცხოვრებელი და სავარჯიშო ინფრასტრუქტრა მზად იქნება, ზუგდიდში კი ახალი აკადემიის მშენებლობა დაიწყება.

ცხინვალმა ზუგდიდი გაანადგურა

30 აგვისტო. თბილისი. „მიხეილ მესხი“ (სათადარიგო). 400 მაყურებელი

კაშიამ გაიტანა, თარგამაძე ერწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა

არნემის ვიტესმა ჰოლანდიის ერედივიზიონის მეოთხე ტურში კამბურს შინ 4:1 მოუგო. ამ სეზონში პირველი ქართული გოლიც გავიდა ჰოლანდიაში: გურამ კაშიამ 85-ე წუთზე ახლოდან თავით გაიტანა. კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმაც შეუცვლელად ითამაშეს. ვაკოც აქტიური იყო, ოღონდ, გოლებში მონაწილეობა არ მიუღია. ვიტესი მეშვიდე ადგილზეა. 

დვალიშვილი: პოლონეთში დაბრუნება, ოღონდ, პოგონში

ლადო დვალიშვილი პოლონეთში დაბრუნდა, კერძოდ, შჩეცინის პოგონში. პოლონური ექსტრაკლასას კვალობაზე ცუდი გუნდი ნამდვილად არაა, უფრო ხშირად ცხრილის ზედა ნახევარშია და იმედია, დვალიშვილიც კარგად გამოიჩენს თავს. როგორც იცით, ლადო პოლონიასა და ვარშავის ლეგიაში თამაშობდა, ლეგიაში სულაც ორჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი და ორჯერაც – ქვეყნის თასი. 

ვოლინის მწვრთნელი: კობახიძეს შეუძლია, აქ აღარ დაბრუნდეს

ვოლინის მწვრთნელი ვიტალი კვარციანი ხშირად აქებდა სანდრო კობახიძეს და გუნდის გამორჩეულ ფეხბურთელსაც უწოდებდა, ამჯერად კი პირიქით... ვოლინმა  შინ 1:0 სძლია დონეცკის ოლიმპიკს, კობახიძემ კი მე-20 წუთზე ტრავმის გამო დატოვა მინდორი. ეტყობა, კვარციანი სწორედ ამან გააბრაზა, ქართველმა შეცვლა რატომ მოითხოვაო.

ცხადაძემ დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახაბერ ცხადაძემ დაასახელა შემადგენლობა სექტემბრის თამაშებისთვის.

თემურ ქეცბაია აპოელის მწვრთნელი გახდა

საკმაოდ სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა ქართული ფეხბურთის ქომაგებისთვის – ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი, ლეგენდარული თემურ ქეცბაია "აპოელის" მთავარი მწვრთნელი გახდა...

სკანდალური დოკუმენტი - რევაზ არველაძემ არჩევნები უკვე მოიგო?!

3 ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღია ქართულ ფეხბურთში. ამ დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება და ვნებათაღელვაც ნელ-ნელა მატულობს.

საქართველოს სუპერთასი დინამო თბილისმა მოიგო

დასრულებული სუპერთასის შემდეგ, რომელშიც დინამო თბილისმა გორის დილას ვახტანგ ჭანტურიშვილის გოლით 1:0 აჯობა, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე გია გეგუჩაძე და უჩა სოსიაშვილი წარდგნენ.


navige
saitebi