Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ჯაბა კანკავა სადებიუტო შეხვედრაში დამარცხდა

გუშინ საფრანგეთის ჩემპიონატში ჯაბა კანკავამ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

გულნარა გაბელია ბარსელონას ეთამაშება

ნიონში, ქალთა შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის კენჭისყრა გაიმართა. ტურნირის მოქმედი გამარჯვებული „ფრანქფურტი“ პირველ შეხვედრას „სტანდარტთან“ გამართავს.  ქართველი ფეხბურთელი ქალის, გულნარა გაბელიასბიიკ–კაზიგიურთი“  კი კენჭისყრის შედეგად „ბარსელონას“ დაუწყვილდა.  პირველი შეხვედრები 2015 წლის  7/8, ხოლო საპასუხო 14/15 ოქტომბერს გაიმართება.

7 სექტემბერს ირლანდიის ნაკრები საქართველოს უმასპინძლებს

ირლანდიის ნაკრების მწვრთნელმა მარტინ ონილმა დაასახელა ის 37 ფეხბურთელი, რომლებსაც სექტემბრის შესარჩევი შეხვედრებისთვის მოამზადებს. მწვანე არმია 4 სექტემბერსგიბრალტარს სტუმრად ეთამაშება, ხოლო 7-ში დუბლინის ავივას სტადიონზე საქართველოს უმასპინძლებს.

გოგინაშვილი და სარჯველაძე მოლდოვაში თამაშობენ

ქართველი გარემარბი ირაკლი გოგინაშვილი ისევ მოლდოვურ საქსანში გააგრძელებს კარიერას. გოგინაშვილი შარშან ზაფხულს რუსთავის მეტალურგიდან გადავიდა საქსანში დაგუნდში ერთ-ერთი საუკეთესოც იყო

სუპერთასმა ქართული ცეკვა მთელ მსოფლიოს გააცნო

უეფას სუპერთასის შემდეგ უკვე კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ამ საოცარმა მატჩმა გასახსენებელი ბევრი დაგვიტოვა. ჩვენი თამაშის წინა ნომრებში საორგანიზაციო სამუშაოებთანდაკავშირებული საინტერესო საკითხები და ნიუანსები გაგაცანით, დღეს კი გახსნის ცერემონიალს გავიხსენებთ.

მამუკა არეშიძე: ფეხბურთის ფედერაციამ ერთი მატჩით მოახერხა ის, რასაც ჩვენი მთავრობა 25 წელია, უშედეგოდ ცდილობს!

მამუკა არეშიძეფეხბურთის ფედერაციამ ერთი მატჩით მოახერხა ის, რასაც ჩვენი მთავრობა 25 წელია, უშედეგოდ ცდილობს!

ბარსელონა: თავი კამპ-ნოუზე გვეგონა, ნეიტრალური მოედანი ჩვენი ასარჩევი რომ იყოს, ყოველთვის თბილისს ავირჩევდით

ბარსელონა-სევილია უკვე ისტორიაა. ევროპის სუპერთასის ყველაზე უხვგოლიანი და დრამატული მატჩი თბილისში ჩატარდა, ამ საოცარ სანახაობას კიდევ დიდხანს გავიხსენებთ... 

რევაზ არველაძე: სუპერთასი იყო უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ფეხბურთის განვითარებისთვის

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე გუშინ მოვიხელთეთ და ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საინტერესო თემაზე გავესაუბრეთ.

უეფა საქართველოში ახალი პროექტისთვის ემზადება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და უეფა მალე ახალ, ერთობლოვ პროექტს დაიწყებენ.  ნიონში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, უეფამ ქალთა ფეხბურთის განვითარების მიზნით საპილოტე ქვეყნად საქართველო შეარჩია. ახალი პროექტის დაწყებამდე, მოსამზადებელი სამუშაოების დასაგეგმად თბილისში, უეფა–ს ქალთა ფეხბურთის მიმართულების კოორდინატორი პრისილა იანსენს–სალაზარ ჰევიტი მოავლინა.

შოთამ სუპერლიგა მოგებით დაიწყო

ტრაბზონსფორმა თურქული სუპერლიგის პირველი ტური გამარჯვებით აღნიშნა. შოთა არველაძის გაწვრთნილებმა შინ 1:0 სძლიეს ბურსასფორს. ორივე გუნდს ჰქონდა მოგების შანსი, თუმცა მეორე ტაიმის შუაწელს ერქან ზენგინმა გაიტანა და სამი ქულა მასპინძლებს ერგოთ. შოთა ძალიან გახარებული იყო ამ გამარჯვებით და აღნიშნა, რომ სუპერლიგის კარგად დაწყება ყოველთვის მნიშვნელოვანია. 

სანდრო კობახიძემ ვოლინს მოაგებინა

უკრაინაში გოლი მიითვალა სანდრო კობახიძემ, თანაც, გადამწყვეტი გოლი. ლუცკის ვოლინმა სტალს გასვლაზე 2:1 მოუგო და სანდრომ მე-80 წუთზე გაიტანა: ერთი მცველი ჩამოიშორა, საჯარიმოში შესულმა კი კარგადაც დაარტყა. კობახიძემ შეუცვლელად ითამაშა. 

დინამომ გამარჯვებით დაიწყო, 18 წლის შემდეგ იაშვილმა კვლავ გაიტანა

11 აგვისტოს „დინამო არენას“ სტუმრები მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ბარსელონა და ევროპის ლიგის მოქმედი გამარჯვებული სევილია იყვნენ, რომლებმაც ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი დადგეს. შაბათს კი ამ მშვენიერ სტადიონზე უკვე თერჯოლის საპოვნელა სტუმრობდა...

ცხადაძემ მაკარიძე და პაპუნაშვილი გამოიძახა

საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოეს მატჩამდე 18 დღე დარჩა და მალე კახა ცხადაძე გაფართოებულ შემადგენლობასაც გამოაცხადებს. საქართველო 4 სექტემბერს თბილისში შოტლანდიას უმასპინძლებს, ხოლო სამ დღეში ირლანდიასთან დუბლინში მოუწევს დაპირისპირება. 

ოფიციალურად: ჯაბა კანკავა რეიმსის ფეხბურთელია

როგორც მოსალოდნელი იყო ჯაბა კანკავამ „რეიმსთან“ ხელი მოაწერა.  დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“ ყოფილმა მოთამაშემ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და ხელშეკრულება გააფორმა. ფეხბურთელის კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან სამ წელზე გათვლილი და შესაძლოა კიდევ ერთი სეზონი გაახანგრძლივდეს.

ოფიციალურად: ჯაბა კანკავა საფეხბურთო კარიერას ფრანგულ რეიმსში გააგრძელებს

ოფიციალურად  ჯაბა კანკავა საფეხბურთო კარიერას ფრანგულ „რეიმსში“ გააგრძელებს.

კიდევ ერთი ქართველი ბასკეთში

უკრაინული შახტარის აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა ბექა ვაჩიბერაძემ, ვინც უკრაინის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში რამდენიმე მატჩიც აქვს ჩატარებული, კარიერა შესაძლოა ესპანურ რეალ სოსიედადში გააგრძელოს:

კახა კალაძე: ზვიად სიჭინავას უზარმაზარი წვლილია, რომ სუპერთასი თბილისში ჩატარდა

...,,დამეთანხმებით, ეს იყო დაუვიწყარი სანახაობა და სპორტული ეიფორია, მიღებული პოზიტივი კიდევ დიდხანს გაყვება გულშემატკივარს.

დემეტრაძე და კანკავა თანაგუნდელს გაიხსენებენ

17 აგვისტოს კიევში უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, სერგეი ზაკარლიუკას ხსოვნის მატჩი გაიმართება. 38 წლის ფეხბურთელი შარშან ავარიაში დაიღუპა. ზაკარლიუკას არაერთ გუნდში უთამაშია და ქართველების თანაგუნდელიც ყოფილა.

გიორგი პაპუნაშვილი ვერდერში ფორვარდების უკან დააყენეს

გერმანიაში ქართველთაგან ბევრს უთამაშია. რეზი არველაძე, კახა ცხადაძე, ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი... ბოლომდე რომ ჩავყვეთ, კარგა ბლომად გამოვა.

ჟურნალისტების არჩევანი: კანკავა და პაპუნაშვილი

ისევე როგორც შარშან, ფეხბურთის ფედერაციის ყოველთვიურმა ჟურნალმა Number One  წლეულსაც  ჩაატარა ჟურნალისტთა გამოკითხვა ორ ნომინაციაში: 2014–15 წლების სეზონის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი.

თენგიზ სულაქველიძე: ვისწავლოთ სევილიასგან!

თბილისის დინამოს ლეგენდარული თაობის ღირსეულ წარმომადგენელს, თენგიზ სულაქველიძეს ფეხბურთში იმდენი რამ უნახავს, მისი გაკვირვება ძალიან ძნელია. სუპერთასის მატჩის შემდეგ კი ბატონი თენგიზი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით იყო დამუხტული.

კანკავა რეიმსს დღეს შეუერთდება

კვირას, როცა ლეგიონის მიმოხილვას ვწერდით, ჯაბა კანკავას გამოჩენას ფრანგული რეიმსის შემადგენლობაში ველოდით, თუმცა მან კვლავ უკრაინული დნიპროს მაისურით ითამაშა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის ტრანსფერს საფრთხე არ დამუქრებია, უბრალოდ, კონტრაქტზე ხელმოწერა რამდენიმე დღით გადაიდო.

გაახალგაზრდავებული მერანი სტარტისთვის მზადაა

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მარტვილის მერანში საგრძნობი ცვლილებები მოხდა. გუნდში ისედაც მრავლად თამაშობდნენ ახალგაზრდები, ახალ სეზონს კი მერანი კიდევ უფრო გაახალგაზრდავებული შემადგენლობით ხვდება.


navige
saitebi