Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ისტორიის საუკეთესო გუნდები

6) მადრიდის რეალი (1955-60)

სამეფო კლუბმა 50-ან წლებში ყველა გააკვირვა. "მადრიდელებმა" ზედიზედ 5-ჯერ შეძლეს ჩემპიონთა ლიგის მოგება. ლეგენდალური ფორვარდები ფერენც ფუშკაში და ალფრედო დისტეფანო მეტოქეებს არ ინდობდნენ. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ეს თასი ყველაზე მეტჯერ სწორედ მადრიდელ მცველს ფრანსისკო ხენტოს აქვს მოგებული. ესპანელმა ლიგის თასი 6-ჯერ მოიგო. ხენტოს მადრიდელი გულშემატკივარი ქარიშხალს ეძახდა.

 

5 მილანი (1988-94)
ეს იყო დიდებული გუნდი რომელსაც დაცვაში ყავდა პაოლო მალდინი და ფრანკო ბარეზი და სამი ჰოლანდიელი ვარსკვლავი რუუდ გულიტი, მარკო ვან ბასტენი და ფრენკ რაიკაარდი. ეს კლუბი სრულიად დომინირებდა ევროპაში. ისინი მხოლოდ ექვს სეზონში 5-ჯერ იყვნენ ჩემპიონთა თასის ფინალში.

ისტორიის საუკეთესო გუნდები



მწვრთნელი: არიგო საკი (1987–1991). შეცვალა ფაბიო კაპელომ.
მიღწევები: 5 სერია ა, 3 ჩემპიონთა თასი, 2 ინტელ-კონტინენტალის თასი.


4 მიუხენის ბაიერნი (1973-76)
როგორც მილანმა ბაიერნმაც 3-ჯერ მოახერხა ჩემპიონთა თასის მოგება. გერმანელების ასეთი წარმატება ძირითადად სამმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა განაპირობა ფრანც ბეკენბაუერმა, პოლ ბრეიტნერმა და გერდ მიულერმა. სწორედ ამ ფეხბურთელებზე იყო აწყობილი მთელი გუნდი.

ისტორიის საუკეთესო გუნდები



მწვრთნელი: უდო ლატეკი
მიღწევები: 2 ბუნდესლიგა, 3 ჩემპიონთა თასი, 1 ინტერ-კონტინენტალის თასი.

3 ლივერპული (1977-81)
კენი დალგლიშმა და ალან ჰანსენმა ლივერპულში დაუვიწყარი ეპოქა შექმნეს. ლივერპულს არ ყავდა ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი მაგრამ ეს არ წარმოადგენდა გუნდისთვის პრობლემას. წითლები ყველასგან გამოირჩევოდნენ კარგი გუნდური თამაშით და საოცარი ბრძოლისუნარიანობით.

ისტორიის საუკეთესო გუნდები



მწვრთნელი: ბობ პეისლი
მიღწევები: 3 ჩემპიონატის თასი, 3 ჩემპიონთა თასი, 1 ლიგის თასი.

2 აიაქსი (1970-73)
აიაქსმა კრუიფთან ერთად ფეხბურთში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. აიაქსი იმ დროში ყველასგან განსხვავებულ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა და სწორედ აიაქსის დამსახურებაა რომ ჰოლანდია თითქმის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 1974 და 1978 წლებში.

ისტორიის საუკეთესო გუნდები



მწვრთნელი: სტეფან კოვაჩი
მიღწევები: 3 ერედივიზიონი, 3 ჩემპიონთა თასი, 1 ინტერ-კონტინენტალის თასი, 3 ჰალანდიის თასი.

1 ბარსელონა (2009-?)
კატალონიურმა კლუბმა ფეხბურთი ახალ საფეხურზე აიყვანა. მათი მთავარი ვარსკვლავები ხავი, ინიესტა და მესი საოცრებებს ახდენენ მოედანზე. ესპანეთის ნაკრების წარმატებებიც ბოლო წლებში, უმეტესწილად ბარსელონას დამსახურებაა. არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენ ხანს გასტანს მათი ბატონობა ევროპაში ისინი უკვე შევიდნენ მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში.

ისტორიის საუკეთესო გუნდები



მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა
მიღწევები: 3 ლა ლიგა, 2 ჩემპიონთა ლიგა, 1 საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი, 1 ესპანეთის თასი


navige
saitebi