Fci.ge

პრევიუ: უელსი Vs ბელგია


1-07-2016

პრევიუ: უელსი Vs ბელგია

დღეს გაიმართება ეურო 2016-ის მეორე მეოთხედფინალური მატჩი, სადაც ერთმანეთს უელსისა და ბელგიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ფავორიტი ბელგიაა, თუმცა უელსი არაფრის დათმობას არ აპირებს, რაზეც ამ ნაკრების გამოსვლაც მეტყველებს მიმდინარე ჩემპიონატზე.

უელსი Vs ბელგია


ჩემპიონატი: ეურო 2016
თარიღი: 23 საათი, 1 ივლისი
სტადიონი: სთეიდ პიერ მოროი, ლილი
მსაჯი: დამირ სკომინა
პირდაპირი ტრანსლაცია: საზოგადოებრივი მაუწყებელი

საინტერესო ფაქტები:

ბელგიის ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება ტომას ვერმაელენი. მას სავარაუდოდ ჯეისონ დენაერი ან ჯორდან ლუკაკუ ჩაანაცვლებს.
მცირე დაზიანების მიუხედავად უელსელებს მაინც დაეხმარება გუნდის კაპიტანი, ეშლი უილიამსი.
გარკვეული ტკივილების გამო ედენ აზარმა წინა ვარჯიში გამოტოვა, მაგრამ ვილმოტსის თქმით, იგი მზად არის სათამაშოდ.
უელსელთა მთავარი მწვრთნელი, კრის კოულმენი: "უელსი ყველაფერს გააკეთებს რაც გამარჯვებისთვის იქნება საჭირო".
მეოთხედფინალი ლილში გაიმართება და გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება ნახევარფინალში.

სავარაუდო შემადგენლობები:
უელსი: ჰენესი - განტერი, ჩესტერი, უილიამსი, დეივისი, ტეილორი - რემზი, ლედლი, ალენი - ბეილი, რობსონ-კანუ.

ბელგია: კურტუა - მონიე, ალდერვაირელდი, დენაერი, ვერტონგენი - ნაინგოლანი, ვიტსელი - კარასკო, დე ბრუინი, აზარი - ლუკაკუ.


უკან დაბრუნება