Fci.ge

ესპანური შიდადაპირისპირება ანუ : რამოსი VS პუიოლი


8-01-2017

ესპანური შიდადაპირისპირება ანუ : რამოსი VS პუიოლი

სერხიომ ფეხბურთის თამაში 14 წლის ასაკში დაიწყო „სევილიას“ საფეხბურთო აკადემიაში. ადრეულ ასაკშივე თავისი მონაცემებით გააკვირვა მწვრთნელები და კლუბის ხელმძღვანელები. 2002 წელს გადაიყვანეს „სევილია ბ-ში“, სადაც 1 წლის განმავლობაში ითამაშა. ამ ხნის განმავლობაში მან ჩაატარა 26 შეხვედრა და 1 გოლი გაიტანა. რამოსმა მალევე მიიპყრო სევილიას მთავარი გუნდის ხელმძღვანელთა ყურადღება და უკვე შემდეგ სეზონში მიიწვიეს ადგილობრივი კლუბის ძირითად შემადგენლობაში. 2003 წელს ლა ლიგაში მისი დებიუტი შედგა, სერხიომ 2 წლის განმავლობაში ითამაშა „სევილიაში“, სადაც 39 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მისი გოლი „რეალ მადრიდის“ კარში. პირველ გუნდში თამაშისას სერხიო მთელმა მსოფლიომ გაიცნო, მის თამაშს თვალყურს ადევნებდნენ ევროპული გრანდების აგენტები.

რამოსმა მადრიდელების ყურადღებაც მიიპყრო. 2005 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამეფო კლუბმა ის 27 მილიონად შეიძინა. ამ ტრანსფერში რეალს ერთი უპირატესობა ჰქონდა — იმ დროისათვის სერხიო აცხადებდა, რომ რეალი მისი ოცნების კლუბი იყო. სამეფო კლუბში ის ფერნანდო იეროს შემცვლელად მოიზრებოდა და სიმბოლური იყო ისიც, რომ მას 4 ნომრიანი მაისური მისცეს, რომლითაც წლების განმავლობასი ასპარეზობდა იერო. რამოსმა ამ ხნის განმავლობაში მადრიდისტების დიდი მხარდაჭერა მოიპოვა.

სერხიო რეალში თავდაპირველად ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა, მაგრამ შემდეგ, მას პოზიცია შეუცვალეს და განაპირა მცველად ათამაშეს. გულშემატკივრებმა მას გოლეადორი მცველი უწოდეს.

2011 წლის 17 მაისს, რამოსმა „რეალთან“ კონტრაქტი გაა2012 წლის 7 იანვარს, რამოსმა ჩაატარა თავისი 250-ე შეხვედრა ესპანეთის ჩემპიონატში ხანგრძლივა 2017 წლამდე და ამ კონტრაქტის მიხედვით ის წელიწადში გამოიმუშავებს 4,5 მლნ ევროს.

2014 წლის 29 აპრილს რამოსი დაეხმარა გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში, შეასრულა დუბლი „მიუნხენის ბაიერნის“ კარში, ასევე დუბლი შეასრულა კრიშტიანუ რონალდუმ და შეხვედრა დასრულდა 0:4. ფინალში კი რამოსმა გადაარჩინა გუნდი წაგებას. „ატლეტიკოსთან“ მან 93-ე წუთზე თავით გოლი გაიტანა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. საბოლოოდ შეხვედრა „რეალის“ გამარჯვებით დამატებით ტაიმებში 4:1 დასრულდა.
რამოსი 2005 წელს გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში. მისი დებიუტი ჩინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა. აღსანიშნავია, რომ რამოსი 18 წლის ასაკში მიიწვიეს ეროვნულში. რამოსი 2006 წლის მუნდიალის განაცხადში მოხვდა. მან ნაკრებში მიჩელ სალგადოს ადგილი დაიკავა მარჯვენა მცველის პოზიციაზე. რამოსმა ნაკრებთან ერთად მოიგო ევრო 2008 და მსოფლიო 2010. ევრო 2012-ზე რამოსი ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა.

კარლეს პუიოლი - ესპანელი ფეხბურთელი, ლა ლიგის კლუბ „ბარსელონას“ სპორტული დირექტორის ასისტენტი. აქტიური საფეხბურთო კარიერა მთლიანად „ბარსელონაში“ გაატარა, სადაც ძირითადად ცენტრალური მცველის პოზიციაზე ასპარეზობდა, თუმცა ზოგჯერ ფლანგებზეც თამაშობდა. 2004–2014 წლებში იყო „ბარსელონის“ კაპიტანი.

ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 100 მატჩი. მიიღო მონაწილეობა ევროპისა და მსოფლიოს ყველა ჩემპიონატზე 2002-2010 წლებში. გუნდთან ერთად გახდა ევრო 2008-სა და მუნდიალი 2010-ის გამარჯვებული.

P.S
იმედი მაქვს მომხმარებელი დასაბუთებულ დასკვნას დადებს არსებულ საკითხთან დაკავშირებით, ვინ არის უფრო უკეთესი სერხიო რამოსი თუ კარლეს პუიოლი.



უკან დაბრუნება