Fci.ge

გავიხსენოთ ლეგენდარული რომარიო


4-02-2017

გავიხსენოთ ლეგენდარული რომარიო

რომარიო დე სოუზა ფარია სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე კერძოდ ფეხბურთელების სამჭედლოში "ბრაზილიაში" დაიბადა. ის 1966 წლის 29 იანვარს რიოს გარეუბანში დაიბადა. ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ მას და მის ოჯახს დალხენილი ცხოვრება ნამდვილად არ ქონდათ. რომარიო ბავშობიდანვე გამოირჩეოდა ფეხბურთისადმი სიყვარულით. დე სოუზა ფარიას კარიერა მაშინ წარიმართა წარმატების გზაზე როდესაც ის ვასკო და გამაში ჩიარიცხა. მან იქ საოცარი სეზონი ჩაატარა და სწორედ მაშინ მიიპყრო მსოფლიო ფეხბურთის ყურადღება 1985-1988 წლებში ბრაზილიელმა 194 თამაშში 124 გოლი გაიტანა, რამაც ევროპელების ყურადღება მიიპყრო. ამის შემდეგ რომარიომ პსვს მიაშურა სადაც 1988-1993 წლებში ითამაშა და ანალოგიურად მოწინააღმდეგე გუნდებისთვის კოშმარად იქცა. ლეგენდამ 109 თამაშში 98 გოლი გაიტანა. მან პსვც დატოვა და ამჯერად ბარსას მიაშურა სადაც კრუიფის რჩეულად იქცა. კრუიფი მას გამუდმებით აქებდა და მეკარეების კოშმარს ეძახდა, თუმცა რომარიოს ბრაზილიური ხასიათის გამო ფეხბურთელი იქ დიდი ხანი ვერ გაჩერდა მან კატალონიაში სულ რაღაც 2 წელი დაჰყო და 46 თამაშში 34 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ის ბრაზილიას დაუბრუნდა თუმცა მერე ისევ ესპანეთში ვალენსიას რიგებში ჩაირიცხა. ამის შემდეგ ის ისევ ბრაზილიაში დაბრუნდა და მისი კარიერა საბოლოოდ სხვადასხვა გუნდებში გრძელდებოდა.


რომარიო იმ ფეხბურთელების სიას მიეკუთვნება, რომლებმაც 1000 მეტი გოლი გაიტანეს საკუთარ კარიერაში.


რომარიომ ნაკრებშიც დიდი კვალი დატოვა მან 1994 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ამავე წელვსე გადაეცა ოქროს ბურთი.


ბრაზილიის ნაკრებში მან 70 თამაშში 55 გოლი გაიტანა.


პსვ ეინდჰოვენთან ერთად მან ჰოლანდიაში არსებული უმაღლესი ლიგის ყველა ტიტული მოიგო.


ბარსელონასთან ერთად 1993-1994 ლა ლიგა, ასევე ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც თუმცა მილანმა ბარსელონა დაამარცხა და რომარიომ დაკარგა შანსი მოეგო ჩემპიონთა ლიგა.


რომარიო ამჯერად პოლიტიკოსია და ბრაზილიაში აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა.





უკან დაბრუნება