Fci.ge

სიმენი : ჰარტი არსენალისთვის იდეალური ვარიანტია


6-06-2017

სიმენი : ჰარტი არსენალისთვის იდეალური ვარიანტია

ლეგენდარულმა დევიდ სიმენმა ჯო ჰარტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჰარტის დონის გოლკიპერი ტორინოს არ უნდა ჯერდებოდეს და რომ უფრო მაღალი დონის კლუბში უნდა ასპარეზობდეს :" კატასტროფაა, თქვენ დაიჯერებდით რამდენიმე წლის უკან, რომ ჰარტი ტორინოში ითამაშებდა ?! კარგად ვიცნობ მას და ვიცი მისი ხასიათიც მას კონკურენცია არ უყვარს, როდესაც კლუბში თამაშობს მისთვის მთავარი ლიდერის ფუნქციებია, რომელსაც უნდა რომ თვითონ ასრულებდეს. რატომაც არა ?! ჰარტი შესანიშნავი ადამიანია და შემდეგ სპორტსმენი, ჩემი აზრით ის არსენალისთვის შესანიშნავი კანდიდატურაა, დროა არსენალმა სატრანსფერო პოლიტიკას მიხედოს და ნამდვილ ფეხბურთს დაუბრუნდეს ! ."





უკან დაბრუნება