FCI.ge
FCI.ge
''ინტერი თავის ფავორიტობას დაამტკიცებს'' |
მილანის ინტერის ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად გუნდის ერთ-ერთი სელექციონერი ლუიშ ფიგუ კენჭისყრის შედეგით ფრიად კმაყოფილი დარჩა. 1/4 ფინალში "ნერიაძურის" მეტოქე მოსკოვის ცსკა იქნება, რომელმაც ტურნირიდან სევილია გამოთიშა. პორტუგალიელი გახარებული იყო, რომ მის გუნდს მანჩესტერ იუნაიტედი არ შეხვდა. ყველაზე მეტად ფიგუ სწორედ ამ გუნდს უფრთხის.
"ამ ეტაპზე სუსტი გუნდები აღარ არიან, თუმცა არსებობენ ისეთები რომლებთანაც შეხვედრა შენ ყველაზე ნაკლებად გსურს. პირველ რიგში ეს არის მანჩესტერ იუნაიტედი. ის რაც ამ გუნდმა გააკეთა 1/8 ფინალში ფანტასტიკა იყო. რა თქმა უნდა მანკუნიანელებს ბარსელონა მოზდევს."
"მოსკოველებთან რთული მატჩი გველის. ამ გუნდს აქვს უდიდესი პოტენციალი, ეს სევილიასთან დაპირისპირებაში გამოჩნდა. თუმცა ინტერი მაინც ფავორიტია და ამ ფავორიტობას დაამტკიცებს კიდეც."