FCI.ge
FCI.ge
''მანჩესტერი წყვილის ფავორიტია'' |
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მის გუნდს არ გაუმართლა კენჭისყრაში და მათ ორი ურთულესი მატჩის გადატანა მოუწევთ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტთან.
"მანჩესტერი ურთულესი მეტოქეა, ბარსელონასთან ერთად ისინი ლიგის ფავორიტები არიან. ისინი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ და ჩემი აზრით წყვილის ფავორიტები არიან. თუმცა ჩვენ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული გუნდი ვართ და ჩვენც შეგვიძლია შემდეგ ეტაპზე გასვლა."
მატჩი 30 მარტს გაიმართება ალიანს არენაზე, განმეორებითი კი 7 აპრილს ოლდ ტრაფორდზე.