FCI.ge
FCI.ge
''მანჩესტერი ერთი-კაცის გუნდია'' |
მიუნხენის ბაიერნის გარემარბი არიენ რობენი მანჩესტერ იუნაიტედს "ერთი კაცის გუნდს" უწოდებს და სჯერა, რომ მისი კლუბი ადვილად გადალახავს ინგლისელთა ბარიერს. ჰოლანდიის ნაკრების შემტევის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუსა და კარლოს ტევესის წასვლის შემდეგ მანიუ მთლიანად უეინ რუნიზე გახდა დამოკიდებული.
"მანჩესტერი არ არის შეუჩერებელი. მათი ადვილად დამარცხებაც შეიძლება. თუ პრესა მათ ფავორიტებად თვლის ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს მართლაც ასეა. მე მანჩესტერის ბევრი თამაში ვნახე წელს და მინდა ვთქვა, რომ ისინი აღარ არიან ისეთი მრისხანეები როგორიც გასული ორი სეზონის მანძილზე."
"ვაღიარებ, რომ რუნი წელს შეუდარებელია და რონალდუს წასვლის შემდეგ იგი გუნდის სიმბოლო გახდა. მაგრამ მხოლოდ რუნი საკმარისი არ არის ბაიერნის დასამარცხებლად."