FCI.ge
FCI.ge
ევროპის ჩემპიონატი უკრაინის მაგივრად გერმანიაში? |
უკრაინაში ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია, თუმცა უკრაინელები უეფას პრეზიდენტის აზრით მშენებლობებს აჭიანურებენ: " თუ უკრაინა არ დაიცავს შეთანხმებაში არსებულ ყველა წესს, მაშინ ჩემპიონატი უკრაინის გარეშე ჩაივლის. კიევში არენის მშენებლობა იმდენად ჭიანურდება, რომ შეუძლებელი ხდება მისი მშენებლობის განსაზღვრულ დროში დასრულება."
"შემდეგ კვირაში უკრაინის ახალ პრეზიდენტს შევხვდები და სწორედ მასთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტავთ რა გზას დავადგეთ"
"როგორია უეფას B გეგმა? არავითარი გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით არ გვაქვს, თუ უკრაინელები ასე გააგრძელებენ დიდი შანსია იმისა, რომ ჩემპიონატი უკრაინის მაგივრად გერმანიაში ჩატარდეს" - განაცხადა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინმა