FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ჰოჯსონი: ტურნირს თავაწეულები ვტოვებთ

25-06-2012
32 კომენტარი

გუშინ ევრო 2012-ის 1/4 ფინალში ერთმანეთს ინგლისს და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, სულ ორივე გუნდმა ერთად კარში 42-ჯერ დაარტყეს.

 

საბოლოოდ საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა, რომელიც იტალიელებმა დაიწყეს კარგად, თუმცა მე-2 პენალტი მონტოლივომ გააფუჭა. ამის შემდეგ ინგლისის ნაკრების ორმა ეშლიმ ვერ დაარტა ზუსტად. იანგმა ძელს მოარტყა, კოულს კი ბუფონმა აჯობა. საბოლოოდ იტალიამ 4:2 იმარჯვა და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც გერმანიას დაუპირისპირდება.


როი ჰოჯსონი BBC Sport თან ინტერვიუში აცხადებს: "ფეხბურთელებმა მძიმე სამუშაო შეასრულეს, ფანები კი შეუდარებლები იყვნენ, ასეთი მხარდაჭერა არასოდეს არ მინახავს. პენალტების სერიაში წარმატების დიდი იმედი მქონდა, თუმცა შემსრულებლებს მოგებაში გამოცდილება ვერ დაეხმარათ".

"5-ვე პენალტის შემსრულებელი ძალიან კარგი ფეხბურთელია. ეშლი კოული და ეშლი იანგი ამაზე რეგულარულად ვარჯიშობდნენ, თუმცა პენალტების სერიას დაღლილ ფეხებთან ერთად ფსიქოლოგიური პრობლემაც ემატება ხოლმე. მინდა ავღნიშნო, რომ პირლოს პენალტი შესანიშნავი იყო".

ევროპის ჩემპიონატიდან გულდასაწყვეტი გამოვარდნის მიუხედავად ჰოჯსონი ინგლისის წლევანდელ თამაშს მაინც ღირსეულად მიიჩნევს.

https://www.fci.ge/uploads/posts/2012-06/1340579421_www.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi