FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

პირლო: ჩემმა პენალტმა ინგლისელებს სიმშვიდე დაურღვია

25-06-2012
315 კომენტარი

გუშინ ევრო 2012-ის 1/4 ფინალში ერთმანეთს ინგლისს და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, სულ ორივე გუნდმა ერთად კარში 42-ჯერ დაარტყეს.

 

საბოლოოდ საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა, რომელიც იტალიელებმა დაიწყეს კარგად, თუმცა მე-2 პენალტი მონტოლივომ გააფუჭა. ამის შემდეგ ინგლისის ნაკრების ორმა ეშლიმ ვერ დაარტა ზუსტად. იანგმა ძელს მოარტყა, კოულს კი ბუფონმა აჯობა. საბოლოოდ იტალიამ 4:2 იმარჯვა და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც გერმანიას დაუპირისპირდება.

 

აღსანიშნავი იყო ანდრეა პირლოს პენალტიც, რომელიც მან ცენტრში ნელა დაარტყა, სწორედ ამ დარტყმის შემდეგ გააფუჭეს ინგლისელებმა 2 თერთმეტმეტრიანი. პირლოს მიაჩნია, რომ მისმა დარტყმულმა ინგლისელებს სიმშვიდე დაურღვია და სწორედ ამიტომ ვერ დაარტყეს ზუსტად.

 

"როცა პენალტის დასარტყმელად მოვემზადე შევამჩნიე, რომ ჯო ჰარტი უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ცენტრში დამერტყა ნელა. მიმაჩნია, რომ ეშლი იანგზე ჩემმა პენალტმა იქონია ზეწოლა და სწორედ ამიტომ ვერ შეძლო ზუსტად დარტყმა." - განაცხადა პირლომ.

 

"ინგლისის ნაკრები სუსტი იყო, ისინი ვერ გამოიყურებოდნენ კარგად, რის გამოც შეხვედრის განმავლობაში ცოტა მომენტები ჰქონდათ. ისინი ცდილობდნენ, რომ როგორმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მისულიყვნენ და ამ უკანასკნელში სურდათ გამარჯვება."

https://www.fci.ge/uploads/posts/2012-06/1340580145_wwwwwwwwwwwwwwwwwwwwwwwwwwww.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 16წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi