FCI.ge
FCI.ge
ჯერარდი: ვფიქრობდით პენალტებში გაგვიმართლებს თქო, თუმცა ეს ასე არ მოხდა |
გუშინ ევრო 2012-ის 1/4 ფინალში ერთმანეთს ინგლისს და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, სულ ორივე გუნდმა ერთად კარში 42-ჯერ დაარტყეს.
საბოლოოდ საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა, რომელიც იტალიელებმა დაიწყეს კარგად, თუმცა მე-2 პენალტი მონტოლივომ გააფუჭა. ამის შემდეგ ინგლისის ნაკრების ორმა ეშლიმ ვერ დაარტა ზუსტად. იანგმა ძელს მოარტყა, კოულს კი ბუფონმა აჯობა. საბოლოოდ იტალიამ 4:2 იმარჯვა და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც გერმანიას დაუპირისპირდება.
"ფეხბურთელებმა მატჩში ყველაფერი გაიღეს, თუმცა ეს არ გამოდგა საკმარისი. ჩვენ თერთმეტმეტრიანების სერიამდე გვსურდა მისვლა და იქ ვფიქრობდით, რომ ცოტათი გაგვიმართლებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა." - განაცხადა ჯერარდმა.
"არ მესიმს ინგლისის ნაკრები რატომ ვერ იგებს თერთმეტმეტრიანების სერიას? უკვე მერამდენედ ვეთიშებით მსოფლიო ტურნირებს ამ გზით - ეს ნამდვილად სამწუხაროა."
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.