FCI.ge
FCI.ge
მილანს ტიმოშუკი სჭირდება?! |
იტალიური "მილანი" ამ ზაფხულს დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს."როსონერის" რადარზე მოხვდა ორი ნახევარმცველი, რომლებიც მასიმო ამბროზინის სტილში თამაშობენ.
მილანური გრანდისთვის მთავარ ვარიანტად ითვლება "მანჩესტერ სიტის" საყრდენი ნახევარმცველი ნაიჯელ დე იონგი, თუმცა, "ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი მის გუნდიდან გაშვებას არ აპირებს.
მეორე ვარიანტი უფრო რეალურია-ეს არის მიუნხენის "ბაიერნის" უკრაინელი ნახევარმცველის ანატოლი ტიმოშუკის შეძენა, რომელსაც კონტრაქტი მიუნხენელებთან 2013 წლამდე აქვს გაფორმებული.Calciomercato-ს ცნობით, სწორედ იმის გამო, რომ უკრაინელს კონტრაქტი გერმანიის ვიცე-ჩემპიონებთან შემდეგ წელს ეწურება, მილანელები რუსული "ზენიტის" ექს-კაპიტანის გადაბირებას შეეცდებიან.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.