FCI.ge
FCI.ge
ბოაშმა ტოტენჰემთან შეათანხმა? |
Bleacher report-ის ცნობით, ლონდონის "ტოტენჰემმა" პორტუგალიელი სპეციალისთისგან თანხმობა მიიღო, თუმცა, ეს ყველაფერი ჯერ-ჯერობით ჭორების დონეზეა.ანდრე ვილაშ-ბოაშმა "მამლებთან" შესაძლოა სამ წლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი.
გასული სეზონი ანდრემ "ჩელსისთან" ერთად დაიწყო, თუმცა, იგი მარტში დათხოვნილ იქნა კლუბის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო.
ლონდონელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ასევე შესაძლოა დანიშნულ იქნენ გელზერკინხენის "შალკეს" ყოფილი მწვრთნელი რალფ რანგნიკი და საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი ლორან ბლანი.
რაც შეეხება პორტუგალიელ სპეციალისტს, ინტერესს მისდამი ასევე იჩენენ იტალიური "რომა" და ბრაზილიური "სან-პაულუ."
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.