FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

მანჩინი: ბალოტელიმ რუნი დაჩრდილა

25-06-2012
330 კომენტარი

გუშინ ევრო 2012-ის 1/4 ფინალში ერთმანეთს ინგლისს და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, სულ ორივე გუნდმა ერთად კარში 42-ჯერ დაარტყეს.

 

საბოლოოდ საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა, რომელიც იტალიელებმა დაიწყეს კარგად, თუმცა მე-2 პენალტი მონტოლივომ გააფუჭა. ამის შემდეგ ინგლისის ნაკრების ორმა ეშლიმ ვერ დაარტა ზუსტად. იანგმა ძელს მოარტყა, კოულს კი ბუფონმა აჯობა. საბოლოოდ იტალიამ 4:2 იმარჯვა და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც გერმანიას დაუპირისპირდება. 

 

შეხვედრის შემდეგ მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ მისი გუნდის წევრზე მარიო ბალოტელიზე და უეინ რუნიზე გააკეთა კომენტარი.

 

"ვფიქრობ, რომ ხალხი ბალოტელის ვერ აფასებს სათანადოდ. იგი შესანიშნავი ფორვარდია. მარიოს გუშინ ინგლისთან 5 ან 6 საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა ვერცერთი ვერ გამოიყენა. ცხადია, რომ მას იღბალმა ზურგი აქცია." - განაცხადა რობერტო მანჩინიმ BBC Sport-თან საუბარში.

 

"ჩვენ გვსურს, რომ ბალოტელი ინგლისელების ლიდერს, უეინ რუნის შევადაროთ. უეინი შეხვედრაში მხოლოდ თერთმეტმეტრიანების სერიაში გამოჩნდა, მარიო კი მთელი მატჩის განმავლობაში ეპიცენტრში იყო. "სუპერ მარიომ" რუნი დაჩრდილა გუშინ და ჩვენ იგი უნდა დავაფასოთ."

 

"საერთო ჯამში იტალიამ შესანიშნავად ითამაშა, საწყის დროშიც და უკანასკნელ პერიოდშიც ისინი დომინრებდნენ. დამატებულ დროში კი მათ საერთოდ მიწასთან გაასწორეს ინგლისელები."

 

"პრანდელი კარგი მწვრთნელია და გუშინ მან კარგი ცვლილებები გააკეთა. ნოჩერინომ და დიამანტიმ დიდი სტიმული მისცეს გუნდს. იგივეს ვერ ვიტყვი ჰოჯსონზე, რადგან იგი მხოლოდ საკუთარი კარის დაცვაზე ფიქრობდა."

https://www.fci.ge/uploads/posts/2012-06/1340619053_untitled-1.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 17წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi