FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

1 მოგებული და 6 წაგებული პენალტების სერია უკანასკნელ 9 ჩემპიონატზე

25-06-2012
271 კომენტარი

ინგლისის ნაკრებმა გუშინ მორიგი მატჩი წააგო თერთმეტმეტრიანების სერიაში სანაკრებო ტურნირზე.

 

BBC Sport-მა გუშინდელი შეხვედრის შემდეგ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა ინგლისის ნაკრების უკანასკნელ ისტორიაზე. ბრიტანელები მთელი საფეხბურთო ისტორიის მანძილზე პენალტების სერიამდე სულ 7-ჯერ მისულან და აქედან 6 წაგებული აქვთ. ეს ყველაფერი კი უკანასკნელ 9 სანაკრებო ტურნირებზე მოხდა

 

ყველაფერი 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან დაიწყო, მას მოჰყვა 1996, 1998, 2004, 2006 და ბოლოს 2012.

 

მსოფლიო ჩემპიონატი, 1990 წელი. ინგლისი 1:1 გერმანია (პენ 3:4)

1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იტალიაში გაიმართა და იქ ინგლისმა მე-4 ადგილი დაიკავა. ბრიტანელები ჯგუფში ეგვიპტესთან, ირლანდიასთან და ჰოლანდიასთან ერთად მოხვდნენ. 1/8 ფინალში ინგლისმა ბელგია დამატებით დროში დაამარცხა, ასევე დამატებით დროში დაამარცხეს მათ კამერუნიც 1/4 ფინალში. 1/2 ფინალში ინგლისი გერმანიას შეხვდა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ბრიტანელები 4:3 დამარცხდნენ. პენალტი კრის უოდლმა და სტიუარტ პირსმა ვერ დაარტყეს ზუსტად.

 

ევროპის ჩემპიონატი 1996. ინგლისი 1:1 გერმანია (პენ 5:6)

1996 წელს ევროპის ჩემპიონატს თავად მასპინძლობდნენ ინგლისელები. სტუმრებმა A ჯგუფში პირველი პოზიცია დაიკავეს, მათთან ერთად ჰოლანდია, შვეიცარია და შოტლანდია იბრძოდნენ ამ ჯგუფიდან გასასვლელად. 

1996 წლის  22 ივნისი ინგლისის ნაკრებისთვის ისტორიული დღეა რადგან მათ ამ დღეს პირველად და ჯერ-ჯერობით უკანასკნელად მოახერხეს პენალტების სერიის მოგება. შეგახსენებთ, რომ 1/4 ფინალში პენალტები ზუსტად ნადალმა და მადრიდის რეალის ლეგენდამ ფერნანდო იერომ ვერ შეასრულეს ზუსტად.

ამის შემდეგ ინგლისი 1/2 ფინალში გერმანიას შეხვდა სადაც პენალტების სერიაში 5:6 დამარცხდა.

 

მსოფლიო ჩემპიონატი 1998. ინგლისი 2:2 არგენტინა (პენ 3:4)

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისი G ჯგუფში რუმინეთთან, ტუნისთან და კოლუმბიასთან ერთად მოხვდა. საფრანგეთში გამართულ მსოფლიო პირველობაზე ინგლისმა 1/8 ფინალში დაასრულა ასპარეზობა. არგენტინისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი დრო დაინიშნა, თუმცა 1/4 ფინალისტი საბოლოოდ პენალტების სერიაში გახდა ცნობილი. ამ უკანასკნელში კი არგენტინელებმა 4:3 იმარჯვეს. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ლიდს იუნაიტედის ლეგენდამ დევიდ ბეტიმ ვერ შეასრულა ზუსტად.

 

ევროპის ჩემპიონატი 2004. ინგლისი 2:2 პორტუგალია (პენ 5:6)

პორტუგალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრები B ჯგუფში საფრანგეთთან, ხორვატიასთან და შვეიცარიასთან ერთად მოხვდა. 1/4 ფინალში ბრიტანელები მასპინძელ ქვეყანას, პორტუგალიას დაუპირისპირდნენ და მატჩის ძირითადი დრო 2:2 დაასრულეს, პენალტების სერიაში კი ტრადიციულად დამარცხდნენ (5:6).

გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი დარიუს ვასელმა ვერ გამოიყენა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ვერც დევიდ ბექჰემმა ვერ შეძლო პენალტის გატანა.

 

მსოფლიო ჩემპიონატი 2006. ინგლისი 0:0 პორტუგალია (პენ 1:3)

2006 წელს ინგლისი ჯგუფში შვედეთთან, ტრინიდადი და ტობაგოსთან და პარაგვაისთან ერთად მოხვდა. 1/8 ფინალში მათ დევიდ ბექჰემის შესანიშნავი გოლით ეკვადორი 1:0 დაამარცხეს და 1/4 ფინალში გავიდნენ, სადაც პორტუგალიამ პენალტების სერიაში 1:3 მოუგო. ინგლისელთა მხრიდან თერთმეტმეტრიანი დარტყმა ჯიმი კარაგერმა, ფრენკ ლამპარდმა და სტივენ ჯერარდმა ვერ შეასრულეს ზუსტად.

 

ევროპის ჩემპიონატი 2012. ინგლისი 0:0 იტალია (პენ 2:4)

ინგლისის ნაკრები ევრო 2012-ზე ჯგუფში საფრანგეთთან, უკრაინასთან და შვედეთთან ერთად მოხვდა. მათ პირველი ადგილით დაასრულეს ეს ეტაპი, რის შემდეგაც 1/4 ფინალში იტალიას დაუპირისპირდნენ. 1/4 ფინალური მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, რის შემდეგაც თერთმეტმეტრიანების სერიაში იტალიელებმა იმარჯვეს. გადამწყვეტი პენალტები ზუსტად ეშლი იანგმა და ეშლი კოულმა ვერ შეასრულეს.

https://www.fci.ge/uploads/posts/2012-06/1340627470_wwwwwwww.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 14წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi