FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ევრო 2012-ზე ფანების რეკორდული რაოდენობა აღირიცხა

25-06-2012
108 კომენტარი

ევრო 2012-ის ფინალურ ეტაპზე ფანების რეკორდული რაოდენობა აღირიცხა ტურნირის არსებობის მანძილზე.ჯგუფური ეტაპისა და 1/4 ფინალური მატჩების არენებს დაახლოებით 1,3 მლნ(1274186) გულშემატკივარი ესტუმრა.UEFA-ს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ეს ამ ტურნირის რეკორდული მაჩვენებელია.

1960 წელს საფრანგეთში საფეხბურთო არენებს მხოლოდ 78 ათასი გულშემატკივარი ესტუმრა, 1964 წელს ესპანეთში-156 ათასი, 1968 წელს იტალიაში-192 ათასი, ბელგიასა(1972) და იუგოსლავიაში(1976)-106 ათასი, იტალიასა და საფრანგეთში(1980 და 1984)შესაბამისად-350 და 600 ათასი,გერმანიაში(1988)-936 000, შვედეთში(1992)-429 000.

პირველად ერთ მილიონზე მეტი აუდიტორია შეაგროვა ინგლისმა 1996 წელს.ამ დროს თამაშებს დაესწრო 1 270 ათას ადამიანზე მეტი.ბელგიასა და ჰოლანდიაში(2000)-1.1 მლნ, პორტუგალიაში(2004)-1.16 მლნ, ხოლო შვეიცარიასა და ავსტრიაში(2008)-1.14 მლნ. გულშემატკივარი.

ევრო 2012-ის არენების საშუალო დასრწება შეადგენს 45 507 გულშემატკივარს.ეს მაჩვენებელი უმაღლესი იყო გერმანიაში 1988 წელს, მაგრამ იმდროინდელ არენებს ნაკლები კომფორტული ზონები ჰქონდა და იყო ტევადი.

შემდეგი სამი მატჩის გათვალისწინებით, რომლებიც ტურნირის ყველაზე დიდ სტადიონებზე გაიმართება, შეიძლება პროგნოზის გაკეთება, რომ ევრო 2012-ის ყველა მატჩის დამსწრეთა რიცხვი 1.4 მლნ-ს გადაცდება.

https://www.fci.ge/uploads/posts/2012-06/1340627085_87c1ea047cc9.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 3 4 5 6 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi