FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

დოსიე: ესპანეთი

26-06-2012
39 კომენტარი

ესპანელებს ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ მათი ნამდვილი ფორმის პიკზე,თუმცა ასეთი მდგომარეობითაც კი შეუძლიათ შეინარჩუნონ ტიტული,რომელიც 4 წლის უკან მოიპოვეს.
ესპანელები განაგრძობენ შთამბეჭდავი შედეგების ჩვენებას,მიუხედავად იმისა,რომ მათ გამარჯვებებს პოლონეთსა და უკრაინაში ჩვეული გაბრწყინებით ვერ მიაღწიეს.უკრაინასა და პოლონეთში გამართულ მატჩებს შორის ესპანელებისთვის საუკეთესო ირლანდიის წინააღმდეგ მოგებული მატჩი გამოდგა,რომელთა კარიც 4-მა უპასუხო გოლმა დალაშქრა.ესპანელები კიდევ განაგრძობენ მატჩის მსვლელობისას ბურთზე კონტროლს-ჯერჯერობით კი მათი ასეთი მიდგომა ამართლებს.წელს მეოთხედფინალში დელ ბოსკეს გუნდი საფრანგეთს შეებრძოლა და გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი ისტორიულ გამარჯვებამდე-ზედიზედ მესამედ.

ტაქტიკა:ესპანელებმა ყველა აქამდე გამართული მატჩი დაიწყეს 4-3-3 სქემით.ორი უკიდურესი მცველი აქტიურად უჭერს მხარს თავდასხმას.საბოლოო ჯამში როცა ბურთი ესპანელებს აქვთ ნაკრების ტაქტიკური მოდელი გადაკეთებულია 3-4-3-ად.რამდენიმე მატჩში დელ ბოსკემ ტენტრალური თავდამსხმელის გარეშე ათამაშა ნაკრები.პოზიციაზე "ცრუ 9" გამოყავდა ცესკ ფაბრეგასი.

საკვანძო მოთამაშე:ანდრეს ინიესტა-ბოლო წლებში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი,რომლის ფასმაც კიდევ უფრო აიწია.ბარსელონას ნახევარმცველს ევრო 2012-ზე ესპანეთის მიერ გატანილ გოლებში დიდი წვლილი მიუძღვის.სწორედ რომ 2-ჯერ გახდა ინიესტა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი Carlsberg-ის მიხედვით.-"წლები გადის,სწავლობ,იღებ საკუთარ თავზე დიდ პასუხისმგებლობას.კარიერაში კარგი პერიოდი მაქვს და მშვენივრად ვგრძნობ თავს ნაკრებში.იმედი მაქვს ასეც გაგრძელდება."-განაცხადა ინიესტამ uefa.com-თან ინტერვიუში.

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალები:
17.06.1964 ესპანეთI - უნგრეთი 2:1
24.06.1984 დანია - ესპანეთი 1:1 (პენ. 4:5)
26.06.2008 რუსეთი - ესპანეთი 0:3

გუნდი:2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ნაკრები ცოტა შეიცვალა.მოთამაშეები არამარტო მიეჩვივნენ ერთად ცხოვრებას 4-5 კვირის განმავლობაში,არამედ ისინი საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს სხვადასხვა შეკრებების დროს-მეგობრობენ კიდეც.ბანქო,მაგიდის ჩოგბურთი,ბოულინგი,შეჯიბრებები რადიო კონტროლირებად მანქანებს შორის,ცურვა,ხუმრობები,მუსიკა და რეგულარული გასვლები,რომელსაც უზრუნველყოფენ მწვრთნელები,რათა გაუადვილონ მძიმე და შრომატევადი წვრთნები.

სხვა რესურსები:დავიდ ვილას და კარლეს პუიოლის გარეშე ნაკრებმა დაკარგა მოთამაშეები,რომლებმაც გაიტანეს რვიდან 6 გოლი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატში.გასაკვირი არ არის,რომ უკრაინასა და პოლონეთში დელ ბოსკეს გუნდის მთავარი პრობლემა "შესრულება" გახდა.როცა წინ,ერთად სილვა და ფაბრეგასი აღმოჩნდებიან,ესპანელთა შეტევა არ არის საკმარისად სწრაფი.

სამშობლოს სიამაყე:"ჩაბი ალონსო და ოლე!"-ერთ-ერთო საუკეთესო სათაური ესპანურ პრესაში,რომელიც ეძღვნება "რეალის" ნახევარმცველს,რომელმაც ეროვნულ ნაკრებში მე-100 თამაშისას დუბლი შეასრულა და ესპანეთი ნახევარფინალში გაიყვანა.
"გამარჯვების შემდეგ გამარჯვებას აღვნიშნავთ,ჩვენ შუძლებელს შესაძლებლად ვაქცევთ."-შეაფასა ინიესტამ ესპანეთის თამაში.

მითითება:"მარცხი-ეს არ არის კატასტროფა.კატასტროფა მოხდება მაშინ,როცა ვუღალატებთ ჩვენს საფეხბურთო ფილოსოფიას,მაგრამ ამას არასდროს გავაკეთებთ."-ასე ფიქრობს ინიესტა,დელ ბოსკე,ჩავი და სხვა დანარჩენი ფეხბურთელები.

https://www.fci.ge/uploads/posts/2012-06/1340665264_spain-4.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi