FCI.ge
FCI.ge
ბაიერნმა მანძუკიჩი გაიფორმა |
Bild-ის ცნობით, "ვოლფსბურგის" ხორვატი თავდამსხმელი მარიო მანძუკიჩი ამ კვირაში ოფიციალურად გახდება მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი.
"მგლების" მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა ამ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა, რადგან ცენტრფორვარდის პოზიცია "ჰერენვენიდან" ბას დოსტისა და "ბაიერნიდან" ივიცა ოლიჩის თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლის შემდეგ თავისუფალი აღარაა.მიუნხენელებმა, რომლებმაც მაინც ვერ შეძლეს ედინ ჯეკოს ტრანსფერზე შეთნახმება "მანჩესტერ სიტისთან,"მანძუკიჩის ყიდვა გადაწყვიტეს.
სავარაუდოა, რომ "ვოლსბურგი" ხორვატ ფეხბურთელში 10-დან 15 მლნ. ევრომდე მიიღებს, ხოლო თვითონ თავდამსხმელი წელიწადში-3.5 მლნ-ს, რაც თითქმის ორჯერ აღემატება მის ამჟამინდელ შემოსავალს.კონტრაქტი გაფორმდება სამი წლით და მხარეებს მისი გახანგძლივება შეეძლებათ.
მანძუკიჩი, რომელიც თავისი ნაციონალური გუნდის მაისურით გამოდიოდა ევრო 2012-ზე, ჯერ-ჯერობით ითვლება ტურნირის საუკეთესო ბომბარდირად მარიო გომესთან, ალან ძაგოევთან და კრიშტიანუ რონალდოსთან ერთად(3 გოლი).ხორვატიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერ შეძლო, მან C ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.