FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

კიელინი: ხუთშაბათს მზად ვიქნები

26-06-2012
45 კომენტარი

იტალიის ნაკრების მცველ ჯორჯო კიელინის სჯერა, რომ ხუთშაბათს, ევრო 2012-ის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრებთან მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

მუხლის ტრავმის გამო 27 წლის ფეხბურთელს ინგლისელებთან 1/4 ფინალის გამოტოვება მოუწია, თუმცა, ამ მატჩში "სკუადრა აძურამ" მის გარეშეც გაიმარჯვა(პენალტების სერიაში).

"თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობ.ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს დღეებში.ვფიქრობ, რომ ხუთშაბათს მოედანზე გასვლა შემეძლება"-ფეხბურთელის სიტყვებს იტყობინება Goal.com.

"იუვენტუსის" ფეხბურთელი ასევე აცნობიერებს, რომ 1/2 ფინალში მათ ძლიერ მოწინააღმდეგესთან მოუწევთ ძალების მოსინჯვა, თუმცა, ჩეზარე პრანდელის გუნდს წარმატების მისაღწევად შანსები, ნამდვილად, ექნებათ.

"მატჩი იქნება რთული.გერმანიამ უკვე ზედიზედ 15 თამაში გაიმარჯვა.იგი ესპანეთთან ერთად ევროპის უძლიერესი გუნდია, თუმცა, ჩვენ კარგად ჩავატარეთ ყველა თამაში ამ ტურნირზე,რამდენიმე მატჩი ფრედ დამთავრდა, თუმცა, მთლიანობაში კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ.ჩვენს გუნდზე დიდ იმედებს ვამყარებ"-განაცხადა კიელინიმ.

https://www.fci.ge/uploads/posts/2012-06/1340707381_691c02f45f9e.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 3 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi