FCI.ge
FCI.ge
ოფიციალურად: ჟირუ არსენალის ფეხბურთელია |
არსენალმა დღეს ოფიციალურად გაიფორმა მონპელიეს ფეხბურთელი ოლივერ ჟირუ.
"მოხარული ვარ იმით, რომ არსენალს შეემატა ისეთი კარგი ფეხბურთელი, როგორიც ოლივერ ჟირუა." - განაცხადა არსენ ვენგერმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში.
"ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მე ინგლისის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში გადავედი სათამაშოდ. არსენ ვენგერის თამაშის სტილი მიზიდავს და იმედი მაქვს, რომ ბევრს მივაღწევ ამ გუნდთან ერთად." - ეს კი თავად ფეხბურთელმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 36 მატჩი ჩაატარა და 21 გოლის გატანა შეძლო
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.