FCI.ge
FCI.ge
''კატალონიაში სრულიად სხვა თამაში იქნება'' |
ლიგის მეოთხედფინალის თამაშის შემდეგ, სადაც ლონდონში არსენალმა და ბარსელონამ ფრედ 2-2 ითამაშეს, გვარდიოლამ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "უნდა მოგვეგო, პრწყინვალე სტარტი გვქონდა, მრავალი საგოლე მომენტი და მოედნის სრული კონტროლი, მარგამ ეს მარტო პირველ ტაიმში გაგრძელდა. არსენალი ჩვენსავით ბურთის კონტროლსაა შეჩვეული, მათ უყვართ ბურთის დიდხანს დაჭერა და სწრაფი პასებით თამაში. მართალია, ჩვენ მათ პირველ ტაიმში ამის საშუალება არ მივეცით, მაგრამ მეორე ნახევარში ფეხბურთელებს ბოლომდე ძალები აღარ ეყოთ ლონდონელთა გასაჩერებლად. ვფიქრობ, ყველა გულშემატკიავრი შედეგზე უფრო თამაშის ხარისხით არის კმაყოფილი, ნოუ კამპზე კი სრულიად განსხვავებული თამაში იქნება, ჩვენთან არსენალს 90 წუთის განმავლობაში პრესინგის ქვეშ მოვაქცევთ, უფრო მეტ საგოლე მომენტს შევქმნით და მხოლოდ დამაჯერებელ გამარჯვებას ვიზეიმებთ." - აცხადებს ესპანელი სპეციალისტი.