FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

პლატინი: ფიფა ისტორიულ შეცდომას უშვებს

26-06-2012
163 კომენტარი

ეპიზოდმა,არასწორად არ ჩათვლილმა გოლმა ევრო 2012-ის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ მატჩზე(უკრაინა-ინგლისი), ვერ დააწმუნა UEFA-ს პრეზიდენტი იმაში, რომ ფეხბურთში აუცილებელია კარის აღების გამრკვევი სისტემის შემოღება(GLT).

უკრაინის ფორვარდის მარკო დევიჩის მიერ დარტყმულმა ბურთმა ჯონ ტერის ძალისხმევის მიუხედავად კარის ხაზი გადაკვეთა, თუმცა, კარის გვერდით მდგომმა მსაჯმა, რომელიც ამგვარი ეპიზოდების განსასჯელად არის დანიშნული, ეს ვერ დაინახა.შედეგად ინგლისელებმა გაიმარჯვეს(1:0) და გავიდნენ ევრო 2012-ის 1/4 ფინალში.

"უკრაინის ნაკრების ის შეტევა თამაშგარე მდგომარეობიდან დაიწყო.რა მნიშვნელობა აქ დევიჩის გოლს, თუკი არბიტრმა მანამდე თამაშგარე მდგომარეობა ვერ დაინახა?თამაში უკვე შეჩერებული უნდა ყოფილიყო"-განაცხადა პლატინიმ The Independent-თან ინტერვიუში.

"რატომ ვარ GLT-ს წინააღმდეგი?რა შედეგს მივაღწევთ მისი შემოღების შემთხვევაში?აი გადის გოლი, ჩვენ ვახვევთ უკან და ვხედავთ, რომ არის თამაშგარე და რა გავაკეთოთ?"-დაინტერესდა ამ კითხვით UEFA-ს პრეზიდენტი.

მიშელმა გაიხსენა, რომ სამი წლის განმავლობაში UEFA-ს მიერ დამატებითი არბიტრის დანიშვნის შემდეგ "ჩემპიონთა ლიგასა" და "ევროპის ლიგაზე" არ იქნა დაშვებული არც ერთი შეცდომა:12-ჯერ ბურთმა გადაკვეთა კარის ხაზი და არბიტრები ყოველ ჯერზე ამჩნევდნენ ამას.

"მე სრულიად წინააღმდეგი ვარ იმის, რომ მსაჯი იჯდეს მონიტორთან და იძლეოდეს რჩევებს.ეს არ არის GLT-ს შემოღება არ შემოღების შეკითხვა, ეს არის ფეხბურთში ტექნოლოგიების გამოყენების შეკითხვა-და ამის მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ"-დასძინა პლატინიმ.

ცოტა ხნის წინ FIFA-ს პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ GLT-ს გამოყენების აუცილებლობა არ შეიძლება იყოს კითხვის ნიშნის ქვეშ და 5 ივლისს ფეხბურთის ასოციაციის საერთაშორისო საბჭომ(IFAB), რომელიც უფლებამოსილია ფეხბურთის წესების შეცვლით, გამართავს სპეციალურ შეხვედრას, რომლის შემდეგაც შესაძლოა GLT-ს არსებობა დაიწყოს.

"FIFA და ბრიტანელები, ჩემი აზრით, ისტორიულ შეცდომას უშვებენ"-შეაჯამა UEFA-ს პრეზიდენტმა.

https://www.fci.ge/uploads/posts/2012-06/1340731556_untitled-1.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi