FCI.ge
FCI.ge
სრნა მოდრიჩს ლა ლიგაში გადასვლას ურჩევს |
დარიოს სრნას სჯერა, რომ მისი ხორვატი თანამემამულე ლუკა მოდრიჩი ოქროს ბურთის პრეტენდენტი გახდება, თუკი ის დატოვებს ინგლისს და ესპანეთში განაგრძობს კარიერას.
მოდრიჩმა ევროპის ჩემპიონატზეც კარგად იასპარეზა და ხმები ტოტენჰემიდან წასვლის შესახებ უფრო გაიზარდა. სრნას მიაჩნია, რომ მოდრიჩისთვის ლა ლიგაში გადასვლა იქნება უმჯობესი, ვიდრე პრემიერლიგაში დარჩენა.
''მოდრიჩი ჩემი კარგი მეგობარი და გამორჩეული ფეხბურთელია. ვიცი რომ ''მანჩესტერ იუნაიტედს'' და ''ჩელსის'' მისი გადაბირება სურთ, მაგრამ ის ესპანეთში უფრო გამოამჟღავნებს მის ტალანტს და მჯერა, რომ მას ოქროს ბურთის მოგებაც შეუძლია''
''ლა ლიგაში ის უფრო კაშკაშა მოთამაშე გახდება, რადგან პრემიერლიგაში ხშირია ფიზიკური ორთაბრძოლები და მისთვის რთულია თავისი მახასიათებლების სრულად გამოვლენა. პატივს ვცემ ''ტოტენჰემს'' მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ისინი არასოდეს ისახავენ მიზნად პრემიერლიგის მოგებას.''
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.