FCI.ge
FCI.ge
ოფიციალურად: ბილბაომ ადურისი იყიდა |
ბილბაოს ''ატლეტიკის'' ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ მათ ''ვალენსიას'' ფორვარდი არის ადურისი დაიმატეს. 31 წლის თავდამსხმელმა, რომლის ანგარიშზე 1 მატჩია სანაკრებო დონეზე, სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა ბასკებთან და სან მამესზე 2015 წლამდე დარჩება.
სატრანსფერო თანხას ჯერჯერობით არცერთი კლუბი არ ახმაურებს, მაგრამ სავარაუდოდ ადურისის ღირებულება 2.5 მილიონ ევროს შეადგენს. ვალენსიაში ის 2010 წელს მალიორკადან გადავიდა 4 მილიონ ევროდ, მაგრამ მესტალიის გაოცება ვერ მოახერხა. მის ანგარიშზე 21 გოლია 82 თამაშში ''ლოს ჩეს'' რიგებში.
საინტერესო ფაქტია, რომ ადურისი ბილბაოში მესამედ ბრუნდება. ის ამ კლუბში 2002-2003 ( 4 თამაში- 0 გოლი) და 2005-2008 ( 90 თამაში- 23 გოლი) წლებში გამოდიოდა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.