FCI.ge
FCI.ge
ვერტონგენი აიაქსში რჩება? |
"აიაქსის" ცენტრალური მცველი იან ვერტონგენი შესაძლოა მის ამჟამინდელ კლუბში დარჩეს, იმ შეთხვევაში, თუ ამსტერდამელები და "მამლები" ვერ მოილაპარაკებენ მის სატრანსფერო ფასზე.
25 წლის ცენტრბეკი, რომელსაც შემდეგ ზაფხულს კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება, დიდი ხანია მოელაპარაკა "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობას პირადი კონტრაქტის შესახებ, თუმცა, თვეზე მეტია, კლუბებმა ერთმანეთს შორის ვერ მოილაპარაკეს.
"ეს ძალიან სამწუხაროა. ვფიქრობდი, რომ კლუბები ბევრად ადრე მოილაპარაკებდნენ. მოცემული მომენტისთვის, 2 ივლისს ისევ "აიაქსის" ფეხბურთელი ვიქნები. მე ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ნისლიან ალბიონზე გადავალ, მაგრამ დაწრმუნებული არ ვარ."
"ერთი უპირატესობა მაქვს: "აიაქსს" კარგი მწვრთნელი ყავს(ფრანკ დე ბური), რომელიც ძალიან კარგად მიცნობს. მე ვთამაშობ კარგ, სატბილურ გუნდში, რატომაც არ უნდა გავხდე ჰოლანდიის ჩემპიონი "აიაქსთან" ერთად ზედიზედ მესამედ?"- განაცხადა ვერტონგენმა ESPN-თან ინტერვიუში.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.