FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

პრევიუ: პორტუგალია VS ესპანეთი

27-06-2012
240 კომენტარი

პორტუგალია - ესპანეთი

ჩემპიონატი: ევრო 2012, 1/2 ფინალი

თარიღი: 27 ივნისი, 22:45

ადგილი: უკრაინა, დონეცკი, "დონბას არენა"

მსაჯი: ჟუნეიტ ჩაკირი (თურქეთი)

შემადგენლობები:


  • პორტუგალია: Rui Patricio, Pereira, Pepe, Alves, Coentrao, Moutinho, Veloso, Meireles, Nani, Almeida, Ronaldo.


  • ესპანეთი: Casillas, Arbeloa, Ramos, Pique, Alba, Busquets, Alonso, Silva, Xavi, Iniesta, Torres.

 

 

პორტუგალიის წინასამატჩო მდგომარეობა

ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩში, რომელშიც პორტუგალია ხორვატის უპირისპირდებოდა ტრავმა ჰელდერ პოსტიჟამ მიიღო. სამედიცინო შემოწმების შემდეგ გამოჩნდა, რომ პოსტიჟას ტრავმა სერიოზულია. ცნობილია, რომ 29 წლის ფორვარდი ევრო 2012-ზე ვეღარ ითამაშებს.

 

ესპანეთის წინასამატჩო მდგომარეობა

ვისენტე დელ ბოსკეს გუნდში ახალი ტრავმირებულები არ არიან. ესპანეთის ნაკრებს ტრადიციულად დავიდ ვილა და კარლეს პუიოლი დააკლდებიან.

 

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დღეს ესპანეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ცესკ ფაბრეგასის ნაცვლად ფერნანდო ტორესს ვიხილავთ.

 

 

საინტერესო ფაქტები


  • ამ ორ გუნდს სულ ჯამში 34 მატჩი აქვთ გამართული ერთმანეთში. აქედან 16 ესპანეთს აქვს მოგებული, 6 პორტუგალიას, 12 მატჩი კი ფრედ არის დასრულებული.

 

  • კრიშტიანუ რონალდუს სულ ევროპის ჩემპიონატზე 6 გოლი აქვს გატანილი(2004,2008,2012) მას მხოლოდ 4 გოლი აშორებს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობამდე. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატზე 9 გოლი მიშელ პლატინის აქვს გატანილი.

 

  • უკანასკნელად ეს გუნდები ერთმანეთს 2010 წლის ნოემბერში შეხვდნენ და პორტუგალიამ 4:0 დაამარცხა ესპანეთი.

 

  • ესპანეთს ევრო 2012-ზე ყველაზე ძლიერი დაცვა ჰყავს. მათ მეტოქეებს სულ ერთხელ გაატანიეს კასილასის კარში გოლი.

 

  • უკანასკნელად ოფიციალურ მატჩში ეს გუნდები ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდნენ 2010 წელს და აფრიკაში ესპანელებმა 1:0 მოუგეს პორტუგალიელებს.

 

  • ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დღეს ესპანეთი 1:0 მოიგებს.

 

პრომო

https://www.fci.ge/uploads/posts/2012-06/1340798474_spain-5.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 12წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi