FCI.ge
FCI.ge
ბეილმა კონტრაქტი 2016 წლამდე გაახანგრძლივა |
როგორც "მამლების" ოფიციალური საიტი იტყობინება, უელსელმა ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა კლუბთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც იგი ლონდონში 2016 წლამდე დარჩება.
"ხუთი წლის განმავლობაში რაც კლუბში გავატარე, ყოველი წუთით ვტკბებოდი. გულშემატკივრები კეთილგანწყობილები იყვნენ ჩემ მიმართ, მე კი მათ ნაჩვენები თამაშით ვპასუხობდი. კლუბი პროგრესირებს და მე მსურს, მისი ნაწილი ვიყო. შესანიშნავია, შეთანხმებას მივაღწიეთ. ახლა ჩვენ ვეცდებით, დავბრუნდეთ ჩემპიონთა ლიგაზე - ეს ის ტურნირია, სადაც წესით უნდა ვასპარეზობდეთ,"-განაცხადა ბეილმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.