FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

უეფა: წუთიერი დუმილის თხოვნა არ მიგვიღია

27-06-2012
126 კომენტარი

უეფამ უარყო გავრცელებული ხმები, რომ მათ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციიდან მიიღეს თხოვნა, რომ პორტუგალია-ესპანეთის ნახევარფინალური მატჩის წინ წუთიერი დუმილით მიეგოთ პატივი მიკი როკესთვის.

23 წლის ბეტისის მცველმა სამწუხაროდ კიბოსთან გამკლავება ვერ მოახერხა და გასულ კვირას გარდაიცვალა. ესპანელ ფეხბურთელებს იმედი ჰქონდათ, რომ დონეცკში პორტუგალიასთან მატჩის წინ წუთიერი დუმილით შეხვდებოდნენ ამ დამამწუხრებელ ფაქტს, მაგრამ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ განაცხადა, რომ ამის შესახებ არანაირი თხოვნა არ მიუღია.

''მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს, რომლებიც ითხოვდნენ პორტუგალია-ესპანეთის მატჩის წინ წუთიერ დუმილს მიკი როკეს მხარდასაჭერად, ვუპასუხებთ, რომ ჩვენ არ მიგვიღია თხოვნა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისგან ამის შესახებ. სტატიები იტყობინება, რომ უეფამ თქვა ამაზე უარი, რაც სრულიად უსაფუძვლოა''- ნათქვამია უეფას ოფიცალური საიტის განცხადებაში.

როკე, რომელსაც 4 წელიწადი აქვს გატარებული ''ლივერპულში'',გასულ წელს სამედიცინო შემოწმების შედეგად ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აღმოაჩნდა და კიბო დაუსვეს დიაგნოზად, მაისში მას ავთვისებიანი სიმსივნე მოაშორეს, მაგრამ ყველაფერი მაინც ცუდად დამთავრდა.

გეტყვით იმასაც, რომ დართო ნება, რომ შვედეთი-საფრანგეთის ჯგუფური ეტაპის მატჩი წუთიერი დუმილით დაწყებულიყო, ფრანგი გარდაცვლილი ჟურნალისტის ტიერი როლანდის პატივსაცემად.

https://www.fci.ge/uploads/posts/2012-06/1340815999_uefa-euro-2012-logo.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 3 4 5 6 7 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi